„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№70
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.034.016761
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №70

2018 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №84, მუხ. 1127) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაზღვრო პოლიციის განსაკუთრებული ამოცანებია:

ა) დაეხმაროს სხვა უწყებებს სტიქიური უბედურებების, კატასტროფების ან სხვა განსაკუთრებული საფრთხის დროს;

ბ) დაეხმაროს შესაბამის უწყებებს კარანტინის გამოცხადებისას და საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებაში;

გ) შეასრულოს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ეროვნული თავდაცვის ვალდებულება;

დ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ – მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრებისა და   სახელმწიფოს სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების, აგრეთვე მათი თანმხლები პირების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება;

ე) საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს მართლწესრიგის დაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ღონისძიებებსა და სპეციალურ ოპერაციებში;

ვ) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.“.

2. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი;

ბ) სანაპირო დაცვის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო);

დ) იურიდიული სამმართველო;

ე) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

ვ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;

ზ) სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველო;

თ) კინოლოგიის სამმართველო;

ი) ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველო;

კ) ანალიტიკური  სამმართველო;

ლ) სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო;

მ) სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო;

ნ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო;

ო) საინფორმაციო ტექნოლოგიების მთავარი სამმართველო;

პ) მონიტორინგის, ინსპექტირებისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველო.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურისა და რიცხოვნობის შესახებ, ასევე,  სამართლებრივი აქტების პროექტებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;“;

გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სასაზღვრო პოლიციაში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს ნიშნავს და ათავისუფლებს, გადააადგილებს, უშვებს შვებულებაში და  იძახებს შვებულებიდან;“;

დ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი წესით განკარგავს დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში საბიუჯეტო სახსრებს  და  მატერიალურ ფასეულობებს;“;

ე) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) ფულადი ჯილდოთი, მადლობის სიგელითა და ფასიანი საჩუქრებით აჯილდოებს და საპატიო წოდებებს ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს, უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლებს, აგრეთვე სხვა პირებს სასაზღვრო პოლიციის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრაში აქტიური დახმარებისათვის;“;

4.  მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციისა და ზედამხედველობის მთავარი სამმართველო;“;

5. 101 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სახელით განცხადებების/ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11.  ოპერატიულ - საგამოძიებო მთავარი სამმართველო

ოპერატიულ - საგამოძიებო მთავარი სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ და პრევენციულ ღონისძიებებს, აგრეთვე ოპერატიულ - სამძებრო, სადაზვერვო და კონტრდაზვერვით საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს სამართალდარღვევათა გამოვლენას, მათზე რეაგირებასა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას;

გ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული საქმეების გამოძიებას;

დ) აწარმოებს ოპერატიულ-სამძებრო და შესაბამისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას;

ე) უზრუნველყოფს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, უკანონო მიგრაციის ფაქტების გამოვლენას, აღკვეთასა და პრევენციას, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა მონაცემების მოპოვებას, დადგენას, ძებნას, დაკავებას და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანას;

ვ) უზრუნველყოფს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის, ასევე ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას, არსებული მდგომარეობის განვითარების შესაძლო ტენდენციების შესწავლასა და პრევენციას;

ზ) უზრუნველყოფს საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლას და ერთობლივი ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების დაგეგმვას;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს .“.

7. 112 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 112. ანალიტიკური  სამმართველო

ანალიტიკური სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) ღია წყაროების დამუშავებას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებას და ანალიზს;

ბ) სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, საზღვაო სივრცესა და საზღვრისპირა რეგიონებში არსებული ვითარების შესწავლას;

გ) სახელმწიფო საზღვარზე რისკების იდენტიფიცირებას და შეფასებას, არსებული ტენდენციების განსაზღვრას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

დ) სასაზღვრო პოლიციის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე, თემატური კვლევების განხორციელებას, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას;

ე) საინფორმაციო-ანალიტიკური ცნობების, კვლევითი დოკუმენტების და სტრატეგიული ანალიტიკური ანგარიშების მომზადებას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

8. მე-12 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრებისა და  სახელმწიფოს სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების, აგრეთვე მათი თანმხლები პირების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებას.“.

9. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15.  საინფორმაციო  ტექნოლოგიების მთავარი სამმართველო

საინფორმაციო ტექნოლოგიების მთავარი სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიას, ერთიან პოლიტიკასა და სამოქმედო გეგმას;

ბ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებისა და მათდამი დაქვემდებარებული დანაყოფების რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით აღჭურვას, არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით დაკომპლექტებისა და შესაძლებლობის ანალიზს;

გ) რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარებისა და სასაზღვრო მონიტორინგის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს ახალი ტექნოლოგიების შესწავლას, ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას;

დ) აკონტროლებს რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ექსპლუატაციის სისწორეს , ტექნიკურ მომსახურებასა და ინფორმაციული უსაფრთხოების ღონისძიებათა შემუშავებას;

ე) უზრუნველყოფს საინფორმაციო  ტექნოლოგიური პროგრამების დანერგვას;

ვ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“;

10. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. მონიტორინგის, ინსპექტირებისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველო

მონიტორინგის, ინსპექტირებისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით ახორციელებს მათი საქმიანობის პერიოდულ (გეგმური და არაგეგმური) სამსახურებრივ შემოწმებას;

ბ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული, ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსის და სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს;

გ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინური ნორმების დარღვევის ფაქტების შემოწმებასა და განხილვას, ამასთან, თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე სასაზღვრო პოლიციის უფროსისათვის წინადადებების წარდგენას;

დ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობიდან გამომდინარე შიდა სისტემის უსაფრთხოების კონცეფციის და საფრთხეების შეფასების დოკუმენტის შემუშავებასა და შესრულებას;

ე) უზრუნველყოფს შიდა საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენას, იდენტიფიცირებას, შეფასებასა და პროგნოზირებას, ამასთან, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებისთვის უსაფრთხოების წესების დანერგვას და კონტროლს, შესაბამისი დასკვნების მომზადებას და სასაზღვრო პოლიციის უფროსისთვის წარდგენას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 15 ივნისს.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია