„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016217
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №59

2021 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) თეორიული გამოცდების ჩატარებას ამ წესების №3 დანართით გათვალისწინებულ საგნებში, ავიაკომპანიის სატრანსპორტო/კომერციული პილოტის მოწმობის გაცემის ან მისი აღიარების მიზნით.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პილოტის მოწმობის პირველად მიღების მიზნით, თეორიული გამოცდები კანდიდატმა უნდა ჩააბაროს ამ წესების №3 დანართით განსაზღვრულ საგნებში.“.

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4  მე-7 პუნქტები:

4. თეორიული გამოცდები ტარდება:

ა) სააგენტოში - ამ წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში  „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავიასპეციალისტის მოწმობის მისაღებად;

ბ) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სდ-ში ამ წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავიასპეციალისტის მოწმობის მისაღებად.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თეორიული გამოცდები ტარდება სააგენტოში, წერილობით, ინგლისურ ენაზე, შესაბამისი ელექტრონული საგამოცდო პროგრამის მეშვეობით და შემდეგი პირობების დაცვით:

ა) განმცხადებელი დაიშვება თეორიულ გამოცდებზე, თუ მას გააჩნია შესაბამისი რეკომენდაცია სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული იმ სდ-დან, რომელიც პასუხისმგებელი იყო მის სწავლებაზე. რეკომენდაცია სდ-ს მიერ გაიცემა მას შემდეგ, რაც კანდიდატი სდ-ში სრულად დაფარავს თეორიული სწავლების კურსის შესაბამის ელემენტებს, დამაკმაყოფილებელ დონეზე;

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება განმცხადებელზე, თუ იგი ფლობს სხვა ქვეყნის უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემულ შესაბამისი ავიასპეციალისტის მოწმობას.

ბ) სდ-ს რეკომენდაცია მოქმედია 12 თვის განმავლობაში. თუ განმცხადებელი მითითებული ვადაში ერთხელაც არ ეცდება თეორიული გამოცდის ჩაბარებას, მან სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ (აღიარებულ) სდ-ში დამატებით უნდა გაიაროს თეორიული სწავლება იმ საგნებში, რომელ­საც განსაზღვრავს სასწავლო დაწესებულება, განმცხადებლის საჭიროებიდან გამომდინარე.

გ) განმცხადებელი ვალდებულია, ხელახლა ჩააბაროს თეორიული გამოცდები სრულად იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ შეძლებს:

გ.ა) რომელიმე თეორიული გამოცდის ჩაბარებას 4 მცდელობით; ან

გ.ბ) ყველა გამოცდის ჩაბარებას ექვსი საგამოცდო სესიის განმავლობაში; ან

გ.გ) ჩააბაროს ყველა გამოცდა 18 თვის განმავლობაში, რაც აითვლება იმ კალენდარული თვის ბოლო რიცხვიდან, როდესაც განმცხადებელი პირველად გავიდა გამოცდის ჩასაბარებლად. 

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ თეორიული გამოცდების განმეორებით ჩაბარებამდე, მან უნდა გაიაროს დამატებითი სწავლება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ (აღიარებულ) სასწავლო დაწესებულებაში. სწავლე­ბის მოცულობა განისაზღვრება სასწავლო დაწესებულების მიერ გამოსაცდელის საჭიროების მიხედვით.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული წარმატებით ჩაბარებული თეორიული გამოცდები მოქმედია:

ა) კომერციული პილოტის მოწმობის ან სახელსაწყო ფრენის წესების ოსტატობის გაცემისთვის  36 თვე;

ბ) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის გაცემისთვის:

ბ.ა) მოწმობაში ჩაწერილი სახელსაწყო ოსტატობის მოქმედების ვადის გასვლიდან 7 წელი;

ბ.ბ) შვეულმფრენების შემთხვევაში  შვეულმფრენის ტიპის ოსტატობის მოქმედების ვადის გასვლიდან 7 წელი.“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პილოტის მოწმობის გასაცემად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე:

ბ.ა) ამ წესების №3 დანართით განსაზღვრული, მოთხოვნილი მოწმობის შესაბამისი თეორიული გამოცდების წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი:

ბ.ა.ა) კომერციული პილოტის/ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის შემთხვევაში  სააგენტოდან; 

ბ.ბ) მოყვარული პილოტის მოწმობის შემთხვევაში  სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული (აღიარებული) სდ-დან;“;

„ე) სხვა ქვეყნის უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემული ბორტინჟინრის მოწმობის მფლობელმა პირმა, ამ წესების შესაბამისად მოწმობის მოპოვების მიზნით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ე.ა) სხვა ქვეყნის უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემული ბორტინჟინრის მოწმობა, სათანადო ოსტატობის ჩანაწერით, რომლის შესაბამისობა ამ წესების მე-10 და 23-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებთან მოწმდება სააგენტოს მიერ, აგრეთვე დგინდება მისი ნამდვილობა (ავთენტურობა) მოწმობის გამცემ საავიაციო ხელისუფლებასთან ამ წესების №15 დანართის შესაბამისად;

ე.ბ) პირველადი განათლების, სხ-ის ტიპზე გადამზადების წარმატებით დასრულებისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ე.გ) თეორიული ცოდნის შემოწმების მიზნით სააგენტოში ჩაბარებული გამოცდების შედეგები ამ წესების №3 დანართის შესაბამისად, შემდეგ საგნებში:

ე.გ.ა) საჰაერო ხომალდის ზოგადი ცოდნა (პლანერი/სისტემები/ძალური დანადგარები);

ე.გ.ბ) საფრენოსნო მახასიათებლები;

ე.გ.გ) საექსპლუატაციო წესები“.

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბორტგამყოლის –2 წელი“.

5. მე-10 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ავიასპეციალისტის მოწმობის გასაცემად თეორიული ცოდნის შემოწმება ხორციელდება თეორიული გამოცდებით, ამ წესების მე-5 მუხლის შესაბამისად.“.

6. მე-12 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თვითმფრინავზე, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 5700 კგ-ს:

ა) პილოტ-ინსტრუქტორის უფლებამოსილების პირველად მოპოვებისთვის პილოტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა.ა) გავლილი უნდა ჰქონდეს ინსტრუქტორის (TRI/SFI) მომზადების სასწავლო კურსი;

ა.ბ) უნდა ფლობდეს მეთაურის მოქმედ ოსტატობას მოთხოვნილ ტიპზე და მეთაურის რანგში ნაფრენი ჰქონდეს არანაკლებ 300 საათი;

ა.გ) უფროს პილოტ-ინსტრუქტორთან (CPI, TRE, SFE) გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი შეფასება ინსტრუქტორის რანგში; ან

ბ) მრავალპილოტიანი თვითმფრინავის ნებისმიერ ტიპზე პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობის ფლობის შემთხვევაში, სხვა ტიპზე პილოტ-ინსტრუქტორის უფლებამოსილების მოპოვებისათვის პილოტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ბ.ა) უნდა ფლობდეს მოთხოვნილ ტიპზე მეთაურის მოქმედ ოსტატობას;

ბ.ბ) უნდა ფლობდეს მოთხოვნილ ტიპზე მარჯვენა სავარძლიდან ფრენის უფლებას;

ბ.გ) მოთხოვნილ ტიპზე განცხადების წარდგენამდე 12 თვის განმავლობაში მეთაურის რანგში დამოუკიდებლად ნაფრენი უნდა ჰქონდეს 15 მარშრუტის სექტორი;

ბ.დ) მოთხოვნილ ტიპზე უფროს პილოტ-ინსტრუქტორთან (CPI, TRE, SFE) გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სწავლება და შეფასება ინსტრუქტორის რანგში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. მრავალპილოტიან მრავალძრავიან შვეულმფრენზე პილოტი შეიძლება გახდეს პილოტ-ინსტრუქტორი, თუ მას:

ა) გავლილი აქვს ინსტრუქტორის (TRI/SFI) მომზადების სასწავლო კურსი და:

ა.ა) აქვს შესაბამის ტიპზე მეთაურის მოქმედი ოსტატობა;

ა.ბ) მრავალპილოტიან შვეულმფრენზე მეთაურის რანგში ნაფრენი აქვს არანაკლებ 350 საათი, საიდანაც 150 საათი შესრულებული ექნება მოთხოვნილ ტიპზე;

ა.გ) უფროს პილოტ-ინსტრუქტორთან (CPI, TRE, SFE) გავლილი აქვს შესაბამისი შეფასება ინსტრუქტორის რანგში; ან

ბ) ფლობს მრავალპილოტიანი მრავალძრავიანი შვეულმფრენის ნებისმიერ ტიპზე პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობას და:

ბ.ა) ფლობს განცხადებულ ტიპზე მეთაურის მოქმედ ოსტატობას;

ბ.ბ) ფლობს მოთხოვნილ ტიპზე მარჯვენა სავარძლიდან ფრენის უფლებას;

ბ.გ) განცხადების წარდგენამდე 12 თვის განმავლობაში მოთხოვნილ ტიპზე მეთაურის რანგში დამოუკიდებლად ნაფრენი აქვს 10 საათი;

ბ.დ) მოთხოვნილ ტიპზე უფროს პილოტ-ინსტრუქტორთან (CPI, TRE, SFE) გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება და შეფასება ინსტრუქტორის რანგში.“;

გ) მე-41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ერთპილოტიან შეულმფრენზე პილოტი შეიძლება გახდეს პილოტ-ინსტრუქტორი, თუ მას გავლილი აქვს ინსტრუქტორის (TRI/SFI) კურსი, ფლობს შესაბამის ტიპზე მოქმედ ოსტატობას, უფროს პილოტ-ინსტრუქტორთან (CPI, TRE, SFE) გავლილი აქვს შესაბამისი შეფასება ინსტრუქტორის რანგში და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ერთპილოტიანი მრავალძრავიანი შვეულმფრენის შემთხვევაში – ნაფრენი აქვს 500 საათი შვეულმფრენის პილოტის რანგში, საიდანაც 100 საათი შესრულებული ექნება მეთაურის რანგში მოთხოვნილ ტიპზე;

ბ) ერთპილოტიანი ერთძრავიანი შვეულმფრენის შემთხვევაში – ნაფრენი აქვს 250 საათი შვეულმფრენის მეთაურის რანგში, საიდანაც 100 საათი შესრულებული ექნება მოთხოვნილ ტიპზე; ან

გ) ფლობს შვეულმფრენის ნებისმიერ ტიპზე ინსტრუქტორის ოსტატობას და:

გ.ა) ფლობს მოთხოვნილ ტიპზე მეთაურის მოქმედ ოსტატობას;

გ.ბ) ფლობს მოთხოვნილ ტიპზე მარჯვენა სავარძლიდან ფრენის უფლებას;

გ.გ) განცხადების წარდგენამდე 12 თვის განმავლობაში მოთხოვნილ ტიპზე ნაფრენი აქვს 10 საათი,

გ.დ) მოთხოვნილ ტიპზე უფროს პილოტ-ინსტრუქტორთან (CPI, TRE, SFE) გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება და შეფასება ინსტრუქტორის რანგში.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტმა უფროსი პილოტ-ინსტრუქტორობის კანდიდატი უნდა წარუდგინოს სააგენტოს შესაბამისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს განცხადება ამ წესების №18 დანართის შესაბამისად. უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობის პირველად მოპოვებისთვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს 1500 საერთო ნაფრენი საათი, მათ შორის, არანაკლებ 500 ნაფრენი საათი საჰაერო ხომალდის მეთაურის რანგში საჰაერო ხომალდის იმ სახეობაზე (თვითმფრინავი/შვეულმფრენი), რომელზეც ეძლევა შეფასების ჩატარების უფლებამოსილება;

ბ) დამკვირვებლის რანგში მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული მოქმედი უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის მიერ ჩატარებულ არანაკლებ ორ შეფასებაში;

გ) უნდა ფლობდეს საჰაერო ხომალდის მეთაურის და პილოტ ინსტრუქტორის (TRI) მოქმედ ოსტატობას და ბოლო 90 დღეში შესრულებული ჰქონდეს მინიმუმ სამი აფრენა-დაფრენა;

დ) 5700 კგ და მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის თვითმფრინავის ტიპის შემთხვევაში – ამ ტიპზე პილოტ-ინსტრუქტორის რანგში ნაფრენი უნდა ჰქონდეს არანაკლებ 200 სთ;

ე) 5700 კგ-მდე მაქსიმალური ასაფრენი მასის თვითმფრინავის კლასის შემთხვევაში – პილოტ-ინსტრუქტორად ნაფრენი უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 სთ;

ვ) ერთპილოტიანი თვითმფრინავის შემთხვევაში, უნდა ჰქონდეს საერთო ნაფრენი არანაკლებ 1000 საათი, საიდანაც პილოტ-ინსტრუქტორის რანგში შესრულებული აქვს 250 საათი;

ზ) შვეულმფრენის შემთხვევაში:

ზ.ა) 3175 კგ და მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის შვეულმფრენის შემთხვევაში, გარდა ერთპილოტიანი შვეულმფრენისა, ამ ტიპზე პილოტ-ინსტრუქტორის რანგში ნაფრენი უნდა ჰქონდეს არანაკლებ 100 სთ ან 30 მარშრუტის სექტორი;

ზ.ბ) 3175 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე შვეულმფრენის, აგრეთვე ერთპილოტიანი შვეულმფრენის შემთხვევაში – ამ ტიპზე პილოტ-ინსტრუქტორის რანგში ნაფრენი უნდა ჰქონდეს 50 მარშრუტის სექტორი ან 25 საათი;

თ) თავისუფალი აეროსტატის შეთხვევაში – უნდა ჰქონდეს საერთო ნაფრენი 250 საათი, საიდანაც პილოტ-ინსტრუქტორის რანგში შესრულებული აქვს 50 საათი;

ი) ჰქონდეს გავლილი გაცნობითი ხასიათის ინსტრუქტაჟი სააგენტოში;

კ) წარმატებით ჰქონდეს გავლილი სააგენტოს პილოტ-ინსპექტორის ან სააგენტოს მიერ უფლებამოსილი უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის მიერ ჩატარებული შეფასება.“;

ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 ქვეპუნქტი:

„111. საჰაერო ხომალდის ტიპის უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი უფლებამოსილია გახდეს სხვა ტიპზე უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ფლობს განცხადებულ ტიპზე პილოტ-ინსტრუქტორის მოქმედ ოსტატობას და ინტრუქტორის რანგში ნაფრენი აქვს არანაკლებ 50 სთ;

ბ) დამკვირვებლის რანგში მიღებული აქვს მონაწილეობა მოქმედი უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის (TRE /SFE, CPI) მიერ ჩატარებულ არანაკლებ ორ შეფასებაში;

გ) წარმატებით ჰქონდეს გავლილი სააგენტოს პილოტ-ინსპექტორის ან სააგენტოს მიერ უფლებამოსილი უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის მიერ ჩატარებული შესაბამისი შეფასება უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის რანგში.“;

ვ) მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პილოტებისა და კურსანტების თეორიული და პრაქტიკული მომზადება და საწაფზე წვრთნა, თუ მას აქვს საწაფზე დაშვება.“;

7. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. სარადიოტელეფონო კავშირის ენა

1. ყველა ჯგუფის პილოტი, აერნაოსანი, ბორტინჟინერი და სმ მეთვალყურე ვალდებულია იცოდეს (ესმოდეს და ლაპარაკობდეს) სარადიოტელეფონო კავშირისას გამოყენებული ენა.

2. პილოტმა (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დირიჟაბლი, ვსხ), სმ მეთვალყურემ და აერნაოსანმა, რომელმაც პროფესიული ინგლისური ენის ცოდნის შემოწმებისას მიიღო იკაოს შეფასებათა შკალით დადგენილ მე-6 (ექსპერტის) დონეზე დაბალი შეფასება, მომდევნო შეფასება უნდა გაიაროს შემდეგი პერიოდულობით:

ა) ინგლისური ენის სამუშაო (მე-4) დონეზე ცოდნის სერტიფიკატის მფლობელმა  3 წელიწადში ერთხელ;

 ბ) ინგლისური ენის გაძლიერებულ (მე-5) დონეზე ცოდნის სერტიფიკატის მფლობელმა  6 წელიწადში ერთხელ.

3. ავიასპეციალისტს არ მოეთხოვება პერიოდულად პროფესიული ინგლისური ენის ცოდნის შემოწმება, თუ იგი ფლობს ინგლისური ენის ექსპერტის (მე-6) დონეზე ცოდნის სერტიფიკატს.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ავიასპეციალისტები, გარდა შიდა რეისებზე დაკავებული საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისა, პროფესიულ ინგლისურ ენას უნდა ფლობდნენ, სულ მცირე სამუშაო მე-4 დონეზე.

5. პროფესიული საავიაციო ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრა ხორციელდება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში.“.

8. 24-მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. 29-მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობაში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის შესაბამისი ქვესახეობის ოსტატობის შესახებ ჩანაწერი ხორციელდება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 31 მაისის №111 ბრძანებით დამტკიცებული „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „რ – უ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შემოკლების მიხედვით.“

10. 30-მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ა) მოწმობის პირველად აღიარების შემთხვევაში შესაბამისი თეორიული გამოცდების სააგენტოში (მოყვარული პილოტის და თავისუფალი აეროსტატის პილოტის შემთხვევაში – სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სდ-ში) წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს შემდეგ საგნებში:

ე.ა.ა) საჰაერო სამართალი;

ე.ა.ბ) მეტეოროლოგია (გარდა ბორტინჟინრის მოწმობის მფლობელისა);

ე.ა.გ) საექსპლუატაციო წესები (გარდა მოყვარული პილოტის მოწმობის აღიარებისა).“;

ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.1ქვეპუნქტი:

„ე.ა1) ამ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება ავიაკომპანიის მიერ მოწვეული პილოტ-ინსტრუქტორის/უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის (PI/CPI/TRI/TRE) მოწმობის/უფლებამოსილების მფლობელზე, რომელიც ახორციელებს საწვრთნელ ფრენებს ან სამარშრუტო/საკვალიფიკაციო შემოწმებას, აგრეთვე პილოტის მოწმობის მფლობელზე, რომელიც ახორციელებს არაკომერციულ ფრენას ტექნიკური გადაფრენის ან საავიაციო ტექნიკის შემოწმების მიზნით.“;

გ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ავიაკომპანიის მიერ მოწვეული პილოტ-ინსტრუქტორი/უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი ახორციელებს საწვრთნელ ფრენებს ან სამარშრუტო/საკვალიფიკაციო შემოწმებას.“;

11. 31-მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პილოტის მოწმობის გასაცემად, გარდა ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე უნდა წარადგინოს:

დ.ა) თეორიული გამოცდების წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, მოთხოვნილი ავიასპეციალისტის მოწმობის შესაბამისად:

დ.ა.ა) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის/კომერციული პილოტის მოწმობისათვის  ამ წესების №17 დანართის 5.1 პუნქტით დადგენილ საგნებში. გამოცდების ჩაბარება ხდება სააგენტოში;

დ.ა.ბ) მოყვარული პილოტის მოწმობისათვის  ამ წესების №17 დანართის 5.2 პუნქტით დადგენილ საგნებში. გამოცდების ჩაბარება ხდება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში;

დ.ბ) მფრინავად მომზადების სასწავლებლის დამთავრების და სხ-ის ტიპზე გადასწავლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც პირს მიენიჭა პილოტის კვალიფიკაცია;

დ.გ) შესაბამისი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი;

დ.დ) საფრენოსნო წიგნაკი ან ფორმა, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ავიაციაში პილოტის სტატუსს და შესაბამისი მოწმობის ან ოსტატობის მიღებისათვის საჭირო საფრენოსნო გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს და საჰაერო ხომალდზე ნაფრენი საათების საერთო რაოდენობას;

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, სააგენტო გასცემს პილოტის მოწმობას შეზღუდვით სხ-ის ტიპზე შეგირდის კვალიფიკაციით (მოწმობაში აღინიშნება  Trainee) ამ წესების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მწყობრში შეყვანის მიმართ დადგენილი მოთხოვნების შესრულებამდე;

დ.ე) პილოტის მოწმობის/ოსტატობის მიღებისთვის საჭირო მწყობრში შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ წესების 36-ე მუხლის შესაბამისად;

დ.ვ) განაცხადის წარდგენამდე ბოლო 12 თვის მანძილზე წარმატებით გავლილი საკვალიფიკაციო შემოწმება ამ წესების №4 დანართის შესაბამისი მოცულობით, საჰაერო ხომალდის იმ ტიპზე, რომლის ოსტატობის დამატებასაც ითხოვს;

„ე) ბორტინჟინრის მოწმობის გასაცემად, გარდა ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე:

ე.ა) თეორიული გამოცდების სააგენტოში წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, შემდეგ საგნებში:

ე.ა.ა) საჰაერო ხომალდის ზოგადი ცოდნა (პლანერი/სისტემები/ძალური დანადგარები);

ე.ა.ბ) საფრენოსნო მახასიათებლები;

ე.ა.გ) საექსპლუატაციო წესები;

ე.ბ) ბორტინჟინრად მომზადების სასწავლებლის დამთავრების/სხ-ის ტიპზე გადასწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც პირს მიენიჭა ბორტინჟინრის კვალიფიკაცია;

ე.გ) შესაბამისი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი;

ე.დ) საფრენოსნო წიგნაკი ან ფორმა, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ავიაციაში ბორტინჟინრის სტატუსს და საჰაერო ხომალდზე ნაფრენი საათების საერთო რაოდენობას;

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, სააგენტო გასცემს ბორტინჟინრის მოწმობას შეზღუდვით სხ-ის ტიპზე ბორტინჟინერ-შეგირდის კვალიფიკაციით (მოწმობაში აღინიშნება – Trainee) ამ წესების 36-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ბორტინჟინრის მწყობრში შეყვანის მიმართ დადგენილი მოთხოვნების შესრულებამდე;

ე.ე) ბორტინჟინრის მოწმობის/ან ოსტატობის მიღებისთვის საჭირო მწყობრში შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ წესების 36-ე მუხლის შესაბამისად;

ე.ვ) განაცხადის წარდგენამდე ბოლო 12 თვის მანძილზე წარმატებით გავლილი საკვალიფიკაციო შემოწმების შედეგები საჰაერო ხომალდის იმ ტიპზე, რომლის ოსტატობის დამატებასაც ითხოვს.“;

12. 36-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ბორტინჟინრის მწყობრში შეყვანა უნდა მოიცავდეს არანაკლებ:

ა) თვითმფრინავებისათვის  100 საათს.

ბ) შვეულმფრენებისთვის  35 საათს.“;

13. 38-მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აერნაოსნად შეიძლება გადამზადდეს პილოტის, ბორტინჟინრის, სმ მეთვალყურის მოწმობის მფლობელი.“.

14. მე-40 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) გავლილი ჰქონდეს მეთაურის რანგში საკვალიფიკაციო შემოწმება ამ წესების დანართი №4-ის შესაბამისად, მწყობრში შესვლის პროგრამა და შესაბამისი საფრენოსნო შემოწმება (Line Check);

შენიშვნა: მწყობრში შესვლის პროგრამის დაწყებამდე, პილოტზე გაიცემა სხ-ის ტიპზე მეთაური შეგირდის (Pilot in Comand Under Supervision PICUS) ოსტატობა.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ავიაკომპანიის შუამდგომლობით და პილოტის გამოცდილების გათვალისწინებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტების მოთხოვნები სააგენტომ შეიძლება შეამციროს დადგენილი მოთხოვნის არაუმეტეს 50%-ით.“;

15. დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 მუხლი:

მუხლი 431. ინგლისური ენის ცოდნის დონის შემფასებლის მოწმობა

 1. ინგლისური ენის ცოდნის დონის შემფასებლის (შემდგომ  ენის შემფასებელი) მოწმობის მიღების უფლება აქვს პირს, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ მოთხოვნას:

ა) ფლობს, ან უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ფლობდა პილოტის ან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოქმედ მოწმობას, ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ მე-5 დონის დაშვებით და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა.ა) აქვს მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მინიმუმ 7-წლიანი გამოცდილება;

ა.ბ) გავლილი აქვს ენის შემფასებლის მინიმუმ 40-საათიანი პირველადი სწავლება, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა.ბ.ა) ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის შესაბამის სტანდარტებს და რეკომენდაციებს;

ა.ბ.ბ) ICAO-ს პირველი დანართის ენის ფლობის შეფასების ცხრილს და №1 დანართს;

ა.ბ.გ) ICAO-ს Doc 9835; და

ა.ბ.დ) ICAO-ს შეფასებული მეტყველების ნიმუშებს (https://cfapps.icao.int/RSSTA/);

ბ) ფლობს ინგლისური ენის სპეციალისტის/ფილოლოგის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს (დიპლომი/სერტიფიკატი) და გავლილი აქვს ენის შემფასებლის მინიმუმ 40 საათიანი სწავლება, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ბ.ა) ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის შესაბამის სტანდარტებს და რეკომენდაციებს;

ბ.ბ) ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის ენის ფლობის შეფასების ცხრილს და №1 დანართს;

ბ.გ) ICAO-ს Doc 9835; და

ბ.დ) ICAO-ს შეფასებული მეტყველების ნიმუშებს (https://cfapps.icao.int/RSSTA/).

2. ენის შემფასებლის მოწმობის მაძიებელმა, მოწმობის მისაღებად სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:

ა) განაცხადი და სდ-ს შუამდგომლობა ამ წესების №14 და №23 დანართების შესაბამისად;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ერთი ფერადი ფოტოსურათი 3x4-ზე ელექტრონული ფორმით;

დ) პირველადი სწავლების სერტიფიკატის ასლი;

ე) იკაოს შეფასებათა შკალის მიხედვით არანაკლებ მე-5 დონის სერტიფიკატი;

ვ) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის ან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის ასლი ან ინგლისური ენის სპეციალისტის სერტიფიკატის ასლი. 

3. სააგენტო ამოწმებს კანდიდატის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და დადებითი შეფასების შემთხვევაში გასცემს „ინგლისური ენის ცოდნის დონის შემფასებლის მოწმობას“ (დანართი №24).

4. ენის შემფასებლის მოწმობა გაიცემა ორი წლის ვადით.

5. ენის შემფასებლის მოწმობის ვადის გაგრძელების მიზნით, ენის შემფასებელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:

ა) განაცხადი და სდ-ს შუამდგომლობა ამ წესების №14 და №23 დანართების შესაბამისად;

ბ) განმეორებითი სწავლების მინიმუმ 24-საათიანი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; 

გ) ავიასპეციალისტის მოწმობა, თუ მას ენის შემფასებლის მოწმობა მოპოვებული აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ) ICAO-ს შეფასებათა შკალის მიხედვით არანაკლებ მე-5 დონის სერტიფიკატი;

ე) განაცხადის წარდგენამდე 24 თვის განმავლობაში ჩატარებული არანაკლებ 12 შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს ენის შემფასებლის მოწმობა, თუ გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:

ა) მოწმობის მფლობელმა გამოიყენა მინიჭებული უფლებები, მიუხედავად იმისა, რომ იგი აღარ აკმაყოფილებდა ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს; 

ბ) მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, სააგენტოს წარედგინა ყალბი დოკუმენტი;

გ) მოწმობის მფლობელმა დაარღვია ამ წესების და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 24 ოქტომბრის №221 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ მოთხოვნები;

დ) მოწმობის მფლობელის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში.

7. მოწმობის გაუქმების შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დააბრუნოს მოწმობა სააგენტოში.“.

16. დაემატოს №23 და №24 დანართები.

მუხლი 2
1. ბრძანება გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებისა, მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა , მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „დ.ა.ა“ ქვეპუნქტისა და მე-15 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2.  ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 პუნქტი, მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „დ.ა.ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1  იანვრიდან.

3. ამ ბრძანების მე-15 მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.

 

 


სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე



დანართი №23
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი

ინგლისური ენის ცოდნის დონის შემფასებლის მოწმობის გაცემის/მოქმედების ვადის  გაგრძელებისთვის


 

ინგლისური ენის ცოდნის დონის შემფასებლის მოწმობის

გაცემის/მოქმედების ვადის გაგრძელების

გ ა ნ ა ც ხ ა დ ი

განმცხადებლის დეტალები

სახელი, გვარი:

 

საცხოვრებელი ადგილი:

 

ტელეფონის/მობილურის ნომერი:

 

ელექტრონული მისამართი:

 

ეროვნება:

 

დაბადების თარიღი და ადგილი (დდ/თთ/წწწწ):

 

ზოგადი ინფორმაცია

შემფასებლის მოწმობის პირველადი გაცემა

შემფასებლის მოწმობის ვადის გაგრძელება

საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი / საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე

მოწმობის ნომერი:

 

გაცემის თარიღი:

 

ინგლისური ენის სპეციალისტი

ინგლისური ენის სპეციალისტის სერტიფიკატი/დიპლომის ნომერი:

 

გამცემი სასწავლო დაწესებულება:

 

გაცემის თარიღი:

 

დეკლარირება

მე, ქვემოთ ხელის მომწერი _  ________________________________________ვადასტურებ, რომ:

                (სახელი, გვარი)

ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს განაცხადი, არის სწორი, განაცხადის შემოტანის დროს;

 

ვაცნობიერებ, რომ რაიმე არასწორმა ინფორმაციამ, რომელსაც მოგაწვდით, შეიძლება გამოიწვიოს ჩემი ინგლისური ენის ცოდნის დონის შემფასებლის მოწმობის გაუქმება.

 

სახელი, გვარი: __________________________________ ხელმოწერა:________________

 

თარიღი: _______________

 

 


დანართი №24
ინგლისური ენის ცოდნის დონის შემფასებლის მოწმობა