„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №167 |
|
2019 წლის 14 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
მუხლი 1. „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ავიასპეციალისტის მოწმობა გაიცემა, თუ ის თეორიულ, პრაქტიკულ მომზადებას და საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიას გაივლის საქართველოში – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოადგენს თეორიული და პრაქტიკული მომზადების დამადასტურებელ საბუთებს, ან საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოს მიერ გაცემულ კონკრეტული სახეობის მოწმობის ან ოსტატობის მინიჭების გაცემის შუამდგომლობას და დააკმაყოფილებს ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემისათვის ამ წესით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. 4. თუ პირს არ აქვს ამ წესების შესაბამისად გაცემული ან აღიარებული მოწმობა, მას ეკრძალება უფლებამოსილების განხორციელება სხ-ების ქვემოთ ჩამოთვლილ სახეობებზე: ა) თვითმფრინავი; ბ) შვეულმფრენი; გ) ამწევი ძალის სამატი სისტემით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი; დ) პლანერი; ე) თავისუფალი აეროსტატი; ვ) 4600 მ3-ზე მეტი მოცულობის დირიჟაბლი; ზ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი, რომელსაც გააჩნია კატეგორიები (ქვესახეობები). შენიშვნა: ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების კატეგორიები (ქვესახეობები) განსაზღვრულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 31 მაისის №111 ბრძანებით დამტკიცებული „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირების წესის“ მე-2 მუხლით.“. 2. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი და შენიშვნა : „ო ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტი. შენიშვნა: „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 31 მაისის №111 ბრძანებით.“; გ) მე-4 პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) XIII. განსაკუთრებული აღნიშვნები, რომელიც ითვალისწინებს სარადიოტელეფონო კავშირის ენის და/ან ინგლისური ენის (პროფესიული საავიაციო) ცოდნის დონეს და სხვადასხვა შეზღუდვებს. ინგლისურის ენის ცოდნის დონესთან დაკავშირებული ცნობები აღინიშნება მხოლოდ პილოტების, აერნაოსანის და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობაში. შენიშვნა: ამ წესის №12 დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ, აგრეთვე სხვა აღნიშვნებს, შესაბამისი მოქმედების ვადით, გარდა აღნიშნული მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტებით დადგენილი აღნიშვნებისა, განსაზღვრავს ავიასაწარმო (ექსპლუატანტი), მის მიერ შემუშავებულ ფორმაში, საექსპლუატაციო სპეციფიკაციის და ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს შესაბამისად. პ) XIV. სხვა ინფორმაცია და მონაცემები.“. 3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) განცხადება ამ წესის №1 დანართის შესაბამისად და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.“; ბ) „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) თეორიულ საგნებში ცოდნის შემოწმების შედეგები ამ წესის №3 დანართის შესაბამისად სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სდ-დან; ბ.ბ) უნარების/საკვალიფიკაციო შემოწმების შედეგები ამ წესების №4 დანართის შესაბამისად. შემოწმება უნდა ჩატარდეს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სდ-ში ან საწაფზე, ხოლო საწაფის არარსებობის შემთხვევაში საჰაერო ხომალდზე, სერტიფიცირებული ან აღიარებული უფროსი პილოტ ინსტრუქტორის (CPI, TRE, SFE, FE) მიერ.“; გ) „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.დ) საფრენოსნო წიგნაკი/საფრენოსნო ელექტრონული წიგნაკი შესაბამისი სდ-ის ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული ბეჭდით.“. 4. მე-9 მუხლის: ა) მე- 3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 65 წლის ასაკს გადაცილებული ნებისმიერი სახეობის საჰაერო ხომალდის პილოტი, გარდა თავისუფალი აეროსტატის პილოტისა, კომერციულ ფრენაზე არ დაიშვება. თავისუფალი აეროსტატის პილოტი კომერციულ ფრენაზე არ დაიშვება, თუ იგი გადაცილებულია 70 წლის ასაკს. შენიშვნა: ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების მიზნებისათვის, ნებისმიერ შემთხვევაში მოწმობის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადას.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად კანდიდატმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს: ა) ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად: ა.ა) განცხადება ამ წესის №1 დანართის შესაბამისად; ა.ბ) მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული შესაბამისი კლასის მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატი (ამ წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ავიასპეციალისტების გარდა) ა.დ) ავიასპეციალისტის მოწმობა ან მოწმობის ასლი. ბ) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე: ბ.ა) უნარების/საკვალიფიკაციო შემოწმების შედეგები ამ წესის №4 დანართის შესაბამისად: ბ.ა.ა) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სასწავლო დაწესებულების საწაფზე ან საჰაერო ხომალდზე საწაფის არარსებობის შემთხვევაში; ან ბ.ა.ბ) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ საწაფზე; ბ.ა.გ) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის (CPI, SFE, TRE, FE) მიერ გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული პირი არის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სდ-ის წარმომადგენელი/თანამშრომელი და სდ-ის ფარგლებში ატარებს შემოწმებას. ბ.ბ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სდ-დან: ბ.ბ.ა) საერთაშორისო რეისებზე დაკავებული პილოტებისთვის – არანაკლებ იკაოს შეფასებათა შკალის მიხედვით მე-4 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ.ბ.ბ) შიდა რეისებზე დაკავებული საფრენოსნო ეკიპაჟის წევრისათვის – სარადიოტელეფონო კავშირის წარმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ.გ) საფრენოსნო წიგნაკს/საფრენოსნო ელექტრონული წიგნაკს, რომელიც იქნება დადასტურებული: ბ.გ.ა) კომერციული ან საწვრთნელი ფრენების შემთხვევაში შესაბამისი დამსაქმებლის (ექსპლუატანტის) /უფლებამოსილი ორგანიზაციის ბეჭდით; ბ.გ.ბ) სამოყვარულო ფრენების განხორციელების შემთხვევაში – პილოტის ხელმოწერით.“; გ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე: გ.ა) პრაქტიკული მუშაობის შემოწმების შედეგები ამ წესების №5 დანართის შესაბამისად; გ.ბ) იკაოს შეფასებათა შკალის მიხედვით არანაკლებ მე-4 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სდ-დან. დ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის ვადის გასაგრძელებლად, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ ავიასპეციალისტი ბოლო ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა საჰაერო ხომალდის შესაბამის ტიპზე ტექნიკურ მომსახურებას არანაკლებ 6 თვის მანძილზე.“. 5. მე-10 მუხლის: ა) მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მომზადება საწაფზე არანაკლებ ორი სექციის და სხ-ზე არანაკლებ ორი მარშრუტის სექტორის ოდენობით ან საწაფის არარსებობის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდზე არანაკლებ სამი აფრენა-დაფრენა აეროდრომის პირობებში და მომზადება ორი მარშრუტის სექტორის ოდენობით.“; ბ) მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მომზადება საწაფზე არანაკლებ სამი სექციის და საჰაერო ხომალდზე არანაკლებ ექვსი მარშრუტის სექტორის ოდენობით ან საწაფის არარსებობის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდზე არანაკლებ სამი აფრენა-დაფრენა აეროდრომის პირობებში და ექვსი მარშრუტის სექტორის ოდენობით.“. 6. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობაში ოსტატობის კატეგორიის/ქვეკატეგორიის და ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის შესაბამისი ქვესახეობის ოსტატობის მისაღებად განმცხადებელს გავლილი უნდა ჰქონდეს საჰაერო ხომალდის შესაბამის ქვესახეობაზე (ზსხ კატეგორიაზე) გადამზადება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში (ან სათანადოდ უფლებამოსილ ორგანიზაციაში). 7. საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობაში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის შესაბამისი ქვესახეობის ოსტატობის შესახებ ჩანაწერი ხორციელდება სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 31 მაისის №111 ბრძანებით დამტკიცებული „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირების წესის“ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „რ – უ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შემოკლების მიხედვით.“. 7. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარება 1. სააგენტო უფლებამოსილია აღიაროს სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობა იმ შემთხვევაში, თუ ავიასპეციალისტი დასაქმებულია საქართველოში რეგისტრირებულ ავიასაწარმოში და მოწმობით მინიჭებულ უფლებამოსილებას განახორციელებს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში შეტანილ საჰაერო ხომალდზე, ან შეასრულებს ერთჯერად, არაკომერციულ ფრენას. 2. სხვა ქვეყნის მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარებისას სააგენტო გასცემს მოწმობის აღიარების ჩანართს, რომელიც მოქმედია მხოლოდ მოწმობის ორიგინალთან ერთად. 3. ჩანართი გაიცემა არაუმეტეს 6 თვის ვადით, ავიასპეციალისტის მოწმობის და სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადისა და მხოლოდ ორიგინალი მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. ერთჯერადი ფრენის შესრულების მიზნით პილოტის აღიარების ჩანართი მოქმედია ჩანართის გაცემიდან ერთი თვის განმავლობაში. 4. მოწმობის აღიარების ჩანართის გაცემამდე, სააგენტო ამოწმებს მოწმობის შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან, მოწმობის და ოსტატობების ნამდვილობას (ავთენტურობას) მოწმობის გამცემ საავიაციო ხელისუფლებასთან ამ წესის №15 დანართის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოწმობის აღიარება ხდება მხოლოდ ერთჯერადი, არაკომერციული ფრენის განხორციელებისთვის. 5. მოწმობის აღიარებით დაინტერესებული პირი ან ავიასაწარმო სააგენტოს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება სხ-ის ტიპ(ებ)ი, რომელზეც სურს ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარების მიღება და წარუდგენს სააგენტოს: ა) აღიარების გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ) ავიასპეციალისტის მოწმობას ან მის ასლს; გ) შესაბამისი კლასის მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს, რომელიც გაცემულია საქართველოს ეროვნული ან ავიასპეციალისტის მოწმობის გამცემი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დ) ავიასპეციალისტის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლს; ე) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის მოწმობის აღიარების შემთხვევაში: ე.ა) მოწმობის პირველად აღიარების შემთხვევაში (გარდა ერთჯერადი არაკომერციული ფრენის მიზნით მოწმობის აღიარებისა) მოწმობის კატეგორიის შესაბამისი თეორიული ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სასწავლო დაწესებულებიდან შემდეგ საგნებში: ე.ა.ა) საჰაერო სამართალი; ე.ა.ბ) მეტეოროლოგია (გარდა ბორტინჟინრის მოწმობის მფლობელისა); ე.ა.გ) საექსპლუატაციო წესები. ე.ბ) ოსტატობის შესაბამის უნარების/საკვალიფიკაციო შემოწმების შედეგებს ამ წესის №4 დანართის შესაბამისად: ე.ბ.ა) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სდ-ში/საწაფზე, ხოლო საწაფის არარსებობის შემთხვევაში საჰაერო ხომალდზე; ე.ბ.ბ) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის (CPI, SFE, TRE, FE) მიერ, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული პირი არის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სდ-ის წარმომადგენელი/თანამშრომელი და სდ-ის ფარგლებში ატარებს შემოწმებას. ე.გ) ამ წესის №19 დანართის შესაბამისად შევსებულ ფორმას და საფრენოსნო წიგნაკს, რომლითაც დასტურდება სათანადო გამოცდილება; ე.დ) ერთჯერადი არაკომერციული ფრენის განხორციელების შემთხვევაში – საწაფზე ან სხ-ზე უნარების/საკვალიფიკაციო შემოწმების დამადასტურებელი საბუთი; ვ) სხ-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის აღიარებისთვის დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდება, რომ მოწმობის მფლობელი სხ-ის შესაბამის ტიპზე ბოლო ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 6 თვე ახორციელებდა მოწმობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. 6.საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის (გარდა ბორტინჟინრისა) მოწმობის აღიარებისთვის გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, სააგენტოს უნდა წარედგინოს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სდ-ში ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით (იკაოს შკალის მიხედვით მინიმუმ მე-4 დონის მაჩვენებლით) ჩაბარების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი; 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინგლისური ენის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის არ მოეთხოვება, თუ: ა) ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ გაცემულ პილოტის მოწმობას და ინგლისური ენის ცოდნის მე-5 ან მე-6 დონის (იკაოს შეფასებათა შკალის მიხედვით) ჩანაწერს მოწმობაში; ბ) ასრულებს ერთჯერად არაკომერციულ ფრენას; გ) ასრულებს არაკომერციულ ფრენას არაკონტროლირებად ზონაში. შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისათვის პილოტის მოწმობაში მითითებული უნდა იყოს სულ მცირე სარადიოტელეფონო კავშირის ცოდნის დონე ინგლისურ ენაზე. 8. სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს აღიარებისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ორიგინალები, აგრეთვე მოსთხოვოს შესაბამის სასწავლო დაწესებულებას/ექსპლუატანტს ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული უნარების/საკვალიფიკაციო შემოწმების დროს გაფორმებული საწაფის ჟურნალის ამონაწერი, სხ-ზე საკვალიფიკაციო შემოწმების ჩატარების შემთხვევაში საფრენოსნო დავალება. 9. მოწმობის ჩანართში აღინიშნება პილოტის მონაცემები (სახელი, გვარი), მოწმობის ნომერი, ჩანართის გაცემის თარიღი, მოწმობის გამცემი უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლება, გაცემის თარიღი, ჩანართის მოქმედების ვადა და საჰაერო ხომალდის კონკრეტული ტიპ(ებ)ი, რომელზეც გაიცა აღიარება. ჩანართს ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი პირი და მოწმდება სააგენტოს ბეჭდით. (ჩანართის ინგლისური ტექსტი: This certificate, particulars of which below, is hereby validated under Article 1.2.2.1. of Annex 1 of ICAO until“-----------------“. Signature, Head of the CAA. Date). 10. ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარება შეიძლება შეჩერდეს ან გაუქმდეს სააგენტოს მიერ, თუ: ა) ავიასპეციალისტი ვეღარ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ავიასაწარმოს მოთხოვნის საფუძველზე; გ) ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევისას. 11. აღიარებული მოწმობის მფლობელის მიერ ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო აცნობებს მოწმობის გამცემ უფლებამოსილ საავიაციო ხელისუფლებას. 8. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. სხვა ქვეყნის სასწავლო დაწესებულებისა და საწაფის აღიარება 1. სხვა ქვეყნის ის სასწავლო დაწესებულება და საწაფი, სადაც ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელის/მაძიებლის სწავლება, წვრთნა ან/და შემოწმება, აღიარებული უნდა იყოს სააგენტოს მიერ. 2. სდ-ის ან/და საწაფის აღიარებით დაინტერესებული ავიასაწარმო ან ფიზიკური პირი მიმართავს სააგენტოს განცხადებით, რომელსაც უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების აღიარების მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) სდ-ის აღიარების შემთხვევაში: ბ.ა) სდ-ის მოქმედი სერტიფიკატი და მისი დანართი სასწავლო პროგრამების მითითებით, გაცემული უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების (ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების სდ-ის შემთხვევაში – შესაბამისი უწყების) მიერ; ბ.ბ) სდ-ის ის სასწავლო და/ან საწვრთნელი პროგრამა, ან მონაცემები თეორიული /პრაქტიკული მომზადების და მისი მოცულობის (საათები) შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სდ-ის აღიარება ხდება მხოლოდ ავიასპეციალისტის უნარების შემოწმების მიზნით; ბ.გ) მონაცემები სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობების (სხ, საწაფი, და სხვ.) შესახებ. გ) საწაფის აღიარების შემთხვევაში: გ.ა) საწაფის მოქმედი სერტიფიკატი, გაცემული უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების მიერ; გ.ბ) საწაფის სპეციფიკაციები (სერტიფიკატის დანართი). 3. სააგენტო განიხილავს სდ-ის/საწაფის აღიარების განცხადებით წარმოდგენილ დოკუმენტებს, ამოწმებს სერტიფიკატის ნამდვილობას და მოქმედების ვადებს სერტიფიკატის გამცემი ქვეყნის უფლებამოსილ საავიაციო ხელისუფლებასთან (ზემსუბუქი სხ-ების სდ შემთხვევაში – შესაბამის უწყებასთან), ადგენს პროგრამის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და დადებითი დასკვნის შემთხვევაში ახდენს სდ-ის აღიარებას კონკრეტული სასწავლო პროგრამის ფარგლებში ან/და საწაფის აღიარებას. აღიარების შესახებ დგება „აღიარების ოქმი,“ რომელსაც ხელს აწერენ სააგენტოს უფლებამოსილი პირი და განხილვაში მონაწილე სპეციალისტები. შენიშვნა: ზემსუბუქი სხ-ების სდ-ის აღიარებისათვის თეორიული და პრაქტიკული სწავლების ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებზე არაუმეტეს 20 პროცენტით ნაკლები. 4. სდ-ის/საწაფის აღიარება ხორციელდება წარმოდგენილი სერტიფიკატების მოქმედების ვადით, მაგრამ არაუმეტეს 2 წლით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|