„სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 12 მარტის №61 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №27 |
|
2025 წლის 10 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 3 მარტის №61 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამაში“ (www.matsne.gov.ge, 12/03/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ბ) შემოწმების ოპერატორები - რენტგენულ დანადგარზე მუშაობის უფლებით ან მის გარეშე“. 2. მე-5 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ინსტრუქტორის უფლება-მოვალეობები“; ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შეიმუშავებს საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების პროგრამებს ან ახორციელებს მომზადებას ავიასაწარმოს მიერ შემუშავებული/სააგენტოსთან შეთანხმებული სხვა პროგრამით. პროგრამები ექვემდებარება გადახედვას და განახლებას, საკანონმდებლო და/ან კანონქვემდებარე აქტებში მოთხოვნების ცვლილებებისა და/ან ავიასაწარმოში ახალი პროცედურების დანერგვის შესაბამისად; პროგრამა, ასევე მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას“; გ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) უფლებამოსილია, შემოწმების ოპერატორების, ასევე, საავიაციო უშიშროების სფეროში ნებისმიერი მომზადების ფარგლებში, მსმენელთა შეფასების მიზნით, ინსტრუქტორ(ებ)ის, ასევე დამსაქმებელი ავიასაწარმოს წარმომადგენელი პირ(ებ)ისგან შექმნას საგამოცდო კომისია“. დ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. როგორც საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის, ასევე საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების ფარგლებში სხვა, ნებისმიერი, სწავლების გამოცდის შედეგების შესახებ კეთდება ჩანაწერი, რომელშიც აისახება კანდიდატის/მსმენელის მიერ მიღებული ცოდნისა და ჩვევების შეფასება. შეფასება შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი“. 3. მე-8 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ავიასაწარმოს პერსონალი გაცნობითი კურსის წარმატებით გავლას ადასტურებს წერითი გამოცდით (ტესტირებით). გამსვლელია ქულა, თუ საგამოცდო კითხვებზე გაცემული სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 70%-ს.“. ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ავიასაწარმოს ის პერსონალი, რომელიც არ ფლობს პიროვნების მუდმივ საშვს, გაცნობილი უნდა იყოს მუქარის მიღების შემთხვევაში განსახორციელებელი მოქმედებების თანამიმდევრობას. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, განახორციელოს აღნიშნული ინსტრუქტაჟი ამ პუნქტით გათვალისწინებული პერსონალისთვის, სააგენტოსთან შეთანხმებული პროგრამის საფუძველზე. აღნიშნული ინსტრუქტაჟი ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის ნაწილია და თანხმდება ავიასაწარმოს უშიშროების პროგრამის შეთანხმების ფარგლებში.“; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები: „11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქტაჟის გავლა სავალდებულოა 24 თვეში ერთხელ. ინსტრუქტაჟის შესახებ კეთდება ჩანაწერი და ინახება, სულ მცირე, 24 თვის განმავლობაში. 12. მუქარის მიღების შემთხვევაში განსახორციელებელი მოქმედებების შესახებ ინსტრუქტაჟი უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს: ა) სამოქალაქო ავიაციაში არსებულ საფრთხეებს, მომხდარი ტერორისტული აქტებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სტატისტიკას; ბ) საავიაციო უშიშროების მიზნებსა და ამოცანებს; გ) ავიასაწარმოს სქემას, არაკონტროლირებად, კონტროლირებად, შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებს, დაშვების კონტროლის პროცედურებს; დ) სატელეფონო ზარით მიღებული მუქარის შემთხვევაში განსახორციელებელ ქმედებებს, კერძოდ: დ.ა) საუბრის მოსმენის ტექნიკას, საუბრის დროს დამრღვევის მიერ გამოყენებული ზუსტი ფრაზების და სიტყვების ჩანიშვნას; დ.ბ) ზარის წამოწყების ადგილმდებარეობის იდენტიფიკაციას; დ.გ) სატელეფონო საუბრის ჩაწერას, თუ ეს ავტომატურად არ ხორციელდება; დ.დ) სატელეფონო მუქარის შესახებ შეტყობინების მეთოდებს; ე) ფიზიკური პირისაგან მიღებული აფეთქების მუქარის შემთხვევაში განსახორციელებელ ქმედებებს, კერძოდ: ე.ა) გამოკითხვის მეთოდიკას მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით; ე.ბ) მუქარის შესახებ შეტყობინების მეთოდებს; ვ) ფოსტის საშუალებით მიღებული აფეთქების მუქარის შემთხვევაში განსახორციელებელ ქმედებებს, კერძოდ: ვ.ა) ფოსტის საშუალებით მიღებული აფეთქების მუქარის დროს განსახორციელებელი მოქმედებების თანამიმდევრობას; ვ.ბ) მუქარის შესახებ შეტყობინების მეთოდებს“. 4. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი: „20. დისტანციური სწავლების პროგრამა შეთანხმებული/აღიარებული უნდა იყოს სააგენტოს მიერ. დისტანციური სწავლების პროგრამის წარმოდგენას სააგენტოში შეთანხმების/აღიარების მიზნით, უზრუნველყოფს ინსტრუქტორი/სასწავლო დაწესებულება/დაინტერესებული ავიასაწარმო.“; 5. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100), რომელიც ადასტურებს, რომ დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი პერსონალისა და შემოწმების ოპერატორების ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ პროგრამის მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. იმ შემოწმების ოპერატორების ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას რენტგენურ დანადგართან, უნდა მოიცავდეს ოფთალმოლოგის დასკვნას, რომელიც დაადასტურებს, რომ პირს აქვს/არ აქვს ფერთა ადეკვატურად აღქმის უნარი“. 6. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შემოწმების ოპერატორს უნდა ჰქონდეს: „ა) შემოწმების სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ფიზიკური მონაცემები, ასევე ფერთა ადეკვატურად აღქმა (იმ შემოწმების ოპერატორებისთვის, რომლებიც ახოციელებენ საქმიანობას რენტგენურ დანადგართან), რაც მისცემს რენტგენური დანადგარის ეკრანზე გამოსახული საგნის სწორად ამოცნობის შესაძლებლობას; კარგი სმენა, რომელიც შესაძლოა მიღწეულ იქნეს დამხმარე საშუალებების გამოყენებით; კარგი მეტყველების უნარი კომუნიკაციის მარტივად დამყარების მიზნით; ბ) ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა იმ შემოწმების ოპერატორებს, რომელთაც უწევთ მგზავრთან კომუნიკაცია; გ) შემოწმების ოპერატორების მომზადების დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი; დ) სააგენტოს მიერ გაცემული შემოწმების ოპერატორის სერტიფიკატი“. 7. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირების, საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირებისა და ცვლის უფროსების შესაბამისი სწავლების გავლა/მომზადება დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა წერითი გამოცდის (ტესტირების) წარმატებით გავლის საფუძველზე“. 8. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირების მომზადება დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა წერითი გამოცდის (ტესტირების) წარმატებით გავლის შემდეგ. გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო კითხვების 75%-ს. შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სწავლება ხორციელდება ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში, შეფასების ბარიერს ადგენს აღნიშნული სასწავლო დაწესებულება“. 9. მე-15 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების მომზადება დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა წერითი გამოცდის (ტესტირების) წარმატებით გავლის შემდეგ. გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო კითხვების 75%-ს. შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სწავლება ხორციელდება ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში, შეფასების ბარიერს ადგენს აღნიშნული სასწავლო დაწესებულება“. ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კანდიდატის საავიაციო უშიშროების ცოდნას, წერითი გამოცდის (ტესტირების) საფუძველზე, სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული საგამოცდო ტესტების გამოყენებით. გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო კითხვების 80%-ს“; გ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) სერტიფიცირების ფარგლებში გამოცდის უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, კანდიდატს მხოლოდ ერთხელ ეძლევა უფლება, ჩააბაროს (ზეპირი და/ან წერითი (ტესტირება)) გამოცდა განმეორებით.“; დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. რესერტიფიცირების ფარგლებში კანდიდატი აბარებს მხოლოდ წერით გამოცდას (ტესტირებას), ამ მუხლით გათვალისწინებული წერითი გამოცდის (ტესტირების) მიმართ დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.“; ე) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. სერტიფიკატში ცვლილებები ხორციელდება სააგენტოს მიერ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა პირობები, რომელთა მიხედვითაც გაცემული იყო სერტიფიკატი.“; ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 161–163 პუნქტები: 161. თუ ინსტრუქტორს სურს სერტიფიკატში დაამატოს ახალი ან გააუქმოს სერტიფიკატით გათვალისწინებული საგნები, ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს განცხადება (დანართი №7), სერტიფიკატში ცვლილების შეტანის თაობაზე. 162. სერტიფიკატში ახალი საგნების დამატების მიზნით, ინსტრუქტორი სააგენტოში წარმოადგენს პროგრამის სასწავლო საგნის მასალებს (სახელმძღვანელო(ები), კონსპექტ(ებ)ი, ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია), თვალსაჩინოებას, ინფორმაციას მომზადების ფარგლებში გამოსაყენებელი კომპიუტერული პროგრამების, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი ტექნიკური მოწყობილობების, მულაჟების და ა.შ. შესახებ. 163. სერტიფიკატში ცვლილებებთან დაკავშირებული განცხადების განხილვის საჭიროებისამებრ, სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს“. 10. მე-16 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლით გათვალისწინებული მომზადებები დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა წერითი გამოცდის (ტესტირების) წარმატებით გავლის შემდეგ. გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო კითხვების 75%-ს.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. მომზადება ხორციელდება ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოს მიერ შეთანხმებული/აღიარებული პროგრამით, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული ინსტრუქტორის მიერ. 6. მომზადება დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა წერითი გამოცდის (ტესტირების) წარმატებით გავლის შემდეგ. გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო კითხვების 75%-ს“. 11. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მომზადება 1. სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის თეორიული მომზადება, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებებს (ობიექტების დაცვას, საჰაერო ხომალდის დაცვის ღონისძიებებს, საჰაერო ხომალდის შემოწმებას, პატრულირებას, დაკვირვების საშუალებების ოპერირებას (მათ შორის ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის); ტვირთის, ფოსტის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მარაგის კონტროლს) მოიცავს პირველადი თეორიული სწავლების, სულ მცირე, 40 საათს და ითვალისწინებს საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების გარდა, საავიაციო უშიშროების იმ საკითხებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია დაკისრებული მოვალეობის წარმატებით განსახორციელებლად, მათ შორის: ა) ობიექტების დაცვის, საჰაერო ხომალდის შემოწმების, საჰაერო ხომალდის დაცვის, პატრულირების, ტვირთის, ფოსტის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მარაგის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით კონტროლის მოთხოვნებს და მიზანს; ბ) დაშვების კონტროლის სისტემებს; გ) საკონტროლო გამშვები პუნქტების აღჭურვილობას; დ) სასაშვო სისტემას; ე) პიროვნებებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საშვების იდენტიფიკაციას; ვ) პატრულირების მიზანს; ზ) პატრულირების ღონისძიებებს; თ) არასანქცირებული წვდომის/დაშვების გამოვლენისას განსახორციელებელ პროცედურებს; ი) საჰაერო ხომალდის შემოწმების მიზანს; კ) შესამოწმებელი საჰაერო ხომალდ(ებ)ის კონფიგურაციას; ლ) გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების შენიღბვის ხერხებს და მეთოდებს; მ) საჰაერო ხომალდების შემოწმების ტექნოლოგიას; ნ) შენიღბული, გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების გამოვლენას; ო) საჰაერო ხომალდების დაცვის მიზანს; პ) საჰაერო ხომალდის დაცვის მეთოდებს, არასანქცირებული წვდომის აღკვეთის მიზნით განსახორციელებელ მოქმედებებს; ჟ) საჰაერო ხომალდის დალუქვის პროცედურებს; რ) შემოწმებული ტვირთის, ფოსტის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მარაგის დაცვას (მათ შორის, ტრანსპორტირების დროს), მათთან არასანქცირებული წვდომის აღკვეთას და შემდგომ მოქმედებებს; ს) დაკვირვების სისტემების (მათ შორის, ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემების) ოპერირებას; ტ) არაკონტროლირებადი ზონის უშიშროების ზომებს, მათ შორის: ტ.ა) აეროდრომის საავიაციო უშიშროების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლების ურთიერთქმედებას და ურთიერთკოორდინაციას აეროპორტის არაკონტროლირებადი ზონის დაცვის უზრუნველსაყოფად; ტ.ბ) არაკონტროლირებადი ზონების პატრულირებას და დაკვირვებას როგორც დაკვირვების ფარული, ისე ღია მეთოდების გამოყენებით; ტ.გ) არაკონტროლირებადი ზონის იმ სივრცეებზე დაკვირვებას, რომელიც არ ხვდება ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის არეალში და სადაც შეუმჩნევლად შეიძლება მოხდეს ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსება; ტ.დ) აეროდრომის ექსპლუატანტის პატრულირების საკონტროლი ბარათს – შესამოწმებელი სივრცეების შესამოწმებლად; ტ.ე) აეროდრომის არაკონტროლირებად ზონაში მგზავრთნაკადის კონტროლს და მის დანიშნულებას; ტ.ვ) მოქმედებებს საეჭვო ქმედების, პირების, საგნებისა და მიტოვებული ბარგის აღმოჩენის შემთხვევაში. 2. მომზადების განმახორციელებელი ავიასაწარმო/ინსტრუქტორი ვალდებულია მომზადების პროგრამა და საკითხების ჩამონათვალი შეიმუშაოს კონკრეტული ავიასაწარმოს პოლიტიკისა და სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით. 3. სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მომზადება დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა წერითი გამოცდის (ტესტირების) წარმატებით გავლის შემდეგ. სერტიფიკატის გამცემმა უნდა უზრუნველყოს სერტიფიკატის გაცემა 10 სამუშაო დღის ვადაში. 4. გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდოდ გამოყენებული კითხვების 75%-ს. ტესტირების შედეგები ინახება დასაქმებულის პირად საქმეში. 5. სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი პირების პირველადი თეორიული მომზადების წარმატებით გავლის შემდეგ ავიასაწარმო ვალდებულია მათ გააცნოს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პოლიტიკა, სტრუქტურა, ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პროგრამა და ამ პროგრამით გათვალისწინებული მათი უფლებები და ვალდებულებები. 6. ავიასაწარმო უზრუნველყოფს სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი იმ პერსონალის, რომელმაც გაიარა პირველადი თეორიული კურსი, სამუშაო ადგილზე პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარებას, რომლის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 8 საათს. 7. პრაქტიკული მეცადინეობის შესახებ დგება ჩანაწერი და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში. 8. დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი პერსონალის პერიოდული მომზადება ხორციელდება 24 თვეში ერთხელ და მოიცავს სწავლების, სულ მცირე, 24 საათს. 9. პერიოდული მომზადების წარმატებით გავლა დასტურდება წერითი გამოცდით (ტესტირებით). 10. დაცვის განმახორციელებელ პირს გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღებისას, მხოლოდ ერთხელ ეძლევა უფლება ინსტრუქტორთან შეთანხმებულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა, ჩააბაროს გამოცდა განმეორებით. განმეორებით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების დროს არადამაკმაყოფილებელი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, დაცვის განმახორციელებელი პირის უფლებამოსილება, განახორციელოს დაცვის ღონისძიებები, უქმდება. 11. 6 თვით ან მეტი პერიოდით სამუშაო წყვეტის შემთხვევაში დაცვის განმახორციელებელი პირი ექვემდებარება მომზადებას, პირველადი მომზადების ანალოგიურად.“; 12. მე-18 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შემოწმების ოპერატორი ახორციელებს მგზავრის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირის, ხელბარგის, თანმქონი ნივთების, ბარგის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალის, ტვირთის, ფოსტის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას, შემოწმებისთვის შესაბამისი ტექნიკური (მათ შორის, რენტგენური დანადგარით ან მის გარეშე) და სხვა საშუალებების გამოყენებით (სკრინინგი)“. ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მომზადებას საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით (არ ესაჭიროება შემოწმების ოპერატორების იმ კატეგორიას, რომლებიც არ მუშაობენ რენტგენურ დანადგართან)“; 13. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. შემოწმების ოპერატორების თეორიული მომზადება 1. შემოწმების ოპერატორების თეორიული მომზადება, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას რენტგენურ დანადგართან, მოიცავს სწავლების, სულ მცირე, 40 საათს და ამ პროგრამით დადგენილი საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების გარდა, საავიაციო უშიშროების იმ საკითხებს, რომლის ცოდნა აუცილებელია შემოწმების ოპერატორებზე დაკისრებული მოვალეობის წარმატებით განსახორციელებლად, მათ შორის: ა) ფიზიკური პირების ხელით შემოწმებას, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა.ა) ხელით შემოწმების მიზანი; ა.ბ) ხელით შემოწმების დადებითი და უარყოფითი მხარეები; ა.გ) ხელით შემოწმების წესი; ა.დ) გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების, მოწყობილობების შენიღბვის მეთოდები; ა.ე) შესამოწმებელი პირის მიერ ხელით შემოწმებაზე უარის თქმის დროს განსახორციელებელი მოქმედებები; ა.ვ) აკრძალული საგნების, მოწყობილობების და ნივთიერებების აღმოჩენის დროს განსახორციელებელი პროცედურები; ა.ზ) განსაკუთრებული კატეგორიის მგზავრების შემოწმების სპეციფიკა; ა.თ) შემოწმება პირადი შემოწმების სათავსში; ბ) ხელბარგის, თანმქონი ნივთების შემოწმებას, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები: ბ.ა) ხელბარგის, თანმქონი ნივთების შემოწმების მიზანი; ბ.ბ) ხელბარგში არსებული საგნების დაშვებისა და მათ გადაზიდვაზე უარის თქმის საფუძვლები; ბ.გ) პირის მიერ ხელბარგის შემოწმებაზე უარის თქმის დროს განსახორციელებელი მოქმედებები; ბ.დ) ხელბარგის, თანმქონი ნივთების ხელით შემოწმების მოთხოვნები, შერჩევითი შემოწმება და გამონაკლისები, რომლებიც თავისუფლდება შემოწმებისაგან; ბ.ე) გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების, მოწყობილობების შენიღბვის მეთოდები; ბ.ვ) ხელბარგში, თანმქონ ნივთებში არსებული შენიღბული საგნის ამოცნობის მეთოდები; ბ.ზ) ხელბარგში, თანმქონ ნივთებში არსებული აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების გამოვლენის დროს განსახორციელებელი პროცედურები; ბ.თ) შემოწმებული მგზავრის, მათი ხელბარგის, მათ შორის ტრანზიტული მგზავრებისა და მათი ხელბარგის დაცვის პროცედურებს; გ) იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობების, ფეთქებადი ნივთიერებების, აალებადი მოწყობილობების და სახიფათო ტვირთების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები: გ.ა) გადასატანად აკრძალული და შეზღუდული საგნები, მათ შორის სახიფათო ტვირთები; გ.ბ) ცეცხლსასროლი იარაღის ტიპები და მათი კომპონენტები; გ.გ) საბრძოლო მასალა; გ.დ) ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებების თვისებები; გ.ე) თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისა და თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობების ძირითადი კომპონენტები; გ.ვ) გადასატანად აკრძალული/შეზღუდული საგნების/ნივთიერებების აღმოჩენის დროს განსახორციელებელი მოქმედებები; გ.ზ) განსახორციელებელი მოქმედებები იმ პირობებში, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ მგზავრი შეიარაღებულია; გ.თ) იარაღის გადაზიდვის წესი; დ) რენტგენური დანადგარის დანიშნულების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები: დ.ა) შემოწმების მიზანი და ორგანიზება; დ.ბ) რენტგენურ დანადგართან მუშაობისას გასათვალისწინებელი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები; დ.გ) რენტგენური დანადგარის მუშაობის პრინციპები და მისი ექსპლუატაცია; დ.დ) რენტგენური დანადგარის შესაძლებლობები, თავისებურებები და შემოწმების პროცედურები: დ.ე) რენტგენური დანადგარის გამოსახულების ამოცნობა და გამოსახული საგნების იდენტიფიკაცია; ე) თაღური მეტალმძებნის დანიშნულების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები: ე.ა) თაღური მეტალმძებნის ტიპები და მათი გამოყენება; ე.ბ) თაღური მეტალმძენის შემოწმება, სატესტო ობიექტის გამოყენება და ტექნიკური ხარვეზების ამოცნობა; ე.გ) თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები; ვ) ხელის მეტალმძებნის დანიშნულების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები: ვ.ა) ხელის მეტალმძებნის შემოწმება და გამოყენება; ვ.ბ) ხელის მეტალმძებნის სიგნალიზაცცის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები. ზ) ასაფეთქებელი ნივთიერების აღმომჩენი სისტემის დანიშნულების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითები: ზ.ა) შემოწმების მიზანი და ორგანიზება; ზ.ბ) სატესტო ობიექტის გამოყენება; ზ.გ) ასაფეთქებელი ნივთიერების აღმომჩენი სისტემის მუშაობის პრინციპები და გამოსახულებების ამოცნობა; ზ.დ) მიზეზები, რის გამოც საეჭვოდ შეიძლება ჩითვალოს საგანი; ზ.ე) საფრთხის აღმოჩენისას განსახორციელებელი მოქმედებები/ღონისძიებები; ზ.ვ) საეჭვო/გადასატანად აკრძალული/შეზღუდული საგნის ან ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში განსახორციელებელი მოქმედებები; თ) ფეთქებადი ნივთიერებების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები: თ.ა) დანიშნულება, ტიპები და მათი გამოყენება; თ.ბ) შემოწმება, სატესტო ობიექტის გამოყენება და ტექნიკური ხარვეზების ამოცნობა; თ.გ) თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაცის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები; თ.დ) ასაფეთქებელი მოწყობილობის/ფეთქებადი ნივთიერების აღმოჩენისას განსახორციელებელი მოქმედებები; ი) განსაკუთრებული კატეგორიის მგზავრების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები: ი.ა) დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირების, ოფიციალური ვიზიტად მყოფი სახელმწიფოს მეთაურებისა და მაღალი რანგის თანამდებობის პირების შემოწმება; ი.ბ) უდისციპლინო/დამრღვევი მგზავრების შემოწმება; ი.გ) პოტენციურად დამრღვევი მგზავრების შემოწმება; ი.დ) ორსულების შემოწმება; ი.ე) ჩვილებისა და ბავშვების შემოწმება; ი.ვ) განსაკუთრებული კატეგორიის მგზავრები, რომლებიც თავისუფლდებიან შემოწმებისაგან; ი.ზ) უშიშროების დამატებითი ზომები; კ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემოწმების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები: კ.ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაცია; კ.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელით შემოწმების მეთოდები; კ.გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ასევე მათი ხელბარგისა და თანმქონი ნივთების შემოწმება; კ.დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემოწმება სამედიცინო პერსონალის დახმარებით; კ.ე) ეტლის, საკაცის შემოწმება; ლ) აეროპორტის/საბორტო მარაგის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების შემოწმების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები: ლ.ა) აეროპორტის/საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების შემოწმების და დაცვის მიზანი; ლ.ბ) აეროპორტის/საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების შემოწმების მეთოდები; ლ.გ) აეროპორტის/საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების აღმოჩენის დროს განსახორციელებელი პროცედურები; მ) საფრთხის გამოსახულების პროეცირების პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები: მ.ა) სისტემის დანიშნულება და გამოყენება; მ.ბ) საფრთხის გამოსახულების პროეცირების სისტემაში მუშაობის ანალიზის დანიშნულება. 2. იმ შემოწმების ოპერატორების თეორიული მომზადება, რომლებიც ახორციელებენ ტვირთის, ფოსტის შემოწმებას, მოიცავს სწავლების, სულ მცირე, 40 საათს და საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს: ა) რას წარმოადგენს ტვირთი/ფოსტა (ტვირთის/ფოსტის არსი); ბ) ტვირთის/ფოსტის შემოწმების მიზანს; გ) ტვირთის/ფოსტის შემოწმების მეთოდებს; დ) ტვირთის /ფოსტის შემოწმების თავისებურებებს; ე) ტვირთის/ფოსტის სახეებს; ვ) ტვირთის კატეგორიას, რომელიც თავისუფლდება შემოწმებისაგან; ზ) ტვირთის /ფოსტის ხელით შემოწმებას, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები: ზ.ა) ტვირთის/ფოსტის ხელით შემოწმების მიზანი; ზ.ბ) ტვირთის/ფოსტის ხელით შემოწმების დადებითი და უარყოფითი მხარეები; ზ.გ) ტვირთის/ფოსტის ხელით შემოწმების წესი; თ) გადასატანად აკრძალულ და შეზღუდულ საგნებს; ი) ტვირთში/ფოსტაში გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების, მოწყობილობების შენიღბვის მეთოდებს; კ) ტვირთში/ფოსტაში გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების აღმოჩენის დროს განსახორციელებელ პროცედურებს; ლ) ცეცხლსასროლი იარაღის ტიპებს და მათი კომპონენტებს; მ) საბრძოლო მასალას; ნ) ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებების თვისებებს; ო) თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისა და თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობების ძირითად კომპონენტებს; პ) ცოცხალი ცხოველების შემოწმების მეთოდებს; ჟ) მაღალი რისკის ტვირთს/ფოსტას; რ) ტვირთის/ფოსტის უშიშროების უზრუნველყოფას (შემოწმება, დაცვა, მარკირება); ს) ტვირთის უშიშროების დეკლარაციას – დანიშნულებას და მის შევსებას; ტ) ტექნიკურ მოწყობილობებს, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები: ტ.ა) რენტგენული დანადგარის დანიშნულება, შემოწმების მიზანი და ორგანიზება; ტ.ბ) რენტგენულ დანადგართან მუშაობისას გასათვალისწინებელი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები; ტ.გ) რენტგენური დანადგარის მუშაობის პრინციპები და მისი ექსპლუატაცია; ტ.დ) რენტგენური დანადგარის შესაძლებლობები, თავისებურებები და შემოწმების პროცედურები: ტ.ე) რენტგენური დანადგარის გამოსახულების ამოცნობა და გამოსახული საგნების იდენტიფიკაცია; უ) თაღური მეტალმძებნის დანიშნულებას, რომელშიც შედის შემდეგი თემები: უ.ა) თაღური მეტალმძებნის ტიპები და მათი გამოყენება; უ.ბ) თაღური მეტალმძებნის შემოწმება, სატესტო ობიექტის გამოყენება და ტექნიკური ხარვეზების ამოცნობა; უ.გ) თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები; ფ) ხელის მეტალმძებნის დანიშნულებას, რომელშიც შედის შემდეგი თემები: ფ.ა) ხელის მეტალმძებნის შემოწმება და გამოყენება; ფ.ბ) ხელის მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები; ქ) ასაფეთქებელი ნივთიერების აღმომჩენი სისტემის დანიშნულებას, რომელშიც შედის შემდეგი თემები: ქ.ა) ასაფეთქებელი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით შემოწმების მიზანი, მუშაობის პრინციპები და ორგანიზება, გამოსახულებების ამოცნობა; ქ.ბ) სატესტო ობიექტის გამოყენება; ქ.გ) მიზეზები, რის გამოც საეჭვოდ შეიძლება ჩაითვალოს საგანი; ქ.დ) საფრთხის აღმოჩენისას განსახორციელებელი პროცედურები; ქ.ე) საეჭვო/გადასატანად აკრძალული/შეზღუდული საგნის ან ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში განსახორციელებელი მოქმედებები; ღ) ფეთქებადი ნივთიერებების კვალის აღმომჩენ მოწყობილობას, რომელშიც შედის შემდეგი საკითები: ღ.ა) ფეთქებადი ნივთიერებების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის დანიშნულება, ტიპები და მათი გამოყენება; ღ.ბ) შემოწმება, სატესტო ობიექტის გამოყენება და ტექნიკური ხარვეზების ამოცნობა; ღ.გ) თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები; ღ.დ) ასაფეთქებელი მოწყობილობის/ფეთქებადი ნივთიერების აღმოჩენისას განსახორციელებელი მოქმედებები; ყ) ტვირთის/ფოსტის ვიზუალურ შემოწმებას და მის დანიშნულებას; შ) სპეციალური ბარგის შემოწმებას; ჩ) დიპლომატიური ფოსტის, საკონსულო ვალიზების და მათთან გათანაბრებულ სხვა ოფიციალური კორესპონდენციისადმი წაყენებულ მოთხოვნებს; ც) ფიზიკური პირების შემოწმების მიზანს და მეთოდებს, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:; ც.ა) პირის ხელით შემოწმება: ც.ბ) პირების ხელით შემოწმების დადებითი და უარყოფითი მხარეები; ც.გ) ხელით შემოწმების წესი; ც.დ) აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების აღმოჩენის დროს განსახორციელებელი პროცედურები; ც.ე) შემოწმება პირადი შემოწმების სათავსში; ძ) განსაკუთრებული კატეგორიის, მათ შორის ორსულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა განსაკუთრებული კატეგორიის პირების შემოწმებას, რომელშიც შედის შემდეგი თემები: ძ.ა) განსაკუთრებული კატეგორიის მგზავრების შემოწმების თავისებურებები; ძ.ბ) ორსულების შემოწმების წესი; ძ.გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთნ კომუნიკაცია და მათი ხელით შემოწმების მეთოდიკა, ასევე მათი ხელბარგისა და თანმქონი ნივთების შემოწმება; ძ.დ) ეტლის, საკაცის შემოწმება; ძ.ე) უშიშროების დამატებითი ზომები. წ) ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმებას, რომელშიც შედის შემდეგი თემები: წ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და პირების იდენტიფიცირება ; წ.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და პირების შემოწმება; წ.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლისა და მგზავრების შემოწმების მიზანი; წ.დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების მეთოდი; წ.ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების შესამოწმებელი ზონები; წ.ვ) შემოწმების განხორციელებისათვის გამოსაყენებელი საშუალებები; წ.ზ) აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების აღმოჩენის დროს განსახორციელებელი პროცედურები. ჭ) საფრთხის გამოსახულების პროეცირების პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელშიც შედის შემდეგი თემები:: ჭ.ა) სისტემის დანიშნულება და გამოყენება; ჭ.ბ) საფრთხის გამოსახულების პროეცირების სისტემაში მუშაობის ანალიზის დანიშნულება. ხ) საჰაერო ხომალდის საბარგო ნაკვეთურით გადასატანი ბარგის შემოწმება, მათ შორის: ხ.ა) საჰაერო ხომალდის საბარგო ნაკვეთურით გადასატანი ბარგის შემოწმების ეტაპები; ხ.ბ) მოქმედებები გადასატანად აკრძალული საგნების და ნივთიერებების გამოვლენის შემთხვევაში; ხ.გ) შემოწმებული ბარგის დაცვის პროცედურები; ხ.დ) ბარგის მგზავრისადმი კუთვნილების დადგენისა და ავტორიზაციის პროცედურა. 3. შემოწმების ოპერატორების თეორიული მომზადება, რომლებიც არ მუშაობენ რენტგენურ დანადგართან მოიცავს სწავლების, სულ მცირე, 40 საათს და ამ პროგრამით დადგენილი საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების გარდა იმ საავიაციო უშიშროების იმ საკითხებს, რომლის ცოდნა აუცილებელია შემოწმების ოპერატორებზე დაკისრებული მოვალეობის წარმატებით განსახორციელებლად, მათ შორის: ა) ფიზიკური პირის ხელით შემოწმების მიზანი; ხელით შემოწმების დადებითი და უარყოფითი მხარეები; ხელით შემოწმების წესი; გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების, მოწყობილობების შენიღბვის მეთოდები; აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების აღმოჩენის დროს განსახორციელებელი პროცედურები; შესამოწმებელი პირის მიერ ხელით შემოწმებაზე უარის თქმის დროს განსახორციელებელი მოქმედებები; შერჩევითი შემოწმების მიზანი; ფიზიკური პირის შემოწმება პირადი შემოწმების სათავსში; ბ) ხელბარგის, თანმქონი ნივთების შემოწმების მიზანი, საგნების დაშვებისა და მათ გადაზიდვაზე უარის თქმის საფუძვლები; პირის მიერ ხელბარგის შემოწმებაზე უარის თქმის დროს განსახორციელებელი მოქმედებები; შერჩევითი შემოწმების მიზანი; გამონაკლისები, რომლებიც თავისუფლდება შემოწმებისაგან; ხელბარგში, თანმქონ ნივთებში არსებული შენიღბული საგნის ამოცნობის მეთოდები; ხელბარგში, თანმქონ ნივთებში არსებული აკრძალული საგნების, მოწყობილობებისა და ნივთიერებების გამოვლენის დროს განსახორციელებელი პროცედურები; შემოწმებული პირების, მათი ხელბარგის და თანმქონი ნივთების დაცვის პროცედურები; გ) ცეცხლსასროლი იარაღის ტიპები და მათი კომპონენტები; საბრძოლო მასალა; თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისა და თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობების ძირითადი კომპონენტები; ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებების თვისებები; განსახორციელებელი მოქმედებები, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ მგზავრი შეიარაღებულია; იარაღის გადაზიდვის წესი; დ) თაღური მეტალმძებნის დანიშნულება, თაღური მეტალმძებნის ტიპები და მათი გამოყენება; თაღური მეტალმძენის შემოწმება, სატესტო ობიექტის გამოყენება და ტექნიკური ხარვეზების ამოცნობა; შერჩევითი შემოწმების მიზანი; თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები; ე) ხელის მეტალმძებნის დანიშნულება, გამოყენება; ხელის მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები; ვ) რენტგენური დანადგარისა და ასაფეთქებელი ნივთიერების აღმომჩენი სისტემის დანიშნულება (ზოგადი მიმოხილვა); ზ) ფეთქებადი ნივთიერებების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა, დანიშნულება, ტიპები და მათი გამოყენება; შემოწმება, სატესტო ობიექტის გამოყენება და ტექნიკური ხარვეზების ამოცნობა; თ) განსაკუთრებული კატეგორიის მგზავრების შემოწმება, მათ შორის: თ.ა) დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირების, ოფიციალური ვიზიტად მყოფი სახელმწიფოს მეთაურებისა და მაღალი რანგის თანამდებობის პირების შემოწმება; თ.ბ) უდისციპლინო მგზავრების შემოწმება; თ.გ) პოტენციურად დამრღვევი მგზავრების შემოწმება; თ.დ) ორსულების შემოწმება; თ.ე) ჩვილებისა და ბავშვების შემოწმება; თ.ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემოწმება და მათი ხელით შემოწმების მეთოდები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემოწმება სამედიცინო პერსონალის დახმარებით; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ასევე, მათი ხელბარგისა და თანმქონი ნივთების შემოწმება; ეტლის, საკაცის შემოწმება; ი) საჰაერო ხომალდის შემოწმების მიზანი; შემოწმების მეთოდები; საჰაერო ხომალდის საკონტროლო ბარათი და მისი გამოყენება; შემოწმების დროს გამოვლენილი გადასატანად აკრძალული საგნის, მოწყობილობის, ნივთიერების აღმოჩენის დროს განსახორციელებელი მოქმედებები; იზოლირებული სადგომის დანიშნულება და ადგილმდებარეობა; კ) ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების მიზანი, შესამოწმებელი ზონები; მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების მიზნით; ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებული საგნების/ტვირთის შემოწმება, შერჩევითი შემოწმების არსი; გადასატანად აკრძალული საგნების, მოწყობილობების, ნივთიერებების აღმოჩენის დროს განსახორციელებელი მოქმედებები; ლ) აეროპორტის/საბორტო მარაგის, ბორკვებისა და თანმდევი საშუალებების შემოწმების მიზანი, შემოწმების მეთოდები. აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების აღმოჩენის დროს განსახორციელებელი პროცედურები; მ) უშიშროების დამატებითი ზომები; ნ) ტვირთის/ფოსტის შემოწმების მიზანი და მეთოდები; ო) ტვირთის/ფოსტის სახეები; პ) ტვირთის კატეგორია, რომელიც თავისუფლდება შემოწმებისაგან; ჟ) ტვირთის/ფოსტის ხელით შემოწმება, მიზანი, ხელით შემოწმების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ხელით შემოწმების წესი; რ) გადასატანად აკრძალული და შეზღუდული საგნები; ს) ტვირთში/ფოსტაში გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების, მოწყობილობების შენიღბვის მეთოდები; ტ) ტვირთში/ფოსტაში გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების აღმოჩენის დროს განსახორციელებელ პროცედურები; უ) ცეცხლსასროლი იარაღის ტიპები და მათი კომპონენტები; ფ) საბრძოლო მასალა; ქ) ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებების თვისებები; ღ) თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისა და თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობების ძირითად კომპონენტები; ყ) ცოცხალი ცხოველების შემოწმების მეთოდები; შ) მაღალი რისკის ტვირთი/ფოსტა; ჩ) ტვირთის/ფოსტის უშიშროების უზრუნველყოფა (შემოწმება, დაცვა, მარკირება); ც) ტვირთის უშიშროების დეკლარაცია, დანიშნულება და შევსების წესი. 4. შემოწმების ოპერატორების მომზადების განმახორციელებელი ავიასაწარმო/ინსტრუქტორი ვალდებულია, მომზადების პროგრამა და საკითხების ჩამონათვალი შეიმუშაოს კონკრეტული ავიასაწარმოს პოლიტიკისა და შემოწმების ოპერატორების სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით. 5. თეორიული მომზადების შემდეგ შემოწმების ოპერატორი აბარებს წერით გამოცდას (ტესტირებას), რომელიც მოიცავს გავლილი თეორიული მასალის საკითხებს. 6. თეორიული ტესტის შეფასების ფარგლებში გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო კითხვების 80%. 7. შემოწმების ოპერატორს გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღებისას მხოლოდ ერთხელ ეძლევა უფლება ინსტრუქტორთან შეთანხმებულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა, ჩააბაროს გამოცდა განმეორებით. განმეორებით უარყოფითი შეფასების მიღებისას, კანდიდატი ვერ გააგრძელებს სასწავლო და საგამოცდო პროცესს და არ ექვემდებარება სერტიფიცირებას“. 14. მე-20 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თეორიული გამოცდის შემდეგ ის შემოწმების ოპერატორები, რომლებიც მუშაობენ რენტგენურ დანადგართან, გადიან მომზადებას საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, რომლის სწავლების ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 6 საათს და ხორციელდებოდეს დღეში არაუმეტეს ერთი საათისა“. ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. პირებს, რომლებმაც ვერ მიიღეს დამაკმაყოფილებელი შეფასება ტესტირების დროს, მხოლოდ ერთხელ ეძლევათ უფლება ინსტრუქტორთან შეთანხმებულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა, გაიარონ ტესტირება განმეორებით. განმეორებით უარყოფითი შეფასების მიღებისას, კანდიდატი ვერ გააგრძელებს სასწავლო და საგამოცდო პროცესს და არ ექვემდებარება სერტიფიცირებას“. 15. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. შემოწმების ოპერატორების პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაო ადგილზე 1. პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაო ადგილზე მოიცავს, სულ მცირე, 40 საათს და მოიცავს საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფ მოწყობილობებთან და რენტგენურ დანადგართან მუშაობას (იმ შემოწმების ოპერატორებისთვის, ვინც მუშაობს რენტგენურ დანადგართან), ფიზიკური პირების, ხელბარგის, თანმქონი ნივთების, ბარგის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალის, ტვირთის, ფოსტის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმების პრაქტიკაში განხორციელებას, მათ შორის, ხელით შემოწმების განხორციელებას, მგზავრთნაკადის რეგულირებას, გაუთვალისწინებელი ვითარების დროს მოქმედებებს, მგზავრთან კომუნიკაციას/ეტიკეტს. 2. შემოწმების ოპერატორის პრაქტიკულ მეცადინეობას უზრუნველყოფს ავიასაწარმო (საკუთარი ძალებით ან ხელშეკრულების საფუძველზე). 3. იმ შემოწმების ოპერატორების პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაო ადგილზე, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას რენტგენურ დანადგართან, ხორციელდება იმ დასახელებისა და მოდელის ტექნიკურ მოწყობილობაზე, რომელზეც უნდა განახორციელოს სამომავლოდ მუშაობა შემოწმების ოპერატორმა. 4. პრაქტიკული მეცადინეობა ხორციელდება ავიასაწარმოს მიერ ამ მიზნით შესაბამისი აქტით (ბრძანებით) დანიშნული, სულ მცირე, 3 წლის სამუშაო გამოცდილების მქონე, მოქმედი შემოწმების ოპერატორ(ებ)ის (მწვრთნელ(ებ)ის) მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. 5. თუ ავიასაწარმოს არ ჰყავს კვალიფიციური თანამშრომელი, რომელიც განახორციელებს ამ წესით გათვალისწინებული მწვრთნელის ფუნქციას, უფლება აქვს მოიწვიოს ასეთი კადრი ხელშეკრულების საფუძველზე, კანდიდატის პრაქტიკული მეცადინეობისთვის განკუთვნილი პერიოდით ან გააფორმოს ხელშეკრულება სხვა ავიასაწარმოსთან, სადაც განხორციელდება კანდიდატის პრაქტიკული მეცადინეობა ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად. 6. პრაქტიკული მეცადინეობის პროცესში შემოწმების ოპერატორს რენტგენურ დანადგართან მუშაობისას არა აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება. 7. პრაქტიკული მომზადებისთვის განკუთვნილი საფრთხის გამოსახულების პროეცირების პროგრამა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, 1500 სხვადასხვა საფრთხის შემცველი საგნის 6000 გამოსახულებას, მათ შორის, საფრთხის შემცველი საგნების შემადგენელი ნაწილების გამოსახულებებს. ყოველი გამოსახულება მოცემული უნდა იყოს მრავალი რაკურსით. 8. თითოეული პრაქტიკული მეცადინეობის შესახებ კეთდება ჩანაწერი მწვრთნელის მიერ, რომელსაც ის ადასტურებს ხელმოწერით. 9. 40-საათიანი პრაქტიკული მეცადინეობის დასრულების შემდეგ მწვრთნელი ადასტურებს: ა) კანდიდატი ფლობს შემოწმების ოპერატორის უნარებს და შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს შემოწმების ოპერატორის ფუნქცია, ან ბ) კანდიდატი არ არის მზად დამოუკიდებლად განხორციელოს შემოწმების ოპერატორის ფუნქცია. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის შემთხვევაში, კანდიდატს ეძლევა დამატებითი დრო პრაქტიკული მომზადებისათვის (არაუმეტეს 40 საათისა). 11. კანდიდატს/შემოწმების ოპერატორს უარი უნდა ეთქვას შემოწმების ოპერატორის საქმიანობის განხორციელებაზე, თუ დამატებით გამოყოფილი საათების შემდეგ მწვრთნელი თვლის, რომ კანდიდატი არ არის მზად დამოუკიდებლად განახორციელოს შემოწმების ოპერატორის საქმიანობა. 12. პრაქტიკული მეცადინეობის შედეგები ინახება კანდიდატის/შემოწმების ოპერატორის პირად საქმეში“. 16. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირება, სერტიფიკატის ვადის შეჩერება, ვადის გაგრძელება 1. შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო. 2. ავიასაწარმო წერილობით მიმართავს სააგენტოს პერსონალის სერტიფიცირების შესახებ. წერილს თან უნდა დაერთოს განცხადება (დანართი №1), შემოწმების ოპერატორის სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი და მწვრთნელის მიერ ხელმოწერით დადასტურებული პრაქტიკული მეცადინეობის დამადასტურებელი ჩანაწერის ასლები. 3. სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს კანდიდატის/შემოწმების ოპერატორის სწავლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი, მათ შორის საგამოცდო ტესტი. 4. სააგენტო საბუთების წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ნიშნავს სერტიფიცირების თარიღს. 5. სერტიფიცირება მოიცავს: თეორიულ გამოცდას, საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის ცოდნას ტესტირების საფუძველზე, იმ შემოწმების ოპერატორებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას რენტგენურ დანადგართან და უნარების პრაქტიკულ შემოწმებას. 6. თეორიული გამოცდის შეფასების ფარგლებში გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო კითხვების 80 პროცენტს. 7. საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის ტესტირების შედეგი დამაკმაყოფილებლად ჩაითვლება, თუ სწორად ამოცნობილი საფრთხის შემცველი გამოსახულებ(ებ)ის რაოდენობა შეადგენს 80 პროცენტს. 8. უნარების პრაქტიკული შემოწმების ფარგლებში ფასდება საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფ მოწყობილობებთან მუშაობის უნარი; მუშაობის დროს გასათვალისწინებელი უსაფრთხოების ზომების ცოდნა; მგზავრის, ხელბარგის, თანმქონი ნივთების, საჰაერო ხომალდების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმების უნარი, მათ შორის, ხელით შემოწმების ტექნიკის ცოდნა; გაუთვალისწინებელი ვითარების დროს განსახორციელებელი მოქმედების ცოდნა; შესამოწმებელ პირებთან კომუნიკაცია/ეტიკეტი; ფიზიკური მომზადების დონე და ფიზიკური შესაძლებლობა, გამძლეობა, მოტივაცია. 9. სერტიფიცირების დროს, ნებისმიერ ეტაპზე, არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, განმეორებით (მხოლოდ ერთხელ) ჩააბაროს გამოცდა სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დროს, მაგრამ არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა. განმეორებით უარყოფითად შეფასებისას კანდიდატი არ ექვემდებარება სერტიფიცირებას. 10. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2 (ორი) წელი (დანართი №2). ვადის ამოწურვის შემდეგ ან 6-თვიანი ან მეტი დროით სამუშაო წყვეტის შემთხვევაში, პირმა უნდა გაიაროს მომზადება პირველადი მომზადების ანალოგიურად. 11. სააგენტო უფლებამოსილია, შეაჩეროს შემოწმების ოპერატორის სერტიფიკატის მოქმედების ვადა ან გააუქმოს სერტიფიკატი, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის (კომპეტენცია AVSEC) ან დამსაქმებელი ავიასაწარმოს მოთხოვნის საფუძველზე, თუ გამოვლინდა, რომ სერტიფიკატის მფლობელი არაჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობას, რაც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია გონივრული გადაწყვეტილების საფუძველზე აღუდგინოს/არ აღუდგინოს შეჩერებული სერტიფიკატის მოქმედების ვადა მხოლოდ ერთხელ, თუ შემოწმების ოპერატორმა დამატებით გაიარა ამ წესით განსაზღვრული პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაო ადგილზე და უნარების პრაქტიკული შემოწმება და მიიღო დადებითი შეფასება“. 17. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. შემოწმების ოპერატორების პერიოდული მომზადება და რესერტიფიცირება 1. პერიოდული მომზადება ესაჭიროება შემოწმების ოპერატორებს, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას რენტგენურ დანადგართან. პერიოდული მომზადება ხორციელდება 6 თვეში ერთხელ, რომლის ფარგლებში, შემოწმების ოპერატორები გადიან მომზადებას საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. მომზადების ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 6 საათს. შემოწმების ოპერატორების პერიოდული მომზადება და შეფასება ხორციელდება ამ წესის მე-20 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. 2. შემოწმების ოპერატორების პერიოდული მომზადების წარმატებით გავლის შემდეგ სააგენტო შემოწმების ოპერატორის მოქმედ სერტიფიკატში აკეთებს ჩანაწერს სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, პერიოდული მომზადების გავლის შესახებ (დანართი №2). 3. ავიასაწარმო ვალდებულია მკაცრად დაიცვას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომზადების პერიოდულობის 6-თვიანი ვადა. 4. შემოწმების ოპერატორების რესერტიფიცირება ხორციელდება 24 თვეში ერთხელ და მოიცავს თეორიულ მომზადებასა და მომზადებას საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით იმ შემოწმების ოპერატორებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას რენტგენურ დანადგართან. 5. რესერტიფიცირების ფარგლებში, პრაქტიკული მეცადინეობა ხორციელდება იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ახალი ტექნიკური მოწყობილობ(ებ)ის, განახლებული პროცედურ(ებ)ის ასათვისებლად. 6. რესერტიფიცირების ფარგლებში შემოწმების ოპერატორების თეორიული სწავლება მოიცავს, სულ მცირე, 40 საათს. 7. რესერტიფიცირების ფარგლებში სწავლების რომელიმე ეტაპზე არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, შემოწმების ოპერატორს უფლება აქვს, განმეორებით (მხოლოდ ერთხელ) ჩააბაროს გამოცდა ინსტრუქტორის მიერ განსაზღვრულ დროს, მაგრამ პირველი გამოცდიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. განმეორებით უარყოფითად შეფასებისას, დამსაქმებელი წერილობით მიმართავს სააგენტოს სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე. 8. სააგენტო შემოწმების ოპერატორის რესერტიფიცირებას ახორციელებს სერტიფიცირების ანალოგიურად“. 18. №1, №2, №3 და №5 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 19. დაემატოს №7 დანართი თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ა) ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“ 22-ე მუხლისა და მე-17 პუნქტით გათვალისწინებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“ 23-ე მუხლის მე-4-მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;
ბ) ბრძანების პირველი მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“ 22-ე მუხლი და მე-17 პუნქტით გათვალისწინებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“ 23-ე მუხლის მე-4-მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 დეკემბრიდან. |
|