სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 24 ოქტომბრის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№261
სარეგისტრაციო კოდი
310010010.54.066.016238
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/11/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №261

2021 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 24 ოქტომბრის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 24 ოქტომბრის N 221 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესში“ (www.matsne.gov.ge,28.10.2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 310010010.54.066.016053) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის შესაბამისად, სერტიფიცირებას ექვემდებარება სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ:

ა) სამოქალაქო ავიაციის დარგში „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით განსაზღვრული ავიასპეციალისტების პროფესიულ მომზადებას, გარდა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა სასწავლო დაწესებულებებისა;

ბ)  ავიასპეციალისტთა ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებას (შემდგომ - ენის შეფასება);

გ) ავიასპეციალისტის ინგლისური ენის ცოდნის დონის შემფასებლის მომზადებას (შემდგომ - ენის შემფასებელი).“

ბ) მე-5  და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სდ-ს უფლება არ აქვს განახორციელოს ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადება, ენის ცოდნის დონის შეფასება და ენის შემფასებლის მომზადება, თუ მას არ გააჩნია სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მოქმედი სერტიფიკატი (შემდგომ - სერტიფიკატი).

6. სდ-ის სერტიფიცირების მიზანია:

ა) ამ წესის მოთხოვნებთან სდ-ის შესაბამისობის დადგენა;

ბ) ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადების, ენის ცოდნის დონის შეფასების და ენის შემფასებლის მომზადების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.“

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა),,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მასწავლებლობის და ენის შემფასებლის კანდიდატთა განაცხადები „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანების 43-ე და 431 მუხლების შესაბამისად. ასევე, მასწავლებელთა, ენის შემფასებელთა და ინსტრუქტორთა მოწმობის ასლები და მონაცემები ამ წესის №1 და №3 დანართების შესაბამისად;

ე) სდ-ის უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებული ავიასპეციალისტთა თეორიული და პრაქტიკული მომზადების სასწავლო კურსების შესაბამისი სასწავლო პროგრამები, ენის შეფასების პროცედურა და ენის შემფასებლის მომზადების პროგრამა ორ ეგზემპლარად;“

ბ) ამოღებულ იქნას  „პ“ ქვეპუნქტი;

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,21 “ პუნქტი:

„21) სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს განმეორებით მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით, უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.“

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 4 წელი.“

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ავიასპეციალისტებისათვის საავიაციო ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება ICAO-ს სკალის შესაბამისად (English Language Proficiency Assessment)  და ენის შემფასებლის პირველადი და განმეორებითი სწავლება.“

5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  ,,81“  და ,,82 “ მუხლები:

,, მუხლი 81. საავიაციო ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება და ენის სერტიფიკატი

„1. ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასების პროგრამა - პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს:

ა) ენის ცოდნის შეფასების მიზნებს;

ბ) ენის ცოდნის შეფასების აღწერილობას, შეფასების დროის განაკვეთს, გამოყენებულ ტექნოლოგიებს, შეფასების ნიმუშებს, სმენის შეფასების ნიმუშებს;

გ) ენის ცოდნის შეფასების კრიტერიუმებს და სტანდარტებს (როგორც მინიმუმ, სამუშაო, გაძლიერებული და ექსპერტის დონეები, N6 დანართის მიხედვით);

დ) დოკუმენტირებულ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ენის შეფასება არის ვალიდური, რელევანტური და სანდო, სამუშაო, გაძლიერებული და ექსპერტის დონეებისთვის;

ე) პროცედურებს, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება ენის შეფასების სტანდარტიზება სასწავლო დაწესებულებაში;

ვ) ენის შეფასების პროცესის აღწერილობას და პასუხისმგებლობებს, მათ შორის სულ მცირე:  

ვ.ა) ინდივიდუალური ენის შეფასების მომზადება/ადმინისტრირება: ადგილმდებარეობა, პიროვნების იდენტიფიცირება, შეფასების მეთოდოლოგია, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;

ვ.ბ) სააგენტოს და განმცხადებლის ინფორმირების, დოკუმენტების (მათ შორის, სერტიფიკატის ასლის) წარდგენის პროცედურებს;

ვ.გ) დოკუმენტების და ჩანაწერების შენახვის წესებს;

ვ.დ) სხვა პროცესების აღწერილობას, რომელიც დაკავშირებულია  ენის შეფასების ჩატარებასთან და შეუძლია გავლენა იქონიოს მის შედეგებზე (დაგეგმილი თარიღის ცვლილება სხვადასხვა მიზეზით, კანდიდატის არაკეთილსინდისიერი ქმედება და სხვ.);

ზ) ენის შეფასების გასაჩივრების პროცედურას;

თ) ენის შემფასებლების შესახებ ინფორმაციას (მათი ვინაობა, მოწმობის ასლი და სხვ.)

2. ენის შეფასება უნდა მოიცავდეს პილოტის და მეთვალყურის შესასრულებელ შესაბამის ამოცანებს, მაგრამ შეფასების დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს არა სამუშაო პროცედურების ცოდნაზე, არამედ ინგლისური ენის ცოდნაზე.

3. ენის შეფასებას ატარებს მინიმუმ ორი ენის შემფასებელი, სადაც ერთი უნდა იყოს აუცილებლად პირი, რომელიც ფლობს ან უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ფლობდა პილოტის ან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობას, ხოლო მეორე - ინგლისური ენის სპეციალისტი.

4. სდ-მ უნდა უზრუნველყოს, რომ ენის შემფასებელმა დღის განმავლობაში არ ჩაატაროს ექვს შეფასებაზე მეტი.

5. ენის შეფასებამ უნდა განსაზღვროს განმცხადებლის:

ა) უნარი - წარმართოს ეფექტური კომუნიკაცია საავიაციო რადიოკავშირის სტანდარტული ფრაზეოლოგიის გამოყენებით;

ბ) სტანდარტულ და არასტანდარტულ სიტუაციებში, საავიაციო რადიოკავშირის სტანდარტული ფრაზეოლოგიიდან გადახვევის შემთხვევაში, სასაუბრო ენაზე შეტყობინების გაგების და გადმოცემის უნარი.

6. ენის შეფასება ხორციელდება ერთი კომბინირებული შეფასების ფარგლებში, რომელიც მოიცავს სამი ელემენტის შეფასებას:

ა) მოსმენა - გაგების შემოწმება;

ბ) მეტყველება - გამოთქმის, ლექსიკის, სტრუქტურის, სიტყვათა მარაგის და სისრულის შემოწმება;

გ) ინტერაქცია.

7. ენის შეფასებამ უნდა განსაზღვროს განმცხადებლის საუბრის და მოსმენის შესაძლებლობები. ხოლო, გრამატიკის, კითხვისა და წერის არაპირდაპირი შეფასება მიზანშეწონილი არ არის.

8. ენის შეფასებამ უნდა განსაზღვროს განმცხადებლის შესაძლებლობა გამოიყენოს როგორც სტანდარტული ფრაზეოლოგია, ასევე სასაუბრო ენა იმ გარემოებაში, როდესაც სტანდარტული ფრაზეოლოგია ვეღარ ემსახურება მიზნებს.

9. ენის შეფასება უნდა მოიცავდეს:

ა) ხმოვან/სარადიოტელეფონო და პირისპირ სიტუაციებს;

ბ) ზოგად, კონკრეტულ და პილოტის/მეთვალყურის სამუშაო ადგილის სპეციფიკასთან დაკავშირებულ საკითხებს;

10. ენის შეფასების მიზანია შემოწმდეს განმცხადებლის:

ა) გამოთქმა:

ა.ა) განმცხადებლის მშობლიური ენის გავლენის დონე რითმზე, ინტონაციაზე, გამოთქმაზე და მისი ნათქვამის გაგებაზე;

ა.ბ) აღნიშნული ფაქტორების გავლენა გაგების სიმარტივეზე.

ბ) სტრუქტურა:

ბ.ა) განმცხადებლის შესაძლებლობა, გამოიყენოს მარტივი და რთული გრამატიკული სტრუქტურის წინადადებები;

ბ.ბ) განმცხადებლის მიერ დაშვებული შეცდომების დონე, რომელიც გავლენას ახდენს ნათქვამის მნიშვნელობაზე.

გ) სიტყვათა მარაგი:

გ.ა) გამოყენებული სიტყვათა მარაგი და მათი სიზუსტე;

გ.ბ) პერიფრაზის გაკეთების შესაძლებლობა, სიტყვათა მარაგის ამოწურვის შემთხვევაში;

დ) სისრულე:

დ.ა) ტემპი;

დ.ბ) ყოყმანი;

დ.გ) წინასწარ მომზადებული მოხსენება და სპონტანური მოხსენება;

დ.დ) საუბრისას მაკავშირებელი სიტყვების და კავშირების გამოყენება.

ე) გაგება:

ე.ა) ზოგადი, ასევე პილოტის/მეთვალყურის სამუშაოს სპეციფიკასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ;

ე.ბ) ლინგვისტური ან სიტუაციური სირთულის წინაშე მოულოდნელად აღმოჩენა.

ვ) ინტერაქცია:

ვ.ა) პასუხის ხარისხი (დროული, შესაბამისი და ყოვლისმომცველი);

ვ.ბ) საუბრის დაწყების, საუბარში ჩართვის უნარი:

ვ.ბ.ა) ზოგად, ასევე, პილოტის/მეთვალყურის სამუშაო ადგილის სპეციფიკასთან

დაკავშირებულ სიტუაციებში;

 ვ.ბ.ბ) მოულოდნელად განვითარებულ მოვლენებთან გამკლავებისას;

ვ.გ) გაუგებარ სიტუაციაში გადამოწმების, დაზუსტების უნარი.

11. ენის შეფასების ჩატარების შემდგომ სდ ვალდებულია გასცეს სერტიფიკატი, სადაც უნდა აღინიშნოს:

ა) სასწავლო დაწესებულების დასახელება;

ბ) სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;

გ) შეფასების შედეგი, N6 დანართში განსაზღვრული შესაბამისი დონის მითითებით;

დ) სერტიფიკატის ნომერი;                                  

ე) გაცემის თარიღი;

ვ)  სერტიფიკატის მოქმედების ვადა;

ზ) ენის შემფასებლების ვინაობა და ხელმოწერები;

თ) სდ-ის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და ხელმოწერა.

12. ენის შეფასების სერტიფიკატის მოქმედების ვადა დამოკიდებულია ენის ცოდნის დონეზე, ამ წესის მე-6 დანართის შესაბამისად, და  შეადგენს:ა) სამუშაო დონე (მე-4 დონე) - 3 წელი შეფასების თარიღიდან;

ბ) გაძლიერებული დონე (მე-5 დონე) - 6 წელი შეფასების თარიღიდან;

გ) ექსპერტის დონე (მე-6 დონე) - უვადო.

13. სდ ვალდებულია წინასწარ აცნობოს სააგენტოს თითოეული ენის შეფასების ჩატარების

თარიღი.

მუხლი 82 . ენის შემფასებლის მომზადება

ენის შემფასებლის პირველადი და განმეორებითი მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს

თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) პირველადი მომზადება უნდა გრძელდებოდეს, სულ მცირე, 40 საათი და უნდა შედგებოდეს

შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა.ა) ენის შეფასების პროცესის ზოგად გაცნობა;

ა.ბ) მარეგულირებელი დოკუმენტაციის, საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა;

ა.გ) ენის ფლობის თითოეული დონის მოთხოვნების დეტალურად გაცნობა;

ა.დ) აუდიოჩანაწერების გამოყენება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აუდიოჩანაწერების ბიბლიოთეკიდან (http://cfapp.icao.int/rssta/RSSTA.cfm);

ა.ე) შეფასების ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და იურიდიული კომპონენტების გაცნობა;

ა.ვ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო, რომლის დროსაც შემფასებელი ენის ფლობის ყველა დონისთვის ასრულებს ჩანაწერებს;

ა.ზ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო შემფასებლის ქცევასთან დაკავშირებით;

ა.თ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო შეცდომის აღმოჩენაზე.

ბ) განმეორებითი მომზადება, რომელიც მინიმუმ უნდა გრძელდებოდეს 24 საათი და უნდა

შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან:

ბ.ა) მინიმუმ 5 ნიმუშის შეფასება;

ბ.ბ) მარეგულირებელი დოკუმენტაციის, საერთაშორისო სტანდარტების გამეორება;

ბ.გ) ენის ფლობის თითოეული დონის მოთხოვნების გამეორება;

ბ.დ) აუდიოჩანაწერების გამოყენება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აუდიოჩანაწერების ბიბლიოთეკიდან (http://cfapp.icao.int/rssta/RSSTA.cfm);

ბ.ე) შეფასების ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და იურიდიული კომპონენტების გამეორებას;

ბ.ვ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო, რომლის დროსაც შემფასებელი ენის ფლობის ყველა დონისთვის ასრულებს ჩანაწერებს;

ბ.ზ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო შემფასებლის ქცევასთან დაკავშირებით;

ბ.თ) მინიმუმ ერთ სავარჯიშოს შეცდომის აღმოჩენაზე.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სდ-მ უნდა უზრუნველყოს, რომ სასწავლო პროცესში ჩართულ ინსტრუქტორთა სრულ შემადგენლობას (პედაგოგიურ პერსონალს) და ენის შემფასებლებს ჰქონდეს საკუთარი უფლება-მოვალეობებისა და შესასრულებელი ამოცანების შესაბამისი კვალიფიკაცია.“.

ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსი ქვეპუნქტი:

„ვ) ენის შემფასებელს, რომელიც ახორციელებს ავიასპეციალისტის ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებას უნდა გააჩნდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 431 მუხლის შესაბამისად გაცემული ენის შემფასებლის მოწმობა.“.

გ) ამოღებულ იქნეს მე-6 პუნქტი.

7. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აეროდრომი/ვერტოდრომი, რომელიც გამოიყენება სასწავლო მიზნებისათვის უნდა იყოს სერტიფიცირებული ან საფრენ მოედნად რეგისტრირებული/აღრიცხული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

8. წესის დანართი N1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

9. წესს დაემატოს N 6 დანართი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

 

 

 

 

 


სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგივი დავითაშვილი