„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №28 |
|
2025 წლის 10 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 310050000.54.066.016050, 15/10/2013) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ფრენის ვარგისობის სპეციალური სერტიფიკატი, შვეულმფრენისთვის და 5700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის ან არაუმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავისთვის, სააგენტოს მიერ აღიარებული და მწარმოებლის სახელმწიფოს მიერ დადგენილი საფრენად ვარგისობის ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სპეციალური ფვს გაიცემა, თუ საჰაერო ხომალდი, მასზე დამონტაჟებული ძრავები, საჰაერო ხრახნები, კომპონენტები და სხვა აღჭურვილობა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და შეესაბამება ტიპის სერტიფიკატის ან ეკვივალენტური საბუთის გამცემი ქვეყნის მიერ დადგენილ ფრენის ვარგისობის ნორმებს, რომელიც გაიცემა შვეულმფრენისთვის და 5700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არაუმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავისთვის, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის უშუალო დაკვეთით საქმიანობის უზრუნველყოფის (სამხედრო-საპოლიციო, საბაჟო, საძებნ-სამაშველო, ხანძარსაწინააღმდეგო, სასაზღვრო და სასოფლო-სამეურნეო, სეტყვის საწინააღმდეგო) მიზნებისათვის.“. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ახალი სხ-ის შემთხვევაში (თავისუფალი აეროსტატების გარდა), რომელიც არ ყოფილა ექსპლუატაციაში: ბ.ა) მწარმოებლის ან ექსპორტიორი ქვეყნის მიერ დამოწმებული შესაბამისობის განაცხადი, სადაც აღნიშნულია, რომ საჰაერო ხომალდზე ჩატარებულია ყველა ტექნიკური და საფრენოსნო შემოწმება EASA-ს მიერ დადგენილი საფრენად ვარგისობის ნორმების შესაბამისად; ბ.ბ) სხ-ის კონსტრუქციული (მშრალი) მასის და გაწონასწორების ანგარიში, ჩატვირთვის გრაფიკთან ერთად; ბ.გ) სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო. გ) ექსპლუატაციაში ნამყოფი სხ-ის (თავისუფალი აეროსტატების გარდა) შემთხვევაში: გ.ა) ბოლო 4 წლის განმავლობაში, სხ-ის მწარმოებლის ინსტრუქციების მიხედვით ჩატარებული კონსტრუქციული (მშრალი) მასის და გაწონასწორების ანგარიშები; გ.ბ) შესაბამისი სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო; გ.გ) სხ-ის გამოშვების შემდეგ, მასზე ჩატარებული მოდიფიკაციების და ტექნიკური მომსახურების ჩანაწერები და სერტიფიკატები; გ.დ) ტექნიკური მომსახურების პროგრამის დადგენილი სამუშაოების შესრულების სტატუსი; გ.ე) სხ-ის რადიო-ელექტრო მოწყობილობების შემოწმების მიზნით ჩატარებული სხ-ის საფრენოსნო გამოცდის შედეგები, რომელიც შესაძლოა წარმოდგენილ იქნეს სხ-ის ინსპექტირების შემდეგ; გ.ვ) საფრენად ვარგისობის სავალდებულო ინსტრუქციების შესრულების სტატუსები; გ.ზ) კონკრეტული საექსპლუატაციო მიზნით დამონტაჟებული აღჭურვილობის მონაცემები.“. ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თავისუფალ აეროსტატებზე ფვს-ის მისაღებად სხ-ის მესაკუთრემ ან ექსპლუატანტმა (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განაცხადი (დანართი №1); ბ) სხ-ის ტიპის სერტიფიკატის მონაცემები; გ) სხ-ის კონსტრუქციული (მშრალი) მასის და გაწონასწორების ანგარიშების მონაცემები; დ) სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო ან მისი ეკვივალენტური საბუთი; ე) სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამა (რეგლამენტი) ან მისი ეკვივალენტური საბუთი; ვ) სხ-ის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების აქტი და საფრენოსნო გამოცდის აქტი, სადაც ასახულია საკონტროლო ფრენის შედეგები – თუ სხ დამამზადებლისაგან ან ექსპორტიორისგან მიღებულია დაშლილ მდგომარეობაში.“. 4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. სხ-ის მესაკუთრე/ექსპლუატანტი ვალდებულია: ა) ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებისათვის, სხ წარადგინოს იმ დროს და იმ ადგილას, რომელიც შეთანხმებული იქნება სააგენტოსთან. იმ შემთხვევაში, თუ სხ-ის ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, მესაკუთრე/ექსპლუატანტი ვალდებულია აანაზღაუროს ინსპექტირების განსახორციელებლად საჭირო ხარჯები, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად; ბ) სხ-ის ინსპექტირების ჩატარებისათვის ინსპექტირების პროცესი უზრუნველყოს აუცილებელი დამხმარე პერსონალით და მოწყობილობით.“. 5. მე-6 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
1. თუ საჰაერო ხომალდი ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის მოთხოვნებს, მისი ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია ამ წესის ამოქმედებამდე, ძალაშია მისი მოქმედების ვადის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.
2. ამ წესის ამოქმედებამდე გაცემული ხმაურის სერტიფიკატი ძალაშია საჰაერო ხომალდის ვარგისობის სერტიფიკატის მოქმედების ვადით, მაგრამ არაუმეტეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.02.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.02.2025. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 310050000.54.066.016368.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.02.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №28, 10.02.2025, სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016368 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6411609/
