„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №289 |
|
2021 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 310050000.54.066.016050, 15/10/2013) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) (CS) Certification Specifications– EASA-ს მიერ დადგენილი ფრენის ვარგისობის ნორმები;“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) ფრენის ვარგისობის სტანდარტული სერტიფიკატი – EASA-ს მიერ დადგენილ საფრენად ვარგისობის ნორმებთან (CS-ებთან) საჰაერო ხომალდის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ფრენის ვარგისობის ნორმები 1. ფვს გაიცემა, თუ საჰაერო ხომალდი (ზემსუბუქი სხ-ის გარდა), მასზე დამონტაჟებული ძრავები, საჰაერო ხრახნები, კომპონენტები და სხვა აღჭურვილობა აკმაყოფილებენ – EASA-ს მიერ დადგენილ ფრენის ვარგისობის ნორმებს (CS- Certification Specification) და გააჩნია EASA-ს მიერ გაცემული ან აღიარებული ტიპის სერტიფიკატი. 2. ზემსუბუქი სხ-ებისთვის ფვს გაიცემა, თუ საჰაერო ხომალდი, მასზე დამონტაჟებული ძრავები, საჰაერო ხრახნები, კომპონენტები და სხვა აღჭურვილობა აკმაყოფილებენ ტიპის სერტიფიკატის ან ეკვივალენტური საბუთის გამცემი ქვეყნის მიერ დადგენილ ფრენის ვარგისობის ნორმებს.“. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის გაცემა 1. სააგენტო ფვს გასცემს სხ-ის მესაკუთრის ან ექსპლუატანტის (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) განაცხადის საფუძველზე, თუ: ა) დასტურდება საჰაერო ხომალდის შესაბამისობა საფრენად ვარგისობის ნორმებთან, რაც ითვალისწინებს შემდეგს: ა.ა) საჰაერო ხომალდზე შესრულებულია მოდიფიკაციები და რემონტები კანონმდებლობის მიერ დადგენილი მოთხოვნების (სააგენტოსთან შეთანხმებული მონაცემების ) შესაბამისად; ა.ბ) საჰაერო ხომალდზე დაყენებული კომპონენტები, ნაწილები და მოწყობილობები შეესაბამება, შემმუშავებლის მიერ დადგენილ ინსტრუქციებს და პროცედურებს; ა.გ) საჰაერო ხომალდზე არსებული მარკირება და საინფორმაციო ტაბლოები შეესაბამება შემმუშავებლის მიერ დადგენილ მოთხოვნებს; ა.დ) სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო შესაბამება საჰაერო ხომალდის კონფიგურაციას და მასში ასახულია სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ყველა ცვლილება; ა.ე) საჰაერო ხომალდის რომელიმე სისტემაზე გაუმართაობის არსებობის შემთხვევაში, მისი ექსპლუატაციაზე დაშვება მოხდა მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალის გათვალისწინებით; ა.ვ) თუ საჰაერო ხომალდს აკლია რომელიმე ნაწილი, მისი ექსპლუატაციაზე დაშვება მოხდა კონფიგურაციის გადახრის ჩამონათვალის გათვალისწინებით; ა.ზ) საჰაერო ხომალდზე არსებული დაზიანება შეესაბამება შემმუშავებლის მიერ დადგენილ ფარგლებს; ბ) საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის შენარჩუნებისათვის უზრუნველყოფილია შესაბამისი ტექნიკური მომსახურების სამუშაოების შესრულება, რაც ითვალისწინებს შემდეგს: ბ.ა) საჰაერო ხომალდზე ტექნიკური მომსახურების პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულებას; ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში, საჰაერო ხომალდისთვის საიმედოობის პროგრამის წარმოებას, ძრავის ტენდენციის მონიტორინგის და უარყოფითი გადახრების გამოსასწორებელი ღონისძიებების გათვალისწინებით; ბ.გ) აღნიშნული სამუშაოების შესაბამისობას სასერტიფიკაციო ტექნიკური მომსახურების მოთხოვნებთან, მასში დადგენილ ინტერვალებით; ბ.დ) სააგენტოს მიერ დადგენილი მოდიფიკაციების და ინსპექტირებების შესრულებას; ბ.ე) რესურსშეზღუდული კომპონენტების და ნაწილების ვადების კონტროლს და დროულად შეცვლას. 2. ფვს-ის მისაღებად განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განაცხადი (დანართი №1); ბ) ახალი სხ-ის შემთხვევაში (ზემსუბუქი სხ-ების და თავისუფალი აეროსტატების გარდა), რომელიც არ ყოფილა ექსპლუატაციაში: ბ.ა) მწარმოებლის ან ექსპორტიორი ქვეყნის მიერ დამოწმებული შესაბამისობის განაცხადი, სადაც აღნიშნულია, რომ საჰაერო ხომალდზე ჩატარებულია ყველა ტექნიკური და საფრენოსნო შემოწმება EASA-ს მიერ დადგენილი საფრენად ვარგისობის ნორმების შესაბამისად; ბ.ბ) სხ-ის კონსტრუქციული (მშრალი) მასის და გაწონასწორების ანგარიში, ჩატვირთვის გრაფიკთან ერთად; ბ.გ) სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო. გ) ექსპლუატაციაში ნამყოფი სხ-ის (ზემსუბუქი სხ-ების და თავისუფალი აეროსტატების გარდა) შემთხვევაში: გ.ა) ბოლო 4 წლის განმავლობაში, სხ-ის მწარმოებლის ინსტრუქციების მიხედვით ჩატარებული კონსტრუქციული (მშრალი) მასის და გაწონასწორების ანგარიშები; გ.ბ) შესაბამისი სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო; გ.გ) სხ-ის გამოშვების შემდეგ, მასზე ჩატარებული მოდიფიკაციების და ტექნიკური მომსახურების ჩანაწერები და სერტიფიკატები; გ.დ) ტექნიკური მომსახურების პროგრამის დადგენილი სამუშაოების შესრულების სტატუსი; გ.ე) სხ-ის რადიო-ელექტრო მოწყობილობების შემოწმების მიზნით ჩატარებული სხ-ის საფრენოსნო გამოცდის შედეგები, რომელიც შესაძლოა წარმოდგენილ იქნას სხ-ის ინსპექტირების შემდეგ; გ.ვ) საფრენად ვარგისობის სავალდებულო ინსტრუქციების შესრულების სტატუსები; გ.ზ) კონკრეტული საექსპლუატაციო მიზნით დამონტაჟებული აღჭურვილობის მონაცემები. დ) სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამა (თუ სხ-ის ექსპლუატანტს გააჩნია ექსპლუატანტის სერტიფიკატი)/სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამის ეკვივალენტური სხ-ზე ჩასატარებელი ტექნიკური მომსახურების დაგეგმარების დოკუმენტი (თუ სხ-ის ექსპლუატანტს არ გააჩნია ექსპლუატანტის სერტიფიკატი); ე) კონკრეტული სხ-ისათვის მომზადებული და დამტკიცებული მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი (MEL) (თუ სხ-ის ექსპლუატანტს გააჩნია ექსპლუატანტის სერტიფიკატი); ვ) სხ-ის ტიპის სერტიფიკატის მონაცემები; ზ) საჰაერო ხომალდის სამგზავრო სალონის კონფიგურაციის სქემა, ავარიული აღჭურვილობის განლაგების მითითებით; თ) საჰაერო ხომალდზე არსებული საავიაციო ელექტრონული მოწყობილობების ჩამონათვალი; ი) საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის შესაბამისობის განაცხადი; კ) საჰაერო ხომალდზე არსებული სპეციალური ნებართვის მინიჭებისათვის საჭირო აღჭურვილობის შესაბამისობის განაცხადი; 3. ზემსუბუქ საჰაერო ხომალდებზე და თავისუფალ აეროსტატებზე ფვს-ის მისაღებად სხ-ის მესაკუთრემ ან ექსპლუატანტმა (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განაცხადი (დანართი №1); ბ) სხ-ის ტიპის სერტიფიკატის მონაცემები ან მისი ეკვივალენტური საბუთი; გ) სხ-ის კონსტრუქციული (მშრალი) მასის და გაწონასწორების ანგარიშების მონაცემები; დ) სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო ან მისი ეკვივალენტური საბუთი; ე) სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამა (რეგლამენტი) ან მისი ეკვივალენტური საბუთი; ვ) სხ-ის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების აქტი და საფრენოსნო გამოცდის აქტი, სადაც ასახულია საკონტროლო ფრენის შედეგები – თუ სხ დამამზადებლისაგან ან ექსპორტიორისგან მიღებულია დაშლილ მდგომარეობაში. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია გაცემული უნდა იყოს განაცხადის სააგენტოში წარდგენამდე არაუგვიანეს 60 დღისა. 5. სხ-ის მესაკუთრე/ექსპლუატანტი ვალდებულია: ა) ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებისათვის, სხ წარადგინოს იმ დროს და იმ ადგილას, რომელიც შეთანხმებული იქნება სააგენტოსთან. იმ შემთხვევაში, თუ სხ-ის ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, მესაკუთრე/ექსპლუატანტი ვალდებულია აანაზღაუროს ინსპექტირების განსახორციელებლად საჭირო ხარჯები, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად; ბ) სხ-ის ინსპექტირების ჩატარებისათვის ინსპექტირების პროცესი უზრუნველყოს აუცილებელი დამხმარე პერსონალით და მოწყობილობით. 6. საჰაერო ხომალდზე არსებული სახელმძღვანელოები, იარლიყები, მოწყობილობების მარკირება და სხვა საჭირო ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 7. წარმოდგენილი საბუთების შეფასებისა და სხ-ის ინსპექტირების შემდეგ, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გაიცემა სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი (დანართი №2) და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის დანართი (დანართი №3). 8. სააგენტოს გადაწყვეტილება მესაკუთრეს/ექსპლუატანტს ეცნობება, სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა. 9. ფრენის ვარგისობის სერტიფიკატს ენიჭება სხ-ის რეგისტრაციის სერტიფიკატის ნომერი. 10. საჰაერო ხომალდის მესაკუთრის ან ექსპლუატანტის შეცვლის შემთხვევაში, თუ სხ რჩება სახელმწიფო რეესტრში, ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი გადაეცემა ახალ მესაკუთრეს/ექსპლუატანტს, რომელიც ვალდებულია დააკმაყოფილოს აღნიშნული სერტიფიკატის გაცემისთვის დადგენილი მოთხოვნები.“. 4. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) დააკმაყოფილოს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.“. 5. მე-8 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|