„საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №177 |
|
2025 წლის 23 მაისი ქ. თბილისი |
1. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შემადგენლობა
1. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
5. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.
6. საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
7. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
9. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი.
10. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
11. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
12. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
13. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
14. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.
15. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი.
16. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი − კომისიის მდივანი.“.
2. დანართი №2-ის − „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების“:
ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს მის უფლებამოსილებას თავმჯდომარის არყოფნისას.“;
ბ) მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება, მიწვეულ იქნენ სახელმწიფო რწმუნებულები, ასევე სხვა პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. ამასთან, კომისიის წევრები და კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მიწვეული პირები კომისიის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ პირადად, სხდომაზე დასწრების გზით ან მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.“;
გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო.“.
|