„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №357 |
|
2019 წლის 5 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის „ო4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო5“ − „ო9“ ქვეპუნქტები:
„ო5) გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ურთიერთობების კოორდინაციას; მუნიციპალური გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობას;
ო6) გარემოსდაცვით და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში სექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობასა და კოორდინაციას, ასევე „მწვანე ეკონომიკის“ ინსტრუმენტებისა და „მწვანე ტექნოლოგიების“ დანერგვის ხელშეწყობასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;
ო7) გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში მონაწილეობას. აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო/კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფას, თანამშრომლობის ხელშეწყობას, მედიაციასა და კოორდინაციას;
ო8) აქტუალური და პრიორიტეტული გარემოსდაცვითი საკითხებისა და კონკრეტული პროექტების გარემოსდაცვითი ინტერესების პრიორიტეტული დაცვის თვალსაზრისით განხილვას/შეფასებას და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ო9) გარემოსდაცვით სფეროში მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობას;“.
2. 31 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი:
„მუხლი 32. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნო
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით, იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნო.
2. გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნოს ძირითადი ამოცანებია: ქვეყანაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ურთიერთობების კოორდინაცია; მუნიციპალური გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; სექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობა, კოორდინაცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; „მწვანე ეკონომიკის“ ინსტრუმენტებისა და „მწვანე ტექნოლოგიების“ დანერგვის ხელშეწყობა; გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში მონაწილეობა და აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო/კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა, თანამშრომლობის უზრუნველყოფა და მედიაცია; აქტუალური და პრიორიტეტული გარემოსდაცვითი საკითხების, ასევე კონკრეტული პროექტების გარემოსდაცვითი ინტერესების პრიორიტეტული დაცვის თვალსაზრისით განხილვა/შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება; გარემოსდაცვითი ახალი საკითხების ინიციირება შესაბამის უწყებებში, უწყებათშორისი საკითხების პრიორიტეტიზაცია და მათი კოორდინირება; გარემოსდაცვით სფეროში მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობა.
3. ცალკეული აქტუალური გარემოსდაცვითი საკითხების განხილვის მიზნით, გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნო უფლებამოსილია, მიმართოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მისი თანხმობით მოიწვიოს შესაბამისი უწყებები, დაინტერესებული პირები და სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნულ შეხვედრას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველ სამდივნოს ხელმძღვანელობს გარემოსდაცვითი ომბუდსმენი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნოს დეტალური კომპეტენცია განისაზღვრება სამდივნოს დებულებით და გამომდინარეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან.
6. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნოს დებულებას, გარემოსდაცვითი ომბუდსმენის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
7. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველ სამდივნოში შესაძლებელია, შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები.
8. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ტექნიკურ-მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.“.
|