„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №423 |
|
2018 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ – „ო4“ ქვეპუნქტები:
„ო1) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაციას;
ო2) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაციასა და ხელშეწყობას;
ო3) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის პროცედურის კოორდინაციას;
ო4) რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში, წინადადებების მომზადებაში მონაწილეობას, მათ შორის, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას;“.
2. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია და ხელშეწყობა; სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის პროცედურის კოორდინაცია; საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციების მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია; რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დეტალური კომპეტენცია გაწერილია მის დებულებაში და გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან. აღნიშნულ დებულებას, რეგიონალურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტში შესაძლებელია, შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები.
5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ტექნიკურ-მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.08.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 15.08.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №423. სარეგისტრაციო კოდი — 010220000.10.003.020739.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.08.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №423, 15.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.020739 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4302546/