„ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №329 |
|
2023 წლის 30 აგვისტო ქ. თბილისი |
„მუხლი 34. ამ თავის მიზანი
1. ამ თავის მიზანია, აეროდრომის პროექტირებისას და მისი ექსპლუატაციის პროცესში, გათვალისწინებული იყოს ისეთი ვიზუალური სააერნაოსნო საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჰაერო ხომალდის უსაფრთხო, მოწესრიგებულ და კოორდინირებულ სახმელეთო მიმოსვლას, აფრენა-დაფრენასა და განთავსებას.
2. აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს ამ თავში გათვალისწინებული ვიზუალური სააერნაოსნო საშუალებების მოწესრიგებულ და უსაფრთხო ექსპლუატაციას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. ამ რეგლამენტით განსაზღვრული სააერნაოსნო სანათებისა და ნიშნების მოწყობისა და მომსახურების მიწოდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ხორციელდება შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ, შესაბამისი აეროდრომის ექპლუატანტებთან დადებული ურთიერთქმედების შეთანხმების შესაბამისად, აეროდრომის სერტიფიკატით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) სააერნაოსნო სანათებისა და ნიშნების მოწყობა/მომსახურებაზე პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
ბ) აეროდრომის სერტიფიკატის მოქმედების განმავლობაში სააერნაოსნო სანათებისა და ნიშნების დადგენილ მოთხოვნებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფა;
გ) არსებული ინფრასტრუქტურის და/ან დადგენილი პროცედურების ცვლილების კოორდინაცია/შეთანხმება.
5. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სააერნაოსნო სანათებისა და ნიშნების ზედამხედველობის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრაზე პასუხისმგებელია შპს „საქაერონავიგაცია“.
6. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას აეროდრომის ექსპლუატანტის ზედამხედველობის ფარგლებში ახორციელებს სააგენტო.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.08.2023.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 30.08.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №329. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.024162.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.08.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №329, 30.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024162 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5904198/