„არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№146
სარეგისტრაციო კოდი
240110000.10.003.020461
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №146

2018 წლის 27 მარტი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2016, 240110000.10.003.019634) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის“ (დანართი №1):

1. მე-5 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ლაბორატორიული ანალიზისათვის სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშის აღება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, აღებული ნიმუში ანალიზისათვის იგზავნება შემოსავლების სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ (გარდა ამ წესის 51 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.“;

 ბ) 81 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 პუნქტი:

„82. ნიმუშის აღება ხდება ტვირთის მფლობელის ხარჯით.“.

2. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. სურსათის/ცხოველის საკვების ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი და რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის აღება

1. სურსათის/ცხოველის საკვების ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი ნიმუშის აღება ხორციელდება ტვირთის მფლობელის მოთხოვნით და მისი ხარჯით, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დროს ლაბორატორიული ნიმუშის აღების პარალელურად.

2. განმეორებითი ნიმუშის აღების საჭიროების შემთხვევაში, ორმაგდება ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა. ამასთან, გაერთიანებული ნიმუშიდან გამოიყოფა 2 ერთნაირი ნიმუში, რომელთაგან ერთი (განმეორებითი) გადაეცემა საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს და ინახება იმავე სატრანსპორტო საშუალებაში, ტვირთისგან განცალკევებით, ხოლო მეორე (ლაბორატორიული ნიმუში) იგზავნება ლაბორატორიაში ანალიზისათვის. ამ წესით აღებული ნიმუშები იფუთება, ინომრება, ილუქება და მათზე კეთდება აღნიშვნები: დასახელება, წონა, რაოდენობა, ნიმუშის აღების თარიღი და ნიმუშის ამღები უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.

3. თუ ტვირთის მფლობელი არ ეთანხმება ლაბორატორიული ნიმუშის ანალიზის შედეგებს, ხორციელდება განმეორებითი ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც განმეორებით ნიმუშზე ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი განსხვავდება შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის პირველადი შედეგისაგან, ტვირთის მფლობელის ხარჯით ხორციელდება ლაბორატორიული ანალიზისათვის რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის აღება.

5. განმეორებითი/რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშების ანალიზის ჩასატარებლად მხარეთა შეთანხმებით შეირჩევა:

ა) სხვა აკრედიტებული ლაბორატორია;

ბ) სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.

6. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გამოცემული დასკვნა საბოლოოა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.03.2018.
როდის იქნა მიღებული „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.03.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №146. სარეგისტრაციო კოდი — 240110000.10.003.020461.
რამდენი მუხლისგან შედგება „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.03.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №146, 27.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.020461 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4115446/