ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №69 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.121.016408
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/09/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2020 წლის 9 სექტემბერი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №69 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა  კოდექსი“ 99-ე მუხლის მეექვსე პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის და 23-ე მუხლის საფუძველზე,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის N69 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 31.01.2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016297) დანართში („ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულება“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დანართის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, ადამიანური რესურსების მართვას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციას და მათთვის კონსულტაციების გაწევას, ღონისძიებების დაგეგმვას, დასახლების საერთო კრების ორგანიზებას და ინფორმაციის გავრცელებას დღის წესრიგის, მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ. მუნიციპალური შესყიდვების გეგმის შემუშავებას; მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადებას: საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განხორციელებას; მერიის საყოფაცხოვრებო საქონლით, საწვავ-საპოხი მასალით, საკანცელარიო და სხვა დანარჩენი აუცილებელი საქონლით მომარაგებას.“.

2. დანართის მე-2 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.“.

3. დანართის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 პუნქტი:

„201. საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვას და მხარდაჭერის განხორციელებას.“.

4. დანართის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. პოტენციური მომწოდებლის გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით  ბაზრის გამოკვლევას.“.

5. დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი.

„მუხლის 81. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფუნქციები:

ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

1. ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათ განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას.

2. ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის დელეგირებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას და შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინირებულ მუშაობას.

3. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას.

4. საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სტრუქტურული ერთეულის სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას.

5. სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. დამტკიცებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შესაბამისად სტატისტიკის წარმოებას; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას.

7. საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას.“.

მუხლი 2
 დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ოქტომბრიდან.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი