„საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის №123 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №258 |
|
2025 წლის 16 ივლისი ქ. თბილისი |
1. დადგენილების:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატოსთან) საქართველოს სრული პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო ინტეგრაციისა და ალიანსში გაწევრიანების პროცესში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
4. საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
5. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.
6. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
9. საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
11. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.
12. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
13. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.
14. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
15. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი − კომისიის მდივანი.“;
ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:
„ვ) სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს;
ზ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს;
თ) საქართველოს გენერალურ პროკურორს.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის დებულების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტი. კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს კომისიის ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს კომისიის საქმიანობას, ამზადებს კომისიის სხდომის ოქმსა და სამუშაო დოკუმენტებს და უგზავნის კომისიის წევრებს, ატყობინებს მათ სხდომის ჩატარების თარიღს და ასევე უგზავნის კომისიის სხდომის დღის წესრიგს.“.
|