„სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №377 |
|
2025 წლის 22 აგვისტო ქ. თბილისი |
1. დადგენილების:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციებისა და თამაშების გარიგების, ასევე სპორტში ძალადობისა და დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ კოორდინირებული ბრძოლისა და შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
1. საქართველოს სპორტის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე.
2. საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.
6. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.
7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.
8. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი.“;
ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტმა.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წევრების გარდა, კომისიის თავმჯდომარის მიწვევით, კომისიის შემადგენლობაში შეიძლება, შედიოდნენ ან, საჭიროებისამებრ, მიწვეულ იქნენ საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ან/და წევრ(ებ)ი − კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით და ეროვნული სპორტული ორგანიზაციების, ასევე სხვა იურიდიული პირების ან/და სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლები − კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით ან ამ უფლების გარეშე.“;
ბ) მე-4 მუხლის:
ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომლის მოვალეობასაც, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ან სხვა თანამშრომელი, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე.“;
ბ.ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:
„101. კომისიამ გადაწყვეტილება შეიძლება, მიიღოს სხდომაზე. კომისიის სხდომა შეიძლება, გაიმართოს, მათ შორის, დისტანციური ფორმით.“.
|