„სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№125
სარეგისტრაციო კოდი
120050000.10.003.019190
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №125

2016 წლის 17 მარტი

   ქ. თბილისი

 

„სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/11/2014,   120050000.10.003.018235) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1.  დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.  ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთ თვეში  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყოს   შემდეგი ბრძანებების გამოცემა:

ა) სამხედრო სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული ოქმებისა და დისციპლინური საქმისწარმოებისათვის სხვა საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცების თაობაზე;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.“.

2.  დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31.  სამხედრო სადისციპლინო წესდება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული   წესით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესდების:

ა) მე-4 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სამხედრო მოსამსახურე – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას;“;

გ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ)  43-ე მუხლის შენიშვნა ამოღებულ იქნეს;

ე) 221-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) 269-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამთავრობო დაწესებულების სამანდატო კომისიები იქმნება შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ზ)  279-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ღირსეული საქციელის ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში,  შედგება ოქმი საამისოდ უფლებამოსილი მეთაურის (უფროსის) მიერ.“;

თ)  321-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 321. დადგენილება, წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ, აღსრულდება საამისოდ უფლებამოსილი ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.03.2016.
როდის იქნა მიღებული „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.03.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №125. სარეგისტრაციო კოდი — 120050000.10.003.019190.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.03.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №125, 17.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 120050000.10.003.019190 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3227227/