„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.126.016180
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2016 წლის 1 თებერვალი

ქ. თერჯოლა

 

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ “ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge – სსმ, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.126.016092, 25/07/2014 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ამოღებულ იქნეს რეგლამენტის  მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ)“ ქვეპუნქტი;
2. ამოღებულ იქნეს რეგლამენტის  მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ)“ ქვეპუნქტი;
3.  დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ვ)“ ქვეპუნქტი შეცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გამგებლისთვის თანხმობის მიცემა შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ.“;

4. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და სხვა  საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, დაარეგულიროს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც საჭიროებენ ნორმატიული აქტით მოწესრიგებას.“

5. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს საჯარო სხდომებზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს. საჯარო სხდომებზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს და თანამომხსენებელს, გააკეთონ განმარტება და განცხადება, წარადგინონ ინფორმაცია.“

 

6. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „გ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გამოაცხადა გარდაცვლილად, ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არა არის განსაზღვრული.“

7. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით არანაკლებ წელიწადში ერთხელ არაუგვიანეს 1 ნოემბრისა ჩააბაროს ანგარიში ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ.“

8. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „რ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“

9. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-3  პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა ამ რეგლამენტის 132–ე მუხლით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ არაუგვიანეს 1 ნოემბრისა საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში“.

10. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“

11. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები ქვეყნდება საჯაროდ – სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.“

 

12. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 30-ე მუხლის მე-7 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომისიის საჯარო სხდომებზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს და თანამომხსენებელს, გააკეთონ განმარტება და განცხადება, წარადგინონ ინფორმაცია.“

13. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33. კომისიის სხდომის ოქმი

კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის დასახელება, კომისიის სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, კომისიის სხდომის თავმჯდომარის და კომისიის სხდომაზე მონაწილე წევრთა ვინაობა, კომისიის დღის წესრიგის საკითხები, ყველა წამოყენებული წინადადება, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.კომისიის სხდომათა ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარატში. კომისიის ოქმი ქვეყნდება საჯაროდ შესაბამისი კომისიის სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.“

14. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 82-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს.“

15. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 94-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
16. დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტს დაემატოს XII1 თავი:

,,თავი XII1

მუხლი 951პეტიციის ცნება

1.  პეტიცია  წარმოადგენს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოსთვის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

რეგისტრირებულ მოქალაქეთა წერილობით ან ელექტრონულ მიმართვას.

2.   პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს:

ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ)  მოსამზადებელი  ნორმატიული  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  პროექტის  ძირითადი

პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;

გ)  მუნიციპალიტეტისთვის  ან/და  დასახლებისთვის  საერთო  მნიშვნელობის  პრობლემებიდან გამომდინარე  საკითხების  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  სხდომაზე  შესწავლის,  განხილვისა  და გადაწყვეტის მოთხოვნა.

3.  პეტიცია იწერება და შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.

მუხლი 952. პეტიციის წარდგენის უფლება

პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს:

ა)  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ  ამომრჩეველთა  არანაკლებ  1%-ს,  იმ მუნიციპალიტეტებში,  სადაც  ამომრჩეველთა  რაოდენობა  100 000-ზე  ნაკლებია.  (ამ  რეგულირების გათვალისწინებით ჩაიწერება კონკრეტული პროცენტი);

ბ)  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ  ამომრჩეველთა  არანაკლებ  1000  ამომრჩეველს,  იმ  მუნიციპალიტეტებში  სადაც  ამომრჩეველთა  რაოდენობა  100  000-ზე  მეტია.  (ამ რეგულირების გათვალისწინებით ჩაიწერება კონკრეტული პროცენტი);

გ) დასახლების საერთო კრებას (შემდგომ – საერთო კრება).

მუხლი 953. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების  რეკვიზიტები

1.  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ  ამომრჩეველთა  მიერ  წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება  უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამის განცხადების ტექსტს;

ბ)  პეტიციის  განხილვის  თაობაზე  განცხადების  წარმდგენი  სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების  (არაუმეტეს  3  პირისა),  სახელს,  გვარს,  მისამართს,  საკონტაქტო ტელეფონის  ნომერს  (არსებობის  შემთხვევაში)  და  საქართველოს  მოქალაქის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

გ) პეტიციის წარდგენის თარიღს;

დ)  ნორმატიული  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  პროექტს, 951 მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) მოსამზადებელი  ნორმატიული  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  პროექტის  ძირითად პრინციპებს  ან  კონკრეტულ  წინადადებებს, 951 მუხლის  მე-2  პუნქტის  „ბ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ  მოთხოვნას  და  შესაბამის  დასაბუთებას,  951 მუხლის  მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2.  952-ე მუხლის    პირველი  პუნქტის  „ა“  და  „ბ“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში  –   მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებული  პეტიციის  წარმდგენი ამომრჩევლების  სიას, რომელიც  უნდა  შეიცავდეს  შესაბამისი  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებული  ამომრჩევლის  სახელს,  გვარს,  დაბადების  თარიღს  (დღე,  თვე,  წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას.

3.  საერთო კრების მიერ  წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს;

ბ) პეტიციის წარდგენის თარიღს;

გ)  დასახლების  საერთო  კრების  რჩეულის  (შემდგომში  -  რჩეულის)  ან  საერთო  კრების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

დ)  ნორმატიული  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  პროექტს,  951-ე მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) მოსამზადებელი  ნორმატიული  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  პროექტის  ძირითად პრინციპებს  ან  კონკრეტულ  წინადადებებს,  (ამ  თავის) 951 მუხლის  მე-2  პუნქტის  „ბ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ)  კონკრეტულად  ჩამოყალიბებულ  მოთხოვნას  და  შესაბამის  დასაბუთებას,  (ამ  თავის) 951 მუხლის  მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

მუხლი 954. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების  წარდგენის პროცედურა

1.  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებული  ამომრჩევლები,  ან  საერთო  კრების  უფლებამოსილი  პირი,  ამ  თავით  განსაზღვრულ  საკითხებზე,  პეტიციის  განხილვის  თაობაზე  განცხადებას  თანდართულ  მასალებთან  ერთად  წარადგენს    მუნიციპალიტეტის  საკრებულოში.  პეტიციის  განხილვის  თაობაზე  განცხადებას  არეგისტრირებს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატი.

2.  ამ რეგლამენტის 951 მუხლის  პირველი  პუნქტის  „ა“  და  „ბ“  ქვეპუნქტებით  განსაზღვრულ შემთხვევაში პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების  წარდგენისას:

ა)  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატი  პეტიციის  წარდგენიდან  3  სამუშაო  დღის  ვადაში პეტიციის  წარმდგენ  სუბიექტის  მომხსენებელს/მომხსენებლებს  გადასცემს  პეტიციის  განხილვის თაობაზე  განცხადების  რეგისტრაციის  მოწმობას.  რეგისტრაციაში  გატარებაზე  უარი  დასაშვებია,  თუ დარღვეულია  ამ  თავით  დადგენილი  მოთხოვნები  ან/და  პეტიციით  გათვალისწინებული  საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას;

ბ) მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატი  პეტიციის  განხილვის  თაობაზე  განცხადების    წარმდგენ სუბიექტს  გადასცემს  მხარდამჭერთა  სიის  ბლანკებს,  რომელიც  უნდა  შეიცავდეს  მხარდამჭერის სახელის  და  გვარის,  დაბადების  თარიღის  (რიცხვი,  თვე,  წელი),  საქართველოს  მოქალაქის პირადობის  მოწმობის  (პასპორტის)  ნომრის,  რეგისტრაციის  ადგილის,  ხელმოწერის  თარიღს  და ხელმოწერას;

გ)  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატის  მიერ  გაცემულ  თითოეულ  ბლანკზე  მითითებული  უნდა  იყოს    ხელმოწერების  შეგროვებაზე  პასუხისმგებელი  პირის  (მომხსენებლის/მომხსენებლების)  სახელი,  გვარი,  დაბადების  თარიღი,  პირადობის  მოწმობის  (პასპორტის)  ნომერი,  რეგისტრაციის ადგილი  (პირადობის  მოწმობის  მიხედვით),  ხელმოწერით  დადასტურების  თარიღი  და  ხელმოწერა  და  შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია; 

დ)  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატის  მიერ  გაცემული  ბლანკი  დამოწმებული  უნდა  იყოს  აპარატის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ და თითოეულ ბლანკზე შესაძლებელია არაუმეტეს 50 ხელმოწერის განხორციელება;

ე)  პეტიციის  განხილვის  თაობაზე  განცხადების  წარმდგენი  სუბიექტი  ვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობის და შესაბამისი ბლანკების  გადაცემიდან  45  სამუშაო  დღის  ვადაში  უზრუნველყოს  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების  952 მუხლის  პირველი პუნქტის „ა-ბ“  ქვეპუნქტებით დადგენილი  ოდენობის  ხელმოწერათა  შეგროვება  და  მუნიციპალიტეტის  საკრებულოსთვის  წარდგენა;

ვ)  პეტიციის  განხილვის  თაობაზე  განცხადების  წარმდგენი  სუბიექტის  მიერ  მუნიციპალიტეტის  საკრებულოში  შესაბამისი  ოდენობის  ხელმოწერათა  წარდგენის  შემდეგ,  საკრებულოს  აპარატის  უფლებამოსილი  პირი  რეგისტრაციაში  ატარებს  პეტიციას  და  7  კალენდარული  დღის  ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს წარდგენილი სიის 20%-ის ნამდვილობას;

ზ) ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ზ.ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ზ.ბ)  მითითებული  არ  არის  ან  არასრულად  არის  მითითებული  დაბადების  თარიღი  (რიცხვი,  თვე, წელი);

ზ.გ)  მითითებული  არ  არის  ან  არასრულად  არის  მითითებული  რეგისტრაციის  ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);

ზ.დ)  ხელმოწერის  თარიღი  მითითებული  არ  არის  ან  არ  ემთხვევა  ამ  კანონით  განსაზღვრულ ამომრჩეველთა სიის შედგენის ვადას;

ზ.ე)  არ  არის  ხელმოწერილი  ან  ხელმოწერა  შესრულებულია  სხვა  პირის  მიერ  და  ამას  წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ზ.ვ) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილია სხვა დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი;

ზ.ზ)  ხელმომწერი  პირი  წარდგენილი  განცხადებით  ადასტურებს,  რომ  ხელმოწერა  შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;

ზ.თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ზ.ი)  ხელმოწერა  შესრულებულია  იმ  ფურცელზე,  რომელიც  არ  შეესაბამება  ამომრჩეველთა  სიის დადგენილ და დამოწმებულ ფორმას.

თ)  თუ  ამომრჩეველთა  ხელმოწერების  რაოდენობა  აღმოჩნდა  დადგენილ  მინიმალურ  ოდენობაზე  ნაკლები,  ან  შემოწმების  შედეგად  გაბათილებული  ხელმოწერების  გათვალისწინებით,  ამომრჩეველთა  ხელმოწერების  რაოდენობა  10%-ზე  ნაკლები  აღმოჩნდა,  ამომრჩეველთა  სიის  გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 10 კალენდარული დღის ვადა  ხარვეზის შესავსებად;

ი)  ამ  მუხლის  „თ“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებული  ამომრჩეველთა  სიის  შესწორებულ  ნაწილს  კვლავ ამოწმებს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატის უფლებამოსილი პირი  ზემოაღნიშნული წესით,  5  კალენდარული  დღის  ვადაში.  თუ  ამომრჩეველთა  ხელმოწერების  რაოდენობა  კვლავ  დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სია მთლიანად ბათილდება  და  პეტიციის  განხილვის  თაობაზე  განცხადების  წარმდგენ  სუბიექტს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  თავმჯდომარის  ბრძანებით უარი  ეთქმება  პეტიციის  წარდგენის  შესახებ განცხადების რეგისტრაციაზე.

3.  პეტიციის  წარმდგენი  სუბიექტის  მომხსენებელს/მომხსენებლებს  უფლება  აქვს/აქვთ,  რეგისტრაციაში  გატარებაზე  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  თავმჯდომარის    უარი  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში.

4.  ამ  მუხლის  მე-2  პუნქტის  მოთხოვნები  არ  ვრცელდება  ამ  რეგლამენტის  952 -ე მუხლის  პირველი  პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის  შემთხვევაში და საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი მხოლოდ საერთო კრების ოქმის ნამდვილობას ამოწმებს.

მუხლი 955. პეტიციის გამოქვეყნება

1.  საკრებულოს  აპარატი  უზურუნველყოფს  პეტიციის  გამოქვეყნებას  პროაქტიულად  როგორც  ელექტრონული, ასევე ბეჭდური ფორმით, მისი რეგისტრაციიდან  10 დღის ვადაში.

2.  პეტიცია  ქვეყნდება  ბეჭდური  ფორმით  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ  შენობაში  გამოყოფილ განცხადებების დაფაზე და დასახლებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.  ელექტრონული ფორმით პეტიცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის  მეშვეობით  ან/და  მის  მართვაში  არსებულ  სხვა  ელექტრონული  რესურსების  გამოყენებით  (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 956. პეტიციის განხილვისთვის მომზადება

1.  (ამ  თავის)  951 მუხლის  მე-2  პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ  პეტიციას მუნიციპალიტეტის  საკრებულო  განიხილავს  და  შესაბამის  გადაწყვეტილებას  იღებს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  დადგენილების  მიღებისათვის  საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  რეგლამენტით დადგენილი წესით.

2.  (ამ  თავის)  951 მუხლის  მე-2  პუნქტის  „ბ“  და  „გ“  ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული  პეტიციის  წარდგენის  შემთხვევაში,  საკრებულოს  ბიუროს  გადაწყვეტილებით,  პეტიციის  განხილვის  თაობაზე  განცხადების     რეგისტრაციიდან  7  კალენდარული  დღის  ვადაში,  პეტიცია  შესასწავლად  გადაეცემა  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  შესაბამის  კომისიას  ან  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს, მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  სამუშაო  ჯგუფის  შექმნის  წინადადებით,  ან  აღნიშნული  პეტიცია  უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

მუხლი 957. პეტიციის განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება

1. მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  კომისია ან  სამუშაო ჯგუფი  პეტიციას  ამ  რეგლამენტის   956-ე მუხლის  მე-2  პუნქტით  განსაზღვრული  წესით  მიღებიდან  15  დღის  ვადაში  განიხილავს  და  იღებს  ერთ-ერთ  შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა)  პეტიციის  შესაბამისად,  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  რეგლამენტის  პროექტის  მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე;

ბ) ამ რეგლამენტის 951-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე;

გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე.

2.  მუნიციპალიტეტის  გამგებლისთვის/მერისთვის  პეტიციის  გაგზავნის  შემთხვევაში,  საკრებულო  უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების  შესახებ  ანგარიშის  ან/და  პეტიციის  შესახებ  დამატებითი  ინფორმაციის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.

3.  ამ რეგლამენტის  955-ე მუხლის  და  ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული  გადაწყვეტილებები  მიღებიდან  5  დღის  ვადაში  უნდა  ეცნობოს  პეტიციის  განხილვის  თაობაზე  განცხადების   წარმდგენ სუბიექტს.

4.  პეტიციის  ინიციატორებს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს/საკრებულოს  კომისიის/სამუშაო  ჯგუფის სხდომების გამართვის თარიღი, დრო და მდებარეობა 1 კვირით ადრე მაინც უნდა ეცნობოთ.

მუხლი 958. პეტიციის განხილვა

1. ამ რეგლამენტის  957 მუხლის  პირველი  პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებული გადაწყვეტილების  მიღების  შემთხვევაში,  1  თვის  ვადაში,  საკრებულოს  სხდომას  განსახილველად  წარედგინება  შესაბამისი  ნორმატიული  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  პროექტი, რომელსაც  საკრებულო  განიხილავს  საქართველოს  ორგანული  კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. ამ რეგლამენტის  957 მუხლის  პირველი  პუნქტის  „ბ“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებული გადაწყვეტილების  მიღების  შემთხვევაში,  გადაწყვეტილების  მიღებიდან  1  თვის  ვადაში  მზადდება პეტიციის  შესახებ  დასკვნა  და  პეტიცია  დასკვნასთან  ერთად  განსახილველად  წარედგინება მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  სხდომას.  საკრებულო  პეტიციასთან  დაკავშირებით  შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 1 თვის ვადაში.

3. ამ რეგლამენტის  957 მუხლის  პირველი  პუნქტის  „გ“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებული  გადაწყვეტილების  მიღების  შემთხვევაში,  აღნიშნული  გადაწყვეტილება  მიღებიდან  15 კალენდარული  დღის  ვადაში  წარედგინება  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს,  რასაც  იგი  ცნობად  იღებს  ან  არ  ეთანხმება  შესაბამისი  კომისიის/სამუშაო  ჯგუფის  გადაწყვეტილებას  და  იღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას.

4.  ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადები მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

5.   მუნიციპალიტეტის  გამგებელი/მერი  ვალდებულია  განიხილოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  ბიუროს  მიერ,  უფლებამოსილების  შესაბამისად,  გადაგზავნილი  პეტიცია  და  განხილვის  შედეგების შესახებ  აცნობოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  და  პეტიციის  წარმდგენ  სუბიექტს,  პეტიციის  განსახილველად  მიღებიდან  1  თვის  ვადაში.  ეს  ვადა  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს  კომისიის/სამუშაო  ჯგუფის  სხდომაზე  პეტიციას წარადგენს/წარადგენენ  და  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს/საკრებულოს  კომისიის/სამუშაო ჯგუფის  სხდომაში  სათათბირო  ხმის  უფლებით  მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის  მომხსენებელი/მომხსენებლები,    საქართველოს  ორგანული  კანონის  „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსის“ 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

7.  ამ  მუხლის  მე-5  პუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში  მუნიციპალიტეტის  საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის  შედეგების შესახებ  ანგარიშის  ან/და  პეტიციის  შესახებ  დამატებითი  ინფორმაციის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.

მუხლი 959. პეტიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება

1.  პეტიციის  განხილვის  შემდეგ  მუნიციპალიტეტის  საკრებულო  შესაბამის  გადაწყვეტილებას მიღებიდან  10  დღის  ვადაში  აცნობებს  პეტიციის  განხილვასთან  დაკავშირებულ  განცხადების  წარმდგენ სუბიექტს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2.  თუ  პეტიცია  საერთო  კრების  მიერ  არის  წარდგენილი,  პეტიციის  განხილვის  შედეგების  შესახებ ინფორმაცია  მუნიციპალიტეტის  ორგანოების  შესაბამისმა  მოსამსახურეებმა  საერთო  კრებას  უნდა წარუდგინონ  უშუალოდ  –  შესაბამისი  გადაწყვეტილების  მიღებიდან  1  თვის  ვადაში  ან/და  უნდა წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

17. რეგლამენტის 99-ე მუხლის მე-6 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნის ინიციატორები ვალდებულნი არიან გამოყონ ერთი მომხსენებელი და დაასაბუთონ თავიანთი პოზიცია.“

18. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 120-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
19. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 127-ე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 127. დასახლების საერთო კრება

1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

2.  მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 852, 853, 854, 855 მუხლებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად“.

20. დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტს დაემატოს 1271-ე და 1272-ე  მუხლები.
მუხლი  1271. მუნიციპალიტეტის  ორგანოების  ვალდებულებები  და უფლებამოსილებები დასახლების საერთო კრებასთან მიმართებაში

1.  მუნიციპალიტეტის  ორგანოები  ვალდებულნი  არიან  უზრუნველყონ  საერთო  კრების  უფლებამოსილებას  მიკუთვნებული  საკითხების  განხილვისათვის  აუცილებელი  პროექტებისა  და  ინფორმაციის  წარდგენა  საერთო  კრებისთვის, საქართველოს  ორგანული  კანონით  „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსითა“  და  თერჯოლის მულიციპალიტეტის  საკრებულოს  დადგენილებით „დასახლების  საერთო  კრების  ტიპური  დებულების  დამტკიცების  თაობაზე“   და მუნიციპალიტეტის  სხვა  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტებით  დადგენილი წესისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად.

2. მუნიციპალიტეტის ორგანოები და თანამდებობის პირები, უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული არიან:

ა)  განიხილონ  საერთო  კრების  გადაწყვეტილება  და  განხილვის  შედეგების შესახებ  დასაბუთებული  პასუხი  გონივრულ  ვადებში  აცნობონ  საერთო  კრების წარმართვაზე (თავმჯდომარეობაზე) უფლებამოსილ პირს;

ბ)  დასახლების  საერთო  კრებას  დამტკიცებამდე  ორი  კვირით  ადრე  მაინც  გადაუგზავნონ  ინფორმაცია  დასახლების  ტერიტორიაზე  განსახორციელებელი პროექტების  და  მუნიციპალური  პროგრამების,  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის,  დასახლებათა საზღვრების ცვლილების თაობაზე;

გ)  უზრუნველყონ  დასახლებათა  საერთო  კრების  ჩატარების  ორგანიზაციული, მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა;

დ)  საერთო  კრების  მიერ  შეთავაზებული  საკითხის  განხილვამდე  3  სამუშაო  დღით  ადრე  მაინც, უზრუნველყონ  შესაბამისი  დასახლების  რჩეულის  წინასწარი ინფორმირება, იმ შემთხვევაში, თუკი საერთო კრებას ჰყავს რჩეული.

მუხლი 1272. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება

დასახლების  საერთო  კრების  მოწვევისა  და  საქმიანობის  ხელშეწყობის  სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) დასახლების საერთო კრების ტიპურ დებულების დამტკიცება;

ბ)  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  მიერ  დასახლების  საერთო  კრების  მოწვევის  პროცედურის განსაზღვრა;

გ) საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვა.

21. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 131-ე მუხლის 1-ლი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.’’

22. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 132-ე მუხლის 1-ლი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.“

23. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 132-ე მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში.’’

24. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 135-ე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 135. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;

ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები – შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;

გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე გამგებლის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში;

დ) საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში – საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ე) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით – ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;

ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი – გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;

ზ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები- შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;

თ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღე, ადგილი და საათები – მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ი) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) – შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

კ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტის, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი-საკრებულოში ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ლ) საკრებულოს, საკრებულოს წევრის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში – საკრებულოში წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

მ) გამგებლის, გამგეობის სამსახურების უფროსების წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ – წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ნ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტები – საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;

ო) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა – საკრებულოს მიერ დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;

პ) პეტიცია  – საკრებულოში მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;

ჟ) ამ რეგლამენტის 105-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი წერილობითი ინიციატივა – საკრებულოში მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესოფიო ბუსკივაძე