„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.11.2016 ბოლო ცვლილება 20.12.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.110.016254
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2016 წლის 16 ნოემბერი

აბაშა

 

„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.110.016148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად  გეოგრაფიული ობიექტების სახელდება;“;

ბ)1202 და 1203 მუხლები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1202. პეტიციის  ინიციირების თაობაზე განცხადების წარდგენის პროცედურა

1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს 120-ე მუხლით განსაზღვრულ  საკითხებზე მიმართოს საკრებულოს აპარატს განცხადებით პეტიციის ინიციირების პროცედურის დაწყების შესახებ.

2. პეტიციის ინიციირების თაობაზე განცხადებაში მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), პეტიციის სახით წარსადგენი საკითხის დასახელება.

3. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს  შემოტანილ განცხადებას და 3 სამუშაო დღის ვადაში პეტიციის ინიციირების თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტებს გადასცემს მხარდამჭერთა სიის ბლანკებს, რომლის ფორმას ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის საკრებულო. მხარდამჭერთა სიის ბლანკი უნდა შეიცავდეს მხარდამჭერის სახელს და გვარს, დაბადების თარიღს (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას.

4. თუ დარღვეულია ამავე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას, საკრებულოს აპარატი უარს ამბობს განცხადების რეგისტრაციაზე.

5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემულ მხარდამჭერთა თითოეულ ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის (მომხსენებლის/მომხსენებლების) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი (პირადობის მოწმობის მიხედვით), ხელმოწერით დადასტურების თარიღი და ხელმოწერა და შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია.

6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემული ბლანკი დამოწმებული უნდა იყოს აპარატის უფლებამოსილი პირის მიერ და თითოეულ ბლანკზე შესაძლებელია არაუმეტეს 50 ხელმოწერის განხორციელება.

7. პეტიციის ინიციირების თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტი ვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  მიერ  შესაბამისი ბლანკების გადაცემიდან 45 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 1201 მუხლის  „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობის ხელმოწერათა შეგროვება და მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა.

მუხლი 1203. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეკვიზიტები და წარდგენის პროცედურა

1. საკრებულოს წარედგინება  განცხადება პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე, რომლის ფორმას ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა  მიერ წარდგენილი  პეტიციის განხილვის თაობაზე  განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამის განცხადების ტექსტს;

ბ)პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

გ) პეტიციის წარდგენის თარიღს;

დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, 120-მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკებს.

3. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესაბამისი ოდენობის ხელმოწერათა წარდგენის შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი 15 კალენდარული დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს წარდგენილი სიის 20%-ის ნამდვილობას.

4.  ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი);

გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);

დ)  არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ე) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილია სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველი;

ვ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;

ზ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

თ) ხელმოწერა შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება ამომრჩეველთა სიის დადგენილ და დამოწმებულ ფორმას.

5. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან გაბათილებული ხელმოწერების საფუძველზე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან/და შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა 10%-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 15 სამუშაო დღე ხარვეზის შესავსებად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამომრჩეველთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ზემოაღნიშნული წესით, 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სია მთლიანად ბათილდება და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით უარი ეთქმება პეტიციის წარდგენის შესახებ განცხადების რეგისტრაციაზე.

7.  საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს;

ბ) პეტიციის წარდგენის თარიღს;

გ) დასახლების საერთო კრების რჩეულის (შემდგომში – რჩეულის) ან საერთო კრების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს,  120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ზ)საერთო კრების ოქმს.

8. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი 5 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს საერთო კრების ოქმის ნამდვილობას.

9. ოქმი  ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი;

ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ოქმის ნომერი;

გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული საერთო კრებაზე განხილული საკითხი/საკითხები და მიღებული გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგების ჩათვლით;

დ)მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა;

ე) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ხელმომწერი პირის/პირების სახელი და გვარი;

ვ) არ  არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს პირი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ზ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით.

10. დასახლების საერთო კრების  ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში პეტიციის წარმდგენ პირს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით უარი ეთქმება პეტიციის წარდგენის შესახებ განცხადების რეგისტრაციაზე.

11. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ, რეგისტრაციაში გატარებაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში.

12. თუ პეტიციის თაობაზე წარდგენილი განცხადება თანდართულ  დოკუმენტაციასთან ერთად აკმაყოფილებს კანონისა და რეგლამენტის მოთხოვნებს, პეტიცია რეგისტრირდება  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით და გაიცემა  ,,პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობა“, რომლის ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე