„თერჯოლის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.126.016366
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/01/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2022 წლის 14 იანვარი

ქ. თერჯოლა

 

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის 23-ე და 24-ე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლს 24 ივლისის №7 დადგენილებაში (ვებგვერდი, სსმ, 25/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.126.016092) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები.

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება;

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნა; კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება, კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება; კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა.“.

2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;

ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე;

ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.“.

3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„1. საკრებულოს სხდომათა დარბაზში უნდა იყოს მოწყობილი პრეზიდიუმი, სადაც ადგილს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე.“.

4. თერჯოლის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის III თავის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეეები“;

5. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 36-ე მუხლისა და ამ რეგლამენტის მე-100 მუხლით დადგენილი წესით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების (მათ შორის, პირველ მოადგილის) კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში –მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი.

4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები (მათ შორის პირველი მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარეები.

5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის პირველ მოადგილეს) უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მათი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში“.

6. თერჯოლის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო:

ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის და საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე;

გ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას; ამტკიცებს დროებითი სამუშაო ჯგუფების დებულებებს; საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმებს;

დ) ამტკიცებს (გარდა ახლადარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომისა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ განსაზღვრულ და წარდგენილ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;

ე) ცნობად იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებას;

ვ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებს, რეკომენდაციებს და წინადადებებს;

ზ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს კომისიებში ანაზღაურებად ექსპერტთა კვოტის შესახებ;

თ) ისმენს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„მუხლი 23. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნა

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით იქმნება საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანოები – კომისიები, რომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-ს.  საკრებულოს კომისიათა რაოდენობა, დასახელება და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ რეგლამენტის 24-ე მუხლით.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების საკითხი. საკრებულოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება რეგლამენტის შესაბამის მუხლში ცვლილების ან/და დამატების შეტანის გზით ამ რეგლამენტის 138-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები იქმნება მხოლოდ საკრებულოს წევრთაგან.

4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა) ვალდებულია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ამავე მუხლის მე-9 პუნქტის დადგენილი წესის შესაბამისად იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის/კომისიების შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა“

5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.

6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში.

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს.

9. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია (მუნიციპალიტეტის საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე. 10. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.“

8.  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთაგან.  კომისიის თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა ხდება ამ რეგლამენტის 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.“

9. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 27. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები

1. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში;

ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;

გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;

დ) განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრმა კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას.

4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება:

ა) მის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ  განცხადების წარდგენის მომენტიდან;

ბ) მისი, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;

გ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 30 1 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ რეგლამენტის 35 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრმა კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას.“

10. თერჯოლის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარის 341 -ე მუხლი:

მუხლი 341. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიცია

„1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობის ხელმოწერებით დადასტურებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობასთან  შეთავსება. მუნიციპალიტეტის  საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფსუმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფრაქციო წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას.

3. მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ფრაქციას, უფრაქციო  წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა. მისი დატოვების შესახებ იგი აცნობებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამის ცვლილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს შესაბამის ცვლილებას, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა დაშლილად ითვლება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის დაშლის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს.

4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს უფლება აქვთ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ნებისმიერ დროს წარუდგინონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა განახლებული სია. ეს სია ახლდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.

5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის  წევრი, რომელიც არ შედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში, განეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიას მუნიციპალიტეტის  საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ უახლოეს სხდომაზე რეგისტრაციაში ატარებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო.“

11. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.

2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები.

4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.

6. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული (საცხოვრებელი ადგილის) ნიშნით.

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნის მსურველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიმუშავებენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდებას. ფრაქციის წესდებით განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის მიზნები და ამოცანები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა.

8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს გავიდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.

9. ფრაქციებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინებით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება და ფრაქციის წესდება.

10. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუს იძენს მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს/მოადგილეებს, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის წესდება.

12. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახლად არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე – დროებითი სამანდატო კომისია) და დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს). მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული განცხადება და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდება გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია განცხადებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდების წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის დაფუძნების შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ის 30-ე მუხლის მოთხოვნებთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომის დღის წესრიგში და განიხილება რიგგარეშედ. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში დასკვნას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად.

13. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების შეტანის, ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.“.

12. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარის 351 და 352 მუხლები:

ა) „მუხლი 35 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლობა

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოში ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობაზე წარდგენილი წევრი საქმიანობას წყვეტს ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, ახალი კანდიდატურა წარადგინოს.

3. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.

4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებისთვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.

5. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია ხელახლა, ახალი კვოტების შესაბამისად წარადგინოს ფრაქციის წევრები მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის ორგანოში. 

ბ) „მუხლი 352. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას ხელმძღვანელობს ფრაქციის თავმჯდომარე.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ფრაქციის ყოველ სამ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდებით.“

13. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციების კოალიციასთან ან სხვა ფრაქციასთან გაერთიანების, ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;“

14. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ფრაქციის ყოველ სამ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა. ფრაქციის თავმჯდომარის და ფრაქციის სხვა თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის მდივანი და სხვა), უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.“

15. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„2. ფრაქციათა კოალიციას შეიძლება გააჩნდეთ წესდება და ერთობლივი საკოორდინაციო ორგანო, რომლის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება კოალიციის წესდებით.“

16. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის მოუწვევლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, შეიკრიბოს მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის თავზე. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამ რეგლამენტით დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს პასუხს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ვალდებულია მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნოს ცნობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ და უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გაფრთხილება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.“

17. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას წარმართავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება სხდომაზე მყოფი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი“.

18. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 99-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას, რომელიც იხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, ხსნის და თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის ან მის მიერ ამ მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში − მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.“

19. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 100. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს ირჩევენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები თავის შემადგენლობიდან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით. კენჭისყრა ტარდება რეგლამენტის 98-ე მუხლის მე-8-10 პუნქტებით დადგენილი წესით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

20. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 101-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენების წესი

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მუნიციპალიტეტის საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. მათი გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენება ხდება ფარული კენჭისყრით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მათი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა“.

21. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 102-ე მუხლის 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს ირჩევენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან“.

22. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 104-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

23. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 1163-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

მუხლი 1163. მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის, მმართველობის,  შემადგენლობის, უფლებამოსილების ვადისა და საქმიანობის გასაზღვრის წესი

1. საბჭოს თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი დავალებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და საბჭოს წევრებისაგან.

3. საბჭოს წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და განკარგულებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები, მერიის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხებში, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთულის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის, ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, აგრეთვე საბჭოს დებულებით განსაზღვრული სხვა პირები.

5. საბჭოს წევრის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება გენდერულ თემებზე საბჭოს წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობას ან/და მუშაობის გამოცდილებას. სასურველია, საბჭოში დაცული იყოს გენდერული ბალანსი.

6. გარდა ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრული პირებისა, საბჭოში მუშაობის მიზნით, წევრებად, საბჭოს თავმჯდომარის მიერ შესაძლებელია მოწვეულ იქნენ საკრებულოს წერები და სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივი წარდგინების არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები, მათი თანხმობით.

7. საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმას განსაზღვრავს საბჭო.

8. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე, საბჭოს თავმჯდომარეობს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.

9. მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო იქმნება შესაბამის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით და მის შექმნის, საბჭოს/ წევთა უფლებამოსილების ცნობის ან/და შეწყვეტის და საქმიანობის წესი განისაზღვრება ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ რეგლამენტით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული ,,მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით.“

 24. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას წარმართავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ბარათაშვილი