,,ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №05 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2022 წლის 24 თებერვალი დაბა ხულო |
1. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება;
გ) საკრებულოს კომისიების შექმნა;
კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება;
ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება;
კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება;
კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;“
2. დადგენილების დანართის III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები“
3. დადგენილების დანართის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
1. საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე.
2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ -ს 36-ე მუხლისა და ამ რეგლამენტის მე-100 მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.
3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების (მათ შორის პირველ მოადგილის) კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იმავე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.
4. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით−მისი ერთ-ერთი მოადგილე.
5. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხი რეგულირდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
6. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები (მათ შორის პირველი მოადგილე) იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარეები.
7. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის პირველ მოადგილეს) უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მათი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“
4. დადგენილების დანართის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება;
1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო:
ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის, საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე;
გ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას; ამტკიცებს დროებითი სამუშაო ჯგუფების დებულებებს; საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმებსა და ბიუროს სხდომების გრაფიკს;
დ) ამტკიცებს (გარდა ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომისა) საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მიერ განსაზღვრულ და წარდგენილ საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;
ე) ცნობად იღებს საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებას;
ვ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებს, რეკომენდაციებს და წინადადებებს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს კომისიებში ანაზღაურებად ექსპერტთა კვოტის შესახებ;
თ) ისმენს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;
ი) შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ფრაქციას და უმრავლესობას.
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. დადგენილების დანართის 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„მუხლი 23. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნა:
1. საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით იქმნება საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანოები- კომისიები, რომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-ს.
2. საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების საკითხი.
3. საკრებულოს კომისიები იქმნება მხოლოდ საკრებულოს წევრთაგან.
4. საკრებულოს წევრი, ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში.
5. საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს საკრებულოს სხვა ანაზღაურებადი თანამდებობა.
6. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში.
7. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ საკრებულოს კომისიებში საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს.
9. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას და საკრებულოს ბიუროს. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიის წევრად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე.
10. თუ საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს“.
6. დადგენილების დანართის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა საკრებულოს კომისიის წევრთაგან. კომისიის თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა ხდება ამ რეგლამენტის 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7. დადგენილების დანართის 27-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება:
ა) მის მიერ საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;
ბ) მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;
გ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 301 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ რეგლამენტის 351 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
4. საკრებულოს კომისიის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან. საკრებულოს კომისიის წევრმა კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს საკრებულოს წარმდგენი ფრაქციის თავმჯდომარეს და საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას.“
8. დადგენილების დანართის 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია.
1. საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.
2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.
3. საკრებულოს ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები.
4. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.
5. საკრებულოს ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.
6. დაუშვებელია საკრებულოს ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული (საცხოვრებელი ადგილის) ნიშნით.
7. საკრებულოს ფრაქციის შექმნის მსურველი საკრებულოს წევრები შეიმუშავებენ საკრებულოს ფრაქციის წესდებას. ფრაქციის წესდებით განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, საკრებულოს ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, საკრებულოს ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება,საკრებულოს ფრაქციის მიზნები, ამოცანები და საკრებულოს წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა.
8. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან. საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.
9. ფრაქციებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წარდგინებით, რომელიც ფორმდება ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება და ფრაქციის წესდება.
10. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუს იძენს მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
11. საკრებულოს ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს/მოადგილეებს, რომელიც განცხადებით მიმართავენ საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას, ხოლო ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დროებით სამანდატო კომისიას ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე. განცხადებაში აღინიშნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების და საკრებულოს ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს საკრებულოს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული წესდება.
12. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე დაუყოვნებლივ განიხილავს საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისია და დასკვნას წარუდგენს სხდომის თავმჯდომარეს. საკრებულოს პირველ სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ.
საკრებულო, სხდომის თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად.
მოგვიანებით დაფუძნებული საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული განცხადება და ფრაქციის წესდება გადაეცემა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია განცხადებისა და საკრებულოს ფრაქციის წესდების წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს ფრაქციის დაფუძნების შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 30-ე მუხლის მოთხოვნებთან და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში ატარებს ფრაქციას და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი რიგგარეშედ განიხილება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე და საკრებულო მას ღებულობს ცნობად კენჭისყრის გარეშე. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, საკრებულო ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. საკრებულოს ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად.
13. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების შეტანის, ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს ბიუროს.“.
9. დადგენილების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარის 351 მუხლი:
„351 მუხლი: მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლობა.
1. საკრებულოს კომისიებში საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
2. საკრებულოს ფრაქციის მიერ საკრებულოს კომისიებში ან საკრებულოს თანამდებობაზე წარდგენილი წევრი საქმიანობას წყვეტს ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, ახალი კანდიდატურა წარადგინოს.
3. თუ საკრებულოს ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.
4. საკრებულოს ფრაქციებისთვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში საკრებულოს კომისიებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.
5. თუ საკრებულოს ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია ხელახლა, ახალი კვოტების შესაბამისად წარადგინოს ფრაქციის წევრები საკრებულოს შესაბამის კომისიაში.“
10. დადგენილების დანართის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ფრაქციის ყოველ სამ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა.“
11. დადგენილების დანართის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„2. ფრაქციათა კოალიციას შეიძლება გააჩნდეთ წესდება და ერთობლივი საკოორდინაციო ორგანო, რომლის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება კოალიციის წესდებით“.
12. დადგენილების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი
„მუხლი 391. საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია
1. საკრებულოს ბიუროს წარედგინება საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობის ხელმოწერით დადასტურებული საკრებულოს უმრავლესობის სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს და ფორმდება საოქმო ჩანაწერით. დაუშვებელია საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში საკრებულოს რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა.
2. საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება უმრავლესობის ლიდერი. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი არ არის საკრებულოს თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის საკრებულოს რომელიმე თანამდებობასთან შეთავსება. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და საკრებულოს უფრაქციო წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კორდინაციას.
3. საკრებულოს ფრაქციას, უფრაქციო წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს საკრებულოს უმრავლესობა. უმრავლესობის დატოვების შესახებ საკრებულოს წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას. თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი საკრებულოს წევრი საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამის ცვლილებას საკრებულოს იურდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო. საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს შესაბამის ცვლილებას, თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ საკრებულოს წევრთა რაოდენობა საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს უმრავლესობა დაშლილად ითვლება. საკრებულოს უმრავლესობის დაშლის შემდეგ საკრებულოს ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება საკრებულოს უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს.
4. საკრებულოს უმრავლესობის წევრებს უფლება აქვთ, საკრებულოს ბიუროს ნებისმიერ დროს წარუდგინონ საკრებულოს უმრავლესობის წევრთა განახლებული სია. ეს სია ახლდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.
5. საკრებულოს ის წევრი, რომელიც არ შედის საკრებულოს უმრავლესობაში, განეკუთნება საკრებულოს ოპოზიციას. საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიას საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წარდგინებით, საკრებულოს უმრავლესობის სიის რეგისტრაციის ან საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ უახლოეს სხდომაზე რაგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო.
13. დადგენილების დანართის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა;“
„2. ფრაქციების შექმნისთანავე დროებითი სამანდატო კომისია (შესაბამისი კომპეტენციის მქონე მუდმივმოქმედი კომისიის შექმნამდე) განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას და შეიმუშავებს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს.“
14. დადგენილების დანართის 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე.
თავმჯდომარის მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება სხდომაზე მყოფი საკრებულოს უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი“.
15. დადგენილების დანართის 99-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საკრებულოს სხდომას, რომელიც იხილავს საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, ხსნის და თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის ან მის მიერ ამ მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში - საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თავმჯდომარის მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება სხდომაზე მყოფი საკრებულოს უხუცესი წევრი.
16. დადგენილების დანართის მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 100. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი
1. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს ირჩევენ საკრებულოს წევრები თავის შემადგენლობიდან, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.
2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.
3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით. კენჭისყრა ტარდება რეგლამენტის 98-ე მუხლის მე-8-10 პუნქტებით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.“
17. დადგენილების დანართის 101-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 101. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენების წესი
1. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. მათი გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა.
2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენება ხდება ფარული კენჭისყრით. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მათი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა“.
18. დადგენილების დანართის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს ირჩევენ საკრებულოს წევრები საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან“.
19. დადგენილების დანართის 104-ე მუხლი ამოღებულ იქნას.
20. დადგენილების დანართის 119-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე“.
|