„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016634
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2022 წლის 1 ივლისი

ქ. ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  20/11/2017 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016353) და დადგენილენით დამტკიცებული დებულების:

მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;“

) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად დაწყებისთანავე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე.

) მე-13 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება ან/და შეწყვეტა“;

) მე-13 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

) მე-13 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“;

) დებულების 23- მუხლის  მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,5. საკრებულოს წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილეები ვალდებულია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია იყონ ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის წევრი.“.

) მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღეში იწვევს საკრებულოს პირველ სხდომას.“;

) მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) 41- მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს სხდომებს  საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი (სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრებიდან ასაკით უფროსი) წევრი.“

) 41- მუხლის მე-4 პუნქტისქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) 45- მუხლი ამოღებულ იქნეს;

) 46- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 46.  ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე განსახილველი საკითხები

1. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა;

გ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;

დ) საკრებულოს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა;

ე) საკრებულოს კომისიების შემადგენლობის ცნობად მიღება;

ვ) საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარის არჩევა.“

2. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია, თუ საკრებულოს დამსწრე წევრთა უმრავლესობამ არ მიიღო სხვა გადაწყვეტილება.

3. თუ სხდომა ვერ გაიხსნა ქვორუმის არ არსებობის გამო ან თუ ვერ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე სხდომა ერთი კვირით გადაიდება.

) 471 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 471. დისტანციურად სხდომების წარმოება

) მე-80 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,5%-ს, პეტიციის წესით – საკრებულოს დადგენილების პროექტის

) 91- მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 91. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა“;

) 91- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიას.“;

) 91- მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა