„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016619
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2022 წლის 29 აპრილი

ქ. ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  20/11/2017 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016353) და დადგენილენით დამტკიცებული დებულების:

ა)  მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და დაემატოს  51  და 52 ქვეპუნქტები:

„5. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი.

51. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კოორდინაციას უწევს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო და  ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და  ქონების მართვის საკითხთა  კომისიებს, ასრულებს  საკრებულოს თავმჯდომარის დავალებებს.

52. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები  კოორდინაციას უწევენ საკრებულოს  იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის ულებათა დაცვის, ჯანდაცვისა და სოციალურ, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიებს, ასრულებენ საკრებულოს თავმჯდომარის სხვა  დავალებებს.“;

ბ) მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.“;

გ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ. ამტკიცებს (გარდა ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომისა) საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დავის  საკითხთა კომისიის მიერ განსაზღვრულ და წარდგენილ საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;“

დ) 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის წევრი.“;

ე) 25-ე მუხლის მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმს აფორმებს და ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი.“;

ვ) 27-ე მუხლის მე-3  პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი  ამოღებულ იქნეს;

ზ) 28-ე მუხლის პირველი  და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ დადგენილი კვოტების შესაბამისად დამტკიცებულია კომისიის შემადგენლობა. კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე კომისიას გაუძღვება კომისიის წევრთაგან უხუცესი წევრი.“;

,,3. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო რეგლამენტის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით კომისიის უხუცესი წევრი. კომისიის სხდომები იმართება კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.“;

თ) 51-ე მუხლის  პირველ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1’’ ქვეპუნქტი:

„ა1. მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით.“;

ი) 131-ე მუხლის  მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ოქმები შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.“;

კ) ამოღებულ იქნეს 131-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა