„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 ივნისის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №47 |
|
2022 წლის 2 აგვისტო ქ. გურჯაანი |
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საკრებულოს უფლებამოსილება
3. ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ე) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი მრედაქციით:
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად დაწყებისთანავე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე.
3. მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
7. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში ან არღვევს ამ კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს ან ამოწმებს/გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის/თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ძალაშია შესაბამისი ვადის (6 თვის) გასვლის/თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან
4. 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩმოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:
ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;
ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;
გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა;
5. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე შესაძლებელია განხილულ იქნეს შემდეგი საკითხები:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა;
გ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;
დ) საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება;
ე) ამ რეგლამენტის შესაბამისად საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.
6. 93-ე მუხლის სათაური ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი93. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა
1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს შესაბამის კომისიას.
2. საკრებულოს შესაბამისი კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ.
3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 ივნისის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 ივნისის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.08.2022.
- როდის იქნა მიღებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 ივნისის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 ივნისის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.08.2022. მიმღები ორგანო — გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №47. სარეგისტრაციო კოდი — 010250040.35.166.016542.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 ივნისის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 ივნისის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 ივნისის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.08.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 ივნისის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №47, 02.08.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.166.016542 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5538516/