„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2023 წლის 30 მარტი ქ. ხობი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად დაწყებისთანავე. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-12 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება ან/და შეწყვეტა“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-12 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ე) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღეში იწვევს საკრებულოს პირველ სხდომას.“;
ზ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 41-ე მუხლის მეორე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
თ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 42-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახლად არჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით.
2. საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს სხდომებს, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი (სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრებიდან ასაკით უფროსი) წევრი.“;
ი) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 42-ე მუხლის მესამე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
კ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;
გ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა;
დ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;
ე) საკრებულოს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა;
ვ) საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარის არჩევა;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს, საკრებულოს კომისიების ან/და საკრებულოს აპარატის დებულებების დამტკიცება ან მათში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა.“;
ლ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5, მე-6 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია.
6. თუ სხდომა ვერ გაიხსანა ქვორუმის არარსებობის გამო ან თუ ვერ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე, სხდომა გადაიდება ერთი კვირით.“;
მ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 43-ე მუხლის მეორე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ნ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 44-ე, 46-ე და 47-ე მუხლები ამოღებულ იქნეს;
ო) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 101-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 101. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა
1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიას.
2. იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ.
3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.“;
პ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 112-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საკრებულოს წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილეები ვალდებულია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია იყოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის წევრი.“.
|