კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №417 |
|
2016 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი |
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – საბჭოს თანათავმჯდომარე;
გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
ვ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;
ზ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი;
ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი;
კ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის უფროსი;
ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
მ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე;
ნ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
ა) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელს;
ბ) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენელს;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელს;
დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს;
ე) ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენელს;
ვ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენელს;
ზ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელს;
თ) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს;
ი) საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელს;
კ) საქართველოს ბანკების ასოციაციის წარმომადგენელს;
ლ) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელს;
მ) საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელს;
ნ) „სავაჭრო და სამრეწველო პალატა – საფრანგეთი-საქართველოს“ წარმომადგენელს;
ო) East-West Management Institute-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) წარმომადგენელს;
პ) Deutsche Stiftung für Internationale Rechtliche Zusammenarbeit (IRZ) e.v.-ის წარმომადგენელს;
ჟ) Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH-ის წარმომადგენელს;
რ) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის წარმომადგენელს;
ს) საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს;
ტ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელს.
|
საკოორდინაციო საბჭოს დებულება
1. კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
3. საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
1. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
3. საბჭოს საქმიანობაში საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, მოსამართლეები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
4. საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს მთავრობის მიერ საკუთარი ინიციატივით ან წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.
1. საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საჭიროების შესაბამისად, კერძო სამართლის ცალკეული სფეროების რეფორმის სტრატეგიების შემუშავება და პერიოდული განახლება;
ბ) კერძო სამართლის ცალკეული მიმართულებების რეფორმირების თაობაზე შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება და კანონპროექტების მომზადება;
გ) კერძო სამართლის რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების საქმიანობის კოორდინაცია.
2. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საბჭო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ორგანოებიდან და სხვა დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია.
3. კერძო სამართლის ცალკეულ სფეროებთან დაკავშირებით შემუშავებულ წინადადებებს/რეკომენდაციებს ან/და შესაბამის კანონპროექტებს საბჭო ამტკიცებს ამ დებულებით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს საბჭოს მიერ დამტკიცებული წინადადების/რეკომენდაციების ან/და შესაბამისი კანონპროექტების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების, აგრეთვე კერძო სამართლის ცალკეული სფეროების რეფორმის სტრატეგიებით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხების განხილვისა და სათანადო რეკომენდაციების ან/და კანონპროექტების შემუშავების მიზნით, ხმათა უმრავლესობით, ქმნის სამუშაო ჯგუფებს.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო უწყებებების, შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები.
3. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობას, სამუშაო ჯგუფზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს საბჭო.
4. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.
1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს საბჭოს თანათავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე.
3. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება ექვს თვეში ერთხელ.
4. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია საბჭოს სხდომის ვადამდე მოწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ.
5. საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტი.
6. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
7. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.
8. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
9. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.
10. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.