საექსპერტო საბჭოს ჩამოყალიბებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.05.2007 ბოლო ცვლილება 18.02.2011
ნომერი
№2-74
სარეგისტრაციო კოდი
340.010.000.22.032.010.405
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 78, 04/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.010.405

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-74

2007 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

საექსპერტო საბჭოს ჩამოყალიბებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

,,მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შეიქმნას საექსპერტო საბჭო, რომლის შემადგენლობასაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს სო ლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 23 ივნისის ბრძანება №2-90-სსმIII, №75, 28.06.2010წ., მუხ.1098

2. დამტკიცდეს საექსპერტო საბჭოს თანდართული დებულება.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

პ. ცისკარიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 23 ივნისის ბრძანება №2-90-სსმIII, №75, 28.06.2010წ., მუხ.1098

საექსპერტო საბჭოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საბჭო იქმნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით და შემადგენლობა განისაზღვრება 15 წევრით, მათ შორის, თავმჯდომარე, მოადგილე, წევრები.

2. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.

3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვადასხა სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებათა წარმომადგენლები.

4. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, განსახილველი საკითხების მიხედვით, შეიძლება მოწვეულ იქნენ ექსპერტის სტატუსით: მეცნიერები, სპეციალისტები, კომპეტენტური პირები ან კერძო ფერმერები.

    მუხლი 2. საბჭოს  მუშაობის წესი

1. საბჭოს წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე.

2. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

3. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

4. საბჭოს სხდომაზე ფორმდება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საბჭოს წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.

    მუხლი 3. საბჭოს ფუნქციები და მოვალეობები

1. საბჭოს ფუნქცია და მოვალეობაა:

ა) იურიდიული ან ფიზიკური პირების განაცხადების განხილვა მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით და დასკვნის პროექტის მომზადება;

ბ) მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების განსხვავებულობაზე, ერთგვა­როვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის შედეგების აღიარების თაობაზე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტში“ წარსადგენად ან სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის შედეგების აღიარების თაობაზე, ჯიშის საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებასთან დაკავშირებით დასკვნის პროექტების მომზადება.

2. საბჭოს მიერ მომზადებული დასკვნის პროექტების საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა და დამტკიცების შემდეგ მისი გადაგზავნა დანიშნულებისამებრ.

    მუხლი 4. საბჭოს უფლებამოსილებანი

საბჭო უფლებამოსილია მოითხოვოს მინისტრის მიერ დამტკიცებული მეთოდიკების შესაბამისად გაფორმებული ჯიშის გამოცდის შედეგების წარმოდგენა, აუცილებლობის შემთხვევაში – ჯიშის გამოცდის მიმდინარეობის ამსახველი საწყისი დოკუმენტაცია და დამატებითი მასალების წარმოდგენა გამოცდის შედეგების კომპეტენტური განხილვისათვის.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულება

საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.