შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.10.2018 ბოლო ცვლილება 06.11.2023
ნომერი
№01-25/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016534
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-25/ნ

2018 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები (დანართი №1).
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
📎 დანართები (1)
konsolidirebuli.docx.docx.docx DOC

დანართი N 1

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. შრომის უსაფრთხოების სფეროში სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სწავლების (შემდგომში – სწავლება) განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის სავალდებულო წესებს.

2. ამ წესის მიზანია უზრუნველყოს პირის სწავლება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად შესაბამისი პროგრამის მიხედვით.

მუხლი 2. მოქმედების სფერო

1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც ახორციელებს ან მომავალში სურს განახორციელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის უფლებამოსილება მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე.

2. ეს წესი არ ვრცელდება:

ა) საერთაშორისოდ აღიარებულ სასერტიფიკაციო პროგრამებსა და ამ პროგრამების შესაბამისად სერტიფიცირებულ პირებზე, გარდა დისტანციური სწავლების პროგრამებისა და ამ პროგრამების საფუძველზე სერტიფიცირებული პირებისა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც უკავშირდება სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვას;

გ) იმ პირებზე, რომლებსაც გააჩნიათ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ სფეროში, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი – დამსაქმებლის მიერ დანიშნული/მოწვეული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას; ამ წესის მიზნებისათვის პირის კვალიფიკაცია დასტურდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროგრამების ფარგლებში გაცემული დოკუმენტით, ასევე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატით.

2. ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ინდივიდუალურად, დასაქმებულზე საფრთხის შემცველი ფაქტორების გავლენის შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად.

3. კოლექტიური დაცვის საშუალებები – ტექნიკური და საინჟინრო საშუალებების ერთობლიობა, რომლებიც კონსტრუქციულად და ფუნქციურად დაკავშირებულია საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესთან და განკუთვნილია საფრთხის შემცველი ფაქტორების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად.

4. სერტიფიცირებული პირი – პირი, რომელსაც გავლილი აქვს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა ან ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელსაც სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციისაგან მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.

5. ზედამხედველი ორგანო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.

6. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია – დაწესებულება, რომელსაც ამ წესის შესაბამისად მოპოვებული აქვს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის განხორციელების უფლება სამინისტროში სასწავლო საქმიანობის რეგისტრაციის გზით.

მუხლი 4. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

1. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით, სასწავლო საქმიანობის რეგისტრაციისათვის სამინისტროს მიმართოს განცხადებით და წარუდგინოს სასწავლო პროგრამა, ინფორმაცია/დოკუმენტაცია სწავლების განმახორციელებელი პირების, მათი კვალიფიკაციისა და პროგრამის განსახორციელებლად აუცილებელი მინიმალური მატერიალური რესურსების თაობაზე;

ბ) პროგრამის განხორცილების ადგილი აღჭურვოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით N1.2 დანართის შესაბამისად;

გ) უზრუნველყოს სასწავლო კურსზე პროგრამის მსმენელთა რეგისტრაცია და აწარმოოს მათი და მათზე გაცემული სერტიფიკატების რეესტრი;

დ) უზრუნველყოს სასწავლო პროგრამის დაწყებისა და დასრულების შესახებ ზედამხედველი ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდება;

ე) უზრუნველყოს პროგრამაზე რეგისტრირებულ მსმენელთა შესახებ ზედამხედველი ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდება პროგრამის დაწყებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში;

ვ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის გამოცდის გზით უზრუნველყოს მიღწეული ცოდნისა და უნარების დადასტურება;

ზ) უზრუნველყოს სასწავლო პროგრამის მსმენელის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ყველა ცოდნისა და უნარის გამოცდის გზით დადასტურება;

თ) ამ წესის მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უზრუნველყოს პროგრამის მსმენელთა შემდგომი სწავლება და სწავლების უფლების შეჩერებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეატყობინოს ზედამხედველ ორგანოს მის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, რომელსაც თან დაურთავს მსმენელთა სიას, რომლებსაც შეეხო აღნიშნული ღონისძიებები;

ი) კურსის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ზედამხედველი ორგანოსთვის სერტიფიცირებულ პირთა მონაცემების მიწოდება N1.3 დანართის შესაბამისად.

2. ზედამხედველ ორგანოში რეგისტრაციისგან დამოუკიდებლად, სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია გაიაროს შესაბამისი აკრედიტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრში (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრი).

3. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრედიტაციის გავლის შემდეგ, ანგარიშვალდებულია მხოლოდ აკრედიტაციის ცენტრთან.

4. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი მოქმედებს 3 წლის ვადით.

მუხლი 5. სწავლების განმახორციელებელი პირი

სწავლების განმახორციელებელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

ა) აქვს ბაკალავრის ხარისხი, სწავლების ერთწლიანი გამოცდილება და მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროში;

ბ) აქვს მაგისტრის (ან მაგისტრთან გათანაბრებული) ხარისხი, სწავლების ერთწლიანი გამოცდილება და ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროში;

გ) აქვს საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამების სწავლების უფლებამოსილება (გარდა დისტანციური პროგრამების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილებისა), აქვს სწავლების ერთწლიანი გამოცდილება და ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფერიში.

მუხლი 6. პროგრამის მსმენელი

პროგრამის მსმენელი შეიძლება იყოს არანაკლებ სრული ზოგადი განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან.

მუხლი 7. სასწავლო პროგრამა

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული სასწავლო პროგრამა განისაზღვრება N1.1 დანართის შესაბამისად.

მუხლი 8. ზედამხედველი ორგანო

ზედამხედველი ორგანო:

ა) სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ სამინისტროსთვის მიმართვიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში, შემდგომი რეგისტრაციის მიზნით, ამოწმებს მის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებასა და მათ შესაბამისობას, რომელზეც გამოიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

ბ) უზრუნველყოფს სამინისტროში რეგისტრირებული სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის საჯაროობას;

გ) ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე, სწავლების პროცესში, ახორციელებს სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის გეგმურ ან/და არაგეგმურ შემოწმებას;

დ) შემოწმების განხორციელებისას აღმოჩენილ დარღვევასთან/დარღვევებთან დაკავშირებით გასცემს მითითებას მისი გონივრულ ვადაში გამოსწორების მიზნით;

ე) ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევ(ებ)ის მითითებით განსაზღვრულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია სწავლების განმახორციელებელ ორგანიზაციას დარღვევ(ებ)ის აღმოფხვრამდე შეუჩეროს სასწავლო საქმიანობის უფლება;

ვ) აწარმოებს სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციების და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა რეესტრს.

მუხლი 9. გარდამავალი დებულება

სამინისტროს მიერ სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია და ამ წესის მე-8 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ადმინისტრარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება 2019 წლის 1 სექტემბრამდე.

დანართი №1.1

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა

1. პროგრამის სახელწოდება – შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა;

2. პროგრამის მოცულობა: მინიმალური 130 საათი[1].

3. სწავლების ენა – ქართული ან/და ქართულ-ინგლისური.

4. პროგრამის მიზანი – „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება; საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეფექტური მართვისათვის.

5. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – პროგრამის მსმენელი შეიძლება იყოს არანაკლებ საშუალო განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან.

6. სწავლის შედეგები – მსმენელს პროგრამის დასრულებისას:

6.1. აქვს სპეციალური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში;

6.2. იცნობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას;

6.3. შეუძლია შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები;

6.4. შეუძლია უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. პროგრამის სტრუქტურა

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა მოიცავს შესაბამის სასწავლო კომპონენტებს და შედგება საბაზისო მინიმალური 130 საათისგან, საიდანაც 110 საათი ეთმობა საბაზისო მოდულებს, ხოლო 20 საათი - თემატურ სასწავლო დისციპლინას(მიმართულებას). ამასთან, საბაზისო მინიმალური 130 საათიდან 78 (მინიმალური) საათი ეთმობა თეორიულ სწავლებას, ხოლო 52 (მინიმალური) სასწავლო პრაქტიკას. სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 130 საათზე ნაკლები.

|საბაზისო საგნები |

| | | |

|საგანი |დაშვების წინაპირობა |საათების რაოდენობა |

| | | | |

| | |თეორიული |პრაქტიკული |

|შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში |არ აქვს |3 |– |

|საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და |არ აქვს |10 |10 |

|მართვა, საკონტროლო ღონისძიებები საერთაშორისოდ | | | |

|აღიარებული სტანდარტების მიხედვით | | | |

|სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევისა და ინციდენტის |არ აქვს |4 |2 |

|მოკვლევა - აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება | | | |

|პროფესიული დაავადებები - პროფესიული და პროფესიით |არ აქვს |3 |- |

|განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და | | | |

|კონტროლი | | | |

|ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება |არ აქვს |3 |2 |

|პირველადი სამედიცინო დახმარება |არ აქვს |4 |3 |

|ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების |არ აქვს |2 |2 |

|წესები | | | |

|ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები |არ აქვს |2 |2 |

|შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და |არ აქვს |6 |4 |

|ფქისოსოციალური ფაქტორები | | | |

|სიმაღლეზე მუშაობა |არ აქვს |3 |5 |

|ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები და შრომის |არ აქვს |20 |20 |

|უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები შრომის | | | |

|უსაფრთხოების სფეროში | | | |

|არჩევითი/თემატური მოდული (სპეციფიკის გათვალისწინებით)|ყველა საბაზისო კურსი |18 |2 |

დანართი №1.2

შრომის უსაფრთხოების სფეროში სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი მინიმალური ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალი

|1. |პროექტორი – დემონსტრირების ციფრული საშუალება |1 |ცალი |სასწავლო გარემოზე |

|2. |ნახევარნიღაბი (რესპირატორი) – ორმაგი კარტრიჯის შესაძლებლობით |1 |ცალი |სასწავლო გარემოზე |

|3. |რესპირატორი-ნახევარნიღბის კარტრიჯი (ქიმიური) – ნახევარნიღბის |1 |კომპლექტი |სასწავლო გარემოზე |

| |კარტრიჯი (ქიმიური და კომბინირებული APR) | | | |

|4. |მტვრისგან დამცავი ნიღაბი |1 |ცალი |სტუდენტზე |

|5. |ელექტროგამოსაცდელი მოწყობილობა –უნივერსალური ელექტროსაზომი |1 |ცალი |სასწავლო გარემოზე |

| |მოწყობილობა ქსელური ძაბვის დეტექტორი პორტაბელური ტესტერი საზომი | | | |

| |უკანა შუქით | | | |

|6. |კვამლის (სახანძრო) სიგნალიზაცია – ბატარეაზე მომუშავე |1 |ცალი |სასწავლო გარემოზე |

|7. |სახანძრო საბანი – პოლივინქლორიდის პლასტმასის ბაკით დასრულებული |1 |ცალი |სასწავლო გარემოზე |

| |სამონტაჟო კრონშტეინით | | | |

|8. |ცეცხლმაქრი |1 |ცალი |სასწავლო გარემოზე |

|9. |დამცავი სათვალე |5 |ცალი |სასწავლო გარემოზე |

|10. |ჩაფხუტი (კასკა) |3 |ცალი |სასწავლო გარემოზე |

|11. |ყურის საცობები- ხმაურის შემამცირებელი |10 |ცალი |სასწავლო გარემოზე |

|12. |ვარდნისაგან დამცავი სრული სისტემა (შემოსაკრავი) – ვარდნისგან დამცავი|1 |ცალი |სასწავლო გარემოზე |

| |სრული შემოსაკრავი სისტემა | | | |

|13. |დამცავი ფეხსაცმელები – ტრეკინგის ტიპის ფეხსაცმელი |1 |კომპლექტი |პროფესიულ სტუდენტზე |

|14. |ვიბრაციის საწინააღმდეგო მექანიკური დაცვის ხელთათმანი |1 |კომპლექტი |სასწავლო გარემოზე |

|15. |ხმაურის დოზიმეტრი |1 |ცალი |სასწავლო გარემოზე |

|16. |ანემომეტრი |1 |ცალი |სასწავლო გარემოზე |

დანართი №1.3

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის

ინფორმაციის მიწოდების წესი

მუხლი 1

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის (შემდგომში – სამინისტრო) ინფორმაციის მიწოდების წესის (შემდგომში – წესი) მიზანია უზრუნველყოს სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება საერთაშორისოდ აღიარებულ სასერტიფიკაციო პროგრამებსა და ამ პროგრამების შესაბამისად სერტიფიცირებული პირების, სწავლების განმახორციელებელ ორგანიზაციათა მიერ სერტიფიცირებულ პირთა და იმ პირთა სია, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი აქვთ საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც უკავშირდება სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვას.

მუხლი 2

სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციები სერტიფიცირებულ პირთა შესახებ სამინისტროს აწვდიან შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ბ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი; ელ.ფოსტა);

გ) სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის დასახელება (საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი; ელ.ფოსტა);

დ) გაცემული სერტიფიკატის ასლი.

მუხლი 3

საერთაშორისოდ აღიარებულ სასერტიფიკაციო პროგრამებსა და ამ პროგრამების შესაბამისად სერტიფიცირებული პირები აწვდიან სამინისტროს შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ბ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა);

გ) უცხოურ ენაზე გაცემული სერტიფიკატის ასლი და ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი/სახელმწიფო ენაზე გაცემული სერტიფიკატის ასლი.

მუხლი 4

პირები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი აქვთ საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც უკავშირდება სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან, აწვდიან სამინისტროს შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ბ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა);

გ) გაცემული დიპლომის ასლი.

-----------------------

[1] 1 საათი მოიცავს 60 ასტრონომიულ წუთს.