„შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-67/ნ |
|
2019 წლის 16 ოქტომბერი ქ. თბილისი |
,,„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.
|
📎 დანართები (1)
01-67_danartebi.doc ⬇
დანართი № 1
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული სასწავლო პროგრამის მინიმალურ სტანდარტებს, მისი განხორციელების პროცედურებსა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სწავლების (შემდგომში – სწავლება) განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ სავალდებულო წესებს.
მუხლი 2. მოქმედების სფერო
ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ფორმალური განათლების ფარგლებში განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც უკავშირდება სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვას.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
1. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი – დამსაქმებლის მიერ დანიშნული/მოწვეული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას.
2. ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ინდივიდუალურად, დასაქმებულზე საფრთხის შემცველი ფაქტორების გავლენის შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად.
3. კოლექტიური დაცვის საშუალებები – ტექნიკური და საინჟინრო საშუალებების ერთობლიობა, რომლებიც კონსტრუქციულად და ფუნქციურად დაკავშირებულია საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესთან და განკუთვნილია საფრთხის შემცველი ფაქტორების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად.
4. სერტიფიცირებული პირი – პირი, რომელსაც გავლილი აქვს ამ წესის №1.1 დანართით გათვალისწინებული პროგრამა(ები) და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.
5. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია – დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ამ წესით გათვალისწინებული პროგრამის სწავლებას და აღნიშნული უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან (შემდგომში – სამინისტრო).
6. სწავლების განხორციელებელი პირი – სწავლების განმახორციელებელ ორგანიზაციაში დასაქმებული ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და დადასტურებული აქვს საკუთარი კვალიფიკაცია ამ წესის შესაბამისად.
7. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული სპეციალური პროგრამა – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის მიერ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკატო პროგრამა, გარდა დისტანციური სასწავლო პროგრამებისა.
8. ზედამხედველი ორგანო – სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.
9. პროგრამის მსმენელი – სრული ზოგადი ან/და პროფესიული განათლების ან უმაღლესი განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან.
მუხლი 4. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
1. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით, ზედამხედველ ორგანოს მიაწოდოს:
ა.ა) სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს ამ წესით გათვალისწინებული, შესაბამისი მოდულისათვის განსაზღვრულ სასწავლო მასალას (გარდა ნორმატიული აქტების ჩამონათვალისა);
ა.ბ) სწავლების განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია და ამ წესით განსაზღვრული სწავლების უფლებამოსილების მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაცია;
ა.გ) ამ წესით დადგენილი მატერიალური რესურსის ჩამონათვალი და მათი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.დ) პროგრამის განმახორციელებლის იურიდიული მისამართი და პროგრამის განხორციელების ფაქტობრივი მისამართი/მისამართები;
ა.ე) ერთი ორგანიზაციის მიერ, პროგრამის სხვადასხვა ადგილზე განხორციელებისას, თითოეული ლოკაციისთვის, მატერიალური რესურსის ჩამონათვალი და მათი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ვ) თემატური მოდულით გათვალისწინებულ საწარმოო ობიექტზე პრაქტიკული სწავლების განსახორციელებლად საჭირო ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულება. ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს ორგანიზაციაში არსებული სამუშაო პროცესის ძირითადი ნაწილის ამსახველი ფოტო/ვიდეომასალა.
ბ) პროგრამის განხორციელებისას ადგილზე იქონიოს №1.2 დანართის შესაბამისად ადგილის აღჭურვისათვის გათვალისწინებული შესაბამისი ტექნიკური საშუალებები (მატერიალურ რესურსზე უფლება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით);
გ) უზრუნველყოს სასწავლო კურსზე პროგრამის მსმენელთა რეგისტრაცია;
დ) თემატური მოდულის სწავლება უზრუნველყოს ამ წესის №1 დანართის №3 ცხრილით განსაზღვრული სასწავლო ლიტერატურის მინიმალური ჩამონათვალის გათვალისწინებით, ხოლო დამატებითი ლიტერატურა შეათანხმოს ზედამხედველ ორგანოსთან;
ე) თემატური მოდულის საწარმოო ობიექტზე პრაქტიკული სწავლება უზრუნველყოს შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში.
2. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია, დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებამდე, ვალდებულია უზრუნველყოს მისი ზედამხედველ ორგანოსთან შეთანხმება.
3. სწავლების პროცესის დაწყებიდან 3 დღის ვადაში შესაძლებელია პროგრამის მსმენელების რაოდენობაში (პროგრამის მსმენელის რაოდენობის ზრდის/კლების) ცვლილების განხორციელება, რის თაობაზეც ატყობინებს ზედამხედველ ორგანოს.
4. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია პასუხისმგებელია მხოლოდ პროგრამის მსმენელის სწავლებასა და შესაბამისი პრაქტიკის განხორციელებაზე.
5. პროგრამის დასრულების შემდგომ სწავლების განმახორციელებელმა ორგანიზაციამ უნდა გასცეს შესაბამისი ცნობა დანართთან ერთად საგამოცდო ცენტრში წარსადგენად.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებამდე სწავლების განამხორციელებელი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქმიანობა განახორციელოს უკვე მინიჭებული უფლების ფარგლებში.
მუხლი 5. სწავლების განმახორციელებელი პირი
1. სწავლების განმახორციელებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც საგამოცდო ცენტრში ჩაბარებული აქვს შესაბამისი მოდულ(ებ)ის სწავლებისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო გამოცდა.
2. სწავლების განხორციელების მსურველ პირს საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება ენიჭება იმ შემთხვევაში, თუკი ადასტურებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:
ა) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ერთწლიან სამუშაო გამოცდილებას;
ბ) სწავლების ორწლიან გამოცდილებას.
3. სწავლების განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციით გათვალისწინებული მოდულის სწავლება.
შენიშვნა: ამ წესის მიზნებისათვის, სწავლებაში არ ჩაითვლება დასაქმებულთათვის ჩატარებული ინსტრუქტაჟები.
მუხლი 6. საგამოცდო ცენტრი
1. სწავლების განამხორციელებელ პირთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და პროგრამის მსმენელთა სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სამინისტრო ან/და სამინისტროს მიერ კონკურსის წესით შერჩეული საგამოცდო ცენტრი (შემდგომში – საგამოცდო ცენტრი).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
3. პროგრამის მსმენელთათვის სერტიფიკატის გაცემა ხორციელდება საგამოცდო ცენტრის მიერ სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად.
4. საგამოცდო ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის სერტიფიკატის გაცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს ზედამხედველი ორგანოსათვის სერტიფიცირებულ პირთა შესახებ მონაცემების მიწოდებას №1.3 დანართის შესაბამისად.
5. საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს ჩატარებული საკვალიფიკაციო/სასერტიფიკატო გამოცდის აუდიო-ვიდეო ჩაწერას და მოთხოვნის შემთხვევაში, ზედამხედველი ორგანოსათვის მიწოდებას.
6. ცენტრის მიერ ჩატარებული საკვალიფიკაციო/სასერტიფიკატო გამოცდის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის შენახვა ხორციელდება სამი თვის ვადით, გარდა ზედამხედველი ორგანოს მიერ დადგენილი სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას.
მუხლი 7. პროგრამის მსმენელის სერტიფიცირება
1. პროგრამის მსმენელი სერტიფიკატის მიღების მიზნით, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნისა და უნარის დადასტურებას ახდენს საგამოცდო ცენტრში სასერტიფიკატო გამოცდის გზით.
2. გამოცდის წარმატებით დამთავრების შემდგომ პროგრამის მსმენელს გადაეცემა სერტიფიკატი და ენიჭება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტის სტატუსი. აღნიშნული სტატუსის საფუძველზე პირი უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა საწარმოებში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების სერტიფიკატის მოქმედება ზედამხედველი ორგანოს მიერ შეწყდება თუ:
ა) სამუშაო სივრცეში მომხდარი ფატალური ან მასობრივი უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზად, უბედური შემთხვევის მოკვლევის კომისიის ან ზედამხედველი ორგანოს მიერ, დადგინდა შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შრომის უსაფრთხოების უფლებამოსილების უხეში უგულებელყოფა;
ბ) სერტიფიცირებული პირის მიერ განხორციელდა ზედამხედველი ორგანოსათვის განზრახ ინფორმაციის დამალვა ან არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, ხელახალი სერტიფიცირების მიზნით, პირს უფლება აქვს ჩააბაროს სასერტიფიკატო გამოცდა ზედამხედველი ორგანოს მიერ უფლებამისილების შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ.
5. პირები, რომლებსაც გააჩნიათ შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ სფეროში სამწლიანი სამუშაო გამოცდილება, თავისუფლდებიან სასწავლო პროგრამის გავლისაგან და მათზე სერტიფიკატი გაიცემა სასერტიფიკატო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით.
6. საგამოცდო ცენტრში, სასერტიფიკატო გამოცდაზე, პროგრამის მსმენელის რეგისტრაციის მიზნით, წარდგენილი უნდა იქნეს სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირის სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით, ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა.
8. ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით, საგამოცდო ცენტრში, წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი უცხოენოვანი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი, სპეციალური პროგრამის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად ან სახელმწიფო ენაზე გაცემული სერტიფიკატი სპეციალური პროგრამის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.
9. პროგრამის მსმენელის გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, სასერტიფიკატო/საკვალიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლის უფლება შესაძლებელია 14 კალენდარული დღის შემდეგ. სასერტიფიკატო/საკვალიფიკაციო გამოცდაზე ზედიზედ სამჯერ ჩაჭრის შემთხვევაში პირი ვალდებულია ხელახლა გაიაროს ამ წესით დადგენილი პროგრამა.
10. საგამოცდო ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი მოქმედებს სერტიფიკატის გაცემიდან 3 წლის ვადით.
11. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდეგ პირი თავისუფლდება პროგრამის გავლის ვალდებულებისაგან და სერტიფიცირების მიზნით, ვალდებულია ჩააბაროს სასერტიფიკატო გამოცდა.
მუხლი 8. სწავლების განმახორციელებელი პირის სერტიფიცირება
1. სწავლების განმახორციელებელი პირი სერტიფიცირების მიზნით, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნისა და უნარის დადასტურებას ახდენს საგამოცდო ცენტრში საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გზით.
2. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ სწავლების განხორციელებელ პირზე გაიცემა სერტიფიკატი და ენიჭება შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის შესაბამისი მოდულის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსი.
3. სწავლების განმახორციელებელი პირის საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. საგამოცდო ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი მოქმედებს სერტიფიკატის გაცემიდან 3 წლის ვადით.
მუხლი 9. სასერტიფიკატო/საკვალიფიკაციო გამოცდა
1. სასერტიფიკატო/საკვალიფიკაციო საგამოცდო საკითხების შემუშავება ხორციელდება ზედამხედველი ორგანოს მიერ.
2. სასერტიფიკატო/საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებულად ჩაბარებულად ჩაითვლება საგამოცდო 71%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში.
3. სასერტიფიკატო/საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება და გამოცდის შედეგების გასაჩივრების წესები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 10. სერტიფიკატის მონაცემები
1. საგამოცდო ცენტრის მიერ სასერტიფიკატო/საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
2. სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გაცემული სერტიფიკატი შედგება სერტიფიკატისა და სერტიფიკატის დანართისგან.
3. სერტიფიკატში უნდა მიეთითოს:
ა) საგამოცდო ცენტრის სრული სახელწოდება (სამართლებრივი ფორმის მითითებით);
ბ) სერტიფიცირებული პირის სახელი, გვარი;
გ) საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა;
დ) ადგილი, სადაც გაიცა სერტიფიკატი;
ე) სერტიფიკატის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), მოქმედების ვადა;
ვ) სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის დასახელება (სამართლებრივი ფორმა, სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი), ხოლო ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან მიმართებაში, მითითება გამოცდაზე მათი დაშვების საფუძვლის შესახებ;
ზ) საგამოცდო ცენტრის ბეჭედი;
თ) სერტიფიკატის რეგისტრაციის ნომერი/სერია;
4. სერტიფიკატი ამ მუხლით დადგენილი მონაცემების გარდა შესაძლებელია შეიცავდეს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას/რეკვიზიტს/მონაცემს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მუხლი 11. სერტიფიკატის დუბლიკატი
1. სერტიფიკატის დუბლიკატი (შემდგომში – დუბლიკატი) გაიცემა იმ პირზე, რომლის სერტიფიკატი აღარ არსებობს ან გახდა გამოსაყენებლად უვარგისი.
2. დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული სერტიფიკატის გამცემი/უფლებამონაცვლე ცენტრი.
3. დუბლიკატის შედგენისას ივსება ცენტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. შტამპი ,,დუბლიკატი“ დაისმის როგორც ქართულ, ასევე იმ უცხოურ ენაზე, რომელ ენაზეც ივსება ცენტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა.
4. თუ კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით არ დგინდება სერტიფიკატის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შესაბამისი სრული ინფორმაცია, დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დუბლიკატში ასახოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12. სერტიფიკატის დანართი
1. სერტიფიცრებული პირის მიმართ ქართულ ენაზე გაცემული დანართის რეკვიზიტებია:
ა) სერტიფიცირებული პირის შესახებ ინფორმაცია:
ა.ა) გვარი;
ა.ბ) სახელი;
ა.გ) დაბადების თარიღი: (დღე/თვე/წელი);
ა.დ) პირადი ნომერი.
ბ) მინიჭებული სტატუსი;
გ) სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის დასახელება (სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი);
დ) სწავლების/გამოცდის ენა (ენები):
ე) პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა (გავლილი თეორიული და პრაქტიკული სწავლება);
ვ) სწავლის შედეგები სერტიფიცირებული პირის მიერ მიღწეული კომპეტენციის შესახებ;
ზ) ინფორმაცია საწარმოო ობიექტზე პრაქტიკის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ, საწარმოო პრაქტიკის დღიური პრაქტიკის განმახორციელებელი ორგანიზაციიდან შესაბამისი დამოწმებით; საწარმოო პრაქტიკის დღიურის ფორმა განისაზღვრება ამ წესის №1.4 დანართით;
თ) პროგრამის დეტალები – შესწავლილი მოდულები, თითოეული მოდულის გავლისას მიღებული შეფასება;
ი) სერტიფიცირებული პირის ატესტატის/დიპლომის ასლი;
კ) დამატებითი ინფორმაცია, დამატებითი ინფორმაციის წყაროებით;
ლ) დანართის დამოწმება:
ლ.ა) თარიღი;
ლ.ბ) ხელმოწერა/ხელმოწერები;
ლ.გ) თანამდებობა;
ლ.დ) ოფიციალური შტამპი ან ბეჭედი.
2. ამ წესის მე-7 მუხლის მე- 5 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიცირებული პირების სერტიფიკატის დანართი უნდა მოიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-ე“, და „ი-ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მონაცემებს.
მუხლი 13. ზედამხედველი ორგანო
1. სწავლების განხორციელებაზე კონტროლს ახორციელებს ზედამხედველი ორგანო.
2. ზედამხედველი ორგანო სწავლების განმახორციელებელი პირის მომართვის საფუძველზე, 1 თვის ვადაში ახორციელებს ამ წესით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას დადგენას და შემდგომ მათ რეგისტრაციას შესაბამის რეესტრში.
3. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილებისას, მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, ზედამხედველი ორგანო 1 თვის ვადაში ხელმეორედ ახორციელებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას მხოლოდ შეცვლილი ინფორმაციის ნაწილში.
4. ზედამხედველი ორგანო უზრუნველყოფს რეგისტრირებული სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის საჯაროობას.
5. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე, სწავლების პროცესში, ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის შემოწმება, სწავლების განმახორციელებელი პირების უფლებამოსილების ნაწილში გონივრული ეჭვის არსებობისას და დარღვევის აღმოჩენისას გასცეს მითითება მისი გონივრულ ვადაში გამოსწორების შესახებ.
6 ამ მუხლის მე-5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევ(ებ)ის მითითებით განსაზღვრულ ვადაში გამოუსწორებლობის ან/და ამ წესის უხეში დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილია სწავლების განმახორციელებელ ორგანიზაციას დარღვევ(ებ)ის აღმოფხვრამდე შეუჩეროს სასწავლო საქმიანობის უფლება.
7. სასწავლო საქმიანობის უფლების შეჩერების შემთხვევაში, ზედამხედველი ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს ცენტრს.
8. ზედამხედველი ორგანო უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, კერძოდ, სერტიფიცირებულ პირთა სერტიფიკატის გაცემის, მისი მოქმედების სტატუსისა და იმ პირთა შესახებ, რომელთა მიერ უხეშად იქნა უგულვებელყოფილი შრომის უსაფრთხოების ნორმები და რამაც სამუშაო სივრცეში გამოწვია უბედური შემთხვევა.
მუხლი 14. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სპეციალური აკრედიტებული პროგრამა
1. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სპეციალურ აკრედიტებულ პირს წარმოადგენს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამების შესაბამისად სერტიფიცირებული პირები, გარდა დისტანციური სწავლების პროგრამებისა და ამ პროგრამების საფუძველზე სერტიფიცირებული პირებისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები თავისუფლდებიან სრული სასწავლო პროგრამის გავლის ვალდებულებისაგან და სერტიფიცირებისათვის ვალდებულნი არიან საერთაშორისო პროგრამასთან ერთად გაიარონ ¹1 დანართის, ¹2 ცხრილით გათვალისწინებული სპეციალური სასწავლო პროგრამა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები ამ წესის ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში თავისუფლდებიან ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნებისაგან. ყოველი 3 წლიანი ვადის გასვლის შემდგომ პირი თავისუფლდება პროგრამის გავლის ვალდებულებისაგან და ენიჭება უფლება მოახდინოს საკუთარი ცოდნისა და უნარების სასერტიფიკატო გამოცდის გზით დადასტურება, ამ წესით გათვალისწინებული სპეციალური პროგრამის ეროვნული მოდულის ნაწილში.
4. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სპეციალური აკრედიტებული პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია ზედამხედველ ორგანოსთან მოახდინოს ანგარიშგება და საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 15. გარდამავალი დებულებები
1. 2019 წლის 20 ნოემბრამდე სწავლების განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ საქმიანობის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და ზედამხედველ ორგანოსთან ანგარიშგება.
2. 2020 წლის 1 იანვრამდე სწავლების განმახორციელებელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:
ა) აქვს ბაკალავრის ხარისხი, სწავლების ერთწლიანი გამოცდილება და მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროში;
ბ) აქვს მაგისტრის (ან მაგისტრთან გათანაბრებული) ხარისხი, სწავლების ერთწლიანი გამოცდილება და ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროში;
გ) აქვს საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკატო პროგრამების სწავლების უფლებამოსილება (გარდა დისტანციური პროგრამების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილებისა), აქვს სწავლების ერთწლიანი გამოცდილება და ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროში;
დ) აქვს უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროში სწავლების სამწლიანი გამოცდილება;
ე) აქვს ავტორიზირებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ორწლიანი გამოცდილება და ფლობს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს შესაბამის დარგში – შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორების, ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების, მოდულის სწავლების შემთხვევაში;
ვ) აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება, სწავლების ერთწლიანი გამოცდილება პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლების შემთხვევაში.
3. 2019 წლის 10 დეკემბრამდე სერტიფიკატის გაცემას უზრუნველყოფს სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია.
დანართი №1.1
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების ეროვნული აკრედიტებული პროგრამა
1. პროგრამის სახელწოდება – შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების ეროვნული აკრედიტებული პროგრამა.
2. პროგრამის მოცულობა: მინიმალური 235 საათი1. სწავლების ორგანიზაციის ინიციატივის საფუძველზე, შესაძლებელია პროგრამის მოცულობის გაზრდა.
3. სწავლების ენა – ქართული; სხვა ენაზე სწავლების განხორციელება შესაძლებელია სინქრონული თარგმნით უზრუნველყოფის შემთხვევაში.
4. პროგრამის მიზანი – „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება; საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეფექტური მართვისათვის.
5. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – პროგრამის მსმენელი შეიძლება იყოს სრული ზოგადი განათლების ან/და პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან.
6. სწავლის შედეგები – მსმენელს პროგრამის დასრულებისას:
ა) აქვს სპეციალური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში;
ბ) იცნობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას;
გ) შეუძლია შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები;
დ) შეუძლია უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. პროგრამის სტრუქტურა:
ა) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების ეროვნული აკრედიტებული პროგრამა მოიცავს შესაბამის სასწავლო მოდულებს და შედგება მინიმალური 235 საათისგან, საიდანაც 110 საათი ეთმობა საბაზისო და თემატურ სასწავლო მოდულს (მიმართულებას), ხოლო 125 საათი ეთმობა პრაქტიკულ მოდულს. სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 235 საათზე ნაკლები;
ბ) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სპეციალური აკრედიტებული პროგრამა მოიცავს შესაბამის სასწავლო მოდულებს და შედგება მინიმალური 182 საათისაგან, საიდანაც 57 საათი ეთმობა საბაზისო და თემატურ სასწავლო მოდულს (მიმართულებას), ხოლო 125 საათი პრაქტიკულ მოდულს – სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 182 საათზე ნაკლები.
8. ერთ სასწავლო ჯგუფში დასაშვებია არაუმეტეს 40 პროგრამის მსმენელისა.
ცხრილი №1
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული ეროვნული პროგრამა
| საბაზისო საგნები | |||
|---|---|---|---|
| მოდული | დაშვების წინაპირობა | საათების რაოდენობა | |
| თეორიული | საწარმოო ობიექტზე პრაქტიკული სწავლება |
||
| „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; | არ აქვს | 5 | - |
| შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში; | „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი | 3 | - |
| საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მართვა, საკონტროლო ღონისძიებები საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით; | „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი | 10 | - |
| სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება; | „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი | 4 | - |
| პროფესიული დაავადებები – პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი; | „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი | 3 | - |
| ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება; | „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი | 3 | - |
| პირველადი სამედიცინო დახმარება; | „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი | 4 | - |
| ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები; | „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი | 2 | - |
| საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები; | „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი | 5 | |
| ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები | „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი | 2 | - |
| შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები; | „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი | 6 | - |
| სიმაღლეზე მუშაობა; | „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი | 3 | - |
| ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში; | „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი | 20 | - |
| თემატური მოდული (საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით); | ყველა საბაზისო მოდული | 165 | |
| შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში; | ყველა საბაზისო მოდული | 8 | 25 |
| შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში; | ყველა საბაზისო მოდული | 8 | 25 |
| შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში; | ყველა საბაზისო მოდული | 8 | 25 |
| შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში; | ყველა საბაზისო მოდული | 8 | 25 |
| შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში; | ყველა საბაზისო მოდული | 8 | 25 |
| სხვა არასავალდებულო, არჩევითი მოდული, რომლის სასწავლო პროგრამა თანხმდება ზედამხედველი ორგანოსთან. | ყველა საბაზისო მოდული | (არასავალდებულო) | (არასავალდებულო) |
ცხრილი №2
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული სპეციალური პროგრამა
| საბაზისო საგნები | |||||
|---|---|---|---|---|---|
| მოდული | დაშვების წინაპირობა | საათების რაოდენობა | |||
| თეორიული | საწარმოო ობიექტზე პრაქტიკული სწავლება |
||||
| „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; | არ აქვს | 5 | - | ||
| ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში; | „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი | 20 | - | ||
| სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება; | „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი | 4 | - | ||
| პროფესიული დაავადებები – პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი; | „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი | 3 | - | ||
| შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები; | „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი | 6 | - | ||
| პირველადი სამედიცინო დახმარება; | „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი | 4 | - | ||
| საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები; | „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი | 5 | |||
| თემატური მოდული (საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით); | ყველა საბაზისო მოდული | 135 | |||
| შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში; | ყველა საბაზისო მოდული | 2 | 25 | ||
| შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და ძმიმე დამამუშავებელ მრეწველობაში; | ყველა საბაზისო მოდული | 2 | 25 | ||
| შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში; | ყველა საბაზისო მოდული | 2 | 25 | ||
| შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში; | ყველა საბაზისო მოდული | 2 | 25 | ||
| შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში; | ყველა საბაზისო მოდული | 2 | 25 | ||
| სხვა არჩევითი მოდული, რომლის სასწავლო პროგრამა თანხმდება ზედამხედველი ორგანოსთან არჩევითი მოდულის სწავლება არასავალდებულოა. | ყველა საბაზისო მოდული | (არასავალდებულო) | (არასავალდებულო) | ||
ცხრილი №3
სასწავლო ლიტერატურის მინიმალური ჩამონათვალი
| ლიტერატურის დასახელება: |
|---|
|
სარეკომენდაციო ლიტერატურა:
|
დანართი №1.2
შრომის უსაფრთხოების სფეროში სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი მინიმალური რესურსების ჩამონათვალი
| 1. | პროექტორი ან სხვა დემონსტრირების ციფრული საშუალება | 1 | ცალი | სასწავლო გარემოზე |
|---|---|---|---|---|
| 2. | ნახევარნიღაბი (რესპირატორი) – ორმაგი კარტრიჯის შესაძლებლობით | 1 | ცალი | სასწავლო გარემოზე |
| 3. | რესპირატორი-ნახევარნიღბის კარტრიჯი (ქიმიური) – ნახევარნიღბის კარტრიჯი (ქიმიური და კომბინირებული APR) | 1 | კომპლექტი | სასწავლო გარემოზე |
| 4. | მტვრისგან დამცავი ნიღაბი | 1 | ცალი | პროგრამის მსმენელზე |
| 5. | ელექტროგამოსაცდელი მოწყობილობა –უნივერსალური ელექტროსაზომი მოწყობილობა ქსელური ძაბვის დეტექტორი პორტაბელური ტესტერი საზომი უკანა შუქით | 1 | ცალი | სასწავლო გარემოზე |
| 6. | კვამლის (სახანძრო) სიგნალიზაცია – ბატარეაზე მომუშავე | 1 | ცალი | სასწავლო გარემოზე |
| 7. | სახანძრო საბანი – პოლივინქლორიდის პლასტმასის ბაკით დასრულებული სამონტაჟო კრონშტეინით | 1 | ცალი | სასწავლო გარემოზე |
| 8. | ცეცხლმაქრი | 1 | ცალი | სასწავლო გარემოზე |
| 9. | მანეკენი პერსონალური დაცვის მოწყობილობების ვიზუალიზაციისთვის | 1 | ცალი | სასწავლო გარემოზე |
| 10. | დამცავი სათვალე | 5 | ცალი | სასწავლო გარემოზე |
| 11. | ჩაფხუტი (კასკა) | 3 | ცალი | სასწავლო გარემოზე |
| 12. | ყურის საცობები – ხმაურის შემამცირებელი | 10 | ცალი | სასწავლო გარემოზე |
| 13. | ვარდნისაგან დამცავი სრული სისტემა (შემოსაკრავი) – ვარდნისგან დამცავი სრული შემოსაკრავი სისტემა | 1 | ცალი | სასწავლო გარემოზე |
| 14. | დამცავი ფეხსაცმელები | 1 | კომპლექტი | სასწავლო გარემოზე |
| 15. | ვიბრაციის საწინააღმდეგო მექანიკური დაცვის ხელთათმანი | 1 | კომპლექტი | სასწავლო გარემოზე |
| 16. | ხმაურის დოზიმეტრი | 1 | ცალი | სასწავლო გარემოზე |
| 17. | ანემომეტრი | 1 | ცალი | სასწავლო გარემოზე |
| 18. | სასწავლო ოთახის ფართი | ერთი პროგრამის მსმენელზე, არანაკლებ 2მ2 კეთილმოწყობილი ფართი, რომელიც გამოიყენება სასწავლო მიზნებისათვის და აღჭურვილია პროგრამის მსმენელთა განთავსებისათვის აუცილებელი ინვენტარით, არის სასწავლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა, ვენტილაციისა და გათბობის საშუალებები; დაცულია პერსონალისა და პროგრამის მსმენელთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. |
||
დანართი №1.3
ზედამხედველი ორგანოსთვის სერტიფიცირებულ პირთა შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი
მუხლი 1
ზედამხედველი ორგანოსთვის სერტიფიცირებულ პირთა შესახებ, ინფორმაციის მიწოდების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მინიმალურ ინსტრუქციებს საგამოცდო ცენტრის მიერ ზედამხედველი ორგანოსთვის სერტიფიცირებულ პირებზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ.
მუხლი 2
საგამოცდო ცენტრი სერტიფიცირებულ პირთა შესახებ ზედამხედველ ორგანოს აწვდის შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი მისამართი;
ბ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი; ელ.ფოსტა);
გ) სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის დასახელება (საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი; ელ.ფოსტა);
დ) გაცემული სერტიფიკატის დანართი (ასლი).
დანართი№1.4
საწარმოო
პრაქტიკის დღიური
პროგრამის მსმენელის სახელი, გვარი ____________________________________
პროგრამის სახელწოდება ____________________________________
ჯგუფი ____________________________________
პრაქტიკის ობიექტი _________________________________________
(დაწესებულების სახელწოდება)
პრაქტიკის ხელმძღვანელი ________________
| თარიღი | სამუშაოების ფორმები და სახეობები | მიღწეული შედეგი | საათების რაოდ. |
|---|---|---|---|
პრაქტიკის ხელმძღვანელის ხელმოწერა