ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 94%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-20/ნ |
|
2020 წლის 14 თებერვალი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
orsuli-2.doc DOC ⬇
დანართი №1
ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები
მუხლი 1
ეს დანართი განსაზღვრავს ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველ სამუშაოებს და ამ მიზნით ადგენს ფაქტორებს, აგენტებს და აღწერს სამუშაო პროცესებს, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების, ასევე ნაყოფისა და ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
მუხლი 2
ამ დანართის მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ორსული ქალი – დასაქმებული, რომელმაც ორსულობის შესახებ აცნობა დამსაქმებელს (დამსაქმებელი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დასაქმებულს მოსთხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია);
ახალნამშობიარები ქალი – დასაქმებული მშობიარობიდან 6 თვის განმავლობაში, რომელმაც ამის შესახებ აცნობა დამსაქმებელს (დამსაქმებელი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დასაქმებულს მოსთხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია);
მეძუძური ქალი – დასაქმებული, რომელიც ძუძუთი კვებავს 1 წლამდე ასაკის ბავშვს და ამის შესახებ აცნობა დამსაქმებელს.
მუხლი 3
ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველ სამუშაოებად მიიჩნევა:
ა) სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია №1.1 დანართით განსაზღვრულ ფიზიკურ (ტვირთის გადატანა) და შრომით (ერგონომიკა) დატვირთვასთან;
ბ) სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია №1.2 დანართით განსაზღვრულ ქიმიურ აგენტებთან;
გ) სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია №1.3 დანართით განსაზღვრულ ფიზიკურ ფაქტორებთან;
დ) სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია №1.4 დანართით განსაზღვრულ ბიოლოგიურ აგენტებთან;
ე) სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია №1.5 დანართით განსაზღვრულ ფსიქოსოციალური და პროფესიული სტრესის გამომწვევ ფაქტორებთან.
დანართი №1.1
სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკურ (ტვირთის გადატანა) და შრომით (ერგონომიკა) დატვირთვასთან
მუხლი 1. ფიზიკურ (ტვირთის გადატანა) დატვირთვასთან დაკავშირებული სამუშაოები
1. ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად 5 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან, ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა, ასევე მექანიკური დამხმარე საშუალებების, როგორიცაა დომკრატის და ტვირთის ამწევი სხვა მოწყობილობების გამოყენება, მაქსიმალური დატვირთვით ნებისმიერი მიმართულებით, რომლებიც შეესაბამება 5კგ-ზე ან 10 კგ-ზე მეტი წონის ტვირთის აწევასა და გადატანას.
2. ორსულობის 27-ე კვირიდან დაუშვებელია ორსული ქალებისათვის ნებისმიერი წონის ტვირთის გადატანა.
მუხლი 2. შრომით (ერგონომიკა) დატვირთვასთან დაკავშირებული სამუშაოები
1. ორსულობისას და მშობიარობიდან 16 კვირამდე მძიმედ და საშიშად მიიჩნევა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ხშირ მოუხერხებელ მოძრაობებთან და პოზებთან, როგორიცაა მაგალითად სხეულის მნიშვნელოვანი დაჭიმვა (იგულისხმება გასწორება) ან მოხრა, ხანგრძლივი ჩაცუცქვა ან დახრა, ასევე საქმიანობა სხეულის ფიქსირებული პოზით მოძრაობის გარეშე. ასეთ საქმიანობებს ასევე განეკუთვნება სხეულზე გარე ძალის ზემოქმედება, როგორიცაა დარტყმა, ვიბრაცია და რყევა.
2. ორსული ქალები არ უნდა ასრულებდნენ საწარმოო ოპერაციებს, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო საგნების მხრის სარტყელზე მაღლა აწევასთან, საგნის იატაკიდან აწევასთან, ფეხებისა და მუცლის პრესის კუნთების უპირატეს სტატიკურ დაძაბვასთან, იძულებით სამუშაო პოზასთან (ჩაცუცქვა, მუხლებზე დგომა, მკერდითა და მუცლით დანადგარებსა და სამუშაო საგნებზე მიყრდნობა, მოხრილ მდგომარეობაში ყოფნა), სხეულის დახრასთან 150-ზე მეტად.
3. ორსული ქალებისათვის გამორიცხული უნდა იყოს სამუშაოები ისეთ დანადგარებთან, რომელთა მართვისათვის გამოიყენება ფეხის სატერფული, კონვეიერზე მუშაობა იძულებითი რიტმით, მონოტონური სამუშოები და სამუშაოები თანმხლები ნერვულ-ემოციური დაძაბულობით.
4. აკრძალულია ასვლა/ჩამოსვლა ვერტიკალურ კიბესა და ბოძზე ფეხმძიმობის დადგენის დღიდან.
5. ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისათვის აკრძალულია ღამის სამუშაოების შესრულება, მუშაობა ცვლებში რეგულარული ცვლიანობის უკუროტაციის სისტემით (ღამის ცვლა, გვიანი ცვლა და ადრიანი ცვლა) ან ერთმანეთის მომდევნო ცვლებში მუშაობა.
6. რეკომენდებულია დამსაქმებელმა ღამის სამუშაოზე დასაქმებული ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალი გადაიყვანოს დღის სამუშაოზე, თუ ეს შეუძლებელია, გაათავისუფლოს დასაქმებული თავისი მოვალეობის შესრულებისაგან დროებით, რამდენიც საჭიროა მისი და/ან ნაყოფის/ბავშვის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის.
7. რეკომენდებულია ასევე დამსაქმებელმა ამ დანართით განსაზღვრულ ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველ სამუშაოებზე დასაქმებულ ქალს შეუცვალოს მუშაობის პირობები ან საათები, ან შესთავაზოს მას ალტერნატიული სამუშაო, თუ ეს შეუძლებელია, გაათავისუფლოს დასაქმებული თავისი მოვალეობის შესრულებისაგან დროებით, რამდენიც საჭიროა მისი და/ან ნაყოფის/ბავშვის ჯანმრთელობის დაცვისთვის.
6. ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისათვის შესასრულებლად შესაფერისი სამუშაო ტექნოლოგიური ოპერაციები შეირჩევა წარმოების ტექნოლოგიური პროცესებიდან იმ პირობით, რომ ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ №1 ცხრილიში წარმოდგენილ შრომითი დატვირთვის დასაშვებ მაჩვენებლებს. ასეთ სამუშაოებს შესაძლოა განეკუთვნებოდნენ მსუბუქი ოპერაციები – აწყობა, დახარისხება და შეფუთვა.
ცხრილი №1
|შრომითი დატვირთვის მაჩვენებლები ორსული, ახალნამშობიარე და მეძუძური ქალებისათვის |
|№ |შრომითი დატვირთვის მაჩვენებლები |დონეები |
|1. |მექანიზაციის ხარისხი |შრომა მთლიანად მექანიზიებულია |
|2. |სამუშაო პოზა |თავისუფალი |
|3. |სიარული ცვლის განმავლობაში (კმ) |2-მდე |
|4. |ხელებით შესრულებულ სამუშაო მოძრაობათა ხასიათი |მარტივი სტერეოტიპული |
|5. |მოძრაობის ტემპი |თავისუფალი |
|6. |ცვლის განმავლობაში სამუშაო ოპერაციების რიცხვი |10 და ნაკლები |
|7. |განმეორებით შესასრულებელ ოპერაციათა ხანგრძლივობა (წმ) |100 |
|8. |გამახვილებული დაკვირვების ხანგრძლივობა, ცვლის დროის % |25-მდე |
|9. |სიგნალთა, შეტყობინებათა სიმჭიდროვე, საშუალოდ 1 საათის განმავლობაში |60-მდე |
|10. |მხედველობითი გასარჩევი ობიექტის ზომა (მხედველობითი სამუშაოების კატეგორია) |5მმ-ზე მეტი, მცირე სიზუსტის სამუშაო |
|11. |ცვლიანობა |დღის ცვლა |
მუხლი 3. მოთხოვნები ორსული ქალების სამუშაო ადგილების ორგანიზებისადმი
1. ორსული ქალებისათვის უნდა მოეწყოს სტაციონარული სამუშაო ადგილები სამუშაოთა ოპერაციების შესასრულებლად თავისუფალ რეჟიმსა და პოზაში, რაც იძლევა სურვილისამებრ მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობას. დაუშვებელია მუდმივად „მჯდომარე”/„მდგომარე” პოზაში მუშაობა, გადაადგილება (სიარული).
2. ორსული ქალების სამუშაო ადგილი უნდა აღიჭურვოს სპეციალური მბრუნავი სკამით, რომლის ცალკეული ელემენტები (თავის მისაყუდებელი, საზურგე, სახელური, საჯდომი და სხვ.) რეგულირდება ინდივიდუალურად. სკამის საზურგის დახრის კუთხე რეგულირდება ორსულობის ასაკისა და შრომისა და დასვენების რეჟიმის შესაბამისად. სკამის საზურგე ან საჯდომი ნაწილი უნდა იყოს დაფარული ნახევრად რბილი არასრიალა მასალით, რომელიც იოლად ექვემდებარება სანიტარიულ დამუშავებას.
3. ორსული ქალებისათვის საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს ქვესადგომი ფეხებისათვის სიმაღლისა და დახრილობის რეგულირების შესაძლებლობით.
4. ორსული ქალებისათვის სამუშაო მაგიდის ზედაპირის ჭრილი უნდა იყოს მომრგვალებული კუთხეებით და დაფარული მქრქალი მასალით არეკლილი სიბრჭყვიალის თავიდან ასაცილებლად;
5. ორსული ქალებისთვის სამუშაო მაგიდასა და საწარმოო აღჭურვილობას უნდა ჰქონდეს სივრცე ფეხებისათვის: სიმაღლე არანაკლებ 600 მმ, სიგანე არანაკლებ 500-600 მმ, სიღრმე არანაკლებ 450 მმ – მუხლების დონეზე და არანაკლებ 650 მმ – ტერფების დონეზე.
დანართი №1.2
ქიმიურ აგენტებთან დაკავშირებული სამუშაოები
მუხლი 1
ეს დანართი ადგენს სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებს ქიმიური აგენტებით გამოწვეული საფრთხისგან ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების დასაცავად.
მუხლი 2
ეს დანართი ეხება ყველა იმ სამუშაოს, რომლის შესრულების დროსაც ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები შეიძლება განიცდიდნენ ქიმიური აგენტების ზემოქმედების საფრთხეს.
მუხლი 3
ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ექსპოზიცია – მავნე ფაქტორის ინტენსივობისა და ორგანიზმზე ზემოქმედების ხანგრძლივობის რაოდენობრივი მახასიათებელი;
ბ) ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) – სამუშაო გარემოს ჰაერში ქიმიური ნივთიერების ან ნარევის ის კონცენტრაცია, რომლის მოქმედება დასაქმებულზე 8-საათიანი სამუშაო დღის ან კვირაში არაუმეტეს 40 საათის განმავლობაში არ იწვევს მთელი სიცოცხლის მანძილზე დასაქმებულის ჯანმრთელობის დაზიანებას ან დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებით გამოვლენილი დაავადების განვითარებას;
გ) გამაღიზიანებელი ნივთიერება – ნივთიერება, რომელიც კანთან და ლორწოვან გარსებთან შეხებისას (ერთჯერადი და განმეორებითი) იწვევს ქსოვილში ანთებითი პროცესის განვითარებას;
დ) კანცეროგენული ნივთიერება – ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ორგანიზმში გამოიწვიოს ავთვისებიანი სიმსივნე;
ე) მასენსიბილიზებელი ნივთიერება – ნივთიერება, რომლის განმეორებითი ზემოქმედება იწვევს ორგანიზმის სპეციფიკური მგრძნობელობის მომატებას.
ვ) მუტაგენური ნივთიერება – ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ორგანიზმში გამოიწვიოს მემკვიდრეობითი ცვლილებები;
ზ) რეპროდუქციული ეფექტის გამომწვევი ნივთიერება – ნივთიერება, რომელიც იწვევს ორგანიზმის რეპროდუქციული ფუნქციის დაზიანებას (გონადოტროპული, ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული ეფექტები);
თ) რისკი – ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების არასასურველი ეფექტების მოსალოდნელი სიხშირე.
ი) საშიში ქიმიური ნივთიერებები ან ნარევები – ქიმიური აგენტები, რომლებიც იმყოფება სამუშაო გარემოში ან გამოიყენება მუშაობის პროცესში და თავისი ფიზიკური, ქიმიური და ტოქსიკური თვისებების გამო საფრთხეს უქმნის დასაქმებულს;
კ) საშიშროება – გამოყენების რეალურ პირობებში ქიმიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედების წარმოქმნის ალბათობა;
ლ) საშიშროების კლასი – ქიმიური ნივთიერებების ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მაჩვენებელი;
მ) ფრაზები – რისკის (R-ფრაზები) და საშიშროების (H-ფრაზები). შესაბამისობა H და R ფრაზებს შორის მოყვანილია ცხრილში 11;
მ.ა) საშიშროების ფრაზები (H-ფრაზები) – მინიშნება საშიშროებაზე (H). მოყვანილია ცხრილში 1;
მ.ბ) რისკის ფრაზები (R-ფრაზები) - მინიშნება რისკზე (R).
ნ) ქიმიური აგენტები – ნივთიერებები ან შუალედური ქიმიური პროდუქტები, მათ შორის, ზოგიერთი ბიოლოგიური ბუნების (ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ჰორმონები, ფერმენტები, ცილოვანი პრეპარატები), რომლებიც შეიძლება არსებობდნენ ბუნებრივად, წარმოიქმნან წარმოების, დამუშავებისა და გამოყენების, გათბობის პროცესში ან შემთხვევით, მიიღებიან ქიმიური სინთეზით და/ან რომელთა კონტროლისათვის გამოიყენება ქიმიური ანალიზის მეთოდი.
მუხლი 4
ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების სამუშაო ადგილებზე არ უნდა იყოს ქიმიური აგენტების დასაშვებზე მომატებული კონცენტრაციები და უნდა შეესაბამებოდეს – „სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დამტკიცების შესახებ“ – 2014 წლის 15 იანვრის საქართველოს მთავრობის №70 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს და ითვალისწინებდეს ორსული, ახალნამშობიარე და მეძუძური ქალებისათვის საშიში ქიმიური აგენტების ჩამონათვალს (იხ. ცხრილი №2 და ცხრილი №3).
მუხლი 5
ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისთვის განსაკუთრებით საშიშ სამუშაოებს მიეკუთვნება:
ა) მუშაობა იმ საშიშ ნივთიერებებთან და ნარევებთან, რომლებიც ხასიათდებიან საშიშროების აღმნიშვნელი სულ მცირე ერთი H-ფრაზით ან R-ფრაზით;
ბ) მუშაობა იმ მასალებთან, რომლებიც ნორმალური და გონივრული მოპყრობის პირობებში გამოყოფენ საშიშ ნივთიერებებს და ნარევებს კლასიფიცირებულს, როგორც:
ბ.ა) ჩანასახოვანი უჯრედების მუტაგენურობა: 1A, 1B ან მე-2 კატეგორიები (H340, H341);
ბ.ბ) კანცეროგენობა: 1A, 1B ან 2 კატეგორიები (H350, H350i, H351);
ბ.გ) რეპროდუქციული ტოქსიკურობა: 1A, 1B ან მე-2 კატეგორიები ან ლაქტაციაზე ზემოქმედების შემთხვევაში დამატებითი კატეგორია (H360, H360D, H360FD, H360Fd, H360Df, H361, H361d, H361fd, H362); რეპროდუქციული ფუნქციის ტოქსიკანტები მოყვანილია ცხრილში №3.
გ) სპეციფიკური სამიზნე ორგანოს ტოქსიკურობა ერთჯერადი ექსპოზიციის დროს: პირველი ან მე-2 კატეგორია (H370, H371);
დ) ვერცხლისწყალი და ვერცხლისწყლის წარმოებულები;
ე) ანტიმიტოტური (ციტოტოქსიკური) პრეპარატები;
ვ) ნახშირბადის მონოოქსიდი;
ზ) საშიში დერმალური (კანიდან) შეწოვის ქიმიური აგენტები;
თ) ტყვია და ტყვიის წარმოებულები;
ი) არომატული პოლიციკლური ნახშირწყალბადების წარმოებასთან დაკავშირებული ქიმიკატები: ნახშირის ჭვარტლი, ფისები, პეკი, ორთქლსა და მტვერში არსებული ქიმიკატები;
კ) სპილენძ-ნიკელის შტეინის გამოწვასა და ელექტრორაფინირების დროს გამოყოფილი მტვერი, ბოლი და შხეფები;
ლ) იზოპროპილის სპირტის წარმოებაში ძლიერი მჟავური ზემოქმედება;
მ) პესტიციდები.
მუხლი 6
1. დამსაქმებელი ვალდებულია შეაფასოს ორსული, ახალნამშობიარე და მეძუძური ქალების სამუშაო ადგილზე ქიმიური აგენტების ზეგავლენის რისკი, ქიმიური ექსპოზიციის დონე და ხანგრძლივობა და მხედველობაში მიიღოს არსებული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (ზდკ) საწარმოო გარემოს ჰაერისათვის.
2. თუ დადგინდა, რომ ქიმიური აგენტ(ებ)ის კონცენტრაცია სამუშაო გარემოს ჰაერში აღემატება დასაშვებ ნორმას (ზდკ), დამსაქმებელმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები სამუშაო გარემოს ჰაერში ქიმიური აგენტის კონცენტრაციის შესამცირებლად ისე, რომ არ დააზიანოს დასაქმებულის ჯანმრთელობა.
3. თუ რისკის შეფასებისას გამოვლინდა, რომ სამუშაო ადგილი შეიცავს ქიმიურ საფრთხეს, დამსაქმებელმა უნდა აცნობოს ორსულ, ახალნამშობიარე ან მეძუძურ ქალს ამის შესახებ, განუმარტოს, რას მოიცავს ქიმიურ საფრთხესთან დაკავშირებული რისკი მისი ჯანმრთელობისათვის და რა ზომების მიღებაა საჭირო საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
4. იქ, სადაც შესაძლებელია რისკის პრევენცია და ექსპოზიციის კონტროლი, უნდა განხორციელდეს მავნე ქიმიური აგენტის ჩანაცვლება ალტერნატიულით, გატარდეს საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები, სამუშაოს სწორი დაგეგმვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და მოწყობილებების გამოყენებით.
5. თუ რისკის თავიდან აცილება შეუძლებელია არსებული საშუალებებით, რეკომენდებულია დამსაქმებელმა შეცვალოს მუშაობის პირობები ან საათები, ან შესთავაზოს დასაქმებულ ორსულ, ახალნამშობიარებ და მეძუძურ ქალს ალტერნატიული სამუშაო, თუ ეს შეუძლებელია, გაათავისუფლოს დასაქმებული თავისი მოვალეობის შესრულებისაგან დროებით, რამდენიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის დაცვისათვის.
მუხლი 7
1. დამსაქმებელი ვალდებულია ჩაუტაროს სწავლება ქიმიური უსაფრთხოების საკითხებზე ორსულ და მეძუძურ ქალებს და უზრუნველყოს ისინი თვალსაჩინო ინფორმაციით (მაგ., უსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო ფურცლებით, პლაკატებით და ა.შ.).
2. მემკვიდრეობითი გენეტიკური დაზიანების გამომწვევ ქიმიურ აგენტებთან მუშაობისას დამსაქმებელი ვალდებულია შეაფასოს ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაატაროს ზომები რისკის თავიდან ასაცილებლად ან გასაკონტროლებლად.
3. ქიმიური აგენტები ჯანმრთელობაზე მოქმედების მიხედვით კლასიფიცირდებიან 10 კლასად, რომელთაგან თითოეული კლასი საშიშროების სიმძიმის მიხედვით საშიშროების შესაბამის კატეგორიად კლასიფიცირდება:
ა) მწვავე ტოქსიკურობა – საშიშროების 4 კატეგორია საშუალო სასიკვდილო დოზის (პერორალური, დერმარული და ინჰალაციური) DL50/DCL50 - ის საფუძველზე[1].
DL50 ≤ 5 მგ/კგ – კატეგორია 1 ;
DL50 ≤ 50 მგ/კგ – კატეგორია 2;
DL50 ≤ 300 მგ/კგ – კატეგორია 3;
DL50 ≤ 2000 მგ/კგ – კატეგორია 4;
ბ) კანის კოროზია/გაღიზიანება
კანის კოროზია: კატეგორია 1 – კანის დესტრუქცია, ხილული ნეკროზი.
ქვეკატეგორია 1A – კოროზია ექსპოზიციიდან ≤ 3 წუთის განმავლობაში.
|კოდები |საშიშროებაზე მინიშნების (H-ფრაზები) |საშიშროების კლასი |საშიშროების კატეგორია |
|H300 |ფატალურია გადაყლაპვისას |მწვავე ტოქსიკურობა |1, 2 |
|H301 |ტოქსიკურია გადაყლაპვისას |მწვავე ტოქსიკურობა |3 |
|H302 |მავნეა გადაყლაპვისას |მწვავე ტოქსიკურობა |4 |
|H303 |შეიძლება იყოს მავნე გადაყლაპვისას |მწვავე ტოქსიკურობა |5 |
|H304 |შეიძლება იყოს ფატალური გადაყლაპვისას და საჰაერო გზებით |ასპირაციული ტოქსიკურობა |1 |
| |შეღწევისას | | |
|H305 |შეიძლება იყოს მავნე გადაყლაპვისას და საჰაერო გზებით |ასპირაციული ტოქსიკურობა |2 |
| |შეღწევისას | | |
|H310 |ფატალურია კანთან კონტაქტისას |მწვავე ტოქსიკურობა |1, 2 |
|H311 |ტოქსიკურია კანთან კონტაქტისას |მწვავე ტოქსიკურობა |3 |
|H312 |მავნეა კანთან კონტაქტისას |მწვავე ტოქსიკურობა |4 |
|H313 |შეიძლება იყოს მავნე კანთან კონტაქტისას |მწვავე ტოქსიკურობა |5 |
|H314 |იწვევს კანის ძლიერ დამწვრობას და თვალების დაზიანებას |კანის კოროზია/გაღიზიანება |1A, 1B, 1C |
|H315 |იწვევს კანის გაღიზიანებას |კანის კოროზია/გაღიზიანება |2 |
|H316 |იწვევს კანის მსუბუქ გაღიზიანებას |კანის კოროზია / გაღიზიანება |3 |
|H317 |შეძლება გამოიწვიოს კანის ალერგიული რეაქცია |სენსიბილიზაცია |1 |
|H318 |იწვევს თვალების სერიოზულ დაზიანებას |თვალის სერიოზული დაზიანება/ თვალის |1 |
| | |გაღიზიანება | |
|H319 |იწვევს თვალების სერიოზულ გაღიზიანებას |თვალის სერიოზული დაზიანება/ თვალის |2A |
| | |გაღიზიანება | |
|H320 |იწვევს თვალების გაღიზიანებას |თვალის სერიოზული დაზიანება/ თვალის |2B |
| | |გაღიზიანება | |
|H330 |ფატალურია ინჰალაციისას |მწვავე ტოქსიკურობა, ინჰალაცია |1, 2 |
|H331 |ტოქსიკურია ინჰალაციისას |მწვავე ტოქსიკურობა |3 |
|H332 |მავნეა ინჰალციისას |მწვავე ტოქსიკურობა |4 |
|H333 |შეიძლება იყოს მავნე ინჰალაციისას |მწვავე ტოქსიკურობა |5 |
|H334 |შეიძლება გამოიწვიოს ალერგია ან ასთმური სიმპტომები ან სუნთქვის|სენსიბილიზაცია, რესპირატორული |1 |
| |გაძნელება ჩასუნთქვისას | | |
|H335 |შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული გაღიზიანება |სპაეციფიკური სამიზნე ორგანოს ტოქსიკურობა, |3 |
| | |ერთჯერადი ექსპოზიცია; რესპირატორული ეფექტი | |
|H336 |შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა |სპაეციფიკური სამიზნე ორგანოს ტოქსიკურობა, |3 |
| | |ერთჯერადი ექსპოზიცია; ნარკოტიკული ეფექტი | |
|H340 |შეიძლება გამოიწვიოს გენეტიკური დეფექტები (თუ დამტკიცებულია, |ჩანასახოვანი უჯრედის მუტაგენობა |1A, 1B |
| |რომ ექსპოზიციის არც ერთი სხვა გზა არ წარმოადგენს | | |
| |საშიშროებას, მიუთითეთ ექსპოზიციის გაზა) | | |
|H341 |სავარაუდოდ შეუძლია გამოიწვიოს გენეტიკური დეფექტები (თუ |ჩანასახოვანი უჯრედის მუტაგენობა |2 |
| |დამტკიცებულია, რომ ექსპოზიციის არც ერთი სხვა გზა არ | | |
| |წარმოადგენს საშიშროებას, მიუთითეთ ექსპოზიციის გზა) | | |
|H350 |შეიძლება გამოიწვიოს კანცერი (თუ დამტკიცებულია, რომ |კანცეროგენობა |1A, 1B |
| |ექსპოზიციის არც ერთი სხვა გზა არ წარმოადგენს საშიშროებას, | | |
| |მიუთითეთ ექსპოზიციის გზა,) | | |
|H351 |სავარაუდოა გამოიწვიოს კანცერი (თუ დამტკიცებულია, რომ |კანცეროგენობა |2 |
| |ექსპოზიციის არც ერთი სხვა გზა არ წარმოადგენს საშიშროებას, | | |
| |მიუთითეთ ექსპოზიციის გზა) | | |
|H360 |შეიძლება დააზიანოს განაყოფიერება ან ჯერ კიდევ დაუბადებელი |რეპროდუქციული ტოქსიკურობა |1A, 1B |
| |ჩვილი, ფეტუსი (თუ ცნობილია, მიეთითოს სპეციფიკური ეფექტი) (თუ | | |
| |დამტკიცებულია, რომ ექსპოზიციის არც ერთი სხვა გზა არ | | |
| |წარმოადგენს საშიშროებას, მიუთითეთ ექსპოზიციის გზა) | | |
|H361 |სავარაუდოდ დააზიანებს განაყოფიერებას ან ჯერ კიდევ დაუბადებელ|რეპროდუქციული ტოქსიკურობა |2 |
| |ჩვილს, ფეტუსს (თუ ცნობილია, მიეთითოს სპეციფიკური ეფექტი) (თუ | | |
| |დამტკიცებულია, რომ ექსპოზიციის არც ერთი სხვა გზა არ | | |
| |წარმოადგენს საშიშროებას, მიუთითეთ ექსპოზიციის გზა) | | |
|H362 |შეიძლება დააზიანოს ძუძუმწოვარი ბავშვი |რეპროდუქციული ტოქსიკურობა |დამატებითი კატეგორია |
|H370 |იწვევს ორგანოების დაზიანებას (ან თუ ცნობილია მიუთითეთ ყველა |სპეციფიკური სამიზნე ორგანოს ტოქსიკურობა, |1 |
| |დაზიანებული ორგანო) (თუ ცნობილია, მიეთითოს სპეციფიკური |ერთჯერადი ექსპოზიცია | |
| |ეფექტი) (თუ დამტკიცებულია, რომ ექსპოზიციის არც ერთი სხვა | | |
| |გზა არ წარმოადგენს საშიშროებას, მიუთითეთ ექსპოზიციის გზა) | | |
|H371 |შეიძლება იწვევდეს ორგანოების დაზიანებას (ან თუ ცნობილია |სპეციფიკური სამიზნე ორგანოს ტოქსიკურობა, |2 |
| |მიუთითეთ ყველა დაზიანებული ორგანო) (თუ ცნობილია, მიეთითოს |ერთჯერადი ექსპოზიცია | |
| |სპეციფიკური ეფექტი) (თუ დამტკიცებულია, რომ ექსპოზიციის არც | | |
| |ერთი სხვა გზა არ წარმოადგენს საშიშროებას, მიუთითეთ | | |
| |ექსპოზიციის გზა) | | |
|H372 |იწვევს ორგანოების დაზიანებას (თუ ცნობილია, მიუთითეთ |სპეციფიკური სამიზნე ორგანოს ტოქსიკურობა, |1 |
| |დაზიანებული ორგანო) ხანგრძლივი ან განმეორებითი ექსპოზიციის |განმეორებითი ექსპოზიცია | |
| |დროს (თუ დამტკიცებულია, რომ ექსპოზიციის არც ერთი სხვა გზა | | |
| |არ წარმოადგენს საშიშროებას, მიუთითეთ ექსპოზიციის გზა) | | |
|H373 |შეიძლება იწვევდეს ორგანოების დაზიანებას (თუ ცნობილია, |სპეციფიკური სამიზნე ორგანოს ტოქსიკურობა, |2 |
| |მიუთითეთ დაზიანებული ორგანო) ხანგრძლივი ან განმეორებითი |განმეორებითი ექსპოზიცია | |
| |ექსპოზიციის დროს (თუ დამტკიცებულია, რომ ექსპოზიციის არც ერთი| | |
| |სხვა გზა არ წარმოადგენს საშიშროებას, მიუთითეთ ექსპოზიციის | | |
| |გზა) | | |
ქვეკატეგორია 1B – კოროზია ექსპოზიციიდან ≥ 3 წუთის განმავლობაში.
ქვეკატეგორია , 1 C – კოროზია ექსპოზიციიდან ≥1 საათის განმავლობაში.
კანის ძლიერი გაღიზიანება: კატეგორია 2
კანის გაღიზიანება: კატეგორია 3
გ) თვალის სერიოზული დაზიანება/გაღიზიანება:
თვალის სერიოზული გაღიზიანება – კატეგორია 1
თვალის გაღიზიანება – კატეგორია 2
დ) რესპირატორული და კანის სენსიბილიზაცია :
რესპირატორული სენსიბილიზატორი – კატეგორია 1, ქვეკატეგორიები 1A, 1B.
კანის სენსიბილიზატორი – კატეგორია 1, ქვე-კატეგორიები 1A, 1B.
ე) ჩანასახოვანი უჯრედების მუტაგენობა – 1, 1A, 1B კატეგორიები.
ვ) კანცეროგენობა:
კატეგორია 1 – ადამიანის ცნობილი კანცეროგენი.
კატეგორია 1A – გააჩნია კანცეროგენული პოტენციალი ადამიანისათვის ადამიანის მონაცემების საფუძველზე.
ქვე-კატეგორია 1B – ადამიანის სავარაუდო კანცეროგენი. ცხოველების მონაცემების საფუძველზე.
კატეგორია 2 – ადამიანის საეჭვო კანცეროგენი
ზ) რეპროდუქციული ტოქსიკურობა
კატეგორია 1 – ადამიანის ცნობილი რეპროტოქსიკანტი
ქვეკატეგორია 1A – სავარაუდო რეპროტოქსიკანტი ადამიანის მონაცემების საფუძველზე.
ქვეკატეგორია 1B – შესაძლო რეპროტოქსიკანტი ცხოველების მონაცემების საფუძველზე.
კატეგორია 2 – ადამიანის საეჭვო რეპროტოქსიკანტი
თ) სამიზნე ორგანოს შერჩევითი ტოქსიკურობა, ერთჯერადი მოქმედებისას:
კატეგორიები – 1,2,3;
ი) სამიზნე ორგანოს შერჩევითი ტოქსიკურობა, მრავალჯერადი ხანგრძლივი მოქმედებისას – კატეგორიები 1,2;
კ) საშიშროება ასპირაციის დროს – კატეგორიები 1, 2.
4. ორსული, ახალნამშობიარე და მეძუძური ქალებისათვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს №1 ცხრილში წარმოდგენილი საშიშროებაზე მინიშნების H-ფრაზებით გამოხატული ქიმიური აგენტები. ცხრილში №11 მოყვანილია H-ფრაზებსა და R- ფრაზებს შორის შესაბამისობა.
ცხრილი №11 H-ფრაზებსა და R- ფრაზებს შორის შესაბამისობა
|H-ფრაზები | |R- ფრაზები | |
|საფრთხის კლასი, საფრთხის კატეგორია|საფრთხის შესახებ მითითების კოდი |საფრთხის აღნიშვნა |განსაკუთრებული საფრთხის აღნიშვნა |
|და საფრთხის კოდი | | | |
|Muta. 1A ან 1B |H340 |Muta. Cat. 1 ან 2 |R46 |
|Muta. 2 |H341 |Muta. Cat. 3 |R68 |
|Carc. 1A ან 1B |H350 |Carc. Cat. 1 ან 2 |R45 |
|Carc. 1A ან 1B |H350i |Carc. Cat. 1 ან 2 |R49 |
|Carc. 2 |H351 |Carc. Cat. 3 |R40 |
|Repr. 1A ან 1B |H360F |Repr. Cat. 1 ან 2 |R60 |
|Repr. 1A ან 1B |H360D |Repr. Cat. 1 ან 2 |R61 |
|Repr. 1A ან 1B |H360FD |Repr. Cat. 1 ან 2 |R60/61 |
|Repr. 2 |H361f |Repr. Cat. 3 |R62 |
|Repr. 2 |H361d |Repr. Cat. 3 |R63 |
|Repr. 2 |H361fd |Repr. Cat. 3 |R62-63 |
|Lact. |H362 |Muta. Cat. 1 ან 2 |R64 |
|STOT SE 1 |H370 |T |R39/23 |
| | |T |R39/24 |
| | |T |R39/25 |
| | |T+ |R39/26 |
| | |T+ |R39/27 |
| | |T+ |R39/28 |
|STOT SE 2 |H371 |Xn |R68/20 |
| | |Xn |R68/21 |
| | |Xn |R68/22 |
ცხრილი №2 რეპროდუქციულ ფუნქციაზე მოქმედი პოტენციურად საშიშ ქიმიურ ნივთიერებათა ჩამონათვალი*
|№ |ნივთიერების დასახელება |
|1. |აკრილამიდი |
|2. |აკროლეინი |
|3. |6-ამინონიკოტინამიდი |
|4. |სელენოვანი ანჰიდრიდი |
|5. |ანილინი და მისი წარმოებულები |
|6. |ანტიბიოტიკები |
|7. |საანესთეზიო აირები |
|8. |ანტიკოაგულანტები |
|9. |აცეტამიდი |
|10. |აცეტონი |
|11. |ბარბიტალი და ნატრიუმის ბარბიტალი |
|12. |ბარიუმი და მისი ნაერთები |
|13. |ბენზინი-საწვავი, გამხსნელი |
|14. |ბენზოლი |
|15. |ბენზაპირენი |
|16. |ბერილიუმი და მისი ნაერთები |
|17. |ბენზოსულფომჟავას ბუტილამიდი |
|18. |ბუთილმეტაკრილატი |
|19. |ვინილქლორიდი |
|20. |ჰექსაქლორბენზოლი |
|21. |ჰეროინი |
|22. |ჰიდრაზინი და მისი წარმოებულები |
|23. |იზოპროპილბენზოლის ჰიდროზეჟანგი |
|24. |ჰორმონული პრეპარატები |
|25. |(1,3- ბუტადიენი) დიბუტილფტალატი (დივინილი) |
|26. |დოდეცილფტალატი |
|27. |დიმეთილაცეტამიდი |
|28. |2,6- დიმეთილ ჰიდროქინონი |
|29. |4,4 დიმეთილოქსანი |
|30. |დიმეთილსულფატი |
|31. |დიმეთილპერეფტალატი |
|32. |დიმეთილფორმამიდი |
|33. |დიმეთილფტალატი |
|34. |პერფტორადიპინის მჟავას დინიტროლი |
|35. |პერფტორგლუტარის მჟავას დინიტროლი |
|36. |დინიტრობენზოლი |
|37. |დიოქსინი |
|38. |დისულფიდი და მეთილპანტოილი |
|39. |1,3- დიქლორბუტენ-2 |
|40. |დიეთილაცეტამიდი |
|41. |დიეთილფტალატი |
|42. |კადმიუმი და მისი ნაერთები |
|43. |კაპროლაქტამი |
|44. |კაპტანი |
|45. |კარბათიონი |
|46. |ქსანტოგენატები კალიუმის, ნატრიუმის |
|47. |ქსილოლი |
|48. |ლუმინოფორები |
|49. |მანგანუმი და მისი ნაერთები |
|50. |სპილენძი და მისი ნაერთები |
|51 |მეტაცილი |
|52. |მეთილაცეტამიდი |
|53. |მონოფურფურილიდენაცეტონი |
|54. |მონოეთალოლამინი |
|55. |მონოფოლინი |
|56. |B- ნაფტალინი |
|57. |A-ნაფთოქინონი |
|58. |ნიკოტინამიდი |
|59 |ბენზოლის ნიტრონაერთები |
|60. |ნიტროფურანი |
|61. |პაქიკარპინი |
|62. |პესტიციდები |
|63. |პიპერიდინი |
|64. |პირიმიდინის წარმოებულები |
|65 |რაუვოლფია და მისი პრეპარატები |
|66. |ვერცხლისწყალი და მისი ნაერთები |
|67. |ტყვია და მისი ნაერთები |
|68. |სელენი და მისი ნაერთები |
|69. |გოგირდახშირბადი |
|70. |სტიროლი |
|71. |აზოტმჟავა სტრონციუმი |
|72. |სტრონციუმის ოქსიდი და ჰიდროოქსიდი |
|73. |სტიბიუმი და მისი ნაერთები |
|74. |თამბაქო-მტვერი და აქროლადი ნივთიერებები |
|75. |ტალიდომიდი |
|76. |თალიუმი და მისი ნაერთები |
|77. |თეობრომინი |
|78. |თეოფილინი |
|79. |ტესტოსტერონი |
|80. |ტეტრამეთილტიურამიდისულფიდი |
|81. |ტეტრაქლორუტანი |
|82. |ტეტრაქლორბუტადიენი |
|83. |ტეტრაეთილტყვია |
|84. |თიოაცეტამიდი და მისი წარმოებულები |
|85. |თიორაცილი |
|86. |ტოლუოლი |
|87. |ტრეტბუთილპირაცეტატი |
|88. |ტრეტბუთილპერბენზოატი |
|89. |ტრიკრეზილფოსფატი |
|90. |ტრიკრეზოლი |
|91. |1,5, 5-ტრიმეთილციკლოჰექსანონი-3 |
|92. |3,5 – ტრიმეთილციკლოჰექსანონი-3 |
|93. |ტრინიტროტოლუოლი |
|94. |2,4,6,- ტრინიტროფენოლი |
|95. |ტრიფენილფოსფატი |
|96. |ტრიფტაზინი |
|97. |მ-ტრიფტორმეთილფენილიზოციანატი |
|98. |ტრიფტორქლორპროპანი |
|99. |1,1,3-ტრიქლორაცეტონი |
|100. |1,2,3- ტრიქლორბუტენი-3 |
|101. |ტრიქლორსილანი |
|102. |ტრიქლორტრიაზინი |
|103. |სპილენძის ტრიქლორფენოლია |
|104. |ტრიქლორეთილენი |
|105. |ტრიეთოქსისილანი |
|106. |ტრი (2 –ეთილჰექსილ) ფოსფატი |
|107. |სამმაგიკარბონატი |
|108. |ურანი (ხსნადი და უხსნადი ნაერთები) |
|109. |ნნ-მ-ფენილენდიმალეიმიდი |
|110. |ფენოლი |
|111. |ფორმალდეჰიდი |
|112. |ფორმამიდი |
|113. |ფოსფორის ტრიჰიდრიდი (ფოსფინი) |
|114. |ხუთქლორიანი ფოსფორი |
|115. |სამქლორიანი ფოსფორი |
|116. |ფოსფორის ქლორჟანგი |
|117. |ფტორ აცეტამიდი |
|118. |ფტოროტანი |
|119. |ფურანი |
|120. |ფურილის სპირტი |
|121. |ფურფურიალიდენი |
|122. |ფურფოლორი |
|123. |ქინაქინა |
|124. |2-კარბონმჟავას 4 ქლორბენზონფენონი |
|125. |ქლორიანი 5-ეთოქსიფენილი 1,2 აზთიონის |
|126 |ქლორმეთილტრიქლორსილანი |
|127. | ქლოროპრენი |
|128. |ქლოროფორმი |
|129. |II ქლოროფენოლი |
|130. | 2- ქლორეთანსულფოქლორიდი |
|131. |ქრომატები, ბიქრომატები |
|132. |ციკლოჰექსანი |
|133. |ციკლოჰექსანონი |
|134. |ციკლოჰექსანლოქსიმი |
|135. |ეპიქლორჰიდრიდი |
|136. |ეთილენის ოქსიდი |
|137. |ეთილენიმინი |
|138. |ეთილმერკურფოსფატი |
|139. |2- ეთილჰექსილდიფენილფოსფატი |
|140. |ეუფილინი |
|141. |ურეთანები |
|142 |აცეტილსალიცილინის მჟავა |
|143. |ამილის ბრომიდი |
|144. |ბუთილის ბრომიდი |
|145. |ჰექსილის ბრომიდი |
|146. |დიბუთილფენილფოსფატი |
|147. |ეპოქსიდური ფისების აქროლადი პროდუქტები |
|148. |ეპოქსიტრიფენოლის ფისის აქროლადი პროდუქტები |
|149. |მეთილის დიქლორადი |
|150. |2-მეთილფურანი |
|151. |ტრიბუთილფოსფატი |
|152. |ფენოქსიძმარმჟავა |
|153. |დარიშხანი და მისი ნაერთები |
|154. |2,4,6 ტრინიტროანიზოლი |
|* შეტანილია ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც საშიშ მოქმედებას ახდენენ გონადებზე და/ან ემბრიონზე (კლინიკური და ექსპერიმენტული გამოკვლევების |
|საფუძველზე). |
| |
| |
| |
|ცხრილი №3. უპირატესად ფიბროგენული მოქმედების საწარმოო აეროზოლების ნუსხა |
|უპირატესად ფიბროგენული მოქმედების საწარმოო აეროზოლების ნუსხა |
|№ |ნივთიერების დასახელება |
|1. |სილიციუმის დიოქსიდი (კაჟმიწა) კრისტალური (კვარცი, კრისტობალიტი, ტრიდიმიდი, კვარციტი, დინასი, გრაფიტი, შამოტი, ნედლი ქარსი, |
| |სპილენძ-სულფიდური მადნები და სხვ.) |
|2. |სილიციუმის დიოქსიდი ამორფული კონდენსაციის და დეზიტეგრაციის აეროზოლების სახით (დიატომიტი, კვარცის მინა, ნადნობი კვარცი, ტრეპელი და |
| |სხვ.) |
|3. |სილიციუმის კარბიდი (ბოჭკოვანი კრისტალები) |
|4. |სილიკატების შემცველი მტვერი, სილიკატები, ალუმინის სილიკატები: |
| |ა) ბუნებრივი აზბესტი (ქრიზოტილი, ანტოფილიტი, აქტინოლიტი, ტრემოლიტი, მაგნეზიარფვედსონიტი) და სინთეზური აზბესტები, ასევე აზბესტოვანი |
| |ქანების მტვერი; |
| |ბ) აზბესტცემენტი შეუღებავი და ფერადი, მასში მანგანუმის დიოქსიდის არაუმეტეს 5%, ქრომის ოქსიდის არაუმეტეს 7%, რკინის ოქსიდის |
| |არაუმეტეს 10% შემცველობით; |
| |გ) აზბესტბაკელიტი, აზბესტრეზინი; |
| |დ) ქარსი (ფლაგოპიტი, მუსკოვიტი), ტალკი, ტალკისებური ქანების მტვერი; |
| |ე) ცემენტი, ოლივინი, აპატიტი, თიხა კაოლინოვანი შამოტი; |
| |ვ) ვულკანური წარმოშობის მინისებური სილიკატები (ტუფი, პემზე, პერლიტი); |
| |თ) დუნიტები და მათგან დამზადებული მაგნეზიტური სილიკატური (ფორსტერიტული) ცეცხლგამძლე; |
| |ი) მინის და მინის სამშენებლო მასალების მტვერი. |
|5. |ხელოვნური მინერალური ბოჭკოები სილიკატური მინისებური სტრუქტურით (მინის ბოჭკო, მინის ბამბა, მინერალური და წიდური ბამბა, ბაზალტური). |
|6. |ლითონებისა და მათი სილიკატების აეროზოლები, წარმოქმნილი მშრალი ხეხვის, ლითონის ფხვნილის მიღების პროცესში |
|7. |ნახშირბადის მტვერი: |
| |ა) ქვანახშირის, სქელფისის, ნავთობის, ქარსისკოქსი; |
| |ბ) ანტრაციტი და ნახშირის სხვა წიაღისეული; |
| |გ) ნახშირის ქანების მტვერი თავისუფალი სილიციუმის დიოქსიდის შემცველობით 5-დან 10%-მდე; |
| |დ) ალმასი ბუნებრივი და ხელოვნური, მათ შორის მეტალიზებული; |
| |ე) სარეწველო შავი ჭვარტლი ბენზაპირენის შემცველობით არაუმეტეს 35 მგ/კგ; |
| |ვ) ნახიშრბადოვანი ბოჭკოსებრი მასალები ჰიდროცელუზური და პოლიაკრილონიტრილის ბოჭკოების საფუძველზე. |
|8. |მცენარეული და ცხოველური წარმოშობის მტვერი (ბამბის, სელის, კანაფის, ჯუთის, მარცვლის, თამბაქოს, მერქნის, ტორფის, სვიის, ქაღალდის, |
| |შალის, ბუმბულის, ნატურალური აბრეშუმის და სხვ.). |
|9. |არაორგანული ლუმინოფორის მტვერი,მათ შორის კადმიუმის 5%-მდე შემცველობით |
|10. |შედუღების აეროზოლები: |
| |ა) მანგანუმის (20%-ზე მეტი), ნიკელის, ქრომის, ფტორის შენაერთების, ბერილიუმის, ტყვიის შემცველი; |
| |ბ) მანაგანუმის (20%-მდე), რკინის ოქსიდების, ალუმინის, მაგნიუმის, ტიტანის, სპილენძის, თუთიის, მოლიბდენის, ვანადიუმის, ვოლფრამის |
| |შემცველი. |
|11. |აბრაზიული და აბრაზივშემცველი (ელექტროკორუნდი, ბორის კარბიდი, ელბორი, სილიციუმის კარბიდი და სხვ.) |
დანართი №1.3
სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკურ ფაქტორებთან
მუხლი 1
ეს დანართი განსაზღვრავს სამუშაოებს, რომლებიც უკავშირდება ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისათვის მავნე და საშიშ ფიზიკურ ფაქტორებს (ხმაური, ვიბრაცია, მაიონებელი, არამაიონებელი გამოსხივება, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ატმოსფერული წნევა, ტემპერატურა, განათებულობა და სხვ.), ასევე ინფორმაციას მათგან გამოწვეული რისკებისა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელება საჭიროა ამ რისკების თავიდან ასაცილებლად ან/და შესამცირებლად.
მუხლი 2
1. ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ დაიშვებიან სამუშაოდ ზოგადი და ლოკალური ვიბრაციის და ულტრაბგერის ზემოქმედების პირობებში.
2. ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ დაიშვებიან მძიმე[2] და მიწისქვეშა სამუშაოებზე.
3. ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ დაიშვებიან სიმაღლესთან დაკავშირებულ სამუშაოებზე.
4. ინფრაბგერასთან, მაიონებელ გამოსხივებასთან და ატმოსფერული წნევის პირობებში სამუშაოდ დაიშვებიან ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები მხოლოდ ბუნებრივი ფონის არსებობისას. ფიზიკური და სხვა ფაქტორების ჰიგიენური მაჩვენებლები (ოპტიმალური დონეები) წარმოდგენილია №1 ცხრილში.
ცხრილი №1
|საწარმოო გარემოს ოპტიმალური პირობების ჰიგიენური მაჩვენებლები |
|საწარმოო გარემოს მავნე ფაქტორები |ოპტიმალური დონე |
|უპირატესად ფიბროგენული და შერეული ტიპის მოქმედების სამრეწველო აეროზოლები |არ უნდა იყოს |
|ვიბრაცია (ზოგადი და ლოკალური) |არ უნდა იყოს |
|ხმაური |არა უმეტეს 50 დბა |
|ულტრაბგერა |არ უნდა იყოს |
|ინფრაბგერა |ბუნებრივი ფონი |
|არამაიონებელი გამოსხივება: | |
|- სამრეწველო სიხშირის (50 ჰც) ელექტრული ველი |0,5 კვ/მ |
|- რადიოსიხშირის დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივება: | |
|- 0,01 – 3 ჰც | |
|- 3-30ჰც |10 ვ/მ |
|- 30ჰც-300მჰც |6 ვ/მ |
|- 300 მჰც-300 ჰჰც |2 ვ/მ |
|- მუდმივი ელექტული და მაგნიტური ველები |1 მკვ/ |
| |ბუნებრივი ფონი |
|მაიონებელი გამოსხივება |ბუნებრივი ფონი |
|მიკროკლიმატი შენობაში Iა* კატეგორიის (ენერგო დანახარჯების ინტენსივობით 120 | |
|კკალ/სთ-მდე) მსუბუქი სამუშაოს შესრულებისას: | |
|ჰაერის ტემპერატურა, 0C; | |
|- წლის ცივი პერიოდი | |
|- წლის თბილი პერიოდი |22-24 |
|- შეფარდებითი ტენიანობა, % |23-25 |
|- ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, მ/წ |40-60 |
| |0,1 |
|ატმოსფერული წნევა, მმ-ში ზღვის დონიდან |ბუნებრივი ფონი |
|განათებულობა, ლქ (განათების კომბინირებული სისტემა) |მოქმედი ჰიგიენური ნორმატივების ოპტიმალური სიდიდეები |
|*შენიშვნა: სამუშაოს კატეგორიები განსაზღვრულია - „საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ |
|საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №69 დადგენილებით. |
5. ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ უნდა მუშაობდნენ ინფრაწითელი გამოსხივების ზემოქმედების პირობებში. სამუშაო ზონაში გახურებული დანადგარების და მოწყობილობების ზედაპირის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 350C-ს.
6. ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ დაიშვებიან ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დასველებასთან დაკავშირებულ და ორპირ ქარში მუშაობასთან.
7. ორსული, ახალნამშობიარე და მეძუძურ ქალებს ეკრძალებათ მუშაობა ატმოსფერული წნევის მკვეთრი მერყეობის პირობებში (საფრენოსნო შემადგენლობა, ბორტგამცილებელი, ბაროკამერის პერსონალი და სხვ.).
8. ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისათვის დაუშვებელია მუშაობა ბუნებრივი განათების არმქონე უსარკმელო და გაუნათებელ სათავსებში; ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ უნდა შედიოდნენ სათავსებში, სადაც ჟანგბადის შემცველობა 20%-ზე ნაკლებია.
9. ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ დაიშვებიან სამუშაოზე, რომელიც პროფესიულად დაკავშირებულია ვიდეოდისპლეური ტერმინალების (პერსონალური კომპიუტერების გარდა) გამოყენებასთან და რადიოსიხშირის დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედებასთან.
მუხლი 3
ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისთვის მძიმედ და საშიშად მიიჩნევა სამუშაო შენობა-ნაგებობებში, სადაც ტემპერატურა სცილდება +150 C-დან +250 C -მდე დიაპაზონის ზღვარს, ასევე რეგულარულად ისეთი სამუშაოების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია მაღალ ტენიანობასთან. ტემპერატურისას, თუ ის +15ͦ C-ზე ნაკლებია, საჭიროა თბილი სასმელების მიწოდება. სამუშაოები +150C და ქვემოთ დასაშვებია, თუ დამსაქმებელს გააჩნია ტანსაცმელი, რომელიც მორგებულია თერმულ სიტუაციაზე და საქმიანობის შესაფერისია. შენობა-ნაგებობებში ტემპერატურის შეფასებისას გასათვალისწინებელია აგრეთვე ჰაერის ტენიანობა, ჰაერის სიჩქარე ან ზემოქმედების ხანგრძლივობა.
მუხლი 4
1. მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მომუშავე ორსული ქალის ჩანასახის დასხივება, მას შემდეგ, რაც ქალი შეატყობინებს დამსაქმებელს ორსულობის შესახებ, უნდა შეიზღუდოს შრომის პირობების შეცვლით ისე, რომ ორსულობის დარჩენილ პერიოდში გარეგანი დასხივების ეფექტური დოზისა და ჩანასახის შინაგანი დასხივების მოსალოდნელი ეფექტური დოზათა ჯამის მნიშვნელობამ არ გადააჭარბოს 1 მილიზილვერტს (მზვ) წელიწადში. დამსაქმებელმა, რომელიც ინფორმირებულია ქალის ორსულობასა ან მეძუძურობაზე, უნდა უზრუნველყოს ქალის შრომის შესაბამისი პირობები პროფესიულ დასხივებასთან მიმართებაში ჩანასახისა და ახალშობილისათვის დაცვის ისეთივე დონეზე, როგორც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ უნდა მუშაობდნენ რადიოაქტიური დაბინძურების საფრთხის მქონე მაიონებელ გამოსხივებასთან.
3. ორსულობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ორსულობის დასრულებამდე, გარანტირებული უნდა იყოს, რომ არამაიონებელი გამოსხივების ზემოქმედება არ გამოიწვევს დედის ან ბავშვისთვის ზიანს. დაცული უნდა იყოს №1 ცხრილში დასახელებული არამაიონებელი გამოსხივების ზღვრული მნიშვნელები.
ცხრილი №1. ერთიანი სიხშირის ველში ზემოქმედების ზღვრული მნიშვნელები
| |ველის სიდიდის ეფექტური | |
| |ზღვრული მნიშვნელობა | |
|სიხშირე |ელექტრული ველის ძალა E |მაგნიტური ველის ძალა H |მაგნიტური ნაკადის სიმჭიდროვე |საშუალო ხანგრძლივობა (წთ.) |
| |(V/m) |(A/m) |B (µT) | |
| |ვ/მ |ა/მ | | |
|სტატიკური ველები | |
|(ჰც) | |
|< 1 ჰც |- |32 000 |40 000 |-* |
|დაბალი სიხშირის დიაპაზონი | |
|1-100 (კჰც) | |
|-8 Hz ჰც |10 000 |32 000 / f2 |40 000 / f2 |-* |
|8-25 ჰც |10 000 |4000 / f |5000 / f |-* |
|0,025-0,8 კჰც |250 / f |4 / f |5 / f |-* |
|0,8-3 კჰც |250 / f |5 |6,25 |-* |
|3-100 კჰც |87 |5 |6,25 |-* |
|მაღალი სიხშირის დიაპაზონი | |
|> 100 კჰგ | |
|100-150 კილოჰერცი |87 |5 |6,25 |6 |
|0,15-1 მეგაჰერცი |87 |0,73 / f |0,92 / f |6 |
|1-10 მეგაჰერცი |87 / |0,73 / f |0,92 / f |6 |
|10-400 მეგაჰც |28 |0,073 |0,092 |6 |
|400-2000 მეგაჰც |1,375 |0,0037 |0,0046 |6 |
|2-10 გეგაჰც |61 |0,16 |0,20 |6 |
|10-300 გეგაჰც |61 |0,16 |0,20 |68 / f1.05 |
|f: ცხრილის პირველ სვეტში მოცემული სიხშირის ერთეული |
|*მაქსიმალურად დასაშვები მნიშვნელობა, რომლის გადაჭარბება დაუშვებელია დროის ნებისმიერ მონაკვეთში. |
მუხლი 5
დამსაქმებლის ვალდებულებები მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის და სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნებისადმი წარმოდგენილია შემდეგ ნორმატიულ აქტებში:
ა) ტექნიკური რეგლამენტი – „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის №450 დადგენილება;
ბ) ტექნიკური რეგლამენტი – „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №317 დადგენილება.
მუხლი 6
1. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული ქალის ორსულობის შესახებ ინფორმაციის მიღების დღიდან შეაფასოს საწარმოში არსებული რისკები დადგენილი წესის შესაბამისად და აცნობოს დასაქმებულს ამ რისკების შესახებ.
2. დამსაქმებელი ვალდებულია რისკის არსებობის შემთხვევაში შეაფასოს ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისათვის მოცემულ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკის ხასიათი, ხარისხი და ხანგრძლივობა და აცნობოს მათ იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელება აუცილებელია ამ რისკების თავიდან ასაცილებლად/შესამცირებლად.
3. რისკის ზემოქმედების თავიდან აცილებისა ან შემცირების მიზნით, რეკომენდებულია დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისათვის რისკ-ფაქტორის არსებობისას დროებით შეუცვალოს მათ სამუშაო პირობები ან/და სამუშაო საათები.
4. თუ სამუშაო პირობების ან/და სამუშაო საათების შეცვლა შეუძლებელია, რეკომენდებულია დამსაქმებელმა გადაიყვანოს ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალი სხვა სამუშაოზე ან გაათავისუფლოს დასაქმებული თავისი მოვალეობის შესრულებისგან დროებით, რამდენიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოებისათვის.
5. დამსაქმებელი ვალდებულია მიაწოდოს ორსულ, ახალნამშობიარებ და მეძუძურ ქალს ინფორმაცია რისკების შეფასებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
დანართი №1.4
ბიოლოგიურ აგენტებთან დაკავშირებული სამუშაოები
მუხლი 1
ეს დანართი განსაზღვრავს იმ სამუშაოებს, რომლის დროსაც ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები შეიძლება განიცდიდნენ ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედების საფრთხეს და ადგენს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მოთხოვნებს ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების სამუშაო გარემოს ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული საფრთხეებისგან დასაცავად.
მუხლი 2
ამ დანართის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს და შემოკლებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბიოლოგიური აგენტები – პათოგენი და ბიოლოგიური წარმოშობის ტოქსინი, ასევე მათი შემცველი ნებისმიერი წარმოშობის ობიექტი და მასალა;
ბ) ინდივიდუალური დაცვის საშუალება – სპეციალური ტანსაცმელი, ლაბადები, ხალათები, ხელთათმანები, სათვალეები, რესპირატორები, კომბინიზონები, კოსტიუმები და სხვა საშუალებები, რომელთა გამოყენება აუცილებელია ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
გ) კოლექტიური დაცვის საშუალებები – ტექნიკური და საინჟინრო საშუალებების ერთობლიობა, რომლებიც კონსტრუქციულად და ფუნქციურად დაკავშირებულია საწარმოო გარემოსა და შრომის პროცესთან, და განკუთვნილია საფრთხის შემცველი ბიოლოგიური აგენტების თავიდან აცილებისათვის ან შემცირებისათვის;
დ) მიკროორგანიზმი – მიკრობიოლოგიური ერთეული, უჯრედული ან არაუჯრედული, რომელსაც შეუძლია მოახდინოს რეპლიკაცია ან გენეტიკური მასალის გადაცემა;
ე) რისკი – საწარმოო გარემოს და შრომითი პროცესის ფაქტორების გავლენის შედეგად დასაქმებულ(ებ)ისთვის, მათ შორის ორსული, ახალნამშობიარე და მეძუძური ქალებისათვის ჯანმრთელობის ან სხვაგვარი ზიანის მიყენების ალბათობის სიდიდე, შედეგის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით;
ვ) რისკის შეფასება – ბიოუსაფრთხოების დონისადმი კუთვნილების განსაზღვრისაკენ მიმართული ხარისხობრივ და რაოდენობრივ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს: აგენტის პათოგენობას, ტრანსმისიურობას, ვირულენტობას, მიმღებლობას, პროფილაქტიკისა და მკურნალობის საშუალებებს, ბიოლოგიური აგენტის იდენტიფიცირების მეთოდებს და ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ მეთოდოლოგიას;
ზ) სამუშაო ადგილი – კონკრეტული ადგილი, სადაც დასაქმებულ(ებ)ი, მათ შორის ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები უშუალოდ ეწევიან შრომით საქმიანობას;
თ) სამუშაო სივრცე – ყველა სამუშაო ადგილისა და იმ ტერიტორიის ერთობლიობა, სადაც დასაქმებულები, მათ შორის ორსული, ახალნამშობიარე და მეძუძური ქალები იმყოფებიან/გადაადგილდებიან სამსახურებრივი დანიშნულებით და რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დამსაქმებლის კონტროლის ქვეშ;
ი) საფრთხე – საწარმოო გარემოს და შრომითი პროცესის (მანქანა-დანადგარების, მასალების, ნივთიერებების, სამუშაო მეთოდების, გარემო პირობების ან შრომის ორგანიზების) თავისებურებები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დასაქმებულ(ებ)ის, მათ შორის ორსული, ახალნამშობიარე და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, დაავადება ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები;
კ) შრომის უსაფრთხოება – სამუშაოს ნეგატიური ასპექტებისგან დასაქმებულთა, მათ შორის ორსულ, ახალნამშობიარეზე და მეძუძურ ქალთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ფუნქციონალური შესაძლებლობების დაცვის სისტემა, რომელიც ქმნის პირობებს ჯანსაღი და უსაფრთხო საქმიანობისთვის და რომელიც მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, საორგანიზაციო-ტექნიკურ, სანიტარიულ-ჰიგიენურ, სამკურნალო- პროფილაქტიკურ, სარეაბილიტაციო და სხვა ღონისძიებებს.
მუხლი 3
ბიოლოგიური აგენტები კლასიფიცირდება ოთხ ჯგუფად ინფიცირების რისკის დონის შესაბამისად:
ა) რისკის ჯგუფი 1 – ბიოლოგიური აგენტები, რომლებიც წარმოადგენენ ინდივიდისა და საზოგადოებისათვის მცირე რისკს და, ჩვეულებრივ, არ იწვევენ ადამიანის ან ცხოველის დაავადებას;
ბ) რისკის ჯგუფი 2 – ბიოლოგიური აგენტები, რომლებიც წარმოადგენენ ინდივიდისთვის საშუალო და საზოგადოებისთვის დაბალ რისკს და შესწევთ უნარი, გამოიწვიონ ადამიანის და ცხოველის დაავადება, მაგრამ ეფექტური მკურნალობა და პრევენციული ღონისძიებები ხელმისაწვდომია და ინფექციის გავრცელების რისკი შეზღუდულია;
გ) რისკის ჯგუფი 3 – ბიოლოგიური აგენტები, რომლებიც წარმოადგენენ ინდივიდისთვის მაღალ და საზოგადოებისთვის დაბალ რისკს და ჩვეულებრივ იწვევენ ადამიანის და ცხოველის მძიმე დაავადებას, მაგრამ არ ვრცელდებიან ერთი ინფიცირებული ადამიანიდან მეორეზე შემთხვევითი კონტაქტის გზით. მათ წინააღმდეგ არსებობს ეფექტური სამკურნალო საშუალებები და პრევენციული ღონისძიებები;
დ) რისკის ჯგუფი 4 – ბიოლოგიური აგენტები, რომლებიც წარმოადგენენ ინდივიდისთვის და საზოგადოებისთვის მაღალ რისკს და ადამიანებში და ცხოველებში იწვევენ ძალიან მძიმე დაავადებებს. შეიძლება ადვილად გავრცელდნენ ერთი ინდივიდიდან მეორეზე, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით. მათი საწინააღმდეგო ეფექტური სამკურნალო საშუალებები და პროფილაქტიკური ღონისძიებები არ არსებობს.
მუხლი 4
ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედების მქონე საქმიანობების ინდიკატორული ჩამონათვალი მოიცავს შემდეგ ობიექტებს:
ა) მუშაობა სურსათის წარმოების ობიექტებში;
ბ) მუშაობა სოფლის მეურნეობაში;
გ) მუშაობა ცხოველებთან ან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან კონტაქტის მქონე ობიექტებში;
დ) მუშაობა სამკურნალო დაწესებულებებში, მათ შორის, იზოლატორებში და სიკვდილის შემდგომი საქმიანობის ობიექტებში (გვამთან კონტაქტი, ბალზამირება, პროზექტურა, და სხვ.);
ე) მუშაობა კლინიკურ, ვეტერინარულ და დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში, გარდა მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკური ლაბორატორიებისა;
ვ) მუშაობა ბიოლოგიური ნარჩენების განთავსების ობიექტებში;
ზ) მუშაობა კანალიზაციის გამწმენდ ნაგებობებზე.
მუხლი 5
1. დამსაქმებელი, სამუშაო გარემოში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ნებისმიერი საქმიანობის შესრულებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობის ბიოლოგიურ აგენტების ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება, ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს, რომ ორსულ, ახალნამშობიარები და მეძუძურ ქალებს სამუშაო სივრცეში არ შეექმნათ საფრთხე ბიოლოგიურ აგენტებთან მუშაობის გამო;
ბ) არ დაუშვას ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები სამუშაოდ მე-2 რისკ–ჯგუფის იმ ბიოლოგიურ აგენტებთან, რომლებზეც ცნობილია, რომ ისინი არიან ტერატოგენები (როგორიცაა, რუბელას ან ტოქსოპლაზმის ვირუსი). გამონაკლისს წარმოადგენს, როცა დასაქმებული იმუნიზაციითაა სათანადოდ დაცული. ორსული, ახალნამშობიარე და მეძუძური ქალების მუშაობა მე-2 რისკჯგუფის ბიოლოგიურ აგენტებთან მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ რისკის შეფასებამ აჩვენა, რომ დედისა და ბავშვის ჯანმრთელობისათვის რისკი არ არის;
გ) არ დაუშვას სამუშაოდ ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები მე-2, მე-3 და მე-4 რისკ–ჯგუფის ბიოლოგიურ აგენტებთან. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როცა ასეთი ქალები სათანადოდ არიან დაცული იმუნიზაციით;
დ) განსაზღვროს დასაქმებულებზე ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედების ხასიათი, ხარისხი და ხანგრძლივობა, რათა შესაძლებელი გახდეს რისკის შეფასება და პრევენციული ღონისძიებების გატარება;
ე) რეგულარულად ჩაატაროს ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების სამუშაო ადგილების რისკის შეფასება;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ ორსულ, ახალნამშობიარები და მეძუძურ ქალზე ერთდროულად მოქმედებს რამდენიმე რისკის ჯგუფის ბიოლოგიური აგენტი, შეაფასოს რისკი ყველაზე საშიში ბიოლოგიური აგენტის საფრთხის საფუძველზე;
ზ) იზრუნოს არსებული რისკების აღმოფხვრასა და თავიდან აცილებაზე;
თ) შეაფასოს ის რისკები და საფრთხეები, რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია;
ი) იზრუნოს საფრთხის შემცველი ბიოლოგიური აგენტის სამუშაო სივრცეში შემცირებაზე;
კ) ჩაუტაროს დასაქმებულ ორსულ, ახალნამშობიარები და მეძუძურ ქალებს შესაბამისი სწავლება, ინსტრუქტაჟი და მიაწოდოს ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე ბიოლოგიურ აგენტებთან მუშაობასთან დაკავშირებული რისკ–ფაქტორებისა და შრომის უსაფრთხოების პრინციპების შესახებ;
ლ) უზრუნველყოს დაცვის და საკონტროლო სისტემების, ასევე ბიოლოგიური აგენტების შემგროვებელი და გამანეიტრალებელი აღჭურვილობების უწყვეტი და გამართული ფუნქციონირება;
მ) აღჭურვოს სამუშაო სივრცე შესაბამისი კოლექტიური დამცავი საშუალებებით (გამწოვი ვენტილაცია, გამწოვი კარადები, განათება დ სხვ.);
ნ) აღჭურვოს დასაქმებული ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები ეფექტური ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით, უზრუნველყოს დამცავი საშუალებების სისუფთავე და ტექნიკური გამართულობა;
ო) უზრუნველყოს ინდივიდუალური და სხვა დამცავი საშუალებების მოვლა-გასუფთავება, მათი სწორად გამოყენების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში დროული შეცვლა;
პ) აწარმოოს სია და ჩანაწერები იმ დასაქმებულების შესახებ, რომლებსაც სამუშაოს შესრულების დროს პოტენციური საფრთხე შეუქმნეს მე-3 და მე-4 რისკის ჯგუფების ბიოლოგიურმა აგენტებმა და შეინახოს აღნიშნული სიის ჩანაწერები მინიმუმ 5 წლის განმავლობაში, ბიოლოგიური აგენტის დასაქმებულზე მოქმედების ბოლო ექსპოზიციიდან.
ეს ჩანაწერები უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
პ.ა.) სამუშაოს აღწერა;
პ.ბ.) რომელი ბიოლოგიური საშიშროება გამოიკვეთა და ექსპოზიციის ხანგრძლივობა;
პ.გ) ინფორმაცია ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების შესახებ.
2. იქ, სადაც შესაძლებელია რისკის პრევენცია და ექსპოზიციის კონტროლი, უნდა განხორციელდეს მავნე ბიოლოგიური აგენტის ჩანაცვლება ალტერნატიულით, გატარდეს საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები, სამუშაოს სწორი დაგეგმვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და მოწყობილებების გამოყენებით.
5. თუ რისკის თავიდან აცილება შეუძლებელია არსებული საშუალებებით, რეკომენდებულია დამსაქმებელმა შეცვალოს მუშაობის პირობები ან საათები, ან შესთავაზოს დასაქმებულ ორსულ, ახალნამშობიარებ და მეძუძურ ქალს ალტერნატიული სამუშაო, თუ ეს შეუძლებელია, გაათავისუფლოს დასაქმებული თავისი მოვალეობის შესრულებისაგან დროებით, რამდენიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის დაცვისათვის.
მუხლი 6
1. №1-4 ცხრილებში მოყვანილია საშიში ბიოლოგიური აგენტების (ბაქტერიების, ვირუსების, პარაზიტების და სოკოების) ჩამონათვალი[3].
2. ცხრილში მოყვანილი აღნიშვნები შემდეგი ასოებითაა ნაჩვენები:
Spp – ჩამონათვალში შემავალი ბიოლოგიურ აგენტების აღნიშვნა ეხება ადამიანის ცნობილი პათოგენების სხვა სახეობებს
A – სავარაუდო ალერგიული ეფექტი
D – დამსაქმებელი უნდა ინახავდეს ბიოლოგიური აგენტის ექსპოზიციის ქვეშ მყოფ დასაქმებულთა ჩამონათვალს, ბოლო ექსპოზიციის შემდეგ მინიმუმ 5 წლის განმავლობაში.
T – ტოქსინების მწარმოებელი
V – ეფექტური ვაქცინა ხელმისაწვდომია
(*) – დასაქმებულების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით დამსაქმებლებმა უნდა გაითვალისწინოს ახალი ტექნოლოგიები
(**) – ბიოლოგიური აგენტების მოქმედებისაგან დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით საჭიროა პრევენციული ზომების მიღება
(a) – ტკიპისმიერი ენცეფალიტი.
(b) – D ჰეპატიტის ვირუსი პათოგენურია დასაქმებულებისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს B ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ერთდროული ან მეორადი ინფექცია. ამდენად, B ჰეპატიტის ვირუსის ვაქცინაცია დაიცავს D ჰეპატიტის ვირუსისგან (დელტა) იმ დასაქმებულებს, რომლებიც არ არიან ინფიცირებული B ჰეპატიტის ვირუსით.
(c) – მხოლოდ A, B და C ტიპის ორტომიქს ვირუსები.
(d) – რეკომენდებულია სამუშაოსთვის, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ამ აგენტებთან.
(e) – იდენტიფიცირებულია ორი ვირუსი: ერთი buffalopox-ის ტიპის და მეორე Vaccinia ვირუსის ნაირსახეობა.
(f) – cowpox virus-ის ვარიანტი.
(g) –Vaccinia-ს ვარიანტი.
(h) – simian-ის წარმოშობის სხვა რეტროვირუსებით გამოწვეული ადამიანების დაავადების შესახებ მტკიცებულებები დღეისათვის არ არის ხელმისაწვდომი.
(i) – არ არის მონაცემები, რომ ცხოველების TSEs -ზე პასუხისმგებელი აგენტები გამოიწვევენ ადამიანის ინფიცირებას.
ცხრილი №1. ბაქტერიები
|ბიოლოგიური აგენტი |კლასიფიკაცია რისკ-ჯგუფები |შენიშვნა |
|Actinobacillusactinomycetemcomitans |2 | |
|Actinomadura madurae |2 | |
|Actinomadura pelletieri |2 | |
|Actinomycesgerencseriae |2 | |
|Actinomycesisraelii |2 | |
|Actinomycespyogenes |2 | |
|Actinomyces spp. |2 | |
|Arcanobacterium haemolyticum (Corynebacterium haenolyticum) |2 | |
| Bacillusanthracis |3 | |
|Bacteroidesfragilis |2 | |
|Bartonella bacillifonnis |2 | |
|Bartonella quintana (Rochalimaea quintana) 2 |2 | |
|Bartonella (Rochalinea) spp. |2 | |
|Bordetella bronchiseptica |2 | |
| Bordetella parapertussis |2 | |
|Bordetella pertussis |2 |V |
|Borrelia burgdorferi |2 | |
|Borrelia duttonii |2 | |
|Borrelia recurrentis |2 | |
|Borrelia spp. |2 | |
|Brucella abortus |3 | |
|Brucella canis |3 | |
| Brucella melitensis |3 | |
|Brucella suis |3 | |
|Burkholderia mallei (Pseudomonas mallei) |3 | |
|Burkholderia pseudomallei (Pseudomonas pseudomallei) |3 | |
|Campylobacter fetus |2 | |
|Campylobacter jejuni |2 | |
|Campylobacter spp. |2 | |
|Cardiobacterium hominis |2 | |
|Chlamydia pneumoniae |2 | |
|Chlamydia trachomatis |2 | |
|Chlamydia psittaci (avian strains) |3 | |
|Chlamydia psittaci (other strains) |2 | |
|Clostridium botulinum |2 |T |
|Clostridium perfringens |2 | |
|Clostridium tetani |2 |T, V |
|Clostridium spp. |2 | |
|Corynebacterium diphtheriae |2 |T, V |
|Corynebacterium minutissimum |2 | |
|Corynebacterium pseudotuberculosis |2 | |
|Corynebacterium spp. |2 | |
|Coxiella burnetii |3 | |
|Edwardsiella tarda |2 | |
|Ehrlichia sennetsu (Rickettsia sennetsu) |2 | |
|Ehrlichia spp. |2 | |
|Eikenella corrodens |2 | |
|Enterobacter aerogenes/cloacae |2 | |
|Enterobacter spp. |2 | |
|Enterococcus spp. |2 | |
|Erysipelothrix rhusiopathiae |2 | |
|Escherichia coli (with the exception of non-pathogenic strains) |2 | |
| Escherichia coli, verocytotoxigenic strains (e.g. O157:H7 or O103) |3(**) | |
| Flavobacterium meningosepticum |2 | |
|Fluoribacter bozemanae (Legionella) |2 | |
| Francisella tularensis (Type A) |3 | |
|Francisella tularensis (Type B) |2 | |
|Fusobacterium necrophorum |2 | |
|Gardnerella vaginalis |2 | |
|Haemophilusducreyi |2 | |
|Haemophilusinfluenzae |2 | |
|Haemophilus spp. |2 | |
|Helicobacter pylori |2 | |
|Klebsiella oxytoca |2 | |
|Klebsiella pneumoniae |2 | |
|Klebsiella spp. |2 | |
|Legionella pneumophila |2 | |
|Legionella spp. |2 | |
|Leptospira interrogans (all serovars) |2 | |
|Listeria monocytogenes |2 | |
|Listeria ivanovii |2 | |
|Morganella morganii |2 | |
|Mycobacterium africanum |3 |V |
|Mycobacterium avium/intracellulare |2 | |
|Mycobacterium bovis (except BCG strain) |3 |V |
|Mycobacterium chelonae |2 | |
|Mycobacterium fortuitum |2 | |
|Mycobacterium kansasii |2 | |
|Mycobacterium leprae |3 | |
|Mycobacterium malmoense |2 | |
|Mycobacterium marinum |2 | |
|Mycobacterium microti |3(**) | |
|Mycobacterium paratuberculosis |2 | |
|Mycobacterium scrofulaceum |2 | |
|Mycobacterium simiae |2 | |
|Mycobacterium szulgai |2 | |
|Mycobacterium tuberculosis |3 |V |
|Mycobacterium ulcerans |3(**) | |
|Mycobacterium xenopi |2 | |
| Mycoplasma caviae |2 | |
|Mycoplasma hominis |2 | |
|Mycoplasma pneumoniae |2 | |
|Neisseria gonorrhoeae |2 | |
|Neisseria meningitidis |2 |V |
|Nocardia asteroides |2 | |
|Nocardia brasiliensis |2 | |
|Nocardia farcinica 2 |2 | |
|Nocardia nova |2 | |
|Nocardia otitidiscaviarum |2 | |
|Pasteurella multocida |2 | |
|Pasteurella spp. |2 | |
|Peptostreptococcus anaerobius |2 | |
| Plesiomonas shigelloides |2 | |
|Porphyromonas spp. |2 | |
|Prevotella spp. |2 | |
|Proteusmirabilis |2 | |
|Proteuspenneri |2 | |
|Proteusvulgaris |2 | |
|Providencia alcalifaciens |2 | |
| Providencia rettgeri |2 | |
|Providencia spp. |2 | |
|Pseudomonas aeruginosa |2 | |
|Rhodococcusequi |2 | |
|Rickettsia akari |3(**) | |
|Rickettsia canada |3(**) | |
|Rickettsia conorii |3 | |
|Rickettsia montana |3(**) | |
|Rickettsia typhi (Rickettsia mooseri) |3 | |
|Rickettsia prowazekii |3 | |
|Rickettsia rickettsii |3 | |
|Rickettsia tsutsugamushi |3 | |
|Rickettsia spp. |2 | |
|Salmonella arizonae |2 | |
|Salmonella enteritidis |2 | |
|Salmonella typhimurium |2 | |
|Salmonella paratyphi A, B, C |2 |V |
|Salmonella typhi |3 |(**) V |
|Salmonella (other serovars) |2 | |
|Serpulina spp. |2 | |
|Shigella boydii |2 | |
|Shigella dysenteriae (Type 1) |3 |(**) T |
|Shigella dysenteriae, other than Type 1 |2 | |
|Shigella flexneri |2 | |
|Shigella sonnei |2 | |
|Staphylococcusaureus |2 | |
|Streptobacillusmoniliformis |2 | |
|Streptococcuspneumoniae |2 | |
|Streptococcuspyogenes |2 | |
|Streptococcussuis |2 | |
|Streptococcus spp. |2 | |
|Treponema carateum |2 | |
|Treponema pallidum |2 | |
|Treponema pertenue |2 | |
|Treponema spp. |2 | |
|Vibrio cholerae (including El Tor) |2 | |
|Vibrio parahaemolyticus |2 | |
|Vibrio spp. |2 | |
|Yersinia enterocolitica |2 | |
|Yersinia pestis |3 |V |
|Yersinia pseudotuberculosis |2 | |
|Yersinia spp. |2 | |
ცხრილი №2. ვირუსები (*)
|ბიოლოგიური აგენტი |კლასიფიკაცია |შენიშვნა |
|Adenoviridae 2 |2 | |
|Arenaviridae LCM-Lassa-virus complex (old world arena viruses): Lassa |3 | |
|virus 4 Lymphocytic (strains) 3 | | |
| Lymphocytic choriomeningitis virus (other strains) 2 |2 | |
|Mopeia virus 2 |2 | |
|Other LCM-Lassa complex viruses 2 |2 | |
|Tacaribe-Virus-complex (new world arena viruses): Guanarito virus 4 |4 | |
|Junin virus 4 |4 | |
|Sabia virus 4 |4 | |
|Machupo virus 4 |4 | |
|Flexal virus 3 |3 | |
|Other Tacaribe complex viruses 2 |2 | |
| Astroviridae 2 |2 | |
|Bunyaviridae Belgrade (also known as Dobrava) 3 |3 | |
| Bhanja 2 |2 | |
|Bunyamwera virus 2 |2 | |
|Germiston 2 |2 | |
|Oropouche virus 3 |3 | |
|Sin Nombre (formerly Muerto Canyon) 3 |3 | |
|California encephalitis virus 2 |2 | |
|Hantaviruses: Hantaan (Korean haemorrhagic fever) 3 | | |
|Seoul virus 3 |3 | |
|Puumala virus 2 |2 | |
|Prospect Hill virus 2 |2 | |
|Other hantaviruses 2 |2 | |
|Nairoviruses: Crimean-Congo haemorrhagic fever 4 |4 | |
|Hazara virus 2 Phleboviruses: Rift Valley fever 3 |3 |V |
|Sandfly fever 2 |2 | |
|Toscana virus 2 |2 | |
|Other bunyaviridae known to be pathogenic 2 |2 | |
|Caliciviridae Hepatitis E virus 3 |3 |(**) |
|Norwalk virus 2 | | |
|Other Caliciviridae 2 |2 | |
|Coronaviridae 2 |2 | |
|Filoviridae Ebola virus 4 |4 | |
|Marburg virus 4 |4 | |
|Flaviviridae Australia encephalitis (Murray Valley encephalitis) 3 |3 | |
|Central European tick-borne encephalitis virus 3 |3 |(**) V |
| Absettarov 3 |3 | |
|Hanzalova 3 |3 | |
|Hypr 3 |3 | |
|Kumlinge 3 |3 | |
|Dengue virus type 1-4 3 |3 | |
|Hepatitis C virus 3 |3 |(**) D |
|Hepatitis G virus |3 (**) | |
| D Japanese B encephalitis |3 |V |
| Kyasanur Forest |3 |V |
|Louping ill |3 (**) | |
|Omsk (a) |3 |V |
|Powassan |3 | |
|Rocio |3 | |
|Russian spring-summer encephalitis (TBE) (a) |3 |V |
|St Louis encephalitis |3 | |
|Wesselsbron virus |3 (**) | |
|West Nile fever virus |3 | |
|Yellow fever |3 |V |
|Other flaviviruses known to be pathogenic |2 | |
|Hepadnaviridae Hepatitis B virus |3 (**) |V, D |
|Hepatitis D virus (Delta) |3 (**) |V, D, (b) |
|Herpesviridae Cytomegalovirus |2 | |
|Epstein-Barr virus |2 | |
|Herpesvirus simiae (B virus) |3 | |
|Herpes simplex virus types 1 and 2 |2 | |
|Herpesvirus varicella-zoster |2 | |
|Human B-lymphotropic virus (HBLV-HHV6) |2 | |
|Human herpes virus 7 |2 | |
| Human herpes virus 8 |2 |D |
| Orthomyxoviridae Influenza viruses types A, B and C |2 |V (c) |
|Tick-borne orthomyxoviridae: Dhori and Thogoto |2 | |
|Papovaviridae BK and JC viruses |2 |D (d) |
|Human papillomaviruses |2 |D (d) |
| Paramyxoviridae Measles virus |2 |V |
|Mumps virus |2 |V |
|Newcastle disease virus |2 | |
| Parainfluenza viruses types 1 to 4 |2 | |
|Respiratory syncytial virus |2 | |
|Parvoviridae Human parvovirus (B 19) |2 | |
|Picomaviridae Acute haemorrhagic conjunctivitis virus (AHC) |2 | |
|Coxsackie viruses |2 | |
|Echo viruses |2 | |
|Hepatitis A virus (human enterovirus type 72) |2 |V |
|Polioviruses 2 V Rhinoviruses |2 | |
|Poxviridae Buffalopox virus (e) |2 | |
|Cowpox virus |2 | |
|Elephantpox virus (f) |2 | |
|Milkers' node virus |2 | |
| Molluscum contagiosum virus |2 | |
|Monkeypox virus |3 |V |
|Orf virus |2 | |
|Rabbitpox virus (g) |2 | |
|Vaccinia virus |2 | |
|Variola (major and minor) virus |4 |V |
|Whitepox virus (‘Variola virus’) |4 |V |
|Yatapox virus (Tana & Yaba) |2 | |
|Reoviridae Coltivirus |2 | |
|Human rotaviruses |2 | |
|Orbiviruses |2 | |
|Reuviruses |2 | |
|Retroviridae Human immunodeficiency viruses |3 (**) |D |
|Human T-cell lymphotropic viruses (HTLV), types 1 and 2 SIV |3 (**) |D(h) |
|Rhabdoviridae Rabies virus |3 (**) |V |
|Vesicular stomatitis virus |2 | |
|Togaviridae | | |
|Alphaviruses Eastern equine encephalomyelitis |3 |V |
| Bebaru virus 2 Chikungunya virus |3 (**) | |
|Everglades virus |3 (**) | |
|Mayaro virus 3 Mucambo virus |3 (**) | |
|Ndumu virus |3 | |
|O'nyong-nyong virus |2 | |
|Ross River virus |2 | |
|Semliki Forest virus |2 | |
|Sindbis virus |2 | |
|Tonate virus |3 (**) | |
|Venezuelan equine encephalomyelitis |3 |V |
|Western equine encephalomyelitis |3 |V |
|Other known alphaviruses |2 | |
|Rubivirus (rubella) |2 |V |
|Toroviridae 2 |2 | |
|Unclassified viruses | | |
|Equine morbillivirus |4 | |
|Hepatitis viruses not yet identified |3 (**) |D |
|Unconventional agents associated with the transmissible spongiform |3 (**) |D (d) Variant |
|encephalopathies (TSEs) Creutzfeldt-Jakob disease | | |
|Creutzfeldt-Jakob disease |3 (**) |D (d) |
|Bovine spongiform encephalopathy (BSE) and other related animal TSEs (i))|3 (**) |D (d) |
|Gerstmann-Sträussler-Scheinker syndrome) |3 (**) |D (d) |
|Kuru |3 (**) |D (d) |
ცხრილი №3. პარაზიტები
|ბიოლოგიური აგენტი |კლასიფიკაცია რისკჯგუფები |შენიშვნა |
|Acanthamoeba castellani |2 | |
|Ancylostoma duodenale |2 | |
|Angiostrongylus cantonensis |2 | |
|Angiostrongylus costaricensis |2 | |
|Ascaris lumbricoides |2 |A |
|Ascaris suum |2 |A |
|Babesia divergens |2 | |
|Babesia microti |2 | |
|Balantidium coli |2 | |
|Brugia malayi |2 | |
|Brugia pahangi |2 | |
|Capillaria philippinensis |2 | |
|Capillaria spp. |2 | |
|Clonorchis sinensis |2 | |
|Clonorchisviverrini |2 | |
|Cryptosporidium parvum |2 | |
|Cryptosporidium spp. |2 | |
|Cyclospora cayetanensis |2 | |
|Dipetalonema streptocerca |2 | |
|Diphyllobothrium latum |2 | |
|Dracunculusmedinensis |2 | |
|Echinococcus granulosus |3 (**) | |
|Echinococcus multilocularis |3 (**) | |
| Echinococcu vogeli |3 (**) | |
|Entamoeba histolytica |2 | |
|Fasciola gigantica |2 | |
|Fasciola hepatica |2 | |
|Fasciolopsis buski |2 | |
|Giardia lamblia (Giardia intestinalis) |2 | |
|Hymenolepisdiminuta |2 | |
|Hymenolepisnana |2 | |
|Leishmania brasiliensis |3 (**) | |
|Leishmania donovani |3 (**) | |
|Leishmania ethiopica |2 | |
|Leishmania mexicana |2 | |
|Leishmania peruviana |2 | |
|Leishmania tropica |2 | |
|Leishmania major |2 | |
|Leishmania spp. |2 | |
|Loa loa |2 | |
| Mansonella ozzardi |2 | |
|Mansonella perstans |2 | |
|Naegleria fowleri |3 | |
|Necator americanus |2 | |
|Onchocerca volvulus |2 | |
|Opisthorchis felineus |2 | |
|Opisthorchis spp. |2 | |
|Paragonimuswestermani |2 | |
|Plasmodium falciparum |3 (**) | |
| Plasmodium spp. (human and simian) |2 | |
|Sarcocystis suihominis |2 | |
|Schistosoma haematobium |2 | |
|Schistosoma intercalatum |2 | |
|Schistosoma japonicum |2 | |
|Schistosoma mansoni |2 | |
|Schistosoma mekongi |2 | |
|Strongyloidesstercoralis |2 | |
|Strongyloides spp. |2 | |
|Taenia saginata |2 | |
|Taenia solium |3 (**) | |
|Toxocara canis |2 | |
|Toxoplasma gondii |2 | |
|Trichinella spiralis |2 | |
|Trichuristrichiura |2 | |
|Trypanosoma brucei brucei |2 | |
|Trypanosoma brucei gambiense |2 | |
|Trypanosoma brucei rhodesiense |3 (**) | |
|Trypanosoma cruzi |3 | |
|Wuchereria bancrofti |2 | |
ცხრილი №4. სოკოები
|ბიოლოგიური აგენტი |კლასიფიკაცია რისკ-ჯგუფები |შენიშვნა |
|Aspergillus fumigatus |2 |A |
|Blastomyces dermatitidis (Ajellomyces dermatitidis) |3 | |
|Candida albicans |2 |A |
|Candida tropicalis |2 | |
|Cladophialophora bantiana (formerly: Xylohypha bantiana, Cladosporium |3 | |
|bantianum or trichoides) | | |
| Coccidioidesinunitis |3 |A |
|Cryptococcusneoformans var. neofonnans(Filobasidiella neofonnans var. |2 | A |
|neofonnans) | | |
|Cryptococcusneoformans var. gattii (Filobasidiella bacillispora) |2 |A |
|Emmonsia parva var. parva |2 |A |
| Emmonsia parva var. crescens |2 | |
|Epidermophyton floccosum |2 |A |
| Fonsecaea compacta |2 | |
|Fonsecaea pedrosoi |2 | |
|Histoplasma capsulatum var. capsulatum (Ajellomyces capsulatus) |3 | |
|Histoplasma capsulatum duboisii |3 | |
|Madurella grisea |2 | |
|Madurella mycetomatis |2 | |
|Microsporum spp. |2 |A |
|Neotestudina rosatii |2 | |
|Paracoccidioides brasiliensis |3 | |
|Penicillium marneffei |2 |A |
|Scedosporium apiospermum (Pseudallescheria boydii) 2 |2 | |
|Scedosporium prolificans (inflatum) |2 | |
|Sporothrix schenckii |2 | |
|Trichophyton rubrum |2 | |
|Trichophyton spp. |2 | |
დანართი №1.5
სამუშაოსთან დაკავშირებული ფსიქოსოციალური და პროფესიული სტრესის გამომწვევი ფაქტორები
მუხლი 1
1. ეს დანართი განსაზღვრავს ფსიქოსოციალური და პროფესიული სტრესის გამომწვევ ფაქტორებს, რომლებიც დაკავშირებულია ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების მიერ შესასრულებელ სამუშაოებთან.
2. ფსიქოსოციალური და პროფესიული სტრესის გამომწვევი ფაქტორები და მათი თავიდან აცილების/შემცირების ღონისძიებები წარმოდგენილია №1 ცხრილში.
ცხრილი №1
|№ |ფსიქოსოციალური და პროფესიული სტრესის გამომწვევი ფაქტორები |ფსიქოსოციალური და პროფესიული სტრესის გამომწვევი ფაქტორების თავიდან |
| | |აცილების/შემცირების ღონისძიებები |
|1. |გონებრივი და ფიზიკური დაღლილობა, მუშაობის და დასვენების რეჟიმი|სამუშაო საათების, შესვენებების დროის და სიხშირის და ცვლიანობის გრაფიკის |
| | |დარეგულირება. |
| | |- ფიზიკური დასვენების ხანგრძლივობის გაზრდა. |
| | |- ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისათვის კომფორტული პირობების |
| | |(მაგ.: ჯდომის ან წამოწოლის საშუალება) მოწყობა. |
|2. |სამუშაოს შესრულებისას საწარმოო უბანზე მარტო ყოფნა |სხვებთან კომუნიკაციის განხილვა /გადახედვა, ყურადღების გამახვილება |
| | |ზედამხედველობის დონეზე |
|3. |სამუშაო პირობები |- სამუშაო პირობების ოპტიმიზაცია; |
| | |- დასაქმებული ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისადმი გაგებით |
| | |მოპყრობა, მათი მხარდაჭერა და აღიარება; |
| | |- სამუშაო ადგილის უსაფრთხოების, დატვირთვის და ჯანმრთელობის პირადი ფაქტორების |
| | |გათვალისწინება. |
|4. |სამუშაოსთან დაკავშირებული გადაადგილება სამუშაო ადგილზე ან |- დასაქმებული ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისათვის სამუშაო |
| |სამუშაო ადგილიდან გარეთ |გადაადგილებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხეების გაცნობა. |
| | |- კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორების და|
| | |სხვათა ჯანმრთელობის ზემოქმედების შესახებ. |
|5. |კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები |- საფრთხის აცილება ადაპტაციით ან ცვლილებით; |
| | |- ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მოხერხებული ალტერნატიული მოწყობილობის და |
| | |ტანსაცმლის გამოყენება. |
|6. |სამუშაოსთან დაკავშირებული შევიწროება |- მარტო მუშაობისგან არიდება; |
| | |- სამუშაო ადგილის დიზაინის და განლაგების შეცვლა/გაუმჯობესება; |
| | |სხვა დასაქმებულებთან კომუნიკაციის ხელის შეწყობა. |
-----------------------
[1] მოყვანილია მწვავე ტოქსიკურობის კატეგორიები პერორალური ექსპოზიციისათვის.
[2] მძიმე სამუშაო - „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განმარტებული სამუშაო.
[3]ჩამონათვალის გამოყენების პრინციპი:
(1) ჩამოთვლილია ბიოლოგიური აგენტების რისკ–ჯგუფები.
(2) ჩამოთვლილია მხოლოდ ადამიანის დაავადების გამომწვევი აგენტები. ჩამონათვალში არ შედის ცხოველების ან მცენარეების დაავადების გამომწვევი აგენტები, რომლებიც ცნობილია, რომ არ უქმნის საფრთხეს ადამიანებს. ჩამონათვალში არ შედის გენმოდიფიცირებული მიკროორგანიზმები.