„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №44 |
|
2021 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016369) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1 წახალისების სახის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა
შენიშვნა: 1. ამ დანართში მითითებული წახალისების სახეები ამავე დანართში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეთა წრის მიმართ გამოიყენება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ მე-8 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. ამ დანართში მითითებული წახალისების სახეები, სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის მიმართ შესაძლებელია აგრეთვე გამოყენებულ იქნეს მინისტრის გადაწყვეტილებით. 3. მივლინებული ან ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფის სამხედრო მოსამსახურის წახალისება ხორციელდება ამ დანართით განსაზღვრული წესის შესაბამისად, იმ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, რომელსაც ექვემდებარება წასახალისებელი სამხედრო მოსამსახურე.
დანართი №2 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა
შენიშვნა: 1. ამ დანართში მითითებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, ამავე დანართში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეთა წრის მიმართ გამოიყენება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. ამ დანართში მითითებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის მიმართ შესაძლებელია, აგრეთვე გამოყენებულ იქნეს მინისტრის გადაწყვეტილებით. 3. მივლინებული ან ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფის სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება ხორციელდება, ამ დანართით განსაზღვრული წესის შესაბამისად, იმ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, რომელსაც ექვემდებარება მივლინებული ან ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფის სამხედრო მოსამსახურე.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №8 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.06.2021.
- როდის იქნა მიღებული „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.06.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №44. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.016900.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №44, 28.06.2021, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016900 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5197418/