„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№187
სარეგისტრაციო კოდი
120050000.10.003.020502
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №187

2018 წლის 19 აპრილი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/03/2016, 120050000.10.003.019189) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესდების:

1. მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) სასწავლებელში დაგვიანება – სასწავლებელში გამოცხადების   დადგენილ დროზე 15 წუთიდან სასწავლო/სამუშაო დროის დასრულებამდე იუნკერის არასაპატიო მიზეზით  დაგვიანებით გამოცხადება;“.   

2. მე-13 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მე-12 მუხლის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები არ გამოიყენება სავალდებულო სამსახურის მოსამსახურის, სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირისა და იუნკერის მიმართ.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება არ გამოიყენება რიგითისა და ლეიტენანტის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიმართ.“ .

3. 35-ე და 36-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. საყარაულო სამსახურის წესის დარღვევა

1. საყარაულო სამსახურის წესის დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.

მუხლი 36. განწესისა და პატრულირების წესის დარღვევა

1. სადღეღამისო განწესის შემადგენლობაში (ყარაულის გარდა) შემავალი სამხედრო მოსამსახურის მიერ წესდების დარღვევა ან/და საპატრულო განწესის შემადგენლობაში შემავალი სამხედრო მოსამსახურის მიერ პატრულირების წესის დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.

4.  41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. დაგვიანება

1. სამსახურში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილას არასაპატიო მიზეზით დაგვიანებით გამოცხადება გამოიწვევს საყვედურს.

2. სასწავლებელში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე:

ა) 15 წუთიდან 2 საათამდე დაგვიანება გამოიწვევს 10 საკრედიტო ქულის დაკლებას;

ბ) 2 საათიდან სასწავლო/სამუშაო დროის დასრულებამდე დაგვიანებით გამოცხადება გამოიწვევს 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.

5. 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.

6. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.“.

7. 55-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (პლასტიკური ბარათის) ან/და ქვედანაყოფის ტერიტორიაზე დასაშვები საშვების დაკარგვა ან განადგურება გამოიწვევს 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან საყვედურს ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.

8. 59-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 591 მუხლი:

„მუხლი 591. გამოცდის ჩაბარების წესის დარღვევა

სასწავლებელში გამოცდის მიმდინარეობისას გადაწერა ან გადასაწერი საშუალების/ინფორმაციის ქონა გამოიწვევს 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.04.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.04.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №187. სარეგისტრაციო კოდი — 120050000.10.003.020502.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.04.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №187, 19.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 120050000.10.003.020502 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4157136/