ა) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევათ სასურსათო ულუფა ან ამ ბრძანების მე-7 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა;
ბ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკერების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №94 ბრძანებით დადგენილი სანივთე ქონება.
2. თუ სამხედრო მოსამსახურე ან და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი არ დგას სასურსათო კმაყოფაზე, მას სასურსათო ულუფის ნაცვლად მიეცემა სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდებისა.
3. სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა არ მიეცემათ:
ა) სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს და რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხულ მსმენელებს;
ბ) სამხედრო მოსამსახურეებს და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანების 15 პუნქტით განსაზღვრულ იმ პერიოდზე, როდესაც არ უნდა განხორციელდეს მათი სასურსათო ულუფით უზრუნველყოფა. მიუხედავად ამ ქვეპუნქტის მოთხოვნისა, სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა გაიცემა კადრების განკარგულებაში ყოფნისას 2 თვის განმავლობაშ