ა) სამხედრო მოსამსახურეებისთვის – წოდებრივი სარგოსგან, სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციისგან და ამ ბრძანებით ან მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატებისგან. სამხედრო მოსამსახურეს ანაზღაურება ეძლევა თავისი სამხედრო წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს მიხედვით;

ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის – თანამდებობრივი (დანართი №3) და წოდებრივი (დანართი №4) სარგოებისგან, სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციისგან და ამ ბრძანებით ან მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატებისგან;

გ) სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის – თანამდებობრივი (დანართი №9) და წოდებრივი სარგოებისგან (დანართი №4), სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციისგან და ამ ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატებისგან;

დ) სამოქალაქო პირებისთვის – თანამდებობრივი სარგოსგან და ამ ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატებისგან;

ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის – ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით;

ვ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის – შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით.

2.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ფულადი სარგო შედგება:

ა) სამხედრო მოსამსახურეთათვის  – წოდებრივი სარგოსაგან;

ბ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის – თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოებისაგან.

3. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგო, სახელფასო დანამატი, საკლასო დანამატი და ფულადი ჯილდო განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა თანამდებობრივი სარგო, სახელფასო დანამატი, საკლასო დანამატი  და ფულადი ჯილდო რეგულირდება ამ ბრძნებით, ხოლო შრომის ანაზღაურების სხვა პირობები ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

5. სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირების თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები, დაინტერესებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეთანხმებით, დგინდება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის მიერ და დასამტკიცებლად წარედგინება მინისტრს ფინანსების მართვის დეპარტამენტთან და შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილეებთან შეთანხმებით. დამტკიცებული თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები აისახება სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხაში.

6. სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირების თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები განისაზღვრება სამოქალაქო ოფისის სამუშაოს ანალიზის ინსტრუქცით, რომელსაც სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეთანხმებით დასამტკიცებლად  წარუდგენს მინისტრ