2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, სახმელეთო ჯარების და სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებსაც დაკისრებული აქვთ ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულება ანაზღაურება მიეცემათ ვაკანტურ თანამდებობაზე განსაზღვრული ფულადი/თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების ოდენობით.

3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის ეძლევა სახელფასო დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისა