1. მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში შემდეგ შემთხვევებში:
ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას);
ბ) მინისტრის ან მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის შერჩევა მათ შორის შეიძლება გულისხმობდეს მოსამსახურის კვალიფიკაციის შემოწმებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის შესაბამისად, ან/და აღნიშნული კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობის არსებობის დადგენას. ამ შემთხვევაში მოსამსახურისათვის ვაკანტური თანამდებობის შეთავაზება სავალდებულოა.
3. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს.
4. რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მოსამსახურე დაითხოვება/განთავისუფლდება სამსახურიდან აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.
5. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ.
6. კადრების განკარგულებაში ყოფნისას მოსამსახურეს შეიძლება დაევალოს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ან ვაკანტურ თანამდებობაზე ან დროებით შტატზე მოვალეობის შესრულება არაუმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით. დროებით მოვალეობის შესრულების პერიოდში მას მიეცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი/თანამდებობრივი სარგო.
7. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში:
ა) სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდებათ არაუმეტეს ორი თვის:
ა.ა) წოდებრივი სარგო;
ა.ბ) წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი;
ა.გ) სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაცია;
ბ) სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, უნარჩუნდება არაუმეტეს ორი თვის:
ბ.ა) თანამდებობრივი სარგო, ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად;
ბ.ბ) წოდებრივი სარგო;
გ) სამოქალაქო პირის უნარჩუნდება არაუმეტეს ერთი თვის თანამდებობრივი სარგო ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისა