1. სამსახურის მოხელე, მათ შორის, სამსახურის სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურე, სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით:
ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
2. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამსახურის მოხელეს, მათ შორის, სამსახურის სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეს:
ა) 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად;
ბ) მისივე თანხმობით, შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება არა უმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით, რა დროსაც ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ფულადი სარგო (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო), ამასთან, დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს პრემიაც.
3. კადრების განკარგულებაში აყვანილი სამსახურის მოხელე, მათ შორის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურე, კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
4. კადრების განკარგულებაში აყვანაის შესახებ პირს ეცნობება პირადად, სამსახურის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის, სამსახურის ელქტრონული მისამართის ან/და ამ პირზე განპიროვნებულ სამსახურის სატელეფონო ნომერზე (კორპორაციული ნომერი) შეტყობინების გზით.
5. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს, მისივე თანხმობით უნდა გადაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ აღნიშნული პირი აიყვანება სამსახურის კადრების განკარგულებაში. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულებაში მყოფი პირი, ასევე დროებითი შრომისუუნარობის გამო არმყოფი პირი კადრების განკარგულებაში აყვანიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში მისივე თანხმობით უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში – ტოლფას თანამდებობაზ