1. მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება;

გ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან მისი სტრუქტურული ერთეულის ან მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის დროს.

2. კადრების განკარგულებაში აყვანა გულისხმობს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

3. კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

4. მოსამსახურე, რომელსაც დროებით შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, მისივე თანხმობით უნდა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ეს მოსამსახურე აყვანილ იქნება კადრების განკარგულებაში. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულებაში მყოფი პირი, ასევე დროებითი შრომისუუნარობის გამო სამსახურში არმყოფი მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, მისივე თანხმობით, უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში – ტოლფას თანამდებობაზ