1. განსაკუთრებული დამსახურების შედეგების გათვალისწინებით ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უფლება აქვს სამსახურის უფროსს.

2. ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებამდე მოსამსახურე მოწმდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური შემოწმებისა და შიდა კონტროლის განმახორციელებელ დანაყოფში, ასევე სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.

3. სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების შემთხვევაში განსაკუთრებულ დამსახურებად ითვლება:

ა) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულება;

ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარმატების მიღწევაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა;

გ) სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულება.

4. სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება სამსახურის გავლის პერიოდში დაიშვება მხოლოდ ორჯერ, სხვა სახელმწიფო უწყებაში ვადამდე მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდებების ჩათვლი