1. მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება მოსამსახურეს მიენიჭება წოდებით სამსახურის შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ.
2. მოსამსახურის მორიგი წოდების მისანიჭებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი დანაყოფი ამზადებს სათანადო ბრძანების პროექტს და წარდგინებას.
3. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭებამდე მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური შემოწმებისა და შიდა კონტროლის განმახორციელებელ დანაყოფში, ასევე სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.
4. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სახელმწიფო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
5. უკანონოდ გათავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას, იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაშ