1. კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურში დაწესებულია სახელმწიფო სპეციალური და სამხედრო წოდებები.
2. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდება (პირველადი, მორიგი ან ვადაზე ადრე) ენიჭება, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით განსაზღვრულია მისანიჭებელი წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი წოდება.
3. სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭება წარმოებს მხოლოდ თანამიმდევრობით. სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით დაუშვებელია.
4. წოდებების მინიჭება:
ა) პირველად და მორიგ სახელმწიფო სპეციალურ ან სამხედრო წოდებას ანიჭებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილე;
ბ) უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ ან სამხედრო წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.
5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ, მოსამსახურეს ენიჭება ლეიტენანტის სამხედრო ან უმცროსი ლეიტენანტის სახელმწიფო სპეციალური წოდება.
6. უფროსი და უმაღლესი სპეციალური, ასევე უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს.
7. სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭების უფლებამოსილება აქვს სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილეს