1. იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც გათვალისწინებულია საშუალო, უფროსი და უმაღლესი ზღვრული სპეციალური წოდება,  პირს ენიჭება  სახელმწიფო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტის სახელმწიფო სპეციალური წოდება, თუ კანონმდებლობით სხვა რამე არ არის დადგენილი.

2. იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სამხედრო წოდება, პირს ენიჭება რეზერვის წოდების შესაბამისი სამხედრო წოდება.

3. სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი სამსახურში მიღებისას თანამდებობაზე ინიშნება ადრე მინიჭებული ყველაზე უფრო მაღალი სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდებით.

4. სამსახურიდან სამხედრო და სხვა სახელმწიფო სამსახურიდან სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებით დათხოვნილ მოსამსახურეებს,  სამსახურში მიღების შემდეგ, მორიგ წოდებაზე წარდგენისას, მათ მიერ დათხოვნამდე წოდებაში ნამსახურობის პერიოდი ეთვლებათ წოდებით ნამსახურობის საერთო ვადაში.

5. მოსამსახურეს, რომელმაც სამსახურიდან დათხოვნამდე იმსახურა მინიჭებული წოდებით დადგენილი ვადა და მისანიჭებელი წოდება დაკავებული თანამდებობის ზღვრულ წოდებას აღემატებოდა, მაშინ მას სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე მიღებისას შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება (უარყოფითი მოტივით დათხოვნის შემთხვევის გარდა). მორიგ წოდებას ანიჭებს სამსახურის უფროსი  ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილე.

6. დათხოვნისას  მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო სამსახურის სტაჟი და გასულია მორიგი სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის თანხმობით შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება (გარდა პოლკოვნიკის სახელმწიფო სპეციალური და სამხედრო წოდებისა), თანამდებობრივი ზღვრული წოდების მიუხედავა