1. მორიგი სპეციალური ან სამხედრო წოდება სამინისტროს მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ.

2. სამინისტროს მოსამსახურის მორიგი წოდების მისანიჭებლად სამინისტროს შესაბამისი საკადრო დანაყოფი მოსამსახურის უშუალო უფროსის წარდგინების საფუძველზე ამზადებს შესაბამისი ბრძანების პროექტს.

3. სპეციალური წოდებებისა და სამხედრო წოდების ვადაზე ადრე  მინიჭებამდე სამინისტროს მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელისშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.

4. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სპეციალური ან/და სამხედრო წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადა,  მორიგი წოდება არ მიენიჭება.

5. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში პოლიციელს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.

6. უკანონოდ გათავისუფლებულ პოლიციელს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაშ