1. მორიგი სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდება მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ.
2. მოსამსახურის მორიგი წოდების მისანიჭებლად სამსახურის საკადრო დანაყოფი ამზადებს შესაბამისი ბრძანების პროექტს.
3. მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებამდე მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამსახურის გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.
4. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადა, მორიგი წოდება არ მიენიჭება.
5. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი წოდებით სამსახურის ვადაშ