1. მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევისა და მომზადების მიზნით, სამსახურში პირი შეიძლება მიღებულ იქნეს სტაჟიორად.
2. პირის სტაჟიორად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია განხილულ იქნეს მისი თანამდებობაზე დანიშვნის ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიღების საკითხი.
3. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მიმართვის საფუძველზე სამსახური უზრუნველყოფს სტუდენტთა პრაქტიკის გავლას.
4. სტაჟიორის მიღებისა და პრაქტიკის გავლის წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი სამართლებრივი აქტი