1. გენერალურ ინსპექციაში პირი შეიძლება მიღებულ იქნეს სტაჟიორად.

2. გენერალურ ინსპექციაში სტაჟირების მიზანია:

ა) დაინტერესებული პირისთვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა;

ბ) გენერალური ინსპექციისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება.

3. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, გენერალურ ინსპექციაში სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებით.

4. გენერალურ ინსპექციაში პირი სტაჟიორად მიიღება კონკურსის წესით.

5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მათ შორის, კვალიფიციური/პერსპექტიული სპეციალისტების საქართველოში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით, გენერალურ ინსპექციაში კონკურსის გავლის გარეშე სტაჟიორის მიღება შესაძლებელია გენერალური ინსპექციის უფროსის დასაბუთებული წარდგინებით, მინისტრის თანხმობით.

6. გენერალურ ინსპექციაში პირი სტაჟიორად მიიღება სტაჟირების ხელშეკრულების საფუძველზე და მას განესაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელი. სტაჟირების ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის საქმიანობა