1. დისციპლინური გადაცდომის საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მინისტრი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მოსამსახურისთვის შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე;
ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში - მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე;
გ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი სუბიექტისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინახება მოსამსახურის პირად საქმეში.
4. თუ დისციპლინური წარმოების შედეგად არ დადასტურდა დისციპლინური გადაცდომის არსებობა, მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წყვეტს დისციპლინურ წარმოება