მუხლი 8. ყველაზე მსუბუქი საშუალებისა და ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობა
თავი II — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზოგადი პრინციპები
1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პენიტენციური კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება. # #
2. არასრულწლოვნის მიმართ, პირველ რიგში, განიხილება განრიდების ან აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა და ფასდება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასა და სასჯელის გამოყენებაზე უკეთ უზრუნველყოფს თუ არა განრიდება ან ღონისძიება არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
3. ნებისმიერი ზომა, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ საქმის სასამართლოში განხილვის ნაცვლად გამოიყენება, არასრულწლოვნის უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების დაცვას უნდა ემსახურებოდეს.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3989 – ვებგვერდი, 26.12.2023წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.06.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. ყველაზე მსუბუქი საშუალებისა და ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობა 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პაენიტენციმურობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება. # # 2. არასრულწლოვნის მიმართ, პირველ რიგში, განიხილება განრიდების ან აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა და ფასდება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასა და სასჯელის გამოყენებაზე უკეთ უზრუნველყოფს თუ არა განრიდება ან ღონისძიება არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. 3. ნებისმიერი ზომა, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ საქმის სასამართლოში განხილვის ნაცვლად გამოიყენება, არასრულწლოვნის უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების დაცვას უნდა ემსახურებოდეს.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(14)
საქმე №58აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.09.2016
…და თუკი დანიშნული სასჯელი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა. 6. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-8 მუხლის მსგავსად, თ. ე-ის მსჯავრდებისას მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისადაც,…
საქმე №61აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.09.2016
…და თუკი დანიშნული სასჯელი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა. 4. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-8 მუხლის მსგავსად, გ. შ-ის მსჯავრდებისას მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისადაც,…
…დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის…
…დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის…
…დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის…