განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 1/152-19 (N------------)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მაისი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- და-----ს ძე თო-------ა - დაბადებული 2--- წლის 9------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, პ. ცა---–---ს ქუჩა N7-----
ადვოკატი - გე-–- სი-------ა
კანონიერი წარმომადგენელი - მი------ა მე--ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სხდომის სახე - დახურული
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
გ------- თო-------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით.
რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 2 მარტს, ღამის საათებში გ------- თო-------ამ ნე-----რ და---------ნ და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, ბე-–-----ს ქუჩა N1--–--. N2--ში მდებარე გუ-–----ა გა-------ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა გუ-–----ა გა-------ს კუთვნილ 1600 ლარად ღირებულ ოქროს ყელსაბამს, 400 ლარად ღირებულ ჯვარს, ლითონის 200 ლარად ღირებულ ყელსაბამს, 30 ლარად ღირებულ მედალიონს, 150 ლარად ღირებულ საათს, 15 ლარად ღირებულ ქანდაკებას, 20 ლარად ღირებულ სადგამს, 350 ლარს, 45 ლარად ღირებულ ერთ წყვილ ფეხსაცმელს, 55 ლარად ღირებულ ერთ წყვილ ფეხსაცმელს რითაც გუ-–----ა გა-------ს მიადგა 2835 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
გ------- თო-------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით.
რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 2 მარტს, ღამის საათებში გ------- თო-------ამ ნე-----რ და---------ნ და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, ბე-–-----ს ქუჩა პ------–- შესახვევის N---ში მდებარე თ---ზ ჭე-–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 1600 ლარად ღირებულ „სამსუნგი“-ს ფირმის ტელევიზორს, 500 ლარად ღირებულ საათს, 120 ლარს, რითაც თ---ზ ჭე-–---–ს მიადგა 2220 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
გ------- თო-------ამ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 00:50 საათზე გ------- თო-------ა ქუთაისში, ავ-----–-----–-ს ქუჩა N2--ში მდებარე შპს „ტე----“-ს კუთვნილ სასურსათო მაღაზია „ლი---–-“-ში დანის გამოყენებით ყაჩაღურად თავს დაესხა მოლარე ოპერატორს ნი----–-–---–---–ს და მის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლა შპს „ტე----“-ს კუთვნილ 243 ლარს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2019 წლის 11 მარტს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ------- თო-------ას მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს გ------- თო-------ამ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, გ------- თო-------ას მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების: გ------- თო-------ას, ნე-----რ და-----ს, ბი---ა ახ--–-------ს, თ---ზი ჭე-–---–ის, ირ---–ი ხვ----ს, გუ-–----ა გა-------ს, ნი----–-–---–---–ის, გუ-–----ა ჯავახაძის, ა-----------ის გამოკითხვის ოქმები, გ------- თო-------ას პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ფეხსაცმელები, ამოღებული ტელევიზორი, ამოღებული ტანსაცმელი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N130/დ დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N0-------- და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა გ------- თო-------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით (ორი ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ „გ“ ქვეპუნქტებით და ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------- თო-------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2019 წლის 21 მაისს.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ------- თო-------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, ასევე ბრალდებულის ასაკს (არასრულწლოვანებას), ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- თო-------ას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ პრიორიტეტულია არასრულწლოვნის რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლი), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება“.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, „დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი. არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული“.
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის პ------–- ნაწილის შესაბამისად პირველ რიგში ითვალისწინებს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილ გარემოებებს. კერძოდ, გ------- თო-------ას ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად: ,,გ------- თო-------ა იაზრებს მის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებსა და წარსულ გამოცდილებას. უარყოფითად აფასებს დელიქვენტურ ქმედებასა და საზოგადოებას სადაც მას უწევდა ყოფნა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. გ------- გამოხატავს ინტერესს მიიღოს უმაღლესი განათლება, მისი რესურსი მიმართოს პოზიტიური ცვლილებების განხორცილებისთვის და მიაღწიოს წარმატებას მზადყოფნას გამოხატავს ურთიერთობა ჰქონდეს ოჯახის წევრებთან, მათ გაუწიოს მხარდაჭერა და მიიღოს რჩევა-დარიგება. ჩამოშორდეს კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლებს და თავად გახდეს მაგალითი თანატოლებისათვის, პოზიტიური ცვლილებების განხორციელების კუთხით. არასრულწლოვნის მნიშვნელოვან მხარდამჭერ რგოლად და დამცავ ფაქტორად შესაძლოა მოვიაზროთ ოჯახი, რომელიც მზად არის გ-------ს გაუწიოს მხარდაჭერა თუ ის შეწყვეტს დელიქვენტური ქმედების განხორცილებას და დაეხმაროს განვითარებაში. ასევე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი რგოლია ბრალდებულის სანათესაო და პროსოციალური ქცევის სამეგობრო წრე’’.
ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი მოცემულობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- თო-------ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პ------–- ნაწილით, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე უნდა შეუმცირდეს. იმის გათვალისწინებით, რომ გ------- თო-------ა ნასამართლობის არ მქონეა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- თო-------ას მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის სრულად აღსრულების საჭიროება სასჯელის მიზნების მისაღწევად არ არსებობს და სახეზეა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ყველა გარემოება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის პირობითად ჩათვლისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- თო-------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გუ-–----ა გა-------ს ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ---ზ ჭე-–---–ის ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 3 (სამი) თვე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ------- თო-------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 3 (სამი) თვე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გ------- თო-------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
გ------- თო-------ას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 თებერვლის 18:45 საათიდან.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე, გ------- თო-------ას მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრის პერიოდში ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს; ასევე გ------- თო-------ას დაეკისროს მოვალეობა არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
შემთხვევის ადგილის (თ---ზი ჭე-–---–ის სახლის) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, შემთხვევის ადგილის (გუ-–----ა გა-------ს სახლის) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, გ------- თო-------ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოების დისკი, ნე-----რ და-----ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოების დისკი, შემთხვევის ადგილის (მაღაზია ლი---–-ს) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, გ------- თო-------ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, მაღაზია ლი---–-დან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერის ამსახველი სამი ცალი დისკი დალუქული ერთ კონვერტად - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის (თ---ზი ჭე-–---–ის სახლის) დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები, ხელსახოცი, თმის მაგვარი ღერები, ხელის ერთი კვალი, ნე-----რ და-----საგან აღებული ნერწყვის ნიმუში, თმის ნიმუში, ხელის ნახჭის ნიმუში, გ------- თო-------ასაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, თმის ნიმუში, ხელის ნახჭის ნიმუში, შემთხვევის ადგილის (გუ-–----ა გა-------ს სახლის) დათვალიერების დროს ამოღებული თმის მაგვარი ღერები, კარის სახელურიდან ამოღებული ხელის ერთი კვალი, ანაწმენდები, ღვინის ბიდონის ზედაპირიდან ამოღებული ხელის ორი კვალი, სუნამოს ფლაკონის ზედაპირიდან ამოღებული ხელის ერთი კვალი, ზა-–------ი სა-----–-------ნ აღებული ნერწყვის ნიმუში, თმის ნიმუში, ხელის ნახჭის ნიმუში, შემთხვევის ადგილის (მაღაზია ლი---–-ს) დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალი, თაროების ჩარჩოდან აღებული ანაწმენდები, სალაროს დახლთან არსებული სვეტიდან აღებული ანაწმენდები, ხელის ოთხი კვალი, ჩხირიანი კამფეტი, სიგარეტის ნამწვი, ერთჯერადი ხელსახოცი, ნი----–-–---–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ხელის ნახჭის ნიმუში, გუ-–----ა ჯავახაძისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ხელის ნახჭის ნიმუში გ------- თო-------ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული დანა - განადგურდეს.
გ------- თო-------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული პლაზმური ტელევიზორი, ერთი წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელი, ერთი წყვილი ყავისფერი ყვითელ ჩანართებიანი ბოტასი, შემთხვევის ადგილის (მაღაზია ლი---–-ს) დათვალიერების დროს ამოღებული კარის გარეთა სახელური, კარის შიდა სახელური, სალარო აპარატის უჯრა, ოც თეთრიანი მონეტა, სალაროს უჯრის გასაღები, გ------- თო-------ას ტანსაცმელი, ნე-----რ და-----ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ერთჯერადი ხელსახოცების შეკვრა, შემთხვევის ადგილის (თ---ზი ჭე-–---–ის სახლის) დათვალიერების დროს ამოღებული საფულე - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური