განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2018
საქმის ნომერი
020100118002278228
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151 , 126 1
თარიღი
20.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002278228

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/35-18 20 მარტი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - დახურული

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი მ-----------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული მ------------------------------------------–-------–-–----------------------------–----------–--------------------------------------–----–----–----------–----------------------–--------------–-----------------------------------–----------------------------------------------–----------–----–-------------------------------------------------–---–-------------

 

2.1.1. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

2.1.2. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

2.1.3. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

2.1.4. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სისტემატიური ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი

 

2.2. საპროცესო წარმომადგენელი: ნ------–-------

 

2.3. ადვოკატი: მ-----------------

2.3. ადვოკატი: მ-------–-----–--

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

I. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2017 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში ქ-----------------------–---–-------------ში მ-----------------, რომელიც კონფლიქტურ ურთიერთობაში იმყოფება დედასთან - ე-–-----------სთან, ჯიბის დასაკეცი დანის გამოყენებით დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რითაც ე-–-----------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

მოწმეების: ე-–-----------ს, ლ---------------ს, ც-–-------–--ის, ფ---------------ს, გ------------ს და გ-----–-----ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით, დაბადების აქტის ჩანაწერით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებული მ----------------- არის დაზარალებულ ე-–-----------ს შვილი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ფაქტი დაცვის მხარესაც სადაოდ არ გაუხდია.

 

2.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა

 

მოწმე ე-–-----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ერთ დღეს ნახა, რომ მის შვილს გიბსოკარდონი ჰქონდა ამოჭრილი და მოუწოდა, ამოჭრის გარეშე დაეხატა, რაზეც ბრალდებულმა ხელი ჰკრა, ფეხზე და ხელზე დაარტყა, ყელს გამოგჭრიო, ვიციო სადაც არის არტერია და სანამ პოლიცია მოვა, მოკვდებიო. პატარა ზომის დანებს ატარებდა ბრალდებული. წინა კვირას ბებიას უთხრა, თოკი უნდა მოვიტანო და უნდა მოგკლაო, მე მარტო ოჯახის წევრებზე მაქვსო გართულება, უნდა მოგკლათო, არასრულწლოვანი ვარ და არ დამიჭერენო, რის გამოც შვილის ეშინია. შენი ჭკუიდან გადაყვანა და მოკვლა მინდაო. ბრალდებული დანას უქნევს ყოველდღე. ახლობლებს შველა რომ სთხოვა, აგრესიამ იმატა ბრალდებულისგან. რომ შეეპასუხოს, ალბათ მოკლავს. კარები არ იკეტება. დარწმუნებულია, რომ ბრალდებული მოკლავს.

მოწმე ლ---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცოცხალი როცა იყო მამამისი, მას მისდევდა მოსაკლავად და დედას უჯერებდა, მამისთვისაც უთქვამს, როდის ჩაძაღლდებიო, მოკვდება და თავისუფალი ვიქნებიო, ამბობდა ბრალდებული. მამის გარდაცვალების შემდეგ დედაზე გადავიდა. ბრალდებული დედას ექცევა აგდებულად, ცინიკურად, ცდილობს მის მწყობრიდან გამოყვანას, ავიწროებს, ლანძღავს, აგინებს, აფუჭებს ნივთებს, არის აგრესიული, იწვევს დედას, აღიზიანებს მას, რაზეც ე-–----------- არ პასუხობს, ითმენს, რადგან შეპასუხების შემთხვევაში ბრალდებული მისკენ იწევს, ემუქრება ყელის გამოჭრით. ყვირის, რომ მოკლავს მათ, რომ ორივე ყელში ჰყავს ამოსული.

მოწმე ფ---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მატარებელში კარები ჩაუკეტა ბრალდებულმა ე-–-----------ს და ახრჩობდა, დანით დაემუქრა, ყელს გამოგჭრიო, ეს რა საჭმელი არისო.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ ე-–-----------ს, ლ---------------ს, ფ---------------ს ჩვენებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ე-–-----------ს.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამდენად, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული. ამდენად, დადგენილია, რომ სსკ-ის 151-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის მუქარა წარმოადგენდა კანონდარღვევას, რომ მის ქმედებას შესაძლოა მოჰყოლოდა დაზარალებულის შეშინება და მის მიერ სიცოცხლის მოსპობის საფრთხის რეალურად აღქმა და სურდა ეს შედეგი, რის გამოც ბრალდებული მოქმედებდა განზრახ.

 

2.3. იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - მუქარას, შედეგს - საფუძვლიან შიშს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

ის, რომ ბრალდებული ჯიბის დასაკეცი დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულ ე-–-----------ს, აღნიშნულზე უკვე გაკეთდა სასამართლოს მიერ დასკვნა.

მოწმე ე-–-----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა მას დანა დაარტყა, რაზეც გამამტყუნებელი განაჩენიც დადგა. ერთ დღეს ნახა, რომ მის შვილს გიბსოკარდონი ჰქონდა ამოჭრილი და მოუწოდა, ამოჭრის გარეშე დაეხატა, რაზეც ბრალდებულმა ხელი ჰკრა, ფეხზე და ხელზე დაარტყა, ყელს გამოგჭრიო, ვიცი სადაც არის არტერია და სანამ პოლიცია მოვა, მოკვდებიო, უთხრა. პატარა ზომის დანებს ატარებდა ბრალდებული. ყოველთვის ეხვეწება შვილს, წესიერად მოიქცეს. შენიშვნის მიცემაზე უმიზეზოდ იწყებს ბრალდებული ცემას. წინა კვირას ბებიას უთხრა, თოკი უნდა მოვიტანო და უნდა მოგკლაო, მე მარტო ოჯახის წევრებზე მაქვს გართულება, უნდა მოგკლათ, არასრულწლოვანი ვარ და არ დამიჭერენო, რის გამოც შვილის ეშინია. მარტო როცა რჩებიან, მაშინ იქცევა ასე. ამიტომ მათთან ერთად ნათესავი რჩება ხოლმე. ტელეფონზე ვერ რეკავს, რადგან შვილი უკრძალავს, ტეხავს ყველაფერს, არ აძლევს მუშაობის საშუალებას, ჩამშვები ხარო და მოკვლით ემუქრება ყოველდღე. სპეციალურად აბრაზებს ბრალდებული, რომ რაღაც უთხრას და ამის საფუძველზე მოკლას. ეზოშიც ვერ გადის. დედის ჭკუიდან გადაყვანა, მოკვლა მინდა, ეს მსიამოვნებსო, უთხრა დეიდას. თუ გაუცინა, ჩხუბს უწყებს, ვერ ესაუბრება ვერანაირ თემაზე, ეუბნება, შენი ჭკუიდან გადაყვანა და მოკვლა მინდაო ამბობს. არ არის დარწმუნებული, რომ არ მოკლავს. დანას უტრიალებდა ბებიას, რომელსაც ყელზე გაუსვა და ოდნავ გაკაწრული ჰქონდა. წინა კვირას ჯოხი ჩაარტყა მას და ბებიას ბრალდებულმა თავში. ერთხელ ბებიამ ჰკითხა მოხვედიო? და გაუცინა. როგორ გაიცინეო და ჩხუბი დაუწყო ბრალდებულმა, ჯოხი დაარტყა ხელზე და თავზე. ბრალდებულს ქურდული სამყარო იზიდავს. როცა უთხრა, რომ ეს ცუდი იყო, ჩხუბი დაუწყო. ბრალდებული დანას უქნევს ყოველდღე, დაარტყა დანა. ახლობლებს შველა რომ სთხოვა, აგრესიამ იმატა ბრალდებულისგან. დროდადრო უარესდება ვითარება. რომ შეეპასუხოს, ალბათ მოკლავს. კარები არ იკეტება. დარწმუნებულია, რომ ბრალდებული მოკლავს.

მოწმე ლ---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გაუხეშებულია მისი შვილიშვილი, გიჟივით შემოდის, არ მიყუროო ამბობს, ეჩხუბება, აგინებს, დაარტყა, მაგიდა თავზე დაამხო. მინები დაამტვრია, ბრალდებულმა უთხრა, თოკი მაქვს, ჩამოგკიდებ და მოგკლავო, გახსნა დანა, მოიქნია. ე-–-----------მ მიაკივლა, ხელი არ ახლო დედასო. მომეციო ყელი, უთხრა ბრალდებულმა და ყელსა და ხელზე დანით გაკაწრა. ამ დროს ძაღლმა დაიყეფა, ბრალდებულმა თქვა, პოლიციელები არიანო და გარეთ გავიდა. თქვე ღორებო, ძაღლებო, ყელს გამოგჭრი, თოკით ჩამოგკიდებო, იმუქრება, ყელზე მოუჭირა, ცოცხალი როცა იყო მამამისი, მას მისდევდა მოსაკლავად, მამისთვისაც უთქვამს, როდის ჩაძაღლდებიო. მოკვდება და თავისუფალი ვიქნებიო, ამბობდა ბრალდებული. მამის გარდაცვალების შემდეგ დედაზე გადავიდა. ღამით არ ძინავთ, როდის რას იზამს, არ იციან. ბრალდებული ღამით 1-2 საათზე ამოდის, საჭმელს ჭამს, აგინებს, გათახსირებულებს, ბოზებს ეძახის, ყელის გამოჭრით ემუქრება. მათთან ერთად ძმიშვილი ან რძალი რომ არ იყვნენ, მოკლავდა მათ უკვე ბრალდებული. ე-–----------- სამუშაოდ რომ გავა, ქვას ესვრის, ხელი არაფერს ახლოო. მამამისი იყო ნერვიული ავადმყოფი. მამას ცუდად ექცეოდა ბრალდებული, მამის საუბარი აღიზიანებდა, მასაც ცემდა. ბრალდებული ძალადობის შესახებ ფილმებს უყურებს, ამბობს, 15 წლის ვარ, არავინ დამიჭერს, რასაც მინდა, იმას ვიზამო. ბრალდებული დედას ექცევა აგდებულად, ცინიკურად, ცდილობს მის მწყობრიდან გამოყვანას, ავიწროებს, ლანძღავს, აგინებს, აფუჭებს ნივთებს, არის აგრესიული, იწვევს დედას, აღიზიანებს მას, რაზეც ე-–----------- არ პასუხობს, ითმენს, რადგან შეპასუხების შემთხვევაში ბრალდებული მისკენ იწევს, ემუქრება ყელის გამოჭრით. ეშინია, რომ ბრალდებულმა რამე არ დაუშავოს დედას ან მას. ტელევიზორს როცა უყურებდა ე-–-----------სთან ერთად, ბრალდებული შემოდიოდა და გადიოდა ოთახიდან. ეს გაუკვირდა და შეხედა ბრალდებულს, რომელმაც დაუყვირა, ასე რატომ მიყურებო, შეაგინა, ხის სკამი ესროლა, მაგრამ აცდა, რადგან გაიწია, სახეში ესროლა სამკერვალო ნივთები, დაემუქრა ცემით, მოკვლით, ყელის გამოჭრით, სახლის გადაწვით. ეშინია, რომ ბრალდებული მუქარას სისრულეში მოიყვანს. ერთხელ ბრალდებულმა ყელზე მოხვია ხელი და დაემუქრა დახრჩობით, შემდეგ გარეთ გავარდა და დაიწყო ყვირილი, რომ მოკლავდა მათ, რომ ორივე ყელში ჰყავდა ამოსული.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის და ექსპერტ თ--------------–---–---ს ჩვენების თანახმად, ე-–----------- განიცდის ტანჯვას.

მოწმე ც-–-------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა არაბუნებრივი ყვირილი ატეხა, ქვის სროლა დაიწყო, რის გამოც შეეშინდა. თხოვდა ბრალდებულს, დამშვიდებულიყო, რადგან ეშინოდა. ბრალდებული ოჯახში საშინელია. ერთხელ ბრალდებულმა მისი შვილი მიაბა და ახეთქებდა აქეთ-იქით, რა დროსაც ბავშვს ხერხემალზე ლურსმანი შეერჭო. ბრალდებული ამბობს, რომ ქურდი უნდა გახდეს, რომ თეთრი ბილეთი უნდა მიიღოს. ადრე მამასთან ჰქონდა ბრალდებულს კონფლიქტი, მერე დედაზე გადავიდა. ერთხელ ბრალდებულს მამისთვის უნდოდა ქვის ჩარტყმა თავში, მაგრამ მან შესძახა და ამის მერე არ ჩაარტყა. ერთხელ მამისთვის მდუღარე შეუსხამს. ბრალდებულს ძალადობა აინტერესებს, არ ეცოდება ადამიანი, ყველაფერს ამტვრევს, დედას აგინებს, ფეხებს უქნევს ყველას, ქვებს ისვრის, თუ რამე არ მოეწონება, აგიკვიატებს.

მოწმე ფ---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მატარებელში კარები ჩაუკეტა ბრალდებულმა ე-–-----------ს და ახრჩობდა. ბრალდებულის სასაუბრო თემა ქურდული მენტალიტეტია, ამბობს, პოლიცია ვერ დამიჭერსო. ე-–-----------ს ეშინია, შვილმა არ ჩაარტყას რამე. საკმარისი იყო ბრალდებულს დედა დაეგულვებინა მარტო, რომ შეურაცხყოფას აყენებდა, ხელსაც არტყამდა, დანით დაემუქრა, ყელს გამოგჭრიო, ეს რა საჭმელი არისო. ეს მოხდა 7-დან 13 დეკემბრამდე. ბრალდებული შინაგანად მოძალადეა. თუ დაინახა სუსტი, არ დაინდობს, თუ ჯაბნის, ხმას არ ამოაღებინებს, ძველი ბიჭივით დადის სახლში. ე-–----------- დასტრესილია და შენიშვნას ვერ აძლევს. ბრალდებულმა ჯოხი ჩაარტყა დედას და ბებიას ზურგში. შთაბეჭდილება რჩება, რომ ორივეს სიკვდილი უნდა და მარტო უნდა დარჩენა. დედა და ბებია შეშინებული ჰყავს და გადაუარა მათ თავზე. შეესწრო დედას დანით რომ ემუქრებოდა ბრალდებული საჭმლის გამო. ეს იყო 8 თუ 9 დეკემბერს.

მოწმე გ-----–-----ს ჩვენების თანახმად, ბრალდებულს კანონთან აქვს უარყოფითი დამოკიდებულება, არ მოსწონს პოლიციელები და კანონები.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულს რომ გაუჩნდა ასეთი შიში, ეს დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობით, ბრალდებულის ქცევით მუქარამდე და მას შემდეგ, მისი დამოკიდებულებით ოჯახის წევრებისადმი და მისი მიდრეკილებებით, დაზარალებულის ქცევით, მის მიერ დახმარების გამოძახების სურვილის გაჩენით.

სსკ-ის 151-ე მუხლი მატერიალური, შედეგიანი დანაშაულია, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

გამოკვლეული ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში განხილვის შედეგად სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გაჩენასთან, ვინაიდან ბრალდებულის მხრიდან მუქარა და დანის დემონსტრირება წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც საფუძვლიანი შიში დაზარალებულს არ გაუჩნდებოდა. ეს ასეა, ვინაიდან, როგორც ირკვევა საქმის მასალებიდან, ბრალდებულის გარდა დაზარალებულის მიმართ მუქარებს სხვა პირები არ ახორციელებენ და მის გარდა სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს ის არავისგან გრძნობს.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 151-ე (ასევე სხვა) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამდენად, იმ შემთხვევებში, როცა სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, აუცილებელია სსკ-ის 111 მუხლზე მითითება. საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებული და დაზარალებული არიან ოჯახის წევრები, ასევე დადასტურებულია ბრალდებულის მიერ დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელება, დაზარალებულში მუქარის რეალიზაციის საფრთხის შეგრძნების გაჩენა და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის. დადგენილია ასევე, რომ ბრალდებული მოქმედებდა განზრახ.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მ-----------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც მ----------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

მ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მისი ასაკი (არის 15 წლის), ფსიქიკური მდგომარეობა (არის შერაცხადი, თუმცა აქვს არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - დისოციალური (ანტისოციალური) პერსონალური აშლილობა).

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის. ამდენად, მ-----------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის - გამზრდელი და მარჩენალი დედის მიმართ, ასევე ქმედების ჩადენის ხერხი - დანის გამოყენება, ქმედების წინაპირობა - დედის მიმართ მისი უკიდურესად მიუღებელი დამოკიდებულება, ბრალდებულის მიერ გამოწვეული დედასთან ურთერთობის უკიდურესად დაძაბული ფონი.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს და მის ასაკს, პიროვნებას, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. მე-8 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება. ამავე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნის მიმართ, პირველ რიგში, განიხილება განრიდების ან აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა და ფასდება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასა და სასჯელის გამოყენებაზე უკეთ უზრუნველყოფს თუ არა განრიდება ან ღონისძიება არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. ნებისმიერი ზომა, რომელიც არასრულელოვნის მიმართ საქმის სასამართლოში განხილვის ნაცვლად გამოიყენება, არასრულწლოვნის უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების დაცვას უნდა ემსახურებოდეს. მე-14 მუხლის თანახმად, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. 27-ე მუხლის მიხედვით, ეს ინდივიდუალური მახასიათებლები გაითვალისწინება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე. 38-ე მუხლის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა და ფასდება, უზრუნველყოფს თუ არა განრიდება არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. განრიდების საკითხის განხილვისას გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, არასრულწლოვნის ასაკი, ბრალეულობის ხარისხი, მოსალოდნელი სასჯელი, არასრულწლოვნის მიერ მიყენებული ზიანი, სისხლისსამართლებრივი დევნის პრევენციული გავლენა, დანაშაულისშემდგომი ქცევა, არასრულწლოვნის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაული და ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, განრიდებისათვის აუცილებელია, სასამართლოს შინაგანი რწმენით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელების საჯარო ინტერესი არ არსებობდეს.

სასამართლო აფასებს რა განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების გამოყენების საკმარისობას, ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის წარსულზე, მის მიმართ გამოძიების წარმოებასა და პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწევლობის გამო დევნის შეწყვეტაზე, აგრესიისადმი მიდრეკილებაზე, რთული ქცევის გამო სკოლის შეცვლაზე, ოჯახში დედის მიმართ არაერთხელ ძალადობის განხორციელებაზე მზარდი საშიშროებით და მიიჩნევს, რომ დევნის გაგრძელების საჯარო ინტერესი არსებობს, რის გამოც შეუძლებელია განრიდებისათვის საქმის პროკურორისთვის დაბრუნება.

ამკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს. არასრულწლოვნისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე უფლებამოსილია არასაპატიმრო სასჯელთან ერთად მას დააკისროს ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე მოვალეობა. ამ შემთხვევაში დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც, დიდი ალბათობი, არ შესრულდება ან რომლის შესრულება არასრულწლოვნის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება. 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა. განსახილველ სემთხვევაში საქმის გარემოებები არ იძლევა საფუძველს, ბრალდებულს დაენიშნოს კანონით გათვალისწინებულზე მსუბუქი სასჯელი.

ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (საკუთარი ძალის დემონტრირება), მიზანს (დაზარალებულში შიშის განცდის გაჩენა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ოჯახის წევრის - გამზრდელი და მარჩენალი დედის - ფსიქოლოგიური სიმშვიდის ხელყოფა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (შიშის განცდის გაჩენა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს კარგი ეკონომიკური პირობები, თუმცა აქვს დაძაბული ვითარება ოჯახში, რაც დაიწყო მამის სიცოცხლეშივე და გრძელდება დღემდე), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (მოწმეები მიუთითებენ ბრალდებულის ახალ ანალოგიურ ქმედებებზე, რომლებზეც, როგორც ირკვევა, გამოძიება არის დაწყებული), ბრალდებულის პიროვნებას (არის არასრულწლოვანი, აქვს არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა, რაც გამოიხატება ანტისოციალურ აშლილობაში, აქვს მიდრეკილება ოჯახის წევრის ძალადობის მუქარით დამორჩილებისკენ, უფროსობისკენ, შიშის გაჩენისკენ).

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ის სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 1 წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ჯარიმა, ამკ-ის 68-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს დანიშნული, თუ არასრულწლოვანს აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი კანონიერი საქმიანობიდან. ასეთი შემოსავლის არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება. პირიქით, ირკვევა, რომ ბრალდებულს დამოუკიდებელი შემოსავალი არ აქვს და მატერიალურად დედაზეა დამოკიდებული სრულად. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ მ-----------------ს უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის ზომაც უნდა განისაზღვროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.

 

II. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2018 წელს ქ. ზუგდიდში, თ------–---–-------------ში მ-----------------, რომელიც კონფლიქტურ ურთიერთობაში იმყოფებდა დედასთან - ე-–-----------სთან, დაემუქრა მას და ასევე კონფლიქტურ ურთიერთობაში მყოფ ბებიას - ლ---------------ს სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ მოკვლით, რითაც ე-–-----------ს და ლ---------------ს გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ბრალდებულისა და დაზარალებულ ე-–-----------ს ოჯახის წევრობაზე უკვე გაკეთდა დასკვნა ოჯახის ერთი წევრი მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ნაწილში, რაც ვრცელდება იმავე ბრალდებულის მიერ იმავე დაზარალებულისადმი მიმართულ ქმედებაზე. რაც შეეხება ლ---------------ს, როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, ლ--------------- არის ე-–-----------ს დედა და ბრალდებულის ბებია.

 

2.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა

 

აღნიშნული დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება.

მოწმე ე-–-----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებული მოკვლით ემუქრება ყოველდღე. დედის ჭკუიდან გადაყვანა, მოკვლა მინდა, ეს მსიამოვნებსო, უთხრა დეიდას. ეუბნება, შენი ჭკუიდან გადაყვანა და მოკვლა მინდაო. ბებიას უყვარს ბრალდებული და ეფერება, უთხრა, საჭმელი ჭამეო. ბრალდებულს არ უყვარს ეს, უთხრა, რას მეუბნები, არ მინდა საჭმელიო. ბრალდებული საჭმელს ცალკე ჭამს, მე შენი პატარა ბავშვი არ ვარ, თუ მინდა, თვითონ შევჭამო, დანა ამოიღო. რატომ ჩხუბობო, ჰკითხა ბებიამ. დანას უტრიალებდა ბებიას, რომელმაც დანას ხელი მოკიდა და გაეკაწრა. ამის შემდეგ ყელზე გაუსვა და ოდნავ გაკაწრული ჰქონდა. ბრალდებული დანას უქნევს ყოველდღე.

მოწმე ლ---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა უთხრა, თოკი მაქვს, ჩამოგკიდებ და მოგკლავო. შე უსინდისოო, მიმართა ბრალდებულმა და ლოყა ჩამოგლიჯა, გახსნა დანა, მოიქნია. ე-–-----------მ მიაკივლა, ხელი არ ახლო დედასო. მომეციო ყელი, უთხრა ბრალდებულმა და ყელსა და ხელზე დანით გაკაწრა. თქვე ღორებო, ძაღლებო, ყელს გამოგჭრი, თოკით ჩამოგკიდებ, მოკვდები და ბინა მე დამრჩებაო, ამბობდა ბრალდებული. ცოცხალი როცა იყო მამამისი, მას მისდევდა მოსაკლავად და დედას უჯერებდა. მამის გარდაცვალების შემდეგ დედაზე გადავიდა. ბრალდებული ყელის გამოჭრით ემუქრება. ბრალდებული დედას ექცევა აგდებულად, ცინიკურად, ცდილობს მის მწყობრიდან გამოყვანას, ავიწროებს, ლანძღავს, აგინებს, აფუჭებს ნივთებს, არის აგრესიული, იწვევს დედას, აღიზიანებს მას, რაზეც ე-–----------- არ პასუხობს, ითმენს, რადგან შეპასუხების შემთხვევაში ბრალდებული მისკენ იწევს, ემუქრება ყელის გამოჭრით. ტელევიზორს როცა უყურებდა ე-–-----------სთან ერთად, ბრალდებული შემოდიოდა და გადიოდა ოთახიდან. ეს გაუკვირდა და შეხედა ბრალდებულს, რომელმაც დაუყვირა, ასე რატომ მიყურებო, შეაგინა, ხის სკამი ესროლა, მაგრამ აცდა, რადგან გაიწია, სახეში ესროლა სამკერვალო ნივთები, დაემუქრა ცემით, მოკვლით, ყელის გამოჭრით, სახლის გადაწვით. ბრალდებულმა უკმაყოფილება გამოთქვა სახლში მისი ყოფნის გამო, რაზეც ე-–-----------მ მიუგო, რომ თვითონ გადაწყვეტდა ის დარჩებოდა მის სახლში თუ არა. ამის პასუხად ბრალდებული მას მივარდა, უჯიკა, ყელზე მოხვია ხელი და დაემუქრა დახრჩობით, შემდეგ გარეთ გავარდა და დაიწყო ყვირილი, რომ მოკლავდა მათ, რომ ორივე ყელში ჰყავდა ამოსული.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და გ--------------ის ჩვენების თანახმად, ლ---------------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანება შეხორცების ფაზაში მყოფი წორკიდეებიანი ჭრილობის სახით.

ობიექტურ მხრივ სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. რაც შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით კერძოდ ე-–-----------ს, ლ---------------ს, გ--------------ის ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით განზრახ დაემუქრა ე-–-----------ს და ლ---------------ს.

 

2.3. იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

მოწმე ე-–-----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა მას დანა დაარტყა, რაზეც გამამტყუნებელი განაჩენიც დადგა. ერთ დღეს ნახა, რომ მის შვილს გიბსოკარდონი ჰქონდა ამოჭრილი და მოუწოდა, ამოჭრის გარეშე დაეხატა, რაზეც ბრალდებულმა ხელი ჰკრა, ფეხზე და ხელზე დაარტყა, ყელს გამოგჭრიო, ვიცი სადაც არის არტერია და სანამ პოლიცია მოვა, მოკვდებიო, უთხრა. პატარა ზომის დანებს ატარებდა ბრალდებული. ყოველთვის ეხვეწება შვილს, წესიერად მოიქცეს. შენიშვნის მიცემაზე უმიზეზოდ იწყებს ბრალდებული ცემას. წინა კვირას ბებიას უთხრა, თოკი უნდა მოვიტანო და უნდა მოგკლაო, მე მარტო ოჯახის წევრებზე მაქვს გართულება, უნდა მოგკლათ, არასრულწლოვანი ვარ და არ დამიჭერენო, რის გამოც შვილის ეშინია. მარტო როცა რჩებიან, მაშინ იქცევა ასე. ამიტომ მათთან ერთად ნათესავი რჩება ხოლმე. ტელეფონზე ვერ რეკავს, რადგან შვილი უკრძალავს, ტეხავს ყველაფერს, არ აძლევს მუშაობის საშუალებას, ჩამშვები ხარო და მოკვლით ემუქრება ყოველდღე. სპეციალურად აბრაზებს ბრალდებული, რომ რაღაც უთხრას და ამის საფუძველზე მოკლას. ეზოშიც ვერ გადის. დედის ჭკუიდან გადაყვანა, მოკვლა მინდა, ეს მსიამოვნებსო, უთხრა დეიდას. თუ გაუცინა, ჩხუბს უწყებს, ვერ ესაუბრება ვერანაირ თემაზე, ეუბნება, შენი ჭკუიდან გადაყვანა და მოკვლა მინდაო ამბობს. არ არის დარწმუნებული, რომ არ მოკლავს. დანას უტრიალებდა ბებიას, რომელსაც ყელზე გაუსვა და ოდნავ გაკაწრული ჰქონდა. წინა კვირას ჯოხი ჩაარტყა მას და ბებიას ბრალდებულმა თავში. ერთხელ ბებიამ ჰკითხა მოხვედიო? და გაუცინა. როგორ გაიცინეო და ჩხუბი დაუწყო ბრალდებულმა, ჯოხი დაარტყა ხელზე და თავზე. ბრალდებულს ქურდული სამყარო იზიდავს. როცა უთხრა, რომ ეს ცუდი იყო, ჩხუბი დაუწყო. ბრალდებული დანას უქნევს ყოველდღე, დაარტყა დანა. ახლობლებს შველა რომ სთხოვა, აგრესიამ იმატა ბრალდებულისგან. დროდადრო უარესდება ვითარება. რომ შეეპასუხოს, ალბათ მოკლავს. კარები არ იკეტება. დარწმუნებულია, რომ ბრალდებული მოკლავს.

მოწმე ლ---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გაუხეშებულია მისი შვილიშვილი, გიჟივით შემოდის, არ მიყუროო ამბობს, ეჩხუბება, აგინებს, დაარტყა, მაგიდა თავზე დაამხო. მინები დაამტვრია, ბრალდებულმა უთხრა, თოკი მაქვს, ჩამოგკიდებ და მოგკლავო, გახსნა დანა, მოიქნია. ე-–-----------მ მიაკივლა, ხელი არ ახლო დედასო. მომეციო ყელი, უთხრა ბრალდებულმა და ყელსა და ხელზე დანით გაკაწრა. ამ დროს ძაღლმა დაიყეფა, ბრალდებულმა თქვა, პოლიციელები არიანო და გარეთ გავიდა. თქვე ღორებო, ძაღლებო, ყელს გამოგჭრი, თოკით ჩამოგკიდებო, იმუქრება, ყელზე მოუჭირა, ცოცხალი როცა იყო მამამისი, მას მისდევდა მოსაკლავად, მამისთვისაც უთქვამს, როდის ჩაძაღლდებიო. მოკვდება და თავისუფალი ვიქნებიო, ამბობდა ბრალდებული. მამის გარდაცვალების შემდეგ დედაზე გადავიდა. ღამით არ ძინავთ, როდის რას იზამს, არ იციან. ბრალდებული ღამით 1-2 საათზე ამოდის, საჭმელს ჭამს, აგინებს, გათახსირებულებს, ბოზებს ეძახის, ყელის გამოჭრით ემუქრება. მათთან ერთად ძმიშვილი ან რძალი რომ არ იყვნენ, მოკლავდა მათ უკვე ბრალდებული. ე-–----------- სამუშაოდ რომ გავა, ქვას ესვრის, ხელი არაფერს ახლოო. მამამისი იყო ნერვიული ავადმყოფი. მამას ცუდად ექცეოდა ბრალდებული, მამის საუბარი აღიზიანებდა, მასაც ცემდა. ბრალდებული ძალადობის შესახებ ფილმებს უყურებს, ამბობს, 15 წლის ვარ, არავინ დამიჭერს, რასაც მინდა, იმას ვიზამო. ბრალდებული დედას ექცევა აგდებულად, ცინიკურად, ცდილობს მის მწყობრიდან გამოყვანას, ავიწროებს, ლანძღავს, აგინებს, აფუჭებს ნივთებს, არის აგრესიული, იწვევს დედას, აღიზიანებს მას, რაზეც ე-–----------- არ პასუხობს, ითმენს, რადგან შეპასუხების შემთხვევაში ბრალდებული მისკენ იწევს, ემუქრება ყელის გამოჭრით. ეშინია, რომ ბრალდებულმა რამე არ დაუშავოს დედას ან მას. ტელევიზორს როცა უყურებდა ე-–-----------სთან ერთად, ბრალდებული შემოდიოდა და გადიოდა ოთახიდან. ეს გაუკვირდა და შეხედა ბრალდებულს, რომელმაც დაუყვირა, ასე რატომ მიყურებო, შეაგინა, ხის სკამი ესროლა, მაგრამ აცდა, რადგან გაიწია, სახეში ესროლა სამკერვალო ნივთები, დაემუქრა ცემით, მოკვლით, ყელის გამოჭრით, სახლის გადაწვით. ეშინია, რომ ბრალდებული მუქარას სისრულეში მოიყვანს. ერთხელ ბრალდებულმა ყელზე მოხვია ხელი და დაემუქრა დახრჩობით, შემდეგ გარეთ გავარდა და დაიწყო ყვირილი, რომ მოკლავდა მათ, რომ ორივე ყელში ჰყავდა ამოსული.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის და ექსპერტ თ--------------–---–---ს ჩვენების თანახმად, ე-–----------- განიცდის ტანჯვას.

მოწმე ც-–-------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა არაბუნებრივი ყვირილი ატეხა, ქვის სროლა დაიწყო, რის გამოც შეეშინდა. თხოვდა ბრალდებულს, დამშვიდებულიყო, რადგან ეშინოდა. ბრალდებული ოჯახში საშინელია. ერთხელ ბრალდებულმა მისი შვილი მიაბა და ახეთქებდა აქეთ-იქით, რა დროსაც ბავშვს ხერხემალზე ლურსმანი შეერჭო. ბრალდებული ამბობს, რომ ქურდი უნდა გახდეს, რომ თეთრი ბილეთი უნდა მიიღოს. ადრე მამასთან ჰქონდა ბრალდებულს კონფლიქტი, მერე დედაზე გადავიდა. ერთხელ ბრალდებულს მამისთვის უნდოდა ქვის ჩარტყმა თავში, მაგრამ მან შესძახა და ამის მერე არ ჩაარტყა. ერთხელ მამისთვის მდუღარე შეუსხამს. ბრალდებულს ძალადობა აინტერესებს, არ ეცოდება ადამიანი, ყველაფერს ამტვრევს, დედას აგინებს, ფეხებს უქნევს ყველას, ქვებს ისვრის, თუ რამე არ მოეწონება, აგიკვიატებს.

მოწმე ფ---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მატარებელში კარები ჩაუკეტა ბრალდებულმა ე-–-----------ს და ახრჩობდა. ბრალდებულის სასაუბრო თემა ქურდული მენტალიტეტია, ამბობს, პოლიცია ვერ დამიჭერსო. ე-–-----------ს ეშინია, შვილმა არ ჩაარტყას რამე. საკმარისი იყო ბრალდებულს დედა დაეგულვებინა მარტო, რომ შეურაცხყოფას აყენებდა, ხელსაც არტყამდა, დანით დაემუქრა, ყელს გამოგჭრიო, ეს რა საჭმელი არისო. ეს მოხდა 7-დან 13 დეკემბრამდე. ბრალდებული შინაგანად მოძალადეა. თუ დაინახა სუსტი, არ დაინდობს, თუ ჯაბნის, ხმას არ ამოაღებინებს, ძველი ბიჭივით დადის სახლში. ე-–----------- დასტრესილია და შენიშვნას ვერ აძლევს. ბრალდებულმა ჯოხი ჩაარტყა დედას და ბებიას ზურგში. შთაბეჭდილება რჩება, რომ ორივეს სიკვდილი უნდა და მარტო უნდა დარჩენა. დედა და ბებია შეშინებული ჰყავს და გადაუარა მათ თავზე. შეესწრო დედას დანით რომ ემუქრებოდა ბრალდებული საჭმლის გამო. ეს იყო 8 თუ 9 დეკემბერს.

მოწმე გ-----–-----ს ჩვენების თანახმად, ბრალდებულს კანონთან აქვს უარყოფითი დამოკიდებულება, არ მოსწონს პოლიციელები და კანონები.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა, ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულს რომ გაუჩნდა ასეთი შიში, ეს დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობით, ბრალდებულის ქცევით მუქარამდე და მას შემდეგ, მისი დამოკიდებულებით ოჯახის წევრებისადმი და მისი მიდრეკილებებით, დაზარალებულების ქცევით, მათ მიერ დახმარების გამოძახების სურვილის გაჩენით.

გამოკვლეული ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში განხილვის შედეგად სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გაჩენასთან, ვინაიდან ბრალდებულის მხრიდან მუქარა წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც საფუძვლიანი შიში დაზარალებულებს არ გაუჩნდებოდათ. როგორც ირკვევა საქმის მასალებიდან, ბრალდებულის გარდა დაზარალებულების მიმართ მუქარებს სხვა პირები არ ახორციელებენ და მის გარდა სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს ისინი არავისგან გრძნობენ.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 151-ე (ასევე სხვა) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამდენად, იმ შემთხვევებში, როცა სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, აუცილებელია სსკ-ის 111 მუხლზე მითითება. საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებული და დაზარალებულები არიან ოჯახის წევრები, ასევე დადასტურებულია ბრალდებულის მიერ დაზარალებულების სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელება, დაზარალებულებში მუქარის რეალიზაციის საფრთხის შეგრძნების გაჩენა და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის. დადგენილია ასევე, რომ ბრალდებული მოქმედებდა განზრახ.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მ-----------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც მ----------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

მ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მისი ასაკი (არის 15 წლის), ფსიქიკური მდგომარეობა (არის შერაცხადი, თუმცა აქვს არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - დისოციალური (ანტისოციალური) პერსონალური აშლილობა).

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის. ამდენად, მ-----------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედების ჩადენა ოჯახის წევრების - გამზრდელი და მარჩენალი დედისა და ბებიის მიმართ, ქმედების წინაპირობა - დედისა და ბებიის მიმართ მისი უკიდურესად მიუღებელი დამოკიდებულება, ბრალდებულის მიერ გამოწვეული დედასთან და ბებიასთთან ურთერთობის უკიდურესად დაძაბული ფონი.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (საკუთარი ძალის დემონტრირება), მიზანს (დაზარალებულებში შიშის განცდის გაჩენა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ოჯახის 2 წევრის - გამზრდელი და მარჩენალი დედის და ხანშიშესული ავადმყოფი ბებიის - ფსიქოლოგიური სიმშვიდის ხელყოფა, ანალოგიური ქმედების ჩადენა განმეორებით), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (სიცოცხლის მოსპობის მუქარა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (შიშის განცდის გაჩენა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს კარგი ეკონომიკური პირობები, თუმცა აქვს დაძაბული ვითარება ოჯახში, რაც დაიწყო მამის სიცოცხლეშივე და გრძელდება დღემდე), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (მოწმეები მიუთითებენ ბრალდებულის ახალ ანალოგიურ ქმედებებზე, რომლებზეც, როგორც ირკვევა, გამოძიება არის დაწყებული), ბრალდებულის პიროვნებას (არის არასრულწლოვანი, აქვს არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა, რაც გამოიხატება ანტისოციალურ აშლილობაში, აქვს მიდრეკილება ოჯახის წევრის ძალადობის მუქარით დამორჩილებისკენ, უფროსობისკენ, შიშის გაჩენისკენ).

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ის სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 1 წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ჯარიმა, ამკ-ის 68-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს დანიშნული, თუ არასრულწლოვანს აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი კანონიერი საქმიანობიდან. ასეთი შემოსავლის არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება. პირიქით, ირკვევა, რომ ბრალდებულს დამოუკიდებელი შემოსავალი არ აქვს და მატერიალურად დედაზეა დამოკიდებული სრულად. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ მ-----------------ს უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის ზომაც, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა იყოს სანქციის მაქსიმუმი.

ამკ-ის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს. არასრულწლოვნისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე უფლებამოსილია არასაპატიმრო სასჯელთან ერთად მას დააკისროს ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე მოვალეობა. ამ შემთხვევაში დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც, დიდი ალბათობი, არ შესრულდება ან რომლის შესრულება არასრულწლოვნის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება.

სასამართლო ითვალისწინებს რა ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, ასევე დაცვის მხარის წარმომადგენლების, მათ შორის საპროცესო წარმომადგენლის პოზიციას, მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა დაევალოს, მისი ქმედებების და შედეგების გასაცნობიერებლად, ქცევისა და ემოციების მართვის მიზნით, საბაზისო განათლების მნიშვნელობის გასააზრებლად, თავისუფალი დროის შემცირებისა და ინტერესთა სფეროს გაღრმავების მიზნით, სოციალურ გარემოსთან ადაპტაციის პრობლემის დასაძლევად, მის მიმართ კეთილგანწყობილი გარემოს მოსაძიებლად, სტრესულ სიტუაციებთან გასამკლავებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, მისთვის სასარგებლო პროგრამების შერჩევისა და მათში ჩართვის მიზნით, ამის აუცილებლობის ამოწურვამდე, განახორციელოს ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან ვიზიტები ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.

 

III. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

არასრულწლოვანი მ----------------- დედასთან - ე-–-----------სთან ცხოვრობს ქ-----------------------–---–-------------ში. მ----------------- დედას - ე-–-----------ს სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას, ექცეოდა ცინიკურად და აგდებულად, აბუჩად იგდებდა და ცდილობდა, გამოეყვანა მწყობრიდან, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით, უწოდებდა ქუჩის ქალს, ჩამშვებს, მეძავს, ლანძღავდა მას ბებიას - ლ---------------ს თანდასწრებით, რამაც გამოიწვია დაზარალებულ ე-–-----------ს ტანჯვა. მანვე ქ-----------------------–---–-------------ში დედას - ე-–-----------ს გადაუგრიხა ორივე ხელი, რის შედეგადაც ე-–-----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება

 

მოწმე ე-–-----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ შვილმა - მ-----------------მ მამის გარდაცვალების მერე 1-2 თვეში დაიწყო მასზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. ბრალდებულმა მას დანა დაარტყა, რაზეც გამამტყუნებელი განაჩენიც დადგა. ამის შემდეგ შვილი მას მეძავს უწოდებს, ეუბნება, ჭკუიდან უნდა გადაგიყვანოო, ყვირის ხმამაღლა. მისთვის ხმამაღალი სიტყვის თქმა შეუძლებელია. რომ გაუღიმებს, ესეც აღიზიანებს ბრალდებულს და შეუძლია ხელიც გაარტყას. ერთ საღამოს შვილმა ხელი გადაუგრიხა, რაც ეტკინა, უთხრა, არ მატკინო ხელიო. ერთ დღეს ნახა, რომ მის შვილს გიბსოკარდონი ჰქონდა ამოჭრილი და მოუწოდა, ამოჭრის გარეშე დაეხატა, რაზეც ბრალდებულმა ხელი ჰკრა, ფეხზე და ხელზე დაარტყა, ყელს გამოგჭრიო, ვიცი სადაც არის არტერია და სანამ პოლიცია მოვა, მოკვდებიო. პატარა ზომის დანებს ატარებდა ბრალდებული. შენიშვნის მიცემაზე უმიზეზოდ იწყებს ბრალდებული ცემას. წინა კვირას ბებიას უთხრა, მე მარტო ოჯახის წევრებზე მაქვსო გართულება, უნდა მოგკლათო, არასრულწლოვანი ვარ და არ დამიჭერენო, რის გამოც შვილის ეშინია. მარტო როცა რჩებიან, მაშინ იქცევა ასე. ამიტომ მათთან ერთად ნათესავი რჩება ხოლმე. ტელეფონზე ვერ რეკავს, რადგან შვილი უკრძალავს, ტეხავს ყველაფერს, არ აძლევს მუშაობის საშუალებას. სიგარეტს ფულს როცა ითხოვს ბრალდებული, მისცემს თუ არა, მნიშვნელობა არა აქვს, მაინც შეურაცხყოფას აყენებს, ხელითაც ეხება, ჩამშვები ხარო და მოკვლით ემუქრება ყოველდღე. რატომ მიმართეო პოლიციას, სახლის ფანჯრები დალეწა, რითაც უბრალოდ გააბრაზა. ბაბუის ნაყიდი ქურთუკი დაგლიჯა, თან ეუბნებოდა, ნახე, რატომ არაფერს ამბობო. სპეციალურად აკეთებს ამას, რომ რაღაც უთხრას და მან მოკლას. ეზოშიც ვერ გადის. ხან ქვას დაუშენს ბრალდებული, ხან სხვა რამეს. ბაბუა მომაკვდავი როცა იყო, ბრალდებულს ხმამაღლა მუსიკა ჰქონდა ჩართული და თხოვნის მიუხედავად არ გათიშა. ასე მინდაო მე. მამის გარდაცვალების შემდეგ ამბობს, კარგი იყო მკაცრად რომ გექცეოდაო. მეუღლის გარდაცვალებამდე მერე ბრალდებული აუტანელი გახდა. დედის ჭკუიდან გადაყვანა, მოკვლა მინდა, ეს მსიამოვნებსო, უთხრა დეიდას. ძაღლით ემუქრება მუშტარს და სახლში არ უშვებს, კარებს ტეხს. თუ გაუცინა, ჩხუბს უწყებს, ვერ ესაუბრება ვერანაირ თემაზე, ეუბნება, შენი ჭკუიდან გადაყვანა და მოკვლა მინდაო. არ არის დარწმუნებული, რომ არ მოკლავს. ვერ ეფერება შვილს, პატარა ბავშვი ხომ არ ვარო ეუბნება და არ უშვებს ახლოს. ბრალდებულს ქურდული სამყარო იზიდავს. როცა უთხრა, რომ ეს ცუდი იყო, ჩხუბი დაუწყო. ფსიქოლოგთან დადიოდა 3 თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ. ბრალდებული დანას უქნევს ყოველდღე, დაარტყა დანა. ბრალდებულმა ბებიის შავი ქუდი ამოჭრა თვალებზე, ქურდი ვარო და ხელები გადაუგრიხა, სახლში ვსწავლობო ქურდობას. ახლობლებს შველა რომ სთხოვა, აგრესიამ იმატა ბრალდებულისგან. დროდადრო უარესდება ვითარება. გარედან შემოდის აგრესიულად. რომ შეეპასუხოს, ალბათ მოკლავს. კარები არ იკეტება. დარწმუნებულია, რომ ბრალდებული მოკლავს, შეიძლება მხოლოდ აშინებს, სიამოვნებს ჩაგვრა, უფროსობა უნდა ალბათ.

მოწმე ლ---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გაუხეშებულია მისი შვილიშვილი, გიჟივით შემოდის, ე-–-----------ს მოუგრიხა ხელები. დედასთან ბრალდებულს ყოველდღე კონფლიქტი აქვს, საჭმელზე ყვირის, ეს რა არისო. ცოცხალი როცა იყო მამამისი, მას მისდევდა მოსაკლავად და დედას უჯერებდა, მამისთვისაც უთქვამს, როდის ჩაძაღლდებიო, მოკვდება და თავისუფალი ვიქნებიო, ამბობდა ბრალდებული. მამის გარდაცვალების შემდეგ დედაზე გადავიდა. ბრალდებული ღამით 1-2 საათზე ამოდის, საჭმელს ჭამს, აგინებს, გათახსირებულებს, ბოზებს ეძახის. ბრალდებული დედას ცემს. ბრალდებულს მისმა შვილმა ქურთუკი გამოუგზავნა, რომელიც დაჭრა ბრალდებულმა, რად მინდაო შენი შვილის გამოგზავნილი. ტანსაცმელს ბრალდებული მეგობარს აძლევს, საჭმელს ძაღლებთან ერთად ჭამს. ე-–----------- სამუშაოდ რომ გავა, ქვას ესვრის, ხელი არაფერს ახლოო. ბრალდებული ამაზე ღიზიანდებოდა. ბრალდებული ძალადობის შესახებ ფილმებს უყურებს, ამბობს, 15 წლის ვარ, არავინ დამიჭერს, რასაც მინდა, იმას ვიზამო. ბრალდებული დედას ექცევა აგდებულად, ცინიკურად, ცდილობს მის მწყობრიდან გამოყვანას, ავიწროებს, ლანძღავს, აგინებს, აფუჭებს ნივთებს, არის აგრესიული, იწვევს დედას, აღიზიანებს მას, რაზეც ე-–----------- არ პასუხობს, ითმენს, რადგან შეპასუხების შემთხვევაში ბრალდებული მისკენ იწევს, ემუქრება ყელის გამოჭრით. ბრალდებულმა ე-–-----------ს ხელი გადაუგრიხა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის და ექსპერტ თ--------------–---–---ს ჩვენების თანახმად, ე-–----------- განიცდის სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს და დამცირებას, რაც იწვევს მის ტანჯვას.

მოწმე ც-–-------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 იანვარს ხმაურზე შევიდა ლ---------------სთან. ბრალდებულმა არაბუნებრივი ყვირილი ატეხა, ქვის სროლა დაიწყო, რის გამოც შეეშინდა. ბრალდებული ყვიროდა, თქვე ბოზებოო. თხოვდა ბრალდებულს, დამშვიდებულიყო, რადგან ეშინოდა. ბრალდებული ოჯახში საშინელია, ოჯახის წევრების მიმართ აქვს ანტიპათია. ერთხელ მათთან სადილზე დაპატიჟეს, მაგრამ ბრალდებულმა სადილი გადმოაპირქვავა, ზოგჯერ კარს მიაჯახუნებს ბრალდებული და ამტვრევს. ე-–----------- ითმენს ყველაფერს, რადგან ფსიქოლოგებმა ასე ურჩიეს. ბრალდებულს მოზღვავებული ენერგია აქვს, შეუძლია სადილი ძაღლს მიუტანოს და დედა უსადილოდ დატოვოს. ადრე მამასთან ჰქონდა ბრალდებულს კონფლიქტი, მერე დედაზე გადავიდა. ერთხელ ბრალდებულს მამისთვის უნდოდა ქვის ჩარტყმა თავში, მაგრამ მან შესძახა და ამის მერე არ ჩაარტყა. ერთხელ მამისთვის მდუღარე შეუსხამს. ბრალდებულს ძალადობა აინტერესებს, არ ეცოდება ადამიანი, ყველაფერს ამტვრევს, დედას აგინებს, ფეხებს უქნევს ყველას, ქვებს ისვრის, თუ რამე არ მოეწონება, აგიკვიატებს.

მოწმე ფ---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მატარებელში კარები ჩაუკეტა ბრალდებულმა ე-–-----------ს და ახრჩობდა. საკმარისი იყო ბრალდებულს დედა დაეგულვებინა მარტო, რომ შეურაცხყოფას აყენებდა, ხელსაც არტყამდა, დანით დაემუქრა, ყელს გამოგჭრიო, ეს რა საჭმელი არისო. ბრალდებული შინაგანად მოძალადეა. თუ დაინახა სუსტი, არ დაინდობს, თუ ჯაბნის, ხმას არ ამოაღებინებს, ძველი ბიჭივით დადის სახლში, აგდებულად ესაუბრება დედას, ვინმე თუ გაივლის, ეკითხება, იმ კაცთან არ გინდაო დაწვე? ე-–----------- დასტრესილია და შენიშვნას ვერ აძლევს. ბრალდებულმა ჯოხი ჩაარტყა დედას და ბებიას ზურგში. თუ ძლიერი დაინახა, ზედმეტს არ აკადრებს. დედა და ბებია შეშინებული ჰყავს და გადაუარა მათ თავზე. ქვებით ჩაამსხვრია ფანჯრები. დამცირება სიამოვნებს. მე ვარ უფროსი და დამემორჩილეთო.

მოწმე გ-----–-----ს ჩვენების თანახმად, ბრალდებულს კანონთან აქვს უარყოფითი დამოკიდებულება, არ მოსწონს პოლიციელები და კანონები.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი.

ბრალდებულისა და დაზარალებულ ე-–-----------ს ოჯახის წევრობაზე უკვე გაკეთდა დასკვნა, რაც ვრცელდება იმავე ბრალდებულის მიერ იმავე დაზარალებულისადმი მიმართულ განსახილველ ქმედებაზეც.

ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას ან სხვა ისეთ მოქმედებას, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულ ე-–-----------ს, ლ---------------ს, ც-–-------–--ის ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა მ-----------------მ დედის - ე-–-----------ს მიმართ განახორციელა ძალადობა (ხელების გადაგრეხვა), ის ასევე ახორციელებდა მის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას (უწოდებს მეძავს, ჩამშვებს, გათახსირებულს, ბოზს, აგინებს, ლანძღავს, ეკითხება, ქუჩაში გამვლელთან სექსუალური ურთიერთობის სურვილი თუ აქვს) და დამცირებას (უყვირის, მის ნაყიდ ტანსაცმელს ჭრის, მის თხოვნას არაფრად აგდებს, ეჩხუბება, შეპასუხებას არ პატიობს, საჭმელს უპირქვავებს, აგდებულად ესაუბრება, ცინიკურად ექცევა, ცდილობს მის გამოყვანას მწყობრიდან, ავიწროებს, აღიზიანებს, კარებს უჯახუნებს, საჭმელს ძაღლებს წაუღებს და დედას უსადილოდ ტოვებს), რითაც ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.

 

2.2. რამაც გამოიწვია ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი

 

მოწმე ე-–-----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ შვილის ეშინია. ამიტომ მათთან ერთად ნათესავი რჩება ხოლმე. ტელეფონზე ვერ რეკავს, რადგან შვილი უკრძალავს, არ აძლევს მუშაობის საშუალებას, ცდილობს გააბრაზოს. ეზოშიც ვერ გადის ბრალდებულის გამო. ბრალდებული აუტანელი გახდა, ვერ ესაუბრება ვერანაირ თემაზე, ეუბნება, შენი ჭკუიდან გადაყვანა მინდაო. ფსიქოლოგთან დადიოდა 3 თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ. დროდადრო უარესდება ვითარება. დარწმუნებულია, რომ ბრალდებული მოკლავს. შვილთან კარგი ურთიერთობა უნდა, მაგრამ ბრალდებული არ დგამს მისკენ ნაბიჯებს. თვითონ სულ პატიობს შეურაცხყოფებს.

მოწმე ლ---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ დედასთან ბრალდებულს ყოველდღე კონფლიქტი აქვს, საჭმელზე ყვირის, ეს რა არისო. ღამით არ ძინავთ, როდის რას იზამს, არ იციან. ბრალდებული დედას ექცევა აგდებულად, ცინიკურად, ცდილობს მის მწყობრიდან გამოყვანას, ავიწროებს, ლანძღავს, აგინებს, აფუჭებს ნივთებს, არის აგრესიული, იწვევს დედას, აღიზიანებს მას, რაზეც ე-–----------- არ პასუხობს, ითმენს, რადგან შეპასუხების შემთხვევაში ბრალდებული მისკენ იწევს, ემუქრება ყელის გამოჭრით. ეშინია, რომ ბრალდებულმა რამე არ დაუშავოს დედას ან მას. ეშინია, რომ ბრალდებული მუქარას სისრულეში მოიყვანს.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის და ექსპერტ თ--------------–---–---ს ჩვენების თანახმად, ე-–----------- განიცდის სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს და დამცირებას, რაც იწვევს მის ტანჯვას.

მოწმე ც-–-------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებული ოჯახში საშინელია. ერთხელ მათთან სადილზე დაპატიჟეს, მაგრამ ბრალდებულმა სადილი გადმოაპირქვავა, ზოგჯერ კარს მიაჯახუნებს ბრალდებული და ამტვრევს. ე-–----------- ითმენს ყველაფერს, რადგან ფსიქოლოგებმა ასე ურჩიეს. ბრალდებულს შეუძლია სადილი ძაღლს მიუტანოს და დედა უსადილოდ დატოვოს, დედას აგინებს.

მოწმე ფ---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ე-–-----------ს ეშინია, შვილმა არ ჩაარტყას რამე. ბრალდებული აგდებულად ესაუბრება დედას. ე-–----------- დასტრესილია და შენიშვნას ვერ აძლევს. დედა და ბებია შეშინებული ჰყავს და გადაუარა მათ თავზე.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ტანჯვას და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულის სისტემატურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ შედეგად დაზარალებულ ე-–-----------ს ტანჯვა გამოიწვია.

სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

საქმის მასალებით არ დასტურდება სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგის არსებობა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მ-----------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც მ----------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

მ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მისი ასაკი (არის 15 წლის), ფსიქიკური მდგომარეობა (არის შერაცხადი, თუმცა აქვს არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - დისოციალური (ანტისოციალური) პერსონალური აშლილობა).

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია ქმედების სისტემატური ხასიათი, ტანჯვის გამომწვევი შედეგი.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (საკუთარი ძალის დემონსტრირება), მიზანს (დაზარალებულისათვის ტანჯვის მიყენება), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ძალადობა დედის, ანუ იმ პირის მიმართ, ვინც ბრალდებულისთვის ყველაზე ახლობელია, ვინც ზრუნავს მასზე), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტანჯვის გამოწვევა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (ოჯახში ცხოვრობს დედასთან ერთად, უარი თქვა სწავლის გაგრძელებაზე, არის დედის კმაყოფაზე), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (მოწმეები მიუთითებენ ბრალდებულის ახალ ანალოგიურ ქმედებებზე, რომლებზეც, როგორც ირკვევა, გამოძიება არის დაწყებული), ბრალდებულის ასაკს (არის არასრულწლოვანი - 15 წლის), ბრალდებულის პიროვნებას (ახასიათებს ფსიქოლოგიური სირთულეები, ემოციური არამდგრადობა, აქვს მიდრეკილება ძალადობისკენ).

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოებები არ არსებობს, ამდენად, სასამართლო ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს არ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.

ამკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა. განსახილველ სემთხვევაში საქმის გარემოებები არ იძლევა საფუძველს, ბრალდებულს დაენიშნოს კანონით გათვალისწინებულზე მსუბუქი სასჯელი.

აღნიშნული დასკვნის გამოტანისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის იმ სახეებს, რაც ამკ-ის 66-ე მუხლში - ჯარიმა, შინაპატიმრობა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. განსახილველ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელი შეიძლება იყოს ჯარიმა, შინაპატიმრობა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. აღნიშნულთაგან ჯარიმა, ამკ-ის 68-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს დანიშნული, თუ არასრულწლოვანს აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი კანონიერი საქმიანობიდან. ასეთი შემოსავლის არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება. პირიქით, ირკვევა, რომ ბრალდებულს დამოუკიდებელი შემოსავალი არ აქვს და მატერიალურად დედაზეა დამოკიდებული სრულად. რაც შეეხება შინაპატიმრობას, სსკ-ის 471-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შინაპატიმრობა არ დაენიშნება ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს. სასამართლო, ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკისა და დედისადმი ბრალდებულის დამოკიდებულების გათვალისწინებით, იზიარებს ამ პოზიციას და მიიჩნევს, რომ შინაპატიმრობა არათუ სასჯელის მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს, არამედ ახალი დანაშაულის მაპროვოცირებელიც კი იქნება, რის გამოც ის ვერ იქნება გამოყენებული. რაც შეეხება საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ისევ და ისევ ჩადენილი დანაშაულისა და დაზარალებულისადმი ბრალდებულის დამოკიდებულების, ასევე ბრალდებულის ცხოვრების წესისა და მისი დაუსაქმებლობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ სახის სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არათუ სასჯელის მიზნების ერთობლიობაში, არამედ ერთ-ერთი მათგანის მიღწევასაც კი.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ მ-----------------ს უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის ზომაც უნდა განისაზღვროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.

 

IV. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე და 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2017 წლის 27 დეკემბერს ქ-----------------------–---–-------------ში ბებია ლ---------------ზე გაბრაზებულმა მ-----------------მ ლ---------------ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი გულმკერდის არეში და ერთხელ ძლიერად დაარტყა ფეხი მარჯვენა ფეხის მიდამოში, რის შედეგადაც ლ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა. 2018 წლის 7--------- ქ. ზუგდიდში, თ------–---–-------------ში მ-----------------მ ბებია ლ---------------ს ჩადენილი ძალადობიდან მალე დასაკეცი დანის გამოყენებით კისრის მიდამოში და მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე მიაყენა დაზიანება, რის შედეგადაც ლ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, რის შედეგადაც მან მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. 2018 წლის 21 იანვარს ქ-----------------------–---–-------------ში მ-----------------მ კვლავ ბებია ლ---------------ს მოუჭირა ყელზე ხელი, რის შედეგადაც ლ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

ქ-----------------------–---–-------------ში ბებია ლ---------------ზე გაბრაზებულმა მ-----------------მ ლ---------------ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი გულმკერდის არეში და ერთხელ ძლიერად დაარტყა ფეხი მარჯვენა ფეხის მიდამოში, რის შედეგადაც ლ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ქ-----------------------–---–-------------ში მ-----------------მ ლ---------------ს დასაკეცი დანის გამოყენებით კისრის მიდამოში და მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე მიაყენა დაზიანება, რის შედეგადაც ლ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ქ-----------------------–---–-------------ში მ-----------------მ ლ---------------ს მოუჭირა ყელზე ხელი, რის შედეგადაც ლ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ

 

ბრალდებულისა და დაზარალებულ ლ---------------ს ოჯახის წევრობაზე უკვე გაკეთდა დასკვნა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის ნაწილში, რაც ვრცელდება იმავე ბრალდებულის მიერ იმავე დაზარალებულისადმი მიმართულ განსახილველ ქმედებაზეც.

 

3.2. ძალადობა

 

მოწმე ე-–-----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ერთ საღამოს შვილმა ხელი გადაუგრიხა, რაც ეტკინა, უთხრა, არ მატკინო ხელიო, რის შემდეგაც საკუთარ ბებიას ყელზე მოუჭირა ხელი, მოჭრილ მკერდზე ურტყა რამდენჯერმე მუშტი, შარფი მოუჭირა ყელზე. 3 დღე ცუდად იყო ბებია, ხელს ვერ ამოძრავებდა. ბრალდებულმა იცოდა ბებიას მკერდი მოკვეთილი რომ აქვს, იცის, რომ კიბო აქვს. ბებიას მე-2 სტადიის კიბო სჭირს და ბრალდებულმა უთხრა, მე-4 სტადია გაქვს და მალე მოკვდებიო. ამის მერე ამშვიდებდა დედას, ბრალდებული გატყუებსო. წინა კვირას დაარტყა ბებიას და კოპი აქვს. ხან ქვას დაუშენს ბრალდებული, ხან სხვა რამეს. ეხლა ბებიაზეა გადასული. ბებიას უყვარს ბრალდებული და ეფერება, უთხრა, საჭმელი ჭამეო. ბრალდებულს არ უყვარს ეს, უთხრა, რას მეუბნები, არ მინდა საჭმელიო. ბრალდებული საჭმელს ცალკე ჭამს, მე შენი პატარა ბავშვი არ ვარ, თუ მინდა, თვითონ შევჭამო, დანა ამოიღო. რატომ ჩხუბობო, ჰკითხა ბებიამ. დანას უტრიალებდა ბებიას, რომელმაც დანას ხელი მოკიდა და გაეკაწრა. ამის შემდეგ ყელზე გაუსვა და ოდნავ გაკაწრული ჰქონდა. წინა კვირას ჯოხი ჩაარტყა მას და ბებიას ბრალდებულმა თავში. ერთხელ ბებიამ ჰკითხა მოხვედიო? და გაუცინა. როგორ გაიცინეო და ჩხუბი დაუწყო ბრალდებულმა, ჯოხი დაარტყა ხელზე და თავზე. ბებია ეფერება, მაგრამ ბრალდებული ჩხუბს უწყებს. ბებიას ურჩევს ხოლმე, არ მოეფეროს შვილიშვილს და არ ელაპარაკოს.

მოწმე ლ---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გაუხეშებულია მისი შვილიშვილი, გიჟივით შემოდის, არ მიყუროო ამბობს, ეჩხუბება, აგინებს, დაარტყა ნაოპერაციევ ხელზე, რაც ეტკინა, ხელი გაკავებული აქვს, 10-15 დღე ცუდად იყო. ბრალდებულმა უთხრა, აქ რომ გდიხარ, ვერ მიდიხარო სახლში? და აგინა, მაგიდა თავზე დაამხო. გარეთ გასვლისკენ რომ მოუწოდა, ბრალდებულმა მინები დაამტვრია, ფეხშიც დაარტყა და ვერ დადიოდა, შეუვარდა ოთახში, ბოზო, გათახსირებულო, ნამუსახდილო, ხმა ჩაიკმინდეო და დაარტყა, შემდეგ გავიდა, ქვა აიღო, ფანჯრები გატეხა. ბრალდებულმა უთხრა, თოკი მაქვს, ჩამოგკიდებ და მოგკლავო. შე უსინდისოო, მიმართა ბრალდებულმა და ლოყა ჩამოგლიჯა, გახსნა დანა, მოიქნია. ე-–-----------მ მიაკივლა, ხელი არ ახლო დედასო. მომეციო ყელი, უთხრა ბრალდებულმა და ყელსა და ხელზე დანით გაკაწრა, დაარტყა ფეხებში. ამ დროს ძაღლმა დაიყეფა, ბრალდებულმა თქვა, პოლიციელები არიანო და გარეთ გავიდა. თქვე ღორებო, ძაღლებო, ყელს გამოგჭრი, თოკით ჩამოგკიდებ, მოკვდები და ბინა მე დამრჩებაო, ამბობდა ბრალდებული, ყელზე მოუჭირა და 2 კვირა ტკიოდა, ვერ ყლაპავდა. ბრალდებულს ბევრჯერ უცემია. ტელევიზორს როცა უყურებდა ე-–-----------სთან ერთად, ბრალდებული შემოდიოდა და გადიოდა ოთახიდან. ეს გაუკვირდა და შეხედა ბრალდებულს, რომელმაც დაუყვირა, ასე რატომ მიყურებო, შეაგინა, ხის სკამი ესროლა, მაგრამ აცდა, რადგან გაიწია, სახეში ესროლა სამკერვალო ნივთები. ბრალდებულმა უკმაყოფილება გამოთქვა მის სახლში მისი ყოფნის გამო, რაზეც ე-–-----------მ მიუგო, რომ თვითნ გადაწყვეტდა ის დარჩებოდა მის სახლში თუ არა. ამის პასუხად ბრალდებულმა ძლიერად რამდენჯერმე მუშტი ჩაარტყა გულმკერდში, რამაც ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე ფეხი ძლიერად დაარტყა ფეხში, რამაც ასევე გამოიწვია ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ ბრალდებულმა ე-–-----------ს ხელი გადაუგრიხა, რის შემდეგაც მას მივარდა, უჯიკა, ყელზე მოხვია ხელი და დაემუქრა დახრჩობით, შემდეგ გარეთ გავარდა და დაიწყო ყვირილი, რომ მოკლავდა მათ, რომ ორივე ყელში ჰყავდა ამოსული.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და ექსპერტ გ--------------ის ჩვენების თანახმად, ლ---------------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანება შეხორცების ფაზაში მყოფი სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით.

მოწმე ფ---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა ჯოხი ჩაარტყა დედას და ბებიას ზურგში.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულ ე-–-----------ს, ლ---------------ს, ც-–-------–--ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მ-----------------მ ჩაიდინა ძალადობა ლ---------------ს მიმართ.

სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატური ნიშნავს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების განხორციელებას ინტენსიურად, განმეორებითობის გარკვეული ხარისხით. მოცემულ შემთხვევაში სასმართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ----------------- განმეორებითობის გარკვეული ხარისხით დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ძალადობდა ბებია ლ---------------ზე. ამასთან, მ-----------------ს ბრალი ედება ერთიანი განზრახვით და საერთო მიზნით სისტემატურად ძალადობაზე, რის გამოც სასამართლოც ამ ქმედებებს განიხილავს ამ კონტექსტში.

 

3.3. რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი

 

მოწმე ე-–-----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ერთ საღამოს შვილმა ხელი გადაუგრიხა, რაც ეტკინა, უთხრა, არ მატკინო ხელიო, რის შემდეგაც საკუთარ ბებიას ყელზე მოუჭირა ხელი, მოჭრილ მკერდზე ურტყა რამდენჯერმე მუშტი, შარფი მოუჭირა ყელზე. 3 დღე ცუდად იყო ბებია, ხელს ვერ ამოძრავებდა. ბრალდებულმა იცოდა ბებიას მკერდი მოკვეთილი რომ აქვს, იცის, რომ კიბო აქვს. ბებიას მე-2 სტადიის კიბო სჭირს და ბრალდებულმა უთხრა, მე-4 სტადია გაქვს და მალე მოკვდებიო. ამის მერე ამშვიდებდა დედას, ბრალდებული გატყუებსო. წინა კვირას დაარტყა ბებიას და კოპი აქვს. დანას უტრიალებდა ბებიას, რომელმაც დანას ხელი მოკიდა და გაეკაწრა. ამის შემდეგ ყელზე გაუსვა და ოდნავ გაკაწრული ჰქონდა. წინა კვირას ჯოხი ჩაარტყა მას და ბებიას ბრალდებულმა თავში, ჯოხი დაარტყა ხელზე და თავზე.

მოწმე ლ---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დაარტყა ნაოპერაციევ ხელზე, რაც ეტკინა, ხელი გაკავებული აქვს, 10-15 დღე ცუდად იყო, მაგიდა თავზე დაამხო, ფეხშიც დაარტყა და ვერ დადიოდა, ლოყა ჩამოგლიჯა, ყელსა და ხელზე დანით გაკაწრა, დაარტყა ფეხებში. ბრალდებულს ბევრჯერ უცემია. ბრალდებულმა ძლიერად რამდენჯერმე მუშტი ჩაარტყა გულმკერდში, რამაც ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე ფეხი ძლიერად დაარტყა ფეხში, რამაც ასევე გამოიწვია ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და ექსპერტ გ--------------ის ჩვენების თანახმად, ლ---------------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანება შეხორცების ფაზაში მყოფი სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით.

მოწმე ფ---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა ჯოხი ჩაარტყა დედას და ბებიას ზურგში. შთაბეჭდილება რჩება, რომ ორივეს სიკვდილი უნდა და მარტო უნდა დარჩენა. დედა და ბებია შეშინებული ჰყავს და გადაუარა მათ თავზე.

ამდენად, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ დაზარალებულმა ლ---------------მ ბრალდებულის ქმედებების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. რაც შეეხება მის მიერ ფსიქიკური ტანჯვის განცდას, აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება.

აღნიშნული დანაშაულის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

საქმის მასალებით არ დასტურდება სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგის არსებობა.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა ისევე, როგორც 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისა.

ქმედების ობიექტური შემადგენლობა ორივე დანაშაულის შემთხვევაში, გამოიხატება მოქმედებაში, დამდგარ შედეგსა და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, ორივე არის მატერიალური დანაშაული.

სუბიექტურ მხრივ ორივე დანაშაული ხასიათდება განზრახვით.

განსახილველ შემთხვევაში, მ-----------------ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით, თუმცა აღნიშნული დანაშაული მოითხოვს აუცილებელ შედეგს - ტანჯვის გამოწვევას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, მ-----------------ს თუმცა წარდგენილი აქვს ბრალი აღნიშნული კვალიფიკაციით, თუმცა მას ბრალად ედება არა ტანჯვის, არამედ ფიზიკური ტკივილის გამომწვევი ქმედების ჩადენა, რაც არ იძლევა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. მართალია, ბრალდებულის ქმედებების აღწერის ნაწილში მითითებულია, რომ ბრალდებულის ქმედებებმა გამოიწვიეს ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, თუმცა, ტანჯვის გამოწვევის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, განსხვავებით ე-–-----------ს მიმართ ჩადენილი ქმედებისგან, სადაც წარმოდგენილი იყო ექსპერტიზის დასკვნა დაზარალებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

ქმედების გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები.

მოცემულ შეთხვევაში, როგორც სასამართლო სხდომაზე დადგენილი ფაქტებით მართალია, უარყოფს წარდგენილი ბრალდების სისწორეს, თუმცა, იმავდროულად მიუთითებს სხვა დანაშაულის ნიშნებზე, რომელიც მ-----------------ს არ აქვს ბრალად წარდგენილი, თუმცა რომელსაც მოიცავს მისი ქმედება და რომელიც არის ბრალად წარდგენილ ქმედებაზე მსუბუქი დანაშაული, რის გამოც მ----------------- წარდგენილ ბრალდებაში კი არ უნდა გამართლდეს, არამედ მისი ქმედების სამართლებრივი შეფასება უნდა შეიცვალოს ბრალდებულის სასიკეთოდ და მისი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 22 ნაწილიდან სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ----------------- და ლ--------------- არიან ოჯახის წევრები - შვილიშვილი და ბებია. აღნიშნული გარემოება, სსკ-ის მე-111 მუხლის მითითების კუთხით, რელევანტური იყო სსკ-ის 126-ე მუხლისათვის, თუმცა, ვინაიდან ქმედება გადაკვალიფიცირდა 1261 მუხლზე, ხოლო აღნიშნული მუხლი თავად მოიცავს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ქმედებას, ამდენად, ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციისას არ უნდა მიეთითოს სსკ-ის მე-111 მუხლი.

მეორე საკითხი, რაც იმსახურებს ყურადღებას, არის ის, წარმოადგენს თუ არა სსკ-ის 1261-ე მუხლი პირველი ნაწილი სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილზე უფრო მსუბუქ დანაშაულს. ამ კუთხით უნდა მოხდეს ამ მუხლების სანქციების შედარება. სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილი ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. ამდენად, ირკვევა, რომ ორივე მუხლს აქვს ერთი და იგივე სახის სასჯელი, ასევე სხვა სასჯელი. სსკ-ის 126-ე მუხლი ითვალისწინებს შინაპატიმრობას, ხოლო 1261 მუხლი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. ამასთან, 126-ე მუხლის 12 ნაილი სასჯელის სახედ ითვალისიწნებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე, ხოლო 1261-ე მუხლის პირელი ნაწილი - 1 წლამდე. მართალია, სანქციაში არ არის მითითებული მინიმალური სასჯელის ზომა, თუმცა, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის სახით მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით. ამდენად ნათელია, რომ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს უფრო მსუბუქ დანაშაულს.

ამდენად, ირკვევა, რომ ბრალად წარდგენილი ქმედებისთვის აუცილებელი ნიშანი - ტანჯვის გამომწვევი შედეგი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა. აღნიშნული მიუთითებს ქმედების არასწორ კვალიფიკაციაზე, რომელიც მოითხოვს გადახედვას. სასამართლო აფასებს რა წარდგენილ ბრალდებას, გამოკვლეულ მტკიცებულებებს და დადგენილ ფაქტებს, ასკვნის, რომ ბრალდებულის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, და ბრალიც წარდგენილია ბრალდებულის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისთვის. დადგენილია ასევე, რომ ქმედებებმა გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. ბრალი მ-----------------ს წარდგენილი აქვს ერთიანი განზრახვით და საერთო მიზნით ქმედებების ჩადენაში, რაც მიუთითებს ერთიან დანაშაულზე. ამასთან, ბრალდება წარდგენილია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით დამამძიმებელი გარემოებების გარეშე. ზემოთ აღწერილი გარემოებები, შედეგის - ტანჯვის - დაუდასტურებლობის პირობებში, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. ვინაიდან აღნიშნული მუხლი წარმოადგენს ბრალად წარდგენილ დანაშაულთან შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაულს, ბრალდებულის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს სწორედ აღნიშნულ მუხლზე.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

მ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მისი ასაკი (არის 15 წლის), ფსიქიკური მდგომარეობა (არის შერაცხადი, თუმცა აქვს არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - დისოციალური (ანტისოციალური) პერსონალური აშლილობა).

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია ქმედების სისტემატური ხასიათი, მისი ჩადენა ხანდაზმული ბებიის მიმართ, დანის გამოყენებით.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (საკუთარი ძალის დემონსტრირება), მიზანს (დაზარალებულისათვის ტკივილის მიყენება), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ძალადობა ხანდაზმული ბებიის მიმართ), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (სისტემატური ძალადობა, დანის გამოყენება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ფიზიკური ტკივილის გამოწვევა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (ოჯახში ცხოვრობს დედასთან და ბებიასთან ერთად, უარი თქვა სწავლის გაგრძელებაზე, არის დედის კმაყოფაზე), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (მოწმეები მიუთითებენ ბრალდებულის ახალ ანალოგიურ ქმედებებზე, რომლებზეც, როგორც ირკვევა, გამოძიება არის დაწყებული), ბრალდებულის ასაკს (არის არასრულწლოვანი - 15 წლის), ბრალდებულის პიროვნებას (ახასიათებს ფსიქოლოგიური სირთულეები, ემოციური არამდგრადობა, აქვს მიდრეკილება ძალადობისკენ).

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ მ-----------------ს უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის ზომაც უნდა განისაზღვროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არსებობს ერთდროულად რამდენიმე დანაშაული, გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამდენად, მ-----------------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობის წესით. კერძოდ, ყველაზე მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს სხვა სასჯელები.

 

7. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დანა, როგორც დანაშაულის იარაღი, რომელსაც რაიმე ღირებულება არ აქვს, უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-7, მე-8, მე-14, 27-ე, 38-ე, მე-40, 45-ე, 73-ე, 75-ე, 76-ე მუხლების შესაბამისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ-----------------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

მ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე-–-----------ს მიმართ ჩადენილი ქმედება), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ---------------ს მიმართ ჩადენილი ქმედება), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ქმედება), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ქმედება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე-–-----------ს მიმართ ჩადენილი ქმედება) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ---------------ს მიმართ ჩადენილი ქმედება) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ქმედება) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ქმედება) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და მ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით.

მასვე, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელთან ერთად დაევალოს, მისი ქმედებების და შედეგების გასაცნობიერებლად, ქცევისა და ემოციების მართვის მიზნით, საბაზისო განათლების მნიშვნელობის გასააზრებლად, თავისუფალი დროის შემცირებისა და ინტერესთა სფეროს გაღრმავების მიზნით, სოციალურ გარემოსთან ადაპტაციის პრობლემის დასაძლევად, მის მიმართ კეთილგანწყობილი გარემოს მოსაძიებლად, სტრესულ სიტუაციებთან გასამკლავებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, მისთვის სასარგებლო პროგრამების შერჩევისა და მათში ჩართვის მიზნით, ამის აუცილებლობის ამოწურვამდე, განახორციელოს ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან ვიზიტები ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და ყოველდღიური ხანგრძლივობის (რაც არ უნდა აღემატებოდეს დღეში 4 საათს), სამუშაო ადგილის (რომელიც საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებისთვის საჭირო გამოცდილებას და უნარებს შესძენს არასრულწლოვანს), დამსაქმებლის განსაზღვრა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სასჯელთან ერთად დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ.

ნივთმტკიცება: დანა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია