მუხლი 14. არასრულწლოვნისადმი ინდივიდუალური მიდგომა
თავი II — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზოგადი პრინციპები
1. არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.
2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე პროცესის მწარმოებელი პირი არასრულწლოვანს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეპყრა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (12.06.2015).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(25)
საქმე №2კ-780აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.10.2025
…იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3, მე-4, მე-7, მე-13, მე-14, 29-ე, 65-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10,
საქმე №2კ-862აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.05.2020
…გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლის თანახმად, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ - არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან. 32. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია ისეთი…
…აკისრია ვალდებულება, სასჯელის შესაბამისი სახის გათვალისწინებისას მხედველობაში მიიღოს ბავშვის ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკური ექსპლუატაცია, ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების ფაქტორები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, რომელთა შესაბამისად, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება…
…მინიმალური წესების მე-5 მუხლი, რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რომლის შესაბამისად, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება…
…(„პეკინური წესები“) მე-5 მუხლი, რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რომლის შესაბამისად, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება…